გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210018002606131
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - გი-----------–--–---–ი

წარმომადგენლები - ზუ---------------------------------–--–---–-

მოპასუხეები - ევ--–--------–--ა, მ----------–--ე

წარმომადგენლები - ს-----------–---–----------------–---

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მ----------–--ესა და ევ--–--------–--ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ თ---–--–---–------–------------–- (ს/კ 01.1-.03.0--.0-------------------–ზე, ფართით 53,84 კვ.მ, საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოსარჩელე გი-----------–--–---–ის საკუთრების უფლებით, კომპენსაციის - 3 111.86 ლარის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გი-----------–--–---–ი დაბადებიდან ცხოვრობდა ქ-------–--–---–------–---------ში, რომელიც ეკუთვნოდა მის ოჯახს. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე 1975 წელს იყო პატიმრობაში, ხოლო 1976 წელს, სასჯელის მოხდის და სახლში დაბრუნების შემდგომ, მოილაპარაკა ოჯახთან და სარგებლობისთვის გამოეყო მეორე სართულზე მდებარე ფართი - 54 კვ.მ-მდე. იგი 50 წელზე მეტია ფლობს სადავო ფართს, ხოლო კომუნალური გადასახადები მოდის მისი დედის - ქე-----------–--–---–ის სახელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს მის სარგებლობაში არსებული ფართის გამოსყიდვას კომპენსაციის - ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ. 2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეთა წარმომადგენელმა არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლით და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელე არ წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე „მოსარგებლეს“ და მისი მოთხოვნა გამომდინარეობს მემკვიდრეობითი სამართლის ნორმებიდან. თუმცა, ამ მხრივაც, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მას სამკვიდრო მშობლებისგან არ მიუღია და უფრო მეტიც, სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა გი-----------–--–---–ის სარჩელი მემკვიდრედ ცნობის და სამკვიდრო ქონების მიღების მოთხოვნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N2---------) შესაბამისად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი ფაქტები: გი-----------–--–---–ის მამა - ნ-----–-----------–--------–--–---–ი გარდაიცვალა 1----–-–---------სს. მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ქე-----------–--–---–ი და შვილები - რუ------------–--–---–ი, მა----------–--–---–ი და გი-----------–--–---–ი. ნ-----–-----------–--------–--–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე თ---–-----–------–--------. აღნიშნული სამკვიდრო 19----–-–-----------------ის სამკვიდრო მოწმობით (N4----) მიიღო ქე-----------–--–---–მა. 19---–-–----------------ის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქე-----------–--–---–მა კუთვნილი უძრავი ნივთის, მდებარე თ---–-----–------–--------, 1/5 ნაწილი საკუთრებაში გადასცა თავის შვილს, რუ------------–--–---–ს. მანვე, 1----–-–------------ს შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, კუთვნილი სახლთმფლობელობა, მდებარე თ---–-----–------–--------, უანდერძა შვილს რუ------------–--–---–ს და შვილიშვილს ნ-------–-----–--ეს. ქე-----------–--–---–ი გარდაიცვალა 19----–-–---------------რს და ამავე დღეს გაიხსნა სამკვიდრო დანაშთ ქონებაზე. 2----–-–----------ს გაიცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ქე-----------–--–---–ის ქონების მემკვიდრედ 1----–-–------------ს დამოწმებული ანდერძის (რეესტრის N5-----) თანაბარი წილის უფლებით ცნობილ იქნენ შვილი რუ------------–--–---–ი (მცხოვრები თ---–-----–------–-- ქ.N-) და შვილიშვილი ნ-------–-----–--ე (მცხოვრები თ---–-------------–---–---------). აღნიშნული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის (N2----) საფუძველზე, უძრავი ქონების 4/5 ნაწილი თანაბარი წილის უფლებით აღირიცხა რუ------------–--–---–ისა და ნ-------–-----–--ის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2006 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თ---–-----–------–-- ქუჩა N- (შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 346.03, საცხოვრებელი ფართი: 259.06) 3/5 ნაწილი აღრიცხული იყო რუ------------–--–---–ის სახელზე, ხოლო 2/5 ნაწილი - ნ-------–-----–--ის სახელზე. რუ------------–--–---–ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს. 2-----–-–----------ს რუ------------–--–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მ----------–--ემ, როგორც რუ------------–--–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა, სამკვიდრო მიიღო სრულად. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თ---–-----–------–--------, საკადასტრო კოდი 01.1-.03.0--.003, 3/5 ნაწილი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ----------–--ის სახელზე. 2-----–-–---------------–ის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, ნ-------–-----–--ემ უძრავი ქონების (მდებარე თ---–-----–------–--------) კუთვნილი 2/5 წილი საკუთრებაში გადასცა თავის შვილს, ევ--–--------–--ას. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთის შესაბამისი წილი (2/5) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ევ--–--------–--ას სახელზე. მოსარჩელე გი-----------–--–---–ს 19----–-–----------ს გარდაცვლილი ნ-----–-----------–--------–--–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია; (მტკიცებულება: გადაწყვეტილება, ს.ფ. 110-142) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. 3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თ---–-----------–------–- N- თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია მ----------–--ისა და ევ--–--------–--ას სახელზე. კერძოდ, უძრავი ქონების 3/5 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მ----------–--ე, ხოლო 2/5 წილის მესაკუთრეს - ევ--–--------–--ა. (უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2--------4 და სამკვიდრო მოწმობა N09-------, დამოწმების თარიღი 2---------) (მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 20-22, 23-24) 3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს გი-----------–--–---–ის განმარტებას, რომ იგი წარმოადგენს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გი-----------–--–---–ის ოჯახს და სწორედ მათ მემკვიდრეებს წარმოადგენენ ქონების დღევანდელი თანამესაკუთრეები. კერძოდ, დავა ეხება მოსარჩელის მამის - ნ-----–-----------–--------–--–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო ქე-----------–--–---–მა. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 1.1 მუხლის შესაბამისად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონის მიზნებისთვის, კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოსარგებლეს წარმოადგენს პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, კანონი ზუსტად განსაზღვრავს როგორც ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებას, რაც ექცევა ხსენებული კანონის მოქმედების ფარგლებში და პირთა წრეს. განსახილველ დავაში სახეზეა მემკვიდრეობით სამართლიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა, რამდენადაც, გი-----------–--–---–ი წარმოადგენს გარდაცვლილი ნი----–---------–--–---–ისა და ქე-----------–--–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს და სწორედ ამ ფარგლებში შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია უძრავი ქონების მიმართ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ამ კუთხით იდავა და მოითხოვა მესაკუთრედ აღიარება მ----------–--ის სახელზე რიცხული სამი მეხუთედი ნაწილიდან თერთმეტი ოცდამეხუთედი წილზე და ევ--–--------–--ას სახელზე რიცხული ორი მეხუთედი ნაწილიდან ოთხი ოცდამეხუთედი წილზე, თუმცა, სასამართლოს მიერ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 22 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე N2---------) უსაფუძვლობის გამო. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ გი-----------–--–---–ს ნ-----–-----------–--------–--–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მამის დანაშთი სამკვიდრო არ მიუღია სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის წესების დაცვით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა მოსარჩელე გი-----------–--–---–ის ცხოვრებისა და სარგებლობის ფაქტი სადავო ქონებაში დაბადებიდან 2016 წლის დეკემბრის თვემდე, მის მიერ სადავო ქონებით ფაქტობრივი ფლობა, სასამართლოს განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის არსებული მემკვიდრეობით სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით, არ გულისხმობდა მოსარჩელე მხარის მიერ სადავო სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებას. აღნიშნულ გარემოებაზე და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით ეთქვა გი-----------–--–---–ს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6.3 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ სადავო უძრავ ქონებაში რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდისა და უძრავი ნივთის ფლობის გარემოებების დადგენა უნდა ემსახურებოდეს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების არსებობის დადგენის მიზანს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობას მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ან სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების სამართლებრივ საფუძველზე. მესაკუთრესთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირებისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ ცნობისა და აღნიშნული უფლების რეალიზების რაიმე შეზღუდვას ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესებს რაც ნიშნავს იმას, რომ ნათესაურ კავშირში მყოფ პირებს შორისაც დასაშვებია არსებობდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის სამართლებრივ საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა თუ დადგინდება მესაკუთრესა და უძრავი ქონების (სადგომის) მფლობელს შორის ფორმადაუცველი წერილობითი ნასყიდობის ან სადგომით სარგებლობის უფლების დათმობს თაობაზე შეთანხმების არსებობა.

საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის საფუძველია მესაკუთრესთან ნათესაური კავშირი და არა ქონების (სადგომის) მესაკუთრის ნება სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის თაობაზე, რაც გამორიცხავს განსახილველი დავის მხარეებს შორის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებისა და შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გი-----------–--–---–ის სარჩელი მოპასუხეების - ევ--–--------–--ასა და მ----------–--ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე