განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
080100119002978726
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/358-19წ.

გამოძიების ნომერი N041250319003

განაჩენი

საქართველოსსახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------- ტ---–--ე

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ-----– ნ-----ე

ბრალდებული - დ----- ბ----–---–ი

მამის სახელი: ჯ----–-

პირადი ნომერი: N2----------

დაბადების თარიღი: 01.01.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: საშუალო

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: თ--------–ის რაიონი, სოფელი ა-–--------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

ბრალდებული - გ------- რ-------ე

მამის სახელი: ო-----

პირადი ნომერი: N4----------

დაბადების თარიღი: 0-.1-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ტ------–-, გ--–----ს ქუჩა N24

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

1.2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქუთაისში, ი. ჯ-----–---–ის ქუჩა N16-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, დ----- ბ----–---–მა და გ------- რ-------ემ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლ---- ჯ--–--–---–ს. კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ სახისა და თავის არეში. აღნიშნული ქმედებებით ლ---- ჯ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქუთაისში, ი. ჯ-----–---–ის ქუჩა N16-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, დ----- ბ----–---–მა ყოფილ მეუღლეს ორსულ მ-------- ნ--–-----ეს, არასრულწლოვანი შვილის (ხუთი წლის) ჯეკობ----–---–ისთანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედებით მ-------- ნ--–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

იმისგათვალისწინებით, რომ მხარეები საქმის არსებითი განხილვის დროს შეთანხმდნენ დასადავოდარგაუხდიათ წინასასამართლო სხდომაზე სადაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსის რულად განსაზღვრავს ბრალდებულების დ----- ბ----–---–ის და გ------- რ-------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდანმხარეებმა საქმის სასამართლო განხილვის დროს არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშემიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით დამიიჩნევს, რომმათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულების გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ის მიერ, მათ მიმართ ინკრიმინირებული,ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: მოწმეების: მ-------- ნ--–-----ის, ლ---- ჯ--–--–---–ის გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ტანისამოსის ამოღების ოქმი, ამოღებული დაზიანებული ტანისამოსი და საქმეში არსებულ ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ისმიმართწარდგენილ კვალიფიკაციას, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად- სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს.ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტი უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაა. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ იგი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულია. რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას.

 

ასევე, დ----- ბ----–---–ის მიმართ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეოუნქტებითწარდგენილ კვალიფიკაციას - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს.აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ასევე ითვლება ყოფილი მეუღლე.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით მთლიანად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დ----- ბ----–---–მაჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი მეუღლის მ-------- ნ--–-----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით რადგანაც, დადგენილია, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულებისგ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ისმიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

 

ბრალდებულგ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს, მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

გ------- რ-------ედა დ----- ბ----–---–ისაღიარებენ და ინანიებენ მომხდარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. theUnitedKingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. UnitedKingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულთა პიროვნებას,მათ წარსულს, იმ გარემოებას, შეურიგდნენ დაზარალებულებს, რომლებიც თავიანთ განცხადებებში მიუთითებენ, რომ კონფლიქტი აღმოფხვრილია და ბრალდებულების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, ასევე, დ----- ბ----–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე. ამავე დროს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს, მის ძალადობრივ ხასიათს, ასევე იმ ფაქტს, რომ ძალადობრივი ქმედება დ----- ბ----–---–ის მიერ განხორციელებულია ორსული ქალის მიმართ და მიიჩნევს, რომ ბრალდებულების გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ისპიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის,ამასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ისმიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ამასთან, სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს საქმის გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, ასევე სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების პოზიციას, რომლებსაც გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და შერიგებულნი არიან მათთანდა მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულებსგ------- რ-------ეს და დ----- ბ----–---–ს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულების გ------- რ-------ის და დ----- ბ----–---–ისუფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულების ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს მათზე და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლისსამართლისსაპროცესოკოდექსისმე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ედა 292-293-ემუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული, გ------- რ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულგ------- რ-------ის მიმართ, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე -გირაო გაუქმდეს.

 

ბრალდებული, დ----- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოსსისხლისსამართლისკოდექსის1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვროს 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ დ----- ბ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულდ----- ბ----–---–ისმიმართ, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე -პატიმრობაგაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში,დ----- ბ----–---–სსასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 2 აპრილიდან - 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: დაზარალებულ ლ---- ჯ--–--–---–ისაგან ამოღებული ქურთუკი და მაისური, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - განადგურდეს.

 

ფოტოები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენიშედისკანონიერძალაშიგამოცხადებისთანავედაექვემდებარებააღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე