გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2019
საქმის ნომერი
190310018002563196
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24------- 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–-,სხდომის მდივანი ე-–--- ო------

მოსარჩელე- გ-------–-–---–ი,წარმომადგენელი - თ----- ფ--------ი, მ------ მ---–-–---–-, ა------ მ-–---–-–---–-,მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური,წარმომადგენელი - ნ------ი ბ--------ე,მესამე პირი - კ-----–- ხ-----------ე,წარმომადგენელი - მ------- ხ-----------ე,დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. (სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, 2----–-–----------------- სხდომის ოქმი, 12:32:11 საათი; 2019 წლის 24-------ს სხდომის ოქმი 12:24:54 საათი)

მოსარჩელე მიუთითებს, რომ არის ე-–------------–---–-ს ანდერძისმიერი მემკვიდრე. სამკვიდროში შედის გ--------ის რაიონის სოფელ კ--–----–ი მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისმა მამკვიდრებელმა 1978 წელს საქქალაქაგროსერვისისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო, როგორც მებაღეთა ამხანაგობის წევრმა. მებაღეობის წიგნაკში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნორმად მითითებული იყო 1----. 2016 წელს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს აღნიშნული ნაკვეთის რეგისტრაციის თხოვნით, თუმცა რეგისტრაციაზე ეთქვა უარი. ამასთან მიუთითა, რომ მის მეზობლად მდებარე ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის მ--------- ხ-----------ეს, რეგისტრირებულია მისი ნაკვეთის GPS კოორდინატებზე. ამასთან, მისი ნაკვეთის ნომერი ემთხვეოდა მოსარჩელის ნაკვეთის ნომერს. მიუხედავად წარდგენილი კორექტირებული ნახაზისა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მაინც არ განხორციელდა ქონების რეგისტრაცია, ამასთან, მესამე პირს მფლობელობაში აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლები. მისი მითითებით, 2----–-–-------------- მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და ითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე გ--------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ--–----–ი მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში. 2----–-–---------------–ის და 2----–-–-- 0-------- მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით მოსარჩელის განცხადებაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და 81.04.09.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. 2----–-–---------–--- მარეგისტრირებელ ორგანოს №8----------- განცხადებით მიმართა მ--------- ხ-----------ემ ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით მიმართა გ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რა დროსაც ვერ დადგინდა უფლების დამდგენი დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა რის გამოც დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ცვლილებების რეგისტრაციაზე. შესაბამისად, გ-------–-–---–ს მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის წარდგენა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2----–-–-- 8 ივნისს სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8----------0-28 გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის დგინდებოდა ზედდება.

2.2 მესამე პირმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მის სახელზე რეგისტრაცია განხორციელებულია არასწორად, მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილებების განხორციელების მიზნით, რაც არ დაკმაყოფილდა. ამასთან მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრაცია განხორციელებულია არასწორად, კერძოდ ფლობს მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე გ-------–-–---–ი არის ე-–------------–---–-ს ანდერძისმიერი მემკვიდრე შვილიშვილი, რომელმაც სამკვიდრო მიიღო სრულად, რომელმაც სრულად მიიღო საკუთრებაში მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელივალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიუღებელი სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.

2----–-–-------------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №8----------0 განცხადებით მიმართა გ-------–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ მ---–-–---–-ა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: გ---------ი, კ--–----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-13);

-დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 133-145);

-წერილობითი შესაგებელი (ტომი II, ს. ფ. 120-136, ტომი III, ს. ფ. 154-162);

-2----–-–----------------ის სამკვიდრო მოწმობა (ტომი I, ს. ფ. 14-16);

-განცხადება (ტომი II, ს. ფ. 76);

 

3.1.2. 2----–-–---------------–ის №8----------0-05 და 2----–-–-- 1---------- №8----------0-07 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №8----------- განაცხადით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან მიეთითა, რომ თუ ის ეთანხმება მიწის ნაკვეთის ს. კ. 81.04.09.4-- კონფიგურაციას და ადგილმდებარეობას წარსადგენია კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ხოლო თუ არ ეთანხმება უფლებამოსილია წარადგინოს ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.

 

2----–-–------------ №8----------0-25 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოება განახლდება №8----------- განაცხადის დასრულების შემდგომ.

 

2----–-–-- 0-------- №8----------0-27 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №8----------- განაცხადით ს.კ. 81.04.09.4-- რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. №8----------- განაცხადი იცვლიდა ადგილმდებარეობას 1/3-ზე მეტად და მისი დარეგისტრირების შემდგომ შესაძლებელი ხდებოდა №8----------0 განაცხადის დასრულება. თუმცა კ-----–- (მ---------) ხ-----------ეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელებაზე იდენტურობის დაუდგენლობის გამო, ვინაიდან კვალ ფიქსირდება ზედდება. დაინტერესებულ პირს ეთხოვა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.

 

2----–-–-- 0--------ს №8----------0-28 გადაწყვეტილებით იმ გარემოების გამო, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–---------------–ის №8----------0-05 და 2-----–-–-ს 1---------- №8----------0-07 გადაწყვეტილებები (ტომი II, ს. ფ. 177-178, 181-182);

- 2----–-–------------ №8----------0-25 გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ. 215);

-2----–-–-- 0-------- №8----------0-27 გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ. 216);

-2----–-–-- 0--------ს №8----------0-28 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ. 217);

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში ს.კ 81.04.09.4-- რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, რაც წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I ს. ფ. 71-76);

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: გ--------ის რაიონი, სოფელი კ--–----ი საკუთრების უფლებით აღირიცხა მ--------- ხ-----------ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი III, ს. ფ. 20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი III, ს. ფ. 21-22);

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის 2----–-–-- 0------------ №--------დ დასკვნით დადგინდა კ-----–- ხ-----------ის კანონიერი მონაცემები. (იგივე მ--------- ხ-----------ე)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის 2----–-–-- 0------------ №--------დ დასკვნა (ტომი III, ს. ფ. 189-190)

 

3.1.6. სსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------- №5--------- მომართვით დგინდება, რომ გ-------–-–---–ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა დოკუმენტაციის არარსებობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------- №5--------- მომართვა; (ტომი IV, ს. ფ. 7,8)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები), არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, შეფასება არ მიუცია ადგილზე დათვალიერების ოქმის შინაარსისათვის, რომლითაც დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა დაადასტურეს მოსარჩელის ნაკვეთის მესამე პირის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი, ხოლო მესამე პირი ფაქტობრივად ფლობს მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიას. საქმის მასალებში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის და მესამე პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები. ის გარემოება, რომ მესამე პირის მიწის ნაკვეთი თავის დროზე რეგისტრირებულია არასწორი ნახაზით სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერაც იქნა დადასტურებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ შეუმოწმებია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ", ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში უძრავ ნივთზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების განხილვის ფარგლებში უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს, სადავოა მხოლოდ რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. თუმცა მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურებს, რომ მესამე პირს კ-----–- (მ---------) ხ-----------ეს დარეგისტრირებული აქვს მოსარჩელის ქონება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

განსახილველ შემთხვევაში მესამე პირი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არასწორად შედგენილმა აზომვითმა ნახაზმა გამოიწვია გ-------–-–---–ის უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაცია, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში არსებულ კაპანაძის სახელზე გაცემულ საზაფხულო სახლის პროექტზე, სადაც ნაკვეთის ნომერი მითითებულია 1---- და არა 1----. სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები და მხარეები ფაქტობრივად ფლობენ საცხოვრებელ სახლებს.

რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. მითითებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. თუმცა სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი; საკადასტრო მონაცემების დამუშავება, ელექტრონული ნახაზების გადამოწმება და საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ასახვა; სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისათვის საკადასტრო მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებული საზღვრების ელექტრონულ რუკაზე ასახვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ საკუთრების/სარგებლობის უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო საკადასტრო მონაცემების დამუშავება; საკადასტრო ერთეულზე კოდის მინიჭება; სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტლის საზღვრების კორექტირება/დადგენა; წარმოდგენილი საკადასტრო ინფორმაციის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების სარეკომენდაციო ფორმების და მონაცემთა სტრუქტურების შემუშავება; საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტების (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, სიტუაციური ნახაზი) ფორმების შემუშავება; სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილ საკადასტრო საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა; სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა/რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სარეგისტრაციო წარმოებისას სადავო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა არ დაუდგენია, ხოლო ზემდგომი ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გაუთვალისწინებია 2----–-–-- 1-------ის ადგილზე დათვალიერების ოქმის შინაარსი, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მესამე პირის სახელზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №8----------- განაცხადით ს. კ. 81.04.09.4-- რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებული ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების თაობაზე. №8----------- განაცხადი იცვლიდა ადგილმდებარეობას 1/3-ზე მეტად და მისი დარეგისტრირების შემდგომ შესაძლებელი ხდებოდა №8----------0 განაცხადის დასრულება. თუმცა №8----------- განცხადებაზე კ-----–- (მ---------) ხ-----------ეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელებაზე იდენტურობის დაუდგენლობის გამო, ვინაიდან კვლავ ფიქსირდება ზედდება. დაინტერესებულ პირს ეთხოვა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა. 2----–-–-- 0--------ს №8----------0-28 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

 

გაურკვეველია თუ რა დოკუმენტს დაეყრდნო მოპასუხე დასახელებული გადაწყვეტილების მიღებისას მაშინ როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვერ დადგინდა ვერც მოსარჩელის და ვერც მესამე პირის უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. მით უფრო, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი ნომერი 1---- დაირეგისტრირა მესამე პირმა, ხოლო ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს, დავის საგნის ობიექტზე რამდენად სწორად იყო რეგისტრირებული კ-----–- (მ---------) ხ-----------ის საკუთრების უფლება. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ კ-----–- (მ---------) ხ-----------ის სახელზე რეგისტრირებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მდებარეობს მომიჯნავედ, თუმცა მესამე პირის მიერ რეგისტრაცია განხორციელებულია სხვა კოორდინატებზე. ამდენად, სადავო აქტების მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სათანადოდ შეეფასებინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და ისე მიეღო გადაწყვეტილებები.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია მოწმეები (მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები), არ დაუდგენია მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, შეფასება არ მიუცია ადგილზე დათვალიერების ოქმის შინაარსისათვის, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მესამე პირის სახელზე, თუმცა ეს უკანასკნელი ფლობს მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიას, არ გაუთვალისწინებია სიტუაციური ნახაზით არსებული მდგომარეობა, კერძოდ კი ორივე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა. მესამე პირის სახელზე მიწის ნაკვეთის არასწორი რეგისტრაციის თაობაზე მიუთითებს მოპასუხეთა წარმომადგენელიც.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

2----–-–-- 0-------- №8----------0-27 გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში ს. კ. 81.04.09.4-- რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, რაც წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო ასევე ფორმალურად მიუდგა საკითხს და სათანადო შეფასება არ მისცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. გ-------–-–---–ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–-- 0-------- №8----------0-27 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2----–-–---------------ს №8------------06 რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–------------- №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;

 

2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–-