განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100118002759459
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ--------------ის,ბრალდებულების გ-----------------ას და ლ-–------------ის,ადვოკატების გ------–---–---ის და ზ---------–-ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე

გ------------------------------ (პ/ნ 4----------) - დაბადებულის 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ--------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–---------------–----------–-----------–------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო (შეიცვალა კვალიფიკაცია);

ლ-–------–----------------------- (პ/ნ 5----------) - დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: წ---–--------------------------–----------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე; წ---–--------------------------–--------------–--- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო (შეიცვალა კვალიფიკაცია);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ-----------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით ნასამართლევმა გ-----------------ამ, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

2018 წლის 24 ოქტომბერს, გ-----------------ა, თ----------------ა და ლ-–------------ე წინასწარ შეთანხმდნენ, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ფულად თანხას. ამ გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი უკან გაყვნენ ამ-----------–----–--ეს ქ. თბილისში, ი-----------------------–---------------------ზე მდებარე შპს ,,ვ--“-ს კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტამდე. სავალუტო პუნქტიდან მოლარე ოპერატორის გამოსვლის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით, გ-----------------ა და თ----------------ა დარჩნენ გარეთ, რათა ეკონტროლებინათ მოლარის დაბრუნება, ხოლო მათთან ერთად მყოფი ლ-–------------ე, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თბილისი, ი-----------------------–---------------------ზე მდებარე შპს ,,ვ--“-ს კუთვნილ სავალუტო ჯიხურიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას, რის შემდეგაც გ-----------------ა თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული ქმედებით შპს ,,ვ--“-ს მიადგა 11 585 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-----------------ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ-–------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით ნასამართლევმა ლ-–------------ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

2018 წლის 24 ოქტომბერს, გ-----------------ა, თ----------------ა და ლ-–------------ე წინასწარ შეთანხმდნენ, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ფულად თანხას. ამ გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი უკან გაყვნენ ამ-----------–----–--ეს ქ. თბილისში, ი-----------------------–---------------------ზე მდებარე შპს ,,ვ--“-ს კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტამდე. სავალუტო პუნქტიდან მოლარე ოპერატორის გამოსვლის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით, გ-----------------ა და თ----------------ა დარჩნენ გარეთ, რათა ეკონტროლებინათ მოლარის დაბრუნება, ხოლო ლ-–------------ე, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თბილისი, ი-----------------------–---------------------ზე მდებარე შპს ,,ვ--“-ს კუთვნილ სავალუტო ჯიხურიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას, რის შემდეგაც ლ-–------------ე თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული ქმედებით შპს ,,ვ--“-ს მიადგა 11 585 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ-–------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულ თ----------------ას, მოწმეების გ--------–------ის, ე---–----------ას, ი-–--------–--ის, გ-------------–---–ის, ბ---------–----–---–ის, თ-----------–---ის, ბ--------–-–---–ის, რ----------------–---–ის, ი-–------------ის, ა-------------ის, ი------------–---–ის, გ------------–--–---–ის, გ----------------ს, უ---------ის, ნ------------–---–ის, თ--------------ის, ნ-----–------------ის, ლ---------–--–--ის, გ--------------------–----ის, გ---------–-------ას, გ------------------ის, ნ---------------ის, გ---------------ის, გ--------------ას, გ--------------–---ის, ვ---------------ის, მ--------------–---–ის, ი-----–---------ას, ვ------------------ს, ვ-–------------------ის, ლ---------–-----–---–ის, გ--------------ის, გ-----------–--–-–---–ის, შ-----------–----ის, ხ--------------–-–---–ის, ზ--------------–---–ის, ზ---------–----ის, ი-----–-----–---ას, თ-------------–-–---–ი, კ-----------ის, თ------------------–---–ის, გ---------------–---–ის, თ---------–------ის, გ-----------–------ის, ლ---–--------–--ს, ი-----–-------ის და ლ--------–-–---–ის ჩვენებები და ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება) ერთობლიობა გ-----------------ას და ლ-–------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

ბრალდებულებმა ლ-–------------ემ და გ-----------------ამ ნაწილობრივ აღიარეს ბრალად შერაცხული ქმედება და აღნიშნეს, რომ მოპარული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 10 000 ლარს და დაახლოებით 8000 ლარამდე იყო.

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულისა და ბრალდებულთა ჩვენებებისა არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშან ,,დიდ ოდენობასთან“ დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში ზიანის დიდ ოდენობასთან დაკავშირებით ჩვენებას იძლევა მხოლოდ დაზარალებული ამ-----------–----–--ე, რომელიც უთითებს, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,,ვ--“-ს მიადგა 11 585 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რაც მან დააზუსტა გამოძიებაში მიცემული ჩვენების შემდეგ. სხვა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით (ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვ--, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ-----------------ასა და ლ-–------------ის დამნაშავედ ცნობისათვის და არასაკმარისია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში მათი დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები გ-----------------ა და ლ-–------------ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავეებად და სასჯელი უნდა განესაზღვროთ აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულთა პიროვნებებას, მათ წარსულ ცხოვრებას.

გ-----------------ასა და ლ-–------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ ისინი ფაქტობრივად აღიარებენ ჩადენილ ქმედებას, ასევე გ-----------------ა არის ოთხი შვილის მამა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულებს არ გააჩნიათ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------ასა და ლ-–------------ის რესოციალიზაციისათვის, მათი ასაკის გათვალისწინებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------------ას ქმედება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებზე.

გ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

გ-----------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

გაუქმდეს გ-----------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ლ-–------------ის ქმედება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებზე.

ლ-–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ლ-–------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 ნოემბრიდან.

გაუქმდეს ლ-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ნივთიერი მტკიცებულები:

გ-------------–---–ისგან ამოღებული 40 აშშ დოლარი, ბადრი ბეჟიტაიშვილისგან ამოღებული 75 აშშ დოლარი, გ-----------------ასგან ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი ყუთთან ერთად, შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათებთან ერთად, გ-----------------ასგან ამოღებული 1600 ლარი, გ-----------------ას შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული 370 ლარი, გ-----------------ასგან ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული გ-----------------ას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, მეტრომანის ბარათით, პლასტიკური ბარათით, გადახდის ორი ქვითრით, ხელშეკრულებით, ერთი ცალი გასაღები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სალარო მაგიდის შუა უჯრის გარეთა ზედაპირი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირზე და ხელის კვლები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი