გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2823-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დავით წერეთელი
სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ზვ---- გუ-–----–---–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მა-- წი–--–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის - ზვ---- გუ-–----–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 522 (ხუთას ოცდაორი) ლარისა და 02 (ორი) თეთრის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა - მა-- წი–--–-–---–-მა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნება არ გააჩნია. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ზვ---- გუ-–----–---–ი 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერიცხება კრედიტორული დავალიანება ზვ---- გუ-–----–---–ის კუთვნილი, 1999-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანება 522.02 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება მიუღებელი თანამდებობრივი სარგოსა და კვების ულუფის ღირებულებისაგან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია ზვ---- გუ-–----–---–ის 1999-2000 წლებში წარმოქმნილი დავალიანების ოდენობის შესახებ (ს.ფ. 14);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 10 აპრილის წერილი N 9----- (ს.ფ. 15);
- მხარის ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზვ---- გუ-–----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი.
6.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციით, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლითა და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.
მოსარჩელის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული დავის რეგულირების ხასიათი დაკავშირებულია მის სტატუსთან ხსენებული დავალიანების წარმოშობის პერიოდში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ზვ---- გუ-–----–---–ი 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის თანახმად, საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში წარმოადგენს საჯარო სამსახურს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) კი, არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამდენად, 1999-2000 წლებში მოსარჩელე ზვ---- გუ-–----–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რის გამოც მისი სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა "საჯარო სამსახურის შესახებ" და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონების მიხედვით უნდა იქნეს შეფასებული.
სადავო პერიოდში მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37- ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწეს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა ის, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა.
2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას (იხ: სუსგ Nბს-1590-1549(კ-10), Nბს-202-200 (კ-12).
დასახელებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, 1999-2000 წლებში მოსარჩელე ზვ---- გუ-–----–---–ის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა, 2000 წლის ივნისში მიუღებელი კვების ულუფის გამოკლებით (2003 წელს კვების ულუფის ღირებულება შეადგენდა 50.05 ლარს), შეადგენს 472.52 (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს, შესაბამისად, მოპასუხე, ვალდებულია გადაუხადოს მას ხსენებული თანხა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალდაურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. როგორც აღინიშნა, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. კონკრეტული სახის ვალდებულებასთან მიმართებით სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციის არსებობა გამომდინარეობს სახელმწიფოს პოლიტიკიდან, უზრუნველყოს ცალკეულ პერიოდში დაუცველ უფლებათა რეალიზაცია და გამორიცხავს ამ რეგულაციის საწინააღმდეგო ზოგადი ნორმების გამოყენებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 472.52 ლარის ოდენობით.
7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2000 წლის ივნისში მიუღებელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, კვების კომპენსაცია კი აღარ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, არამედ, იგი მოსამსახურის სასურსათო ულუფით უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომელსაც არ მოიცავს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით აღიარებული ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასამართლოში სარჩელი წარდგენის თარიღიდან უკუსვლით (იხ. სუსგ Nბს-442-439(კ-11). იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი წამოდგენილია 2016 წლის 06 აპრილს, მოსარჩელის მოთხოვნა კი, 2000 წლის ივნისის თვის კვების კომპენსაციის ანაზღაურებას ეხება, შესაბამისი მოთხოვნა ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზვ---- გუ-–----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ზვ---- გუ-–----–---–ის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 472.52 (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი