განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თა------------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შა-–-- მა--------- რა-----ე (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ი---- ჯ-----–---–ის მ-------ი N----1 და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, სი-------------ის N-----------ის ქუ------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია:
1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კ--------- 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2. იძულება, ესე იგი ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 0--------ს დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე, ქ. თბილისში, კ------ს გ-------–--–ი N--, კორპუსი N--ის მიმდებარედ არსებულ მაღაზია ,,ნ------ა’’-სთან შა-–-- რა-----ემ იძულება განახორციელა თ----ა ჭი----ეზე, რათა ამ უკანასკნელს განეხორციელებინა ქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო, კერძოდ, ძალადობით და ცემის მუქარით აიძულა იგი ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, მარჯვენა ხელი მოუჭირა მარცხენა იდაყვის არეში, მარცხენა ხელი წა--ლო მარჯვენა ხელის მტევანზე, მოუჭირა ძლიერად, ექაჩებოდა მანქანისკენ და ცემის მუქარით, რომ გაიგდებდა წიხლის ქვეშ, თ----ა ჭი----ე იძულებული გახდა ჩამჯდარიყო ავტომანქანაში.
1.2. 2019 წლის 0--------ს დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე, ქ. თბილისში, კ------ს გ-------–--–ზე ისნის მიმართულებით, ,,რ------------–ი’’-ს ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ, გზაზე გაჩერებული მ---------ის ფირმის ავტომანქანაში, შა-–-- რა-----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ძალადობა განახორციელა თამთა ჭი----ის მიმართ, კერძოდ, შეაგინა მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა თმაში, შემდეგ ყელზე და გაშლილი მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც თ----ა ჭი----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. შა-–-- რა-----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების - თ----ა ჭი----ის, მ--- ქა------ის, მ------ სა----–---–ის, ნ--- ცა--ას, ხა------ ცა--ას, ლ---- ს----------–-- გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს N0-----, 2019 წლის 2--------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, თავად შა-–-- რა-----ის აღიარებასა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა შა-–-- რა-----ემ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ გახადა, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარი ძალადობა წარმოადგენს ძალმომრეობით აქტს, რომელიც შესაძლებელია საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგალითად, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა), რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ამასთან მას არ მოჰყვება 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ კი სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობის მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.
3.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია იძულებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება და რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ განხორციელდეს პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება რაიმე მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისკენ, მაშინ როდესაც ამ მოქმედების როგორც განხორციელება, ისე განუხორციელებლობა მისი უფლებაა. ესე იგი, საკუთარი ნების შესაბამისად გარკვეული მოქმედების შესრულება ან შეუსრულებლობა დანაშაულის ობიექტს შეზღუდული უნდა ჰქონდეს ამ დანაშაულის სუბიექტის მიერ.
3.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
3.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეების - თ----ა ჭი----ის, მ--- ქა------ის, მ------ სა----–---–ის, ნ--- ცა--ას, ხა------ ცა--ას, ლ---- ს----------–-- გამოკითხვის ოქმებით, შემ---ვებელი ორდერით N0-----, 2019 წლის 2--------ის ლევან ს----------–-- სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, თავად შა-–-- რა-----ის აღიარებითა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 0--------ს დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე, ქ. თბილისში, კ------ს გ-------–--–ი N--, კორპუსი N--ის მიმდებარედ არსებულ მაღაზია ,,ნ------ა’’-სთან შა-–-- რა-----ემ იძულება განახორციელა თ----ა ჭი----ეზე, რათა ამ უკანასკნელს განეხორციელებინა ქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო, კერძოდ ძალადობით და ცემის მუქარით აიძულა იგი ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, მარჯვენა ხელი მოუჭირა მარცხენა იდაყვის არეში, მარცხენა ხელი წაავლო მარჯვენა ხელის მტევანზე, მოუჭირა ძლიერად, ექაჩებოდა მანქანისკენ და ცემის მუქარით, რომ გაიგდებდა წიხლის ქვეშ, თ----ა ჭი----ე იძულებული გახდა ჩამჯდარიყო ავტომანქანაში. 2019 წლის 0--------ს დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე, ქ. თბილისში, კ------ს გ-------–--–ზე ისნის მიმართულებით, ,,რ------------–ი’’-ს ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ, გზაზე გაჩერებული მ---------ის ფირმის ავტომანქანაში, შა-–-- რა-----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ძალადობა განახორციელა თამთა ჭი----ის მიმართ, კერძოდ შეაგინა მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა თმაში, შემდეგ ყელზე და გაშლილი მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც თ----ა ჭი----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.6. საქართველოს სსკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კ--------- მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. მოცემულ შემთხვევაში შა-–-- რა-----ემ განახორციელა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა და სახეზეა აღნიშნული დანაშაულთა შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შა-–-- რა-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კ--------- 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მან ასევე, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რისთვისაც შა-–-- რა-----ე წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.7. შა-–-- რა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს ხდის უდავოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4.8. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ძალადობრივი (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური) დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, შა-–-- რა-----ეს განხორციელებული აქვს სხვაგვარი ძალადობა და იძულება.
4.9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას შა-–-- რა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, კერძოდ, ის, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაულები, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.10. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შა-–-- რა-----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სისხლის სამართლის კ--------- 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და შა-–-- რა-----ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კ--------- 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შა-–-- რა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. შა-–-- რა-----ე ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შა-–-- რა-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მსჯავრდებულ შა-–-- რა-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. მსჯავრდებულ შა-–-- რა-----ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე