განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1113-18 (N069291118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.05.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ--------------–--–--–---–ი
მამის სახელი: გ---
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: წ---–--------------------------–--–----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–---–--------------------------------
ადვოკატი - რ-----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბ--------------–--–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 15:00 საათზე წ---–-------------------------------–- ბ--------------–--–--–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ი------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ხელი მოუჭირა ყელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური სახის ზიანი.
- 2018 წლის ოქტომბრის თვეში წ---–-------------------------------–- ბ--------------–--–--–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ი------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი დაარტყა სახის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური სახის ზიანი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე მ----------------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის არის ბ--------------–--–--–---–ის მეზობელი, 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 23:20 საათისათვის ის დედასთან ხ-------------------თან ერთად იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დედამ სადარბაზოდან გაიგონა ყვირილის ხმა და შეიცნო ი------------ე, რომელიც ითხოვდა შველას, ამის გამო ისინი ჩავიდნენ მასთან ამბის გასაგებად, ნახეს ი------------ე, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეუღლე იყო მთვრალ მდგომარეობაში და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ი------------ის ბინიდან ისმოდა ბ--------------–--–--–---–ის ყვირილის ხმა, თუმცა, მათ შორის ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. მ----------------–--ემ განმარტა, რომ ი---ს დარეკილი ჰქონდა 112-ში და მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფოც. ბ--------------–--–--–---–ს მარჯვენა ხელზე ჰქონდა ჭრილობა და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც შემდეგ მოწმისათვის გახდა ცნობილი, მას ფანჯრის მინა ჩაუმტვრევია, აგრეთვე ბ--------------–--–--–---–ის და ი------------ის კონფლიქტის დროს მათ შუაში ჩადგომიათ შვილი ზ-----------–--–--–---–ი, რომელსაც მოხვედრია მამის ხელი სახეზე, კერძოდ, ქვედა ტუჩზე და მას ჰქონდა მცირედი სისხლი, ხოლო ი---სთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. (სასამართლო სხდომის ოქმი)
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ხ-------------------მა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ვ-----------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის მუშაობს შ----------------–---–-------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 29 ნოემბერს წ---–-------------------–-------------–--–- შემოვიდა ი------------ის შეტყობინება მის მიმართ ბ--------------–--–--–---–ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმე ვ-----------–--ე, მის თანამშრომელ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ---------------ესთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ი------------ე, რომელმაც მათ აცნობა, რომ მისმა მეუღლემ ბ--------------–--–--–---–მა იძალადა მასზე, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა სახის არეში, მოქაჩა თმებში და კისერზე მოუჭირა ხელი, ასევე კონფლიქტის დროს ბ--------------–--–--–---–მა ფანჯრის მინა ჩაამსხვრია, რის გამოც დაიზიანა მარჯვენა ხელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, ის ესწრებოდა ბ--------------–--–--–---–ის დაკავების ფაქტს, რომელიც მოხდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ---------------ის მიერ. ბრალდებულს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, შედგა დაკავების ოქმი და ის გადაყვანილ იქნა წ---–-------------------–-------------–--–-.
საქმეში წარმოდგენილი N2------ 28/11/2018 წლის 23:33 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო კონფლიქტი ოჯახური ძალადობა, ი------------ემ მისი კუთვნილი მობილურის ნომრიდან 5-------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მას აქვს შაქარი, ამჟამად არ სურს სასწრაფო, მისი მეუღლე არის ნასვამი (ს.ფ. 2).
საქმეში წარმოდგენილი N2------ 28/11/2018 წლის 23:49 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად გ-----------------მ მისი კუთვნილი მობილურის ნომრიდან 5-------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას ბ--------------–--–--–---–ის მიერ, პაციენტი იმყოფება გონზე, ვენები გადაიჭრა, ნასვამია (ს.ფ. 3).
საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (დათარიღებული - 29.11.2018) დადგენილია, რომ ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--–---–-------–------------------------–- საცხოვრებელი ბინის პირველ სადარბაზოში პირველ სართულზე მდებარე ი------------ის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ ბინაში ი------------ის თანხმობით შევდივართ თეთრი ფერის საღებავით შეღებილი ხის კარის გავლით, რის შემდეგაც ი------------ემ მიუთითა მისაღებ ოთახში სადაც მისი განმარტებით მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, ბ--------------–--–--–---–მა, რა დროსაც მათ შუაში ჩაუდგა მათი 15 წლის შვილი ზ-----------–--–--–---–ი, რომელსაც სახეში ხელი დაარტყა მამამისმა ბ--------------–--–--–---–მა და ასევე აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი რვა წლის შვილი გ--- ჯ--–--–--–---–ი. ამის შემდეგ ი------------ემ მიუთითა ლოჯში არსებულ მეტალო პლასტმასის ფანჯარაზე, რომელზედაც მისი განმარტებით მისმა მეუღლემ ბ--------------–--–--–---–მა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დაარტყა ხელი და ჩაამტვრია აღნიშნული ფანჯრის ორმაგი მინა. ამის შემდეგ მან მისაღებ ოთახში და ლოჯის ოთახში მიუთითა იატაკზე და ავეჯზე სისხლის ლაქები და განმარტა, რომ როდესაც მისმა მეუღლემ ბ--------------–--–--–---–მა ფანჯრის მინის დაზიანების დროს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დაიზიანა ხელი და გამოუვიდა სისხლი. ექსპერტების მიერ ლოჯის ოთახში მდებარე დივნის შალითის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, რომელიც საკონტროლო ნიმუშებთან ერთად დაილუქა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს F--------- სპეციალურ დასალუქ პოლიეთილენის პაკეტში ერთ პაკეტად. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა, რა დროსაც მოხდა ფოტო გადაღება ექსპერტების მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტო აპარატის საშუალებით.’’ (ს.ფ. 4-8)
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნის №0-------- თანახმად ბრალდებულ ბ--------------–--–--–---–ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა - 0,74 პრომილე. (ს.ფ 23-25)
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2018 წლის 29 ნოემბერს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ბ--------------–--–--–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ი------------ეს და შვილს ზ-----------–--–--–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ორდერის თანახმად ბ--------------–--–--–---–ს აეკრძალა ი------------ესთან და ზ-----------–--–--–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 50-56).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად 29.11.2018 წელს 05:03-05:15საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ი------------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და დამწვრობის სახით. დაზიანება სისხლჩაქცევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანება დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 28 ნოემბერს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩივილებს არ წარმოადგენს(ს.ფ 109-112).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით ,, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა (წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 29.11.2018წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ბ--------------–--–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 29.11.2018 წ-ს 00:33 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 01:45 სთ-ზე დიაგნოზით: წინამხრის ღია ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით’’. (ს.ფ. 135-138)
დაზარალებულმა ი------------ემ და ბრალდებულის შვილმა ზ-----------–--–--–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის და მამის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბ--------------–--–--–---–მა ჩაიდინა ძალადობა (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი), ამყარებს მოწმეების ვ-----------–--ის, ხ-------------------ის და მ----------------–--ის მიერ მიცემულ ჩვენებებზე, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე და მათ ჩვენებებში ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
ამასთან, დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე, რაც არ წარმოადგენს ბრალეულობის დამადასტურებელ არგუმენტს.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 28 ნოემბრის და 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდებში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ვ-----------–--ე, ხ-------------------ი და მ----------------–--ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ისინი ავრცელებენ იმ პირისგან (დაზარალებულისაგან) მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, რომლის ნამდვილობა არაფრით არის გამყარებული, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია შერაცხული ბრალდებით ბ--------------–--–--–---–ის მსჯავრდება.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა აღნიშნული ირიბი ჩვენებები.
ამდენად, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ 3 მოწმის ირიბი ჩვენებები და ისიც მხოლოდ 2018 წლის 28 ნოემბრის ძალადობის ეპიზოდში, რომელიც ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ბ--------------–--–--–---–ის მსჯავრდება. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
აღსანიშნავია, რომ არც წერილობითი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და შემაკავებელი ორდერის მასალები იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული ძალადობის ფაქტების რეალურად არსებობის შესახებ, არამედ შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებულ ინფორმაციას, ხოლო დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი საერთოდ არ უთითებს ძალადობის ფაქტზე.
მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ ბ--------------–--–--–---–ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. კერძოდ, არც დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რა დროსაც დეტალურად საუბრობს ძალადობის ფაქტზე და არც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას დაზარალებულს არ განუცხადებია, რომ ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა, უფრო მეტიც, წარმოდგენილია მოცემული ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ჩივილებს არ წარმოადგენდა, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ ი------------ისთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევიათ.
ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების ფორმულირებაში, რომელიც სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეიცავდეს ინკრიმინირებული ქმედების და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის აღწერას, მითითებულია მხოლოდ ფიზიკური სახის ზიანზე და არა ფიზიკურ ტკივილზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საერთოდ არ შეიცავენ ინფორმაციას დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, ვინაიდან ისინი აღნიშნულ ეპიზოდს საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არათუ აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ არ წარმოდგენილა არც ირიბი ჩვენება.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბ--------------–--–--–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხული ბრალდების რომელიმე ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ბ--------------–--–--–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--------------–--–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდში და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდში.
2. ბ--------------–--–--–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (დ------------–-------------------- განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - რაც ინახება წ---–-------------------–-------------–--–- - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3.2 CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
3. გამართლებულ ბ--------------–--–--–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე