განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/111-19 (N069120119001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03.05.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ---------–-----–--ე
მამის სახელი: ა-----–-
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ა--------------------------–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–--------------------------–-----------
ადვოკატი - რ-----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
კ---------–-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, წ---–--------------------------–---------–- მდებარე სახლში, კ---------–-----–--ემ იძალადა ძმაზე ჯ------–-----–-----–--ეზე (ბეჭის არეში დაარტყა მუშტი, ასევე ყელში წაუჭირა ხელები). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ვ-–-------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის მონაწილეობას იღებდა კ---------–-----–--ის დაკავებაში. ბრალდებულის დაკავების ფაქტი მოხდა წ---–--------------------------–---------–-. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გავიდნენ თავად ვ-–-------–---–ი და აგრეთვე დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - გ--------------ე. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა გ--------------ის მიერ. კ---------–-----–--ეს დაკავებისთანავე განემარტა კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. შეტყობინების თანახმად მათთვის ცნობილი გახდა, რომ კ---------–-----–--ეს, თავის ძმასთან, ჯ------–-----–-----–--ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც კ---------–-----–--ემ დააზიანა ძმის კუთვნილი ავტომობილი და შემდეგ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ გარდა ბრალდებულის დაკავებისა, სხვა საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ჟ-------------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, ირკვევა, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად კ---------–-----–--ემ მის ძმას ჯ------–-----–-----–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბრალდებულმა კ---------–-----–--ემ დატოვა თავისი სახლი და დროებით იმყოფებოდა წ---–--------------------------–---------–- მდებარე ა----------------------–---- საცხოვრებელ სახლში, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული მოსავლელად. ამ ფაქტის შესახებ მოწმემ აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს. (ს.ფ 9-11)
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N7---- 12/01/2019 23:59 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად (ინციდენტის თარიღი 01/12/19 11:34:56) ა-----–-----–-----–--ემ - დარეკა 112-ში თავისი კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან 5----------- და კითხვაზე, თუ რომელი ოჯახის წევრის მიმართ და ვის მიერ ხორციელდება ძალადობა (კონფლიქტი) განაცხადა, რომ შვილთან. აღნიშნული შეტყობინება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - წ---–-------------------------–----------- - გადაცემულ იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოსთვის. (ს.ფ.2).
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით N0----- ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 14 იანვარს, რომლის შედგენის საფუძველი გახდა ჯ------–-----–-----–--ის განმარტება, რომ მისმა ძმამ კ---------–-----–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოიხსენიებდა უშვერი სალანძღავი სიტყვებით და სახის არეში დაარტყა რამოდენიმეჯერ. ორდერის თანახმად კ---------–-----–--ეს აეკრძალა ჯ------–-----–-----–--ესთან მიახლოება. (ს.ფ 77-83)
დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად ,,12.01.2019 წელს 19:49-19:57 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ჯ------–------–-----–--ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება’’. (ს.ფ. 109).
დაზარალებულმა ჯ------–------–-----–--ემ და ბრალდებულის მშობლებმა ა-----–- ს---–-----–--ემ და გ---–----- ს---–-----–--ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად ძმის და შვილის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ კ---------–-----–--ემ ჩაიდინა ძალადობა, ამყარებს მხოლოდ ერთი პოლიციის თანამშრომლის ვ-–-------–---–ის ირიბ ჩვენებაზე რომელშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მისი ჭეშმარიტება.
კერძოდ, მოწმე ვ-–-------–---–ი არ არის დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი და ის ავრცელებს იმ პირისგან (დაზარალებულისაგან) მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მისი ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ერთი ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა ერთი მოწმის ირიბი ჩვენებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით კ---------–-----–--ის მსჯავრდება.
გარდა ამისა, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა მოწმე ვ-–-------–---–ის ირიბი ჩვენება.
რაც შეეხება ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციელის ჟ-------------–---–ის ჩვენებას, გამოკითხვის ოქმში მოწმე ვერ მიუთითებს თუ ვისგან მიიღო ფაქტის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია. სსსკ-ის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს.
ამასთან, დაზარალებულსა და ბრალდებულს, ასევე ფაქტის თვითმხილველ ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის არ მოუწოდებიათ რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.
ამდენად, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებიც ზემოთ მითითებული გარემოებების გამო ვერ ჩაითვლებიან უტყუარ მტკიცებულებებად, აგრეთვე, დაზარალებულის სხეულზე, როგორც ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, არ არის აღმოჩენილი ძალადობის რაიმე კვალი. მოცემული გარემოებები ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი ძალადობის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილის შეგრძნება ჰქონდა. ასევე, წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ჯ------–------–-----–--ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდა წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს. სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კ---------–-----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, კ---------–-----–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---------–-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. კ---------–-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით კ---------–-----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ლ--–------------------------------ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქალაქი თ---–--------------------------–--–------------------------------------------------ – 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
3. გამართლებულ კ---------–-----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე