განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002846734
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/56-19 08 აპრილი, 2019 წელი
ქ.გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - ი----- გ--------ის,ბრალდებულ - ე-–-----ა ს--------–---–ის
მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028190119002 საქმე ე-–-----ა ლ-------- ძე ს--------–---–ის (დაბადებული 1972 წლის 2------------- პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.კასპში, კ----------------------–ი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ე-–-----ა ს--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.კასპში, ხ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე ე-–-----ა ს--------–---–მა არასრულწლოვნების: ვ-–- ს--------–---–ის და ა-–--- ს--------–---–ის თანდასწრებით, მამის ლ------- ს--------–---–ის მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა - მარცხენა მხარში დაარტყა ერთხელ ხელი, რის შედეგადაც ლ------- ს--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ე-–-----ა ს--------–---–ი მამას ლ------- ს--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ------- ს--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ე-–-----ა ს--------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ე-–-----ა ს--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ე-–-----ა ს--------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ე-–-----ა ს--------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ე-–-----ა ს--------–---–ი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში და კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, ვინაიდან ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–-----ა ს--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით-თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–-----ა ს--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0------------ განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–-----ა ს--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ე-–-----ა ს--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ე-–-----ა ს--------–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 იანვრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მობილური ტელეფონი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე