განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119002932578
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა-–--- დ---–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ----- ა-------ის ძე ა-–---ი - დაბადებული 1----–-–--------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ-–-–---------------------–----------------ში

 

ადვოკატი - გ---------------–--–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–-------ში, კ-------–---ის ქუჩა №-- მდებარე ქ------–ა წ----–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ----- ა-–---მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ-------ე ნ-----–---–ს მოკვლის განზრახვით რამდენჯერმე დაარტყა თან ნაქონი დანის მსგავსი ბასრი საგანი. კერძოდ, გულმკერდის უკანა მარჯვენა მხარეს, თან ნაქონი დანის მსგავსი ბასრი საგნის დარტყმით მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, ხოლო ზედაპირული ჭრილობები მიაყენა კეფის მარჯვენა ნახევარში; ცხვირის არეში და გულმკერდის უკანა მარჯვენა ნახევარში. აღნიშნული ფაქტის შემსწრე პირებმა შეძლეს ვ----- ა-–---ის ეზოდან გაყვანა, თუმცა რამდენიმე წუთში ეზოში კვლავ შევარდა ნაჯახით და ცდილობდა მის დარტყმას თ-------ე ნ-----–---–ისთვის. ადგილზე შეკრებილმა ხალმა კვლავ შეძლო მისი შეჩერება და ეზოდან გაყვანა.

 

1.2. 2018 წლის 6 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ-–-–-------ში, კ-------–---ის ქუჩა №---ში მდებარე ქ------–ა წ----–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ----- ა-–---მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქ------–ა წ----–---ეს მინის ჭურჭლის მარცხენა ხელზე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვ----- ა-–---ის აღნიშნული ქმედებით ქ------–ა წ----–---ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და სხვ.) ერთობლიობა ვ----- ა-–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ იქნა გამოკვლეული, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----- ა-–---მა ჩაიდინა:

 

2.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.

 

2.2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ვ----- ა-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულების აღიარება და მონანიება.

3.2. ვ----- ა-–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას აგრეთვე ბრალდებულის პიროვნებასა (ვ----- ა-–---ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს) და მის ნასამართლობას. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ვ----- ა-–---ის მიმართ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ----- ა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----- ა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ----- ა-–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 დეკემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ერთი ცალი ნაჯახი, მინის ნამსხვრევები, სისხლის ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუში და ერთი ცალი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ქურთუკი, შარვალი, მაისური და თ-------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

- 2 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია