განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/7---19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი : ც-------–---–--ძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი----------ძე
ბრალდებული - ვ-–--------ი ჭ--–--ე, დაბადებული 1----–-–----------------; თბილისში; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არ მქონე; პირადი №0----------; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------–-----ის რაიონი, ს------–----------–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცლებეის საფუძვლიანი შიში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ვ-–--------ი ჭ--–--ე სისტემატიურად ემუქრებოდა თავის შვილს - ს--–---ე ჭ--–--ეს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ს--–---ე ჭ--–--ეს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის 2----–-–----------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–--------ი ჭ--–--ე დანის დემონსტრირებით ს--–---ე ჭ--–--ეს კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2 2----–-–----------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისი, მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–--------ი ჭ--–--ე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ყოფილი მეუღლის მშობელს - ლ-----ა გ-------–---–ს, რომელთან ერთადაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3 2----–-–-------------ს, დაახლოებით 1---- საათზე, ვ-–--------ი ჭ--–--ე მობილური ტელეფონის გამოყენების გზით, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას, ჯანმრთელობის დაზიანებით - ,,ნეკნებში დანგრევით“ დაემუქრა, ქ. თბილისი, მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ს--–---ე ჭ--–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციეელბის საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა ვ-–--------ი ჭ--–--ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დეტალურად აღწერა 2----–-–----------ს ს--–---ე ჭ--–--ეზე და ლ-----ა გ-------–---–ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი, ასევე 2----–-–-------------ს ს--–---ე ჭ--–--ეზე, მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, განხორციელებული მუქარის ფაქტი. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2. აღნიშნულს აგრეთვე ადასტურებენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ს--–---ე ჭ--–--ე და ლ-----ა გ-------–---–ი. მათი გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2----–-–----------ს, ვ-–--------ი ჭ--–--ემ, ქ. თბილისში, მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მათ, დანის დემონსტრირებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ვ-–--------ი ჭ--–--ის ნათქვამი აღიქვეს რეალურად და გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომ არა მცირეწლოვანი ლ---- ჭ--–--ის რეაქცია მამის ამგვარ ქცევაზე (ტირილი), ის ჩანაფიქრს ბოლომდე მიიყვანდა. ასევე, 2----–-–-------------ს, ვ-–--------ი ჭ--–--ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ს--–---ე ჭ--–--ეს, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, რა დროსაც დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. ვ-–--------ი ჭ--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: ლ---- ჭ--–--ის, მ------------–----ას და ნ-----------ის გამოკითხვის ოქმებით; ს--–---ე ჭ--–--ის განცხადებით და დანართით; მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაბეჭდით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. უტყუარ მტკიცებულებებზე მითითება, არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.
4.2. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეთანხმებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად. საქართველოს სსკ-ის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–----------ს და 2----–-–-------------ს, ვ-–-------- ჭ--–--ე ს--–---ე ჭ--–--ეს და ლ-----ა გ-------–---–ს, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 2----–-–-------------ს იგივე ქმედება განახორციელა ს--–---ე ჭ--–--ის მიმართ, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი;
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულ ვ-–--------ი ჭ--–--ის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ-–--------ი ჭ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ უკანასკნელს არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6.3 საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6.5. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, რაც მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც ოჯახურ დანაშაულს სდევს თან. გასათვალისწინებელია, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ოჯახური დანაშაულის სერიოზულ პრობლემად აღიარება, რასაც მოჰყვა მკაცრი მიდგომა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–--------ი ჭ--–--ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის მიზნები, რადგან მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (ა-------–-----ის რაიონი, ს------–----------–ი) და გათავისუფლების შემთხვევაში მას არ მოუწევს დაზარალებულებთან ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება. შესაბამისად, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ვ-–--------ი ჭ--–--ეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, რაც ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაითვალოს პირობითად. სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი ვ-–--------ი ჭ--–--ისთვის იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–--------ი ჭ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
2. ვ-–--------ი ჭ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
3. ვ-–--------ი ჭ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–--------ი ჭ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. ვ-–--------ი ჭ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადიში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 იანვრიდან, 2019 წლის 21 მარტის ჩათვლით.
7. ნივთიერი მტკიცებულება:
- ვ-–--------ი ჭ--–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს. ქ. თ---–---------–-–-----------------------------------–----–-–------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- მობილური ტელეფონის დათვალიერების დროს გადაღებული, დათვალიერების პროცედურის ჩანაწერი, რომელიც ინახება შსს. გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ ვ-–--------ი ჭეილიძის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე