განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1040-18 (N041181018005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.05.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ--–---------------–--ე
მამის სახელი: მ------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ------------------------------------------.
ადვოკატი - დ-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ჯ--–---------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის ივლისის თვეში ქ-------–-----–---------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ი--------------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ--–--------------–--ემ, კერძოდ, დაზიანება მიაყენა ცხვირის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის ივნისის თვეში ქ-------–-----–---------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ი--------------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ--–--------------–--ემ, კერძოდ, დაზიანება მიაყენა ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე ქ-------–-----–---------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ი--------------ეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ--–--------------–--ემ - მოქაჩა თმებში, ხელი კრა მკერდის არეში, ასევე ფეხი დაარტყა ფეხის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ლ-–------------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, ირკვევა, რომ ის მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–-------------------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 18 ოქტომბერს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ქ----------–----------------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მოქალაქე ი--------------ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე გავიდა თავად, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-----------–--ესთან ერთად. მისვლისას მათ დახვდათ აღელვებულ და შეშინებულ მდგომარეობაში მყოფი ი--------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წვდა თმებში, ხელი ჰკრა და წააქცია ლოგინზე, შემდეგ ხელს უჭერდა ყელში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეს ფაქტი ხორციელდებოდა მათი შვიდი თვის შვილის თანდასწრებით. ამ საუბარს ასევე ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. ი--------------ე მათ გადაიყვანეს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი და ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. (ს.ფ 43-45).
მოწმე ს--–---------------–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, ირკვევა, რომ ის ცხოვრობს მის შვილთან ერთად მშობლების ოჯახში, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი ძმა ჯ--–--------------–--ე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ჯ--–--------------–--ე და დაზარალებული ი--------------ე 2011 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. 2018 წლის 18 ოქტომბერს ის არ იმყოფებოდა სახლში და არ იცის თუ რა კონფლიქტი მოხდა მის ძმასა და რძალს შორის, ადრეც ის არასოდეს შესწრებია მეუღლეებს შორის კონფლიქტის ფაქტს. მოწმის განმარტებით, თავად მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ი--------------ესთან და მისთვის უცნობია, თუ რატომ განაცხადა ი--------------ემ მათ შორის კონფლიქტის თაობაზე. მოწმის განმარტებით, მან იცოდა მის ძმას ჯ--–--------------–--ეს ლ----–------სგან რომ ჰყავდა ვაჟიშვილი. მის ძმას და რძალს ჰქონდათ თუ არა რაიმე კონფლიქტი ამ ფაქტთან დაკავშირებით მისთვის უცნობია. (ს.ფ 80-82).
საქმეში წარმოდგენილი N2------ 18/10/2018 წლის 20:28 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ი--------------ემ საკუთარი მობილურის ნომრიდან 5-------- 2018 წლის 18 ოქტომბერს 18:52:20 საათზე დარეკა და გააკეთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არ აძლევდნენ ბავშვების ნახვის უფლებას, კითხვაზე თუ რომელი ოჯახის წევრის მიმართ და ვის მიერ ხორციელდებოდა ძალადობა (კონფლიქტი) განაცხადა, რომ მეუღლესთან და დედამთილ-მამამთილთან. (ს.ფ. 2).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N2------ 18/10/2018 წლის 20:29 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ირკვევა, რომ შ-----------------------------------------–------------------------–---------------–------------------------–--------------------------- ,,107’’ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა გ------------ ელ-სმენის საშუალებით აცნობა ქ---------------–-----------------–--------–-–-----------------------–--------------------------------------------ეს, რომ ქ-------–--------------------------------–- 1--- წელს დაბადებულ ი--------------ეს მცირეწლოვანი შვილის, 6 წლის მ------ კ---------–--ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, 1--- წელს დაბადებულმა ჯ--–--------------–--ემ, ასევე დაახლოებით სამი თვის წინ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დამ, 1--- წელს დაბადებულმა ს--–---------------–--ემ. (ს.ფ.3).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - ,,19.10.2018წ. 00:53-01:10 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ი--------------ეს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება’’. შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 18 ოქტომბერს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურცხყოფა (ს.ფ 11-14).
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ჯ--–--------------–--ემ მსხვერპლს ი--------------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ორდერის თანახმად ჯ--–--------------–--ეს აეკრძალა ი--------------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 21-27).
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ს--–---------------–--ემ მსხვერპლს ი--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წვდა თმაში, თავი მიარტყმევინა კედელზე, დაასხა ცივი წყალი და სახეში ორჯერ გააწნა სილა. ორდერის თანახმად ს--–---------------–--ეს აეკრძალა ი--------------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 32-38).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №8----- დასკვნის თანახმად - ,,ჯ--–--------------–--ე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. დადგინდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა)“.(ს.ფ 62).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ამბულატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - ,,ი--------------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ჯ--–--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ი--------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.(ს.ფ.118-124).
დაზარალებულმა ი--------------ემ და ბრალდებულის შვილმა მ------ კ---------–--ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის და მამის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ჯ--–--------------–--ემ ჩაიდინა ძალადობა (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი), ამყარებს მოწმე ლ-–------------ს მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
ამასთან, დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე, რაც არ წარმოადგენს ბრალეულობის დამადასტურებელ არგუმენტს.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე ლ-–------------ არ არის ფაქტის თვითმხილველი და ის ავრცელებს იმ პირისგან (დაზარალებულისაგან) მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მისი ჩვენება წარმოადგენენ ირიბ ჩვენებას, ხოლო მოწმე ს--–---------------–--ე საერთოდ არ მიუთითებს ძალადობის ფაქტზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა ერთი მოწმის ირიბი ჩვენებისა, რომლის ნამდვილობა არაფრით მტკიცდება, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ჯ--–---------------–--ის მსჯავრდება.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი ჩვენება.
ამდენად, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ 1 მოწმის ირიბი ჩვენება და ისიც მხოლოდ 2018 წლის 18 ოქტომბრის ძალადობის ეპიზოდში, რომლიც ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს - ხოლო დაზარალებულის სხეულზე, როგორც ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
აღსანიშნავია, რომ არც წერილობითი მტკიცებულებები; დანაშაულის შესახებ შეტყობინება და შემაკავებელი ორდერის მასალები იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული ძალადობის ფაქტების რეალურად არსებობის შესახებ, არამედ შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებულ ინფორმაციას.
უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ ჯ--–---------------–--ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, რამდენადაც ექსპერტმა, დაზარალებულის სხეულის შემოწმებისას, ვერ აღმოაჩინა ძალადობის რაიმე კვალი, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნაა დაზარალებულის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნაწილში ასევე წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება.
ამასთან, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სახეზე არ გვაქვს დაზარალებულის ტანჯვაც - ,,ჯ--–--------------–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების, შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ი--------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს’’ .
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის ივლისის და ივნისის ეპიზოდებთან მიმართებაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საერთოდ არ შეიცავენ ინფორმაციას დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, ვინაიდან ისინი აღნიშნულ ეპიზოდებს საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, მითითებულ ძალადობის ეპიზოდებში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არათუ აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ არ წარმოდგენილა არც ირიბი ჩვენება.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯ--–--------------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხული ბრალდების რომელიმე ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ჯ--–--------------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის ივლისის ეპიზოდში; სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის ივნისის ეპიზოდში და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდში.
2. ჯ--–--------------–--ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით - ჯ--–--------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ს--–---------------–--ის (---------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ------------------------–----------------------–--------------------------------------- – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
3. გამართლებულ ჯ--–--------------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე