განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/119-19 3 ივნისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–-;
ბრალდებული - და---- ირ---–-ს ძე ქუ–--–---–ი, (დაბადებული 1--- წლის 27 მ---ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლევი, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: ქ. დუშეთი, ზ---------–-- ქ. N5, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. დუშეთი, ი-----–----- ქ.N6, ამჟამად პენიტენც-----ი დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 13:50 საათზე, ქ. დუშეთი ი-----–----- ქუჩა N6-ში, სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და---- ქუ–--–---–მა მეუღლეს შო----ა ო--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი არასრულწლოვანი შვილის გი-----ი ქუ–--–---–ის თანდასწრებით სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ სახეზე მიადო ხელი, მიაყუდა კედელზე და სამჯერ მიარტყმევინა თავი, თან აგრესიული ტონით დაემუქრა რომ მოკლავდა. შო----ა ო--–---–მა აღნიშნული ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 13:50 საათზე, ქ. დუშეთი ი-----–----- ქუჩა N6-ში, სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და---- ქუ–--–---–მა მეუღლეს შო----ა ო--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი არასრულწლოვანი შვილის გი-----ი ქუ–--–---–ის თანდასწრებით სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ სახეზე მიადო ხელი, მიაყუდა კედელზე და სამჯერ მიარტყმევინა თავი, თან აგრესიული ტონით დაემუქრა რომ მოკლავდა. ვინაიდან და---- ქუ–--–---–ი იყო აგრესიული, შო----ა ო--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა და---- ქუ–--–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ შო----ა ო--–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ. დუშეთი ი-----–----- ქუჩა N6-ში, მეუღლესთან და---- ქუ–--–---–თან და არასრულწლოვან შვილთან გი-----ი ქუ–--–---–თან ერთად. 2019 წლის 30 მარტს და---- ქუ–--–---–მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა გინება შო----ა ო--–---–ს, შემდეგ მიუახლოვდა და სახის მარცხენა მხარეს დაარტყა სილა რამდენჯერმე, სახეზე მიადო ხელი, მიაყუდა კედელზე, სამჯერ მიარტყმევინა თავი და თან მოკვლით ემუქრებოდა. შო----ა ო--–---–ს ეშინოდა და განწირული ხმით კიოდა, რათა მეზობლებს გაეგოთ მისი ხმა, რა დროსაც მათმა შვილმაც დაიწყო ყვირილი და ტირილით გავარდა გარეთ მეზობლების დასახმარებლად. ყვირილის დროს და---- ქუ–--–---–მა დაანება თავი, ხოლო შო----ა გაიქცა გარეთ და სახლის ეზოში შეხვდნენ მის დასახმარებლად მოსული მეზობლები მ---- ხი------–---–ი და ნ--- ხი------–---–ი, რომლებმაც გაიყვანეს შო----ა და ამშვიდებდნენ. აღნიშნულის შედეგად შო----ა ო--–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მუქარა აღიქვა რეალურად.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.4. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ შო----ა ო--–---–ი არის და---- ქუ–--–---–ის მეუღლე, ხოლო გი-----ი ქუ–--–---–ი არის მათი შვილი, 2006 წლის 8 ნოემბერს დაბადებული, შესაბამისად იგი არის არასრულწლოვანი 18 წელს მიუღწეველი პირი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, გი-----ი ქუ–--–---–ის, ლ-----------–-–---–-ს, მ---- ხი------–---–ის, ც-----ი ხი------–---–ის, მ------------------ს გამოკითხვის ოქმი, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოცხრილით, შემაკავებელი ორდერის ასლი, სამედიცინო ბარათი N834, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის ასლი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე არსებული სხვა მასალები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და---- ქუ–--–---–მა 2019 წლის 30 მარტს, დაახლოვებით 13:50 საათზე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ და---- ქუ–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, დაზარალებულს პრეტენზია აღარ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, და---- ქუ–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, მასვე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5.2. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 1 აპრილის წერილის თანახმად, და---- ქუ–--–---–ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 დეკემბერს.
5.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად ჯარიმა ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.
5.4. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.7. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.8. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- ქუ–--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დამიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და---- ქუ–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. და---- ქუ–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და და---- ქუ–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით და---- ქუ–--–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით და---- ქუ–--–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
6. და---- ქუ–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. და---- ქუ–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 30 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით პატიმრობაში ჩათვლილი პერიოდი 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი