განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002535008
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/259-18 21 თებერვალი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - მ--- გ-------–-–---–--,ბრალდებულ - მ--–---- შ---------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011060618002 საქმე მ--–---- გ---- ძე შ---------ის (დაბადებული 1974 წლის 2------------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.გორი, ე-–-------------–-----------–---–-- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით,-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ მ--–---- შ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 06 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. გორში, ელ------------–-----------–---–ი მდებარე ნ--- ნ------ის საცხოვრებელი სახლის წინ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ--–---- შ---------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ------ეს, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ------- ნ------ეს, ს------ ნ------ეს და მ--- ნ------ეს, რა დროსაც ნ--- ნ------ეს, ნ------- ნ------ეს, ს------ ნ------ეს და მ--- ნ------ეს, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ--–---- შ---------მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 10-11 საათზე, სიგარეტის საყიდლად წავიდა ბიძაშვილთან ერთად მაღაზიაში. უკან, რომ მობრუნდა ნ--- ნ------ის და - მ--- ნ------ე იდგა გარეთ, მოიკითხა და წავიდა სახლში. საღამოს ბიძაშვილი გააცილა, შემდეგ კი სტუმრად უნდა წასულიყო შვილთან ერთად. დაინახა, რომ ნ--- ნ------ის სახლის კარები იყო ღია, მაგრამ შიგნით არ შესულა. ნ--- ნ------ის მშობლების სახლთან რომ მივიდა, ს------ ნ------ე და მ--- ნ------ე იყვნენ გარეთ. მ--- ნ------ეს ჰკითხა, თუ სად ბრძანდებოდა მისი და, რაზეც ს------ ნ------ემ უთხრა, რომ რით ვერ დაანება მის შვილს თავი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კამათობდნენ, რა დროსაც გამოვიდა დაზარალებულის დედა - ნ----- ნ------ე და უკნიდან ისე დაარტყა ბრალდებულს, რომ სათვალე ძირს დავარდა. ისინი ცდილობდნენ მის პროვაკაციაზე წამოგებას, მაგრამ მას ხელი არავისთვის დაურტყამს. ამ ფაქტს ბევრი მეზობელი შეესწრო. ამის შემდეგ მან თავის დას სთხოვა, რომ შვილი წაეყვანა სახლში, თვითონ კი სტუმრად წავიდა. უკან რომ დაბრუნდა, მისმა დამ უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ სახლში მისულები. მეორე დილით მან მეზობელ ა-–-------, შეიტყო, რომ ნ--- ნ------ეს, მის დას და მამას სურდათ, რომ ის ისევ ციხეში დაებრუნებინათ, ამიტომ იგი წავიდა მათთან გასარკვევად, თუ რა უნდოდათ მისგან. ადგილზე მისულმა ჰკითხა მათ, რა უნდოდათ, რატომ არ ანებებდნენ თავს, რა დროსაც დარეკეს პოლიციაში, იგი ადგილზე დაელოდა და მოხდა მისი დაკავება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- შ---------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--- ნ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ მ--–---- შ---------თან ცხოვრობდა 11 წლის განმავლობაში. 2018 წლის 06 ივნისს, საღამოს საათებში ჩამოვიდა ხაშურიდან სახლში. იგი მეზობელთან სვამდა ყავას, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა, ადგილზე მისულს დახვდა მ--–---- შ---------ი, რომელიც დედამის, მამამის და მის დას უყვიროდა, რომ როგორც მათ გაწირეს, მათაც ისე გაწირავდა. ის, მისი8 მისვლისას მისკენ გადაერთო და უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. მას შეეშინდა, რადგან ახალი გამოსული იყო ციხიდან, რის გამოც დარეკა პოლიციაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------- ნ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 06 ივნისს, საღამოს ის, მისი მეუღლე - ს------ ნ------ე და შვილი - მ--- ნ------ე, სახლის წინ ისხდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა მ--–---- შ---------ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ--- ნ------ეს ჰკითხა თუ სად იყო მისი და - ნ--- ნ------ე, უნდა მოვკლაო. მათაც დაემუქრა, უნდა მოგკლათო, რის გამოც შეეშინდათ. ყვირილზე მათთან მივიდა ნ--- ნ------ეც, რომელსაც ასევე დაემუქრა მ--–---- შ---------ი, რა დროსაც ნ--- ნ------ე შევიდა და დარეკა პოლიციაში. ბრალდებულმა ეს რომ გაიგო წავიდა. ამ ფაქტს შეესწრო მეზობელი ა-–---- გ-–------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--- ნ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 06 ივნისს, საღამოს ის, დედა - ნ------- ნ------ე და მამა - ს------ ნ------ე ისხდნენ სახლის წინ, რა დროსაც მათთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–---- შ---------ი და კითხა თუ სად იყო მისი და, რაზეც მან უპასუხა რომ მისი დისთვის თავი დაენებებინა. მ--–---- შ---------ი დაემუქრა მათ, რომ თავი უნდა მოეჭრა მათთვის და მთელი ოჯახი უნდა ამოეწყვიტა, რის გამოც ძალიან შეეშინდა. ყვირილზე მათთან მივიდა მისი და - ნ--- ნ------ე, მ.შ---------ი მასაც დაემუქრა თავი უნდა მოგაჭრაო, რა დროსაც ნ--- ნ------ე შევიდა სახლში და პოლიციაში დარეკა.
2018 წლის 06 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.გორში, ე-–-------------–-----------–---–--
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ მ--–---- შ---------ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 07 ივნისს 15:10 საათზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით მ--–---- შ---------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ--–---- შ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ი-–-- მ--------- გამომძიებლებმა: ი----- ს-------, დ----- დ------–-–--–--, გ------ი მ-----–---–მა, პატრულ-ინსპექტორებმა: გ------ ზ--------, ზ---- დ--------–----, ნ------- ხ------–---–--- ი-–-- ს-----–---–--, მოწმე: ა-–--- გ-–------მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მ--–---- შ---------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არ დასტურდენა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკლიცებულებით, მათ შრის ნეიტრალური მოწმის - ა-–---- გ-–------ის ჩვენებით და საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მ--–---- შ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეების: ნ--- ნ------ის, ნ------- ნ------ის და მ--- ნ------ის ჩვენებებით, ასევე ს------ ნ------ის ჩვენებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მას მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რომელთაც დაადასტურეს მ--–---- შ---------ის მიერ მათი მისამართით მუქარის განხორციელების ფაქტი, რის გამოც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქრთველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- შ---------ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამდგარ შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას. იმ გარემოებას, რომ მ--–---- შ---------ი წარსულში ნასამართლევია ნ--- ნ------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან მოკლე ხანში განახორციელა ბრალად შერაცხული ქმედებები, რისი გათვალისწიბეითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- შ---------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–---- შ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და მ--–---- შ---------ს საბოოლოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მ--–---- შ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 ივნისიდან.
მ--–---- შ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე