განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-3-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - რ--------------------–-–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–--
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი---------------ი
ბრალდებული - თ---------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 6--------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგ მისამართზე: ხაშური, დ--------------------–-------------–---–-ს ქუჩა #14
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ თ---------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, თ---------------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 ნოემბერს ლ--–-----------ე მივიდა სააქციო საზოგადოებაში ,,საქართველოს ბანკი“, რომელიც მდებარეობს ხაშურში, ი-------------------5-ში და სადაც, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შესაძენად განვადების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, შეხვდა სს ,,საქართველოს ბანკის“ უმცროს გაყიდვების მენეჯერს თ---------------ეს, რომელიც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მასთან შევიდა ნდობაში და მოტყუებით სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ თაღლითურად დაეუფლა ,,საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათზე, რომელიც გაცემული იყო ლ--–-----------ის სახელზე, არსებულ ფულად თანხას 1050 (ათასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
1.2. თ---------------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2017 წლის 30 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ,,საქართველოს ბანკის“ იურიდიული და უსაფრთხოების მიმართულებით ოპერაციული დირექტორის მოადგილე ა-–-------------------–--ის გზავნილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მიმართ, შრომითი ხელშეკრულებით, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა თ---------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 18 აპრილს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ თ---------------ესა და ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2018 წლის 18 აპრილს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--მ ბრალდებულ თ---------------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც თ---------------ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.
3.5. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები იმ სიდი დისკებთან დაკავშირებით, რომლებიც დართულია საქმეზე და რომლებზეც დატანილია გარკვეული ინფორმაცია.
3.6. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.7. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. შენახვა საქმეზე დართული ორი ცალი სიდი დისკისა, რომლებზეც დატანილი გარკვეული ინფორმაცია, უნდა მოხდეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--სა და ბრალდებულ თ---------------ეს შორის 2018 წლის 18 აპრილს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
3. თ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
5. თ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
6. შენახვა საქმეზე დართული ორი ცალი სიდი დისკისა, რომლებზეც დატანილია გარკვეული ინფორმაცია, მოხდეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი