გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
140310018002778789
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002778789

საქმე № 3/338-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ი“

წარმომადგენელი: მ--- პ----–-–---–ი

 

მოპასუხე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენლები: ლ-–- ხ-----------ე, თ------ნ მ--–-–--ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის“ 2018 წლის 7 ნოემბრის №04-13/9--- წერილის ბათილად ცნობა.

 

1.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის“ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაფინანსდება ნ--- ნ----------ის სამედიცინო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 415,40 ლარის ოდენობით.

 

1.3. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის“ მოსარჩელე სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ის“ მიერ ნ---- ნ----------ის სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით გაღებული 415,40 ლარის ანაზღაურების დავალება.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–--“ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში“ 2018 წლის იანვარში შესრულებული სამუშაოს რეესტრი ანაზღაურების მიზნით, საანგარიშგებო დოკუმენტებთან ერთად წარადგინა 2018 წლის 9 თებერვლის ანგარიშ-ფაქტურით. შემთხვევათა რეესტრზე მოპასუხის მხრიდან ხელი მოწერილი აქვს შესაბამის უფლებამოსილ პირს. 13.04.2018 წელს ს---------- ჰ--------–ის დირექტორს შესაბამისი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათით, შემდგომი რეაგირებისთვის ეცნობა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი რეესტრიდან, მოპასუხემ ერთი შემთხვევა ამოიღო და ორი შემთხვევა დააკორექტირა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ დოკუმენტები წარდგენილ იქნა ს---------- ჰ--------–ის მიერ, ხელი მოეწერა 2018 წლის 17 აპრილს, მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარემ ნ--- ნ----------ის სამედიცინო მომსახურების თაობაზე ინფორმაცია ამოიღო თავისი ინიციატივით და ასევე დააკორექტირა კიდევ ორი სამედიცინო შემთხვევა. იმავე დღეს, №3----- წერილით ოფიციალურად ეთხოვა მოპასუხეს, წარმოედგინა დეტალური ახსნა-განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

2018 წლის 4 ივნისს, ს---------- ჰ---------–-- №5----- წერილით მოითხოვა ხსენებული შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამ აქტის ჰ--------–ისთვის გადმოცემა, რასაც ასევე რეაგირება არ მოჰყოლია.

2018 წლის 3 აგვისტოს ს---------- ჰ---------–-- ფოსტის მეშვეობით მოპასუხის მოქმედება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ სამივე სამედიცინო შემთხვევის დროს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე. ამ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2018 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათზე. იმავე დღეს, ს---------- ჰ---------–-- მიიღო 2018 წლის 16 აგვისტოს მოპასუხის მიერ გაცემული №04-13/6912 გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დანარჩენი ორი შემთხვევის თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხოლო ნ--- ნ----------ის შემთხვევაზე არაფერი იყო ნახსენები. ამასთან, მოსარჩელე გამოცხადდა 2018 წლის 21 აგვისტოს ჩანიშნულ ადმინისტრაციულ განხილვაზე, სადაც ჩატარდა სხდომა, მოსარჩელის მონაწილეობით და ელოდებოდნენ ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილებას ნ--- ნ----------ის საკითხზეც. მას შემდეგ, რაც გავიდა გარკვეული დრო, 19.10.2018 წლის №105479 წერილით მოსარჩელემ მოითხოვა ჩატარებული ადმინისტრაციული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა. აღნიშნულზე, 07.11.2018 წელს მოპასუხე მხარემ №04-13/9--- წერილით მიწერა მათ და აცნობა, რომ ს---------- ჰ---------–ს საერთოდ არ წარუდგენია საანგარიშგებო დოკუმენტაცია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს ნ--- ნ----დ-----ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალუ-ადმიონისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას, ასევე გამოცემული აქტის ბათილად ცნობასა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ ,,სააგენტო” მოქმედებდა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და მოსარჩელის მიერ მოყვანილი გარემოებები ვერ გამოიწვევს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, რადგან ნ--- ნ----------ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების საკითხს აღნიშნულ შემთხვევაზე ანგარიშგება არ განუხორციელებია, მიმწოდებელ დაწესებულებას სამხარეო ცენტრის ზეპირი მითითებით არაერთხელ განემარტა, რომ ანაზღაურების მოთხოვნა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“-ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტის ფარგლებში. მიუხედავად აღნიშნულისა, შემთხვევაზე დაწესებულებას საანგარიშგებო დოკუმენტაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არ წარუდგენია. წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებაში ასევე მიუთითეს, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ხარვეზი, არსებობს ელექტრონული პორტალი, რითიც ხელმძღვანელობს სოციალური სააგენტო, მსგავსი შემთხვევების დაფინანსებისას, აღნიშნულ პროგრამაში შეყვანილია ყველა ბენეფიციარი, თუკი არ იქნება დაფიქსირებული, მაშინ ვერ ანაზღაურდება. სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი წერილობით შეტანილ დოკუმენტს ადარებს აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამას და ასე ხდება დაფინანსება, ამ შემთხვევაში მოქმედებდა საყოველთაო ჯანდაცვის 36-ე პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ პორტალზე უნდა ატვირთულიყო ბენეფიციარები 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მსგავსი შემთხვევების დაფინანსება 2018 წლის 1 იანვრამდე ხდებოდა სახელმწიფო პროგარმის ფარგლებში. ამ შემთხვევაში ს---------- ჰ--------–ის წარმომადგენელს ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ ბენეფიციარი შეცდომით შეყვანილი იყო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის პორტალში, წასულიყო თბილისში და მოეთხოვა აღნიშნულის შესწორება.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 29.12.2017 წელს სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–--" სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულის პროგრამაში ატვირთა ინფორმაცია პაციენტ ნ--- ნ----------ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურების შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულის ელექტრონული ჯანდაცვიდან;

 

3.2. სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–--“ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში“ 2018 წლის იანვარში შესრულებული სამუშაოს რეესტრი ანაზღაურების მიზნით, საანგარიშგებო დოკუმენტებთან ერთად წარადგინა 2018 წლის 9 თებერვლის ანგარიშ-ფაქტურით. შემთხვევათა რეესტრზე მოპასუხის მხრიდან ხელი მოწერილი აქვს შესაბამის უფლებამოსილ პირს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საანგარიშგებო დოკუმენტაცია;

შემთხვევათა რეესტრი;

 

3.3. 13.04.2018 წელს ს---------- ჰ--------–ის დირექტორს შესაბამისი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათით, შემდგომი რეაგირებისთვის ეცნობა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი რეესტრიდან, მოპასუხემ ერთი შემთხვევა ამოიღო და ორი შემთხვევა დააკორექტირა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ დოკუმენტები წარდგენილ იქნა ს---------- ჰ--------–ის მიერ, ხელი მოეწერა 2018 წლის 17 აპრილს, მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარემ ნ--- ნ----------ის სამედიცინო მომსახურების თაობაზე ინფორმაცია ამოიღო თავისი ინიციატივით და ასევე დააკორექტირა კიდევ ორი სამედიცინო შემთხვევა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

13.04.2018 წლის მოხსენები ბარათი;

მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.4. 2018 წლის 17 აპრილის №3----- წერილით ოფიციალურად ეთხოვა მოპასუხეს, წარმოედგინა დეტალური ახსნა-განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 17 აპრილის №3----- წერილი;

 

3.5. 2018 წლის 4 ივნისს, ს---------- ჰ---------–-- №5----- წერილით მოითხოვა ხსენებული შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამ აქტის ჰ---------–ისთვის გადმოცემა, საპასუხო წერილი არ მიუღია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 04 ივნისის ს---------- ჰ--------–ის №5----- წერილი;

 

3.6. 2018 წლის 3 აგვისტოს ს---------- ჰ---------–-- ფოსტის მეშვეობით მოპასუხის მოქმედება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და მოითხოვა ინდივიდუალუ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ სამივე სამედიცინო შემთხვევის დროს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე. ამ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2018 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ადმინისტრაციული საჩივარი;

უწყება №04/45042.

 

3.7. 2018 წლის 21 აგვისტოს ს---------- ჰ---------–-- მიიღო 2018 წლის 16 აგვისტოს მოპასუხის მიერ გაცემული №04-13/6912 გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დანარჩენი ორი შემთხვევის თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხოლო ნ--- ნ----------ის შემთხვევა არ იყო გაანხილული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 16 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული №04-13/6912 გადაწყვეტილება;

 

3.8. 19.10.2018 წლის №105479 წერილით მოსარჩელემ მოითხოვა ჩატარებული ადმინისტრაციული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა. აღნიშნულზე, 07.11.2018 წელს მოპასუხე მხარემ №04-13/9--- წერილით მიწერა მათ და აცნობა, რომ ს---------- ჰ---------–ს საერთოდ არ წარუდგენია საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

19.10.2018 წლის №105479 წერილი;

7.11.2018 წლის №04-13/9--- წერილი.

 

3.9. 18.1.2019 წლის №04/1--- წერილით სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ--------–ის“ დირექტორს დ----- ბ----–---ს სსიპ ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს“ მიერ ეცნობა, რომ პაციენტ ნ--- ნ----------ისთვის გაწეული მომსახურეობის ანაზღაურების საკითხზე ანგარიშგება არ განხორციელებულა, მიმწოდებელ დაწესებულებას სამხარეო ცენტრის ზეპირი მითითებით განემარტა, რომ ანაზღაურების მოთხოვნა უნდა განხორციელებულიყო ს----------–ოს მთავარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის - ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტის ფარგლებში, მიუხედავად აღნიშნულის, შემთხვევაზე დაწესებულებას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არ წარუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

18.1.2019 წლის №04/1--- წერილი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულება”, საქართველოს მთავარობის 2018 წლის 18 იანვრის №18 დადგენილება, ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავარობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით) დანართი №1.2-ით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები - დაავადებათა და სამედიცინო ჩარევის სახეობები;

 

,,პროგრამის” დანართი №1-ის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის და №1.2-ის შესაბამისად, ხოლო 22-ე მუხლით განსაზღვრულია ამ მომსახურების სახელმწიფოსაგან ანაზღაურების პირობები.

 

დადგენილია და მხარეთა შორისაც დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნ--- ნ----------ს სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ში“ გაეწია სამედიცინო მომსახურების ისეთი სახეები, რომლებიც მითითებული ,,პროგრამით” - ექვემდებარება სახელმწიფოსაგან ანაზღაურებას.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ მითითებულ პირზე მოხდა გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მოსამსახურებების გაწევა, რაზეც ,,პროგრამის” დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

,,პროგრამის” დანართი №1-ის მე-14 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხოლო 22-ე მუხლის მე-11 ნაწილით, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება,დადგენილია, რომ 29.12.2017 წელს სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–--" სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულის პროგრამაში ატვირთა ინფორმაცია პაციენტ ნ--- ნ----------ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურების შესახებ, ამასთან 2018 წლის იანვარში შესრულებული სამუშაოს რეესტრი ანაზღაურების მიზნით, საანგარიშგებო დოკუმენტებთან ერთად მოსარჩელე მხარემ წარადგინა 2018 წლის 9 თებერვლის ანგარიშ ფაქტურით. შემთხვევათა რეესტრზე მოპასუხის მხრიდან ხელი მოწერილი აქვს შესაბამის უფლებამოსილ პირს. 13.04.2018 წელს ს---------- ჰ--------–ის დირექტორს შესაბამისი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათით, შემდგომი რეაგირებისთვის ხელმძღვანელს ეცნობა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი რეესტრიდან, მოპასუხემ ერთი შემთხვევა ამოიღო და ორი შემთხვევა დააკორექტირა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ დოკუმენტები წარდგენილ იქნა ს---------- ჰ--------–ის მიერ, ხელი მოეწერა 2018 წლის 17 აპრილს, მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარემ ნ--- ნ----------ის სამედიცინო მომსახურების თაობაზე ინფორმაცია ამოიღო თავისი ინიციატივით და ასევე დააკორექტირა კიდევ ორი სამედიცინო შემთხვევა. იმავე დღეს, №3----- წერილით ოფიციალურად ეთხოვა მოპასუხეს, წარედგინა დეტალური ახსნა-განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2018 წლის 04 ივნისს, ს---------- ჰ---------–-- №5----- წერილით მოითხოვა ხსენებული შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამ აქტის ჰ---------–ისთვის გადმოცემა, რასაც ასევე რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ როგორც მოპასუხე უთითებს, დაწესებულებას საანგარიშგებო დოკუმენტაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ წარუდგენია და აღნიშნული წარადგინა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამისს ფარგლებში.

 

ს----------–ოს მთავარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას, საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №18 დადგენილების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ინფექციური დაავადებები გადავიდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (პროგრამული კოდი 35 03 02 06), როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარემ 2017 წლის 29 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს პაციენტ ნ--- ნ----------ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობნის ანაზღაურების შესახებ მიმართა სახელმწიფო ჯანდაცვის ფარგლებში, თუმცა აღნიშნული მომსახურეობა 2018 წლის 1 იანვრიდან გადავიდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თუმცა №36-ე დადგენილებით ირკვევა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, როგორც წარმოდგენილი წერილებით, საანგარიშგებო რეესტრით და მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, შემთხვევათა რეესტრზე მოპასუხის მხრიდან ხელი მოწერილი აქვს შესაბამის უფლებამოსილ პირს, ამასთან, დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ დოკუმენტები წარდგენილ იქნა ს---------- ჰ--------–ის მიერ, ხელი მოეწერა 2018 წლის 17 აპრილს. აღნიშნულის შემდეგ, რაც მოპასუხემ დააკორექტირა წარდგენილი რეესტრი, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე მხარეს აღნიშნულის განმარტების მოთხოვნით, თუმცა მის წერილს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა, მხოლოდ 07.11.2018 წელს მოპასუხე მხარემ №04-13/9--- წერილით მიწერა მოსარჩელეს და აცნობა, რომ ს---------- ჰ---------–ს საერთოდ არ წარუდგენია საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ამასთან, 18.1.2019 წლის №04/1--- წერილით სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ--------–ის“ დირექტორს დ----- ბ----–---ს სსიპ ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს“ მიერ ეცნობა, რომ პაციენტ ნ--- ნ----------ისთვის გაწეული მომსახურეობის ანაზღაურების საკითხზე ანგარიშგება არ განხორციელებულა, მიმწოდებელ დაწესებულებას სამხარეო ცენტრის ზეპირი მითითებით განემარტა, რომ ანაზღაურების მოთხოვნა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის - ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტის ფარგლებში, მიუხედავად აღნიშნულის, შემთხვევაზე დაწესებულებას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არ წარუდგენია.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტრობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიმართა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საანგარიშგებო დოკუმენტაციით, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ შესრულდა საქართველოს მთავარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან მათ კანონით დადგენილი წესით არ განახორციელეს წარდგენბილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის შედარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, და ისე იქნა შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, ორმხრივი ხელმოწერით. ამასთან, მოპასუხის მხრიდან წერილობითი ფორმით, ოფიციალურად არ ეცნობა მოსარჩლეს ის გარემოება, რომ მიმართვა უნდა განხორციელებულიყო არა ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების არამედ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და აღნიშნულის შესახებ არ იქნა დადგენილი ხარვეზი, როგორც ეს ზემოაღნიშნულ დადგენილებაშია მითითებული.

 

სასამართლო, აღნიშნავს, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს ზეპირი ფორმით ეცნობა ის ფაქტი, რომ ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თბერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის - ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტის ფარგლებში, წარმოდგენილი არ არის;

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების” (დამტკიცებულია იმავე მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის № 190/ნ ბრძანებით) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ამ სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებასა და ფუნქციას წარმოადგენს მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

 

ასევე ,,პროგრამის” დანართი №1-ის მე-14 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან - ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 

ამაზე მიუთითებს ,,პროგრამის” დანართი №1-ის მე-16 მუხლიც, რომ რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით; რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას; რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მხარეს არ უნდა ეთქვა უარი მოსარჩელისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმათა დანაწესებს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას;

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

აქედან გამომდინარე, სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ის“ მიერ 2019 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით, დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალოს სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100(ასი) ლარის ოდენობით;

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ--------–ის“ სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების და თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 ნოემბრის №04-13/9--- წერილი;

 

3. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ნ--- ნ----------ის სამედიცინო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 415,40 ლარის ოდენობით დაფინანსების შესახებ;

 

4. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ის სასრგებლოდ დაეკისროს ნ--- ნ----------ის სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით გაღებული თანხის - 415,40 ლარის გადახდა;

 

5. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდეს 100(ასი) ლარი;

 

6. სსიპ ,,გ------- ა------–---–-- ს----–----- ს----------–ოს თ-----–-ის ს----------ოს ს---------- ჰ---------–ის“ მიერ 2019 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით, დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

7. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული