გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.05.2019
საქმის ნომერი
080310017002165255
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002165255

N3/1300-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

მოსარჩელე - ი--- ბ------–---–ი

წარმომადგენელი - გ------- ჩ---–--ე

წარმომადგენელი - ზ-----ი ც-------ე

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ა.

წარმომადგენელი - ე---------- ნ-–-----ე

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - გ------- ჩ---–--ე

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - მ----- ბ------–---–ი

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - დ---- კ--------–---–ი

წარმომადგენელი - ზ-----ი ც-------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 16 ოქტომბრის №01/22477 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4--ში მდებარე საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.........................................................................................................................................

 

1.2. დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4--ში, ი--- ბ------–---–ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

მოსარჩელის (წარმომადგენლის) განმარტებით, 1970 წლიდან ი--- ბ------–---–ის მშობლებმა მ---- და ზ------ ბ------–---–ებმა სარგებლობის უფლებით მიიღეს საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. ქუთაისი, ა----------ნის ქ. N33, კორპუსი 34, ბინა 4-. აღნიშნულ ბინაში დღემდე ცხოვრობს ი--- ბ------–---–ი ოჯახთან ერთად. მოსარჩელის დედა - მ---- ბ------–---–ი გარდაიცვალა 1984 წლის 19 დეკემბერს, ხოლო მამა ზ------ ბ------–---–ი 2004 წლის 22 დეკემბერს. სამწუხაროდ, მშობლების გარდაცვალების შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ბინათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ორდერი. აღნიშნული ორდერის მოსაძებნად მოსარჩელის მხრიდან ყველა მართლზომიერი საშუალება იქნა გამოყენებული.

 

ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის მოცემული ფართის მოსარგებლე დასტურდება თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მ----ის ,,გ--------ების’’ ტერიტორიული ორგანოს 2011 წლის 14 აპრილის ცნობით, რომლის თანახმად, მ---- და ზ------ ბ------–---–ები, ისევე, როგორც მათი შვილები მ----- და ი--- ბ------–---–ები მოცემულ ბინაში ცხოვრობდნენ 1970 წლიდან. ზემოაღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის წერილი, რომლის თანახმად, მ---- ბ------–---–ი ა----------ნის N33, სახლი N34, ბინა N4- ჩაწერილია 1979 წლიდან, საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ ი--- ბ------–---–ი ზემოაღნიშნულ ბინაში ჩაწერილია 1978 წლიდან, ხოლო ზ------ ბ------–---–ი 2002 წლიდან.

 

მოსარჩელემ წერილობით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას ზემოაღნიშნულ საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ ჰქონდა ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მესამე პირი.

 

2.2.1. მესამე პირებმა გ------- ჩ---–--ემ და დ---- კ--------–---–მა სარჩელი ცნეს.

 

2.2.2. მესამე პირს მ----- ბ------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ მ---- ბ------–---–ი გარდაიცვალა 1984 წლის 19 ნოემბერს, ხოლო ზ------ი ბ------–---–ი გარდაიცვალა 2004 წლის 22 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობები (იხ. ს.ფ. 47-48);

 

3.1.2. 2010 წლის 27 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NTT 2010003969-03 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, ირ. ა--–--ის N1-/4- -ში (ყოფ. გ--------ების N1-/4-, ა----------ნის N33/4-) მდებარე უძრავ ქონებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- NTT 2010003969-03 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 1-);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 11 მარტის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ნ----ს ქ. N26-ში მდებარე დაუზუსტებელი ფართობი: 7818,00 კვ. მეტრი საკუთრების უფლებით ირიცხება სს ,,ტ--------------–--ის’’ სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტებია: ქ. ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება N17/19-467 (დამოწმების თარიღი: 28.07.1976); ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N1/2-830 (დამოწმების თარიღი: 30.12.1997); ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმ–-----–ობის საქალაქო სამსახურის უფროსის მომართვა N01-536 (დამოწმების თარიღი: 29.08.2006); მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი შეთანხმებული ქ. ქუთაისის მთავარ არქიტექტორთან 2006 წლის 29 აგვისტოს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის მომართვა N06-643/7-9 (დამოწმების თარიღი: 12/08/1999წ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19);

 

3.1.3. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მ----ის ,,გ--------ების’’ ტერიტორიული ორგანოს 2011 წლის 8 აპრილის N180 წერილით ირკვევა, რომ ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4- ბინის ორდერი აღნიშნულ ორგანოში არ იძებნება.

 

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მ----ის ,,გ--------ების’’ ტერიტორიული ორგანოს 2011 წლის 14 აპრილის N195 წერილით დადგენილია, რომ ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4--ში 1970 წლიდან ცხოვრობდნენ: აწ. გარდაცვლილები - მ---- და ზ------ ბ------–---–ები და მათი შვილები: მ-----ი და ი--- ბ------–---–ები. 2011 წლის მდგომარეობით აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ი--- ბ------–---–ის ვაჟიშვილი გ------- ჩ---–--ე მის მეუღლესთან დ---- კ--------–---–თან და შვილთან ა----- ჩ---–--ესთან ერთად, ხოლო ი--- ბ------–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N180 წერილი (იხ. ს.ფ. 26);

- 2011 წლის 14 აპრილის N195 წერილი (იხ. ს.ფ. 27);

 

3.1.4. დადგენილია, რომ ზ------ ბ------–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ქუთაისი, ირ. ა--–--ის გამზ. N1-, ბ.4-, რეგისტრაციის თარიღი: 10.12.2002;

 

დადგენილია, რომ ი--- ბ------–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ქუთაისი, ა----------ნის 33, სახ. 34, ბ.4-, რეგისტრაციის თარიღი: 11.10.1982 წელი; ასევე დადგენილია, რომ ი--- ბ------–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ქუთაისი, დ. ჭ------ის ქ. N4, რეგისტრაციის თარიღი: 02.09.1999 წელი;

 

დადგენილია, რომ მ---- ბ------–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ქუთაისი, ა----------ანა 33, სახლი N34, ბინა 4-. რეგისტრაციის თარიღი: 20.06.1979 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საინფორმაციო ბარათები (იხ. ს.ფ. 28-30);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2011 წლის 19 აპრილს, ქუთაისის არქივს განცხადებით მიმართა ი--- ბ------–---–მა და ითხოვა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1970-1972 წლების გადაწყვეტილებიდან ქუთაისში, ირ. ა--–--ის ქ. N1-/4--ში (ყოფ. ა----------ნის N33-34/4-) ბინის მიღების შესახებ ცნობა.

 

ქუთაისის ცენტრალური არქივის 2011 წლის 3 მაისის NAA201101478-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ გადასინჯული იქნა ცენტრალურ არქივში დაცული 1970-1972 წლების საარქივო დოკუმენტური მასალები და მასში გადაწყვეტილება მ---- ს---–-----ის ასული ბ------–---–ზე მცხ. ა----------ნის ქ. N33 34/4- ბინის მიღების შესახებ არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- NAA201101478-03 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 16);

 

3.1.6. 2012 წლის 23 თებერვლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს Nტ-2/469 წერილით ირკვევა, რომ სამხარეო სამმართველოს საარქივო მასალების შესაბამისად, ყოფილი მე-4 სამ–-----–ო სამმართველოს ქონება სხვა ქონებასთან ერთად შეტანილი იქნა სს ,,ქ-----–--ის’’ საწესდებო კაპიტალში, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 28.07.1994 წლის N11- ბრძანებით. შემდგომ წლებში საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ განხორციელდა სს ქ-----–--ის’’ აქციათა პრივატიზება. 1999 წლის მდგომარეობით პრივატიზებული იყო აქციათა 100% და იგი დღეისათვის აღარ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- Nტ-2/469 წერილი (იხ. ს.ფ. 18);

- N11- ბრძანება (იხ. ს.ფ. 20);

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მაისს გ------- ჩ---–--ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის არქივს და ითხოვა N4 სამ–-----–ო ტრესტის საბინაო კომუნალური განყოფილების 1969-1971 წლების გადაწყვეტილებებიდან ქ. ქუთაისში, ა----------ნის N33, კორპუსი N34/4- ბინის მიღების შესახებ.

ქუთაისის ცენტრალური არქივის 2017 წლის 30 მაისის NAA 2017018957-04 საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული ქუთაისის N4 სამ–-----–ო ტრესტის საბინაო კომუნალური განყოფილების 1969-1971 წლების საარქივო დოკუმენტურ მასალებში გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში ა----------ნის ქ.N33 კორპუსი N34/4--ში მოქ. მ---- სილოვანის ასული ბ------–---–ის (მამარდაშვილის) ბინის მიღების შესახებ არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- NAA2017018957-04 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 17).

 

3.1.8. საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 18 აგვისტოს N13/123207 წერილით დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის N4 სამ–-----–ო ტრესტის 1968-1972 წლების საარქივო დოკუმენტურ მასალებში გადაწყვეტილება ზ------ ს------ს ძე ბ------–---–ისათვის ქ. ქუთაისში, ა----------ნის ქ. N33, კორპუსი N34/4--ში (ახლანდელი ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4-) საცხოვრებელი ბინის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის შესახებ არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13/123207 წერილი (იხ. ს.ფ. 25);

 

3.1.9. დადგენილია, რომ ი--- ბ------–---–ი ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის სახლი N1-, ბინა N4- დარეგისტრირებულია აბონენტად N3--------- (ძველი აბონენტის ნომ---- N3-----) და იხდის გადასახადს 201- წლიდან.

 

დადგენილია, რომ ი--- ბ------–---–ი ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის სახლი N1-, ბინა N4- დარეგისტრირებულია აბონენტად N3------176/3----- და იხდის გადასახადს 2012 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სააბონენტო ბარათიდან (იხ. ს.ფ. 38-45);

 

3.1.10. დადგენილია, რომ ი--- ბ------–---–ი არის მ---- ბ------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი, რომელმაც ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო სამკვიდრო მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე, სამკვდროს გახსნის მომენტისათვის მემკვიდრე და მამკვიდრებელი რეგისტრირებული იყვნენ ერთი და იგივე მისამართზე. მ---- ბ------–---–ს კიდევ ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი მ-----ი ბ------–---–ი, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ არც ფაქტობრივი დაუფლებით და არც კანონით დადგენილ ვადაში განცხადების წარდგენით არ მიუღია სამკვიდრო 1984 წლის 19 ნოემბერს გარდაცვლილი მისი დედის მ---- ბ------–---–ის დანაშთ ქონებაზე და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 49-51);

 

3.1.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აპრილს, 10 აგვისტოს და 11 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას განცხადებით მიმართა ი--- ბ------–---–ის წარმომადგენელმა გ------- ჩ---–--ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის ქ. N1-/4--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 16 ოქტომბრის №01/22477 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა მითითებული ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები (იხ. ს.ფ. 31-32;106, 119);

- №01/22477 წერილი (იხ. ს.ფ. 37);

 

3.1.12. 2019 წლის 25 აპრილის N13/24865 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ სს ,,ქ-----–--ის’’ დაფუძნების მომენტისათვის (1993 წლის მდგომარეობით) საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ქალაქ ქუთაისში, ა------–----ლის ქუჩა N38-ში, შ------ოს ქ. N4-ში, წ-------–ის ქ. N86-ში, ნ----ს ქუჩაზე (ნომ---- არ არის მითითებული) გ--------ების ქ. N13-ში, ლ---------ის ქ. N6-ში, გ--------ების გამზ. N1-ში, ნ----ს ქ. N19-ში, ნ----ს ქ. N26-ში და წყალტუბო, მ–-----–ის ქ. N1--ში მდებარე, საზოგადოების ადმინისტრაციული, საწარმო და სხვა სახის შენობა-ნაგებობები. ამასთან ქ. ქუთაისში, მ-----ის ქუჩაზე და ნ----ს ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი დარჩა მუნიციპალურ საკუთრებაში. რაც შეეხება ქ. ქუთაისში, ა----------ნის ქუჩა N33-ში მდებარე N34 კორპუსის შესახებ დაფუძნების დოკუმენტებში ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ მოეპოვება ინფორმაცია სს ,,ქ-----–--ის’’ აქციათა 100%-ის პრივატიზების შემდგომ, საზოგადოების სამართალმემკვიდრესთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლების ინვენტარიზაციების ჟურნალის ,,გ--------ების“ განყოფილება (ქსეროასლი) თანახმად, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქუთაისი, ირ. ა--–--ის N1- გაცაემულია თვითმმართველი ერთეულისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13/24865 წერილი (იხ. ს.ფ. 172);

- საცხოვრებელი სახლების ინვენტარიზაციების ჟურნალის (ქსეროასლი) (იხ. ს.ფ. 202-216);

 

დადგენილია, რომ მ----- ბ------–---–მა უარი განაცხადა საცხოვრებელი ბინიდან მდებარე: ქ. ქუთაისი, ირ. ა--–--ის გამზ. N1-, ბინა 4- (ყოფილი გ--------ების გამზ. N1-, ბინა 4-)-დან მ----- ბ------–---–ის კუთვნილი წილის პრივაზიზაციის (საკუთრების) უფლებაზე მისი დის ი--- ბ------–---–ის სასარგებლოდ და თანახმაა აღნიშნულ ბინაზე პრივატიზაცია გაკეთდეს და საკუთრების უფლების მოწმობა გაიცეს ი--- ბ------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს.ფ.173);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ი--- ბ------–--–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი;

- ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ის 2017 წლის 16 ოქტომბრის N01/22477 მიმართვა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი--- ბ------–---–ს უარი ეთქვა ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნული მიმართვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლედ მიიჩნევა - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე;

 

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებლად მიჩნევის თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მ----, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

 

მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა არაპრივატიზებულ არასაცხოვრებელ ფართობზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე Nბს-180-177 (კ-1-), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,... ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც გამყარებულია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, სადავო ბინაში ს. ი-ის იმ დროს არსებული „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით მაშინ, როცა სადავო ფართზე არ არსებობს სხვის სახელზე გაცემული ბინის ორდერი და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ს. ი-ის მიერ ამ ფართის კანონიერი სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობს სხვა საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი.

 

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეესაბამება სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე №ბს-257-254(კ-12); 18.07.12 განჩინება). კერძოდ, საკასაციო პალატამ მითითებული განჩინებით განმარტა, რომ:„საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა სახოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს““.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის ი--- ბ------–---–ის მამკვიდრებლის ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-, ბ.4--ში (ყოფილი ა----------ნის N33-34/4-) მდებარე ფართში შესახლების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი - ორდერი, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება წლების განმავლობაში დასახელებულ ფართში მოსარჩელის კანონიერად ცხოვრების ფაქტი, რაც იმ გარემოებასთან ერთად, რომ წლების განმავლობაში მოპასუხეს მითითებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, სასამართლოს მოსაზრებით მიჩნეული უნდა იქნეს ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-, ბ4--ში მდებარე საცხოვრებლად გამოყენებულ არაპრივატიზებულ ფართზე ი--- ბ------–---–ის, როგორც კანონიერი მოსარგებლის, საკუთრების უფლების მოპოვების საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ი--- ბ------–---–ის ძმა მ----- ბ------–---–ი, შვილი გ------- ჩ---–--ე და რძალი დ---- კ--------–---–ი თანახმა არიან ი--- ბ------–---–მა მიიღოს საკუთრების უფლება ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-, ბ4--ში მდებარე ფართზე.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი--- ბ------–---–ის მიერ გასაჩივრებული აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-, ბ4--ში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის , იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-24--ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ი--- ბ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 16 ოქტომბრის №01/22477 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4- მდებარე საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.........................................................................................................................................

 

3. დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების - მდებარე ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის გამზ. N1-/4- ი--- ბ------–---–ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

4. დაეკისროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მ----ას ი--- ბ------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი