განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/54-19 (N041020119002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28.05.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----------–--ე
მამის სახელი: ა----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ-------------------------–---–---------------.
ადვოკატი - დ-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-----------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 19 დეკემბერს დაახლოებით იქნებოდა 17:00-დან 18:00 საათამდე ქ---------------------–---–----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ი-----------–--ემ მეუღლეს მ-----–--–-–--–--ეს ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 02 იანვარს ქ---------------------–---–----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ი-----------–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს მ-----–--–-–--–--ეს მოქაჩა თმებში, ასევე ჩიჩილაკი დაარტყა თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ნ-------------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის ცხოვრობს მეუღლესთან ა---- ბ----–--ესთან და შვილთან ი-----------–--ესთან ერთად. მათი რძალი მ-----–--–-–--–--ე, ცხრა წელ-- რაც ჰყავთ მოყვანილი ოჯახში და ამ ცხრა წლის განმავლობაში მ-----–-ს ყველაფერი ტყუილზე ჰქონდა აგებული. 2019 წლის 02 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ დილით მისი შვილი ი-----------–--ე მივიდა მასთან და უთხრა, რომ ბავშვს ჰქონდა მაღალი სიცხე და ესაჭიროებოდა წამლები, მაღალი ტემპერატურა წინა დღითაც ჰქონია, თუმცა სიცხის დამწევის მიღების შემდეგ დაბლა უწევდა. იმის გამო, რომ მოწმეს არ ჰქონდა ფული, პენსიის ასაღებად წავიდნენ ის და მისი შვილი ი-----, თუმცა, ბანკი დაკეტილი დახვდათ, რის გამოც დაბრუნდნენ შინ და წამლებისათვის საჭირო თანხა გამოართვა მის გოგოს ლ-- ბ----–--ეს, რომელიც მასთან სტუმრად იყო ჩამოსული. ამის შემდეგ მან იყიდა ბავშვისათვის საჭირო მედიკამენტები. ი-----------–--ის შვილებიდან ბიჭს ჰქონდა მაღალი სიცხე, ხოლო გოგოს ახველებდა, თუმცა, ამის მიუხედავად მ-----–--–-–--–--ე სთხოვდა მეუღლეს, რომ გაეშვა ის ო----------–- ავადმყოფ ბავშვებთან ერთად. ამის თაობაზე მეუღლეებს მოუვიდათ შეკამათება, ი----- ეუბნებოდა, რომ მეორე დღეს წასულიყვნენ, როდესაც პენსიის აღებას მოახერხებდნენ, ხოლო მ-----–- წინააღმდეგი იყო და არ სურდა ი-----სთან ერთად წასვლა, უნდოდა, რომ იმ დღესვე წასულიყო. ამ კამათის შემდეგ მ-----–--–-–--–--ე შევიდა ზალაში, სადაც ნაძვი იყო აწყობილი, გადააგდო ის, კიოდა, ჩიჩილაკსაც აარტყა იდაყვი და გადმოაგდო ისიც, შემდეგ კარმასთან დაჯდა და მუშტებს ურტყამდა. მოწმე ნ-------------–--ე ცდილობდა რძლის დაწყნარებას, თუმცა, უშედეგოდ. მ-----–--–-–--–--ემ შეაფურთხა მას და უთხრა: რა ბებია და ბაბუ ხართ, ფულს არ აძლევთ შვილიშვილსო. ამ კამათის შემდეგ რძალმა მ-----–--–-–--–--ემ დააძინა ბავშვი და ცოტა დაწყნარდა, თუმცა, ნახევარი საათის გასვლის მერე ისევ დაიწყო ჩხუბი, უწმაწური სიტყვებით მიმართვადა, როგორც მას, ასევე მის შვილებს ი-----ს და მის დას. ი-----------–--ე მოუწოდებდა ცოლს, რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ მ-----–--–-–--–--ე ბავშვებიანად წავიდა სახლიდან, თუმცა, 5 წუთში დაბრუნდა უკან და დაიწყო ნივთების ჩალაგება, შემდეგ შეუძლოდ გახდა, ჰაერი არ ყოფნიდა, რის გამოც ი-----მ მას შესთავაზა ფანჯარა გამოეღო და უკეთ გახდებოდა. ამის შემდეგ მ-----–--–-–--–--ე წავიდა სახლიდან ბავშვებთან ერთად. მეორე დღეს მასთან სახლში მოვიდნენ პოლიციის მუშაკები და მოახდინეს სახლის დათვალიერება და სურათების გადაღება. 2018 წლის 19 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ამ დღეს არაფერი არ მომხდარა, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც ფიზიკური შეურაცხყოფა ი-----------–--ეს და მ-----–--–-–--–--ეს შორის არ ყოფილა. მისი რძლის მხრიდან ადრეც იყო ჩივილი თითქოს ი-----მ იძალადა მასზე, თუმცა, ამ საქმეზე ი-----------–--ე გამართლდა. (სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ა---- ბ----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 02 იანვარს დილით გარეთ იმყოფებოდა, მასთან მეუღლე მოვიდა და უთხრა, რომ შვილიშვილს სჭირდებოდა წამლები, რადგანაც სიცხიანი იყო, თავად თანხა არ ჰქონდა, თუმცა, იშოვეს და შეიძინეს საჭირო მედიკამენტები. ამის შემდეგ მისმა რძალმა მ-----–--–-–--–--ემ განაცხადა, რომ სურდა წასვლა ო----------–-, რაზეც მოხდა შეწინააღმდეგება. ამაზე მ-----–--–-–--–--ე გაბრაზდა, ისტერიკები მოაწყო, ნაძვის ხე და ჩიჩილაკი გადმოაგდო, საბოლოოდ, ბავშვებს მოკიდა ხელი და გამოვიდა სახლიდან, თან ახლდათ თავად მოწმე ა---- ბ----–--ე, თუმცა, ცოტა ხანში მან დაკარგა მხედველობიდან მ-----–- და მისი შვილიშვილები, როგორც შემდეგ გაარკვია, მისი რძალი მისულა პოლიციის განყოფილებაში და საჩივარი დაუწერია. 3 წლის უკან კიდევ იყო ასეთი ფაქტი, როცა ი-----ს ბრალდებოდა ძალადობა. 02 იანვარს სახლში იმყოფებოდნენ თავად ა---- ბ----–--ე, მისი მეუღლე ნ-------------–--ე, შვილი და სიძე ლ-- და ა--------, ი-----------–--ე, მ-----–--–-–--–--ე და ორი შვილიშვილი. 2018 წლის 19 დეკემბერს არანაირი შემთხვევა ი-----------–--ეს და მ-----–--–-–--–--ეს შორის არ მომხდარა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ლ-- ბ----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 02 იანვარს ის იმყოფებოდა მის მშობლებთან, მეუღლესთან, რძალთან მ-----–-სთან და ძმასთან ი-----სთან ერთად სახლში, ქ-------–----------–---–-------------–-. კონფლიქტი მოხდა ო----------–- წასვლასთან დაკავშირებით, მის რძალს მ-----–-ს სურდა წასულიყო იმ დღესვე დედამისთან. ამის გამო ჩხუბობდა. თუმცა, მისმა ძმამ, ისევე როგორც იქ მყოფმა სხვა ოჯახის წევრებმა დიდი მოთმინება გამოიჩინეს და მათი მხრიდან რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მან დედამისს მისცა 38 ლარი, რითაც მედიკამენტები შეუძინეს მის ძმისშვილს, რომელსაც ჰქონდა სიცხე. მეტი ფული მათ არ ჰქონდათ, ხოლო მ-----–--–-–--–--ეს კი სურდა, რომ იმ დღესვე წასულიყო ო----------–- დედამისთან, ი-----ს გარეშე. ზოგადად მისი რძალი იყო კონფლიქტური პიროვნება, 9 წლის განმავლობაში მისგან რაიმე ტკბილი სიტყვა არ წამოსულა. 2018 წლის 19 დეკემბერს არ იმყოფებოდა მისი ძმის ოჯახში და ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის. (სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ა-----------------–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 02 იანვარს ის იმყოფებოდა სიმამრის სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი სიმამრი, სიდედრი, მეუღლე, ცოლისძმა, რძალი და ბავშვები. დილიდან მ-----–--–-–--–--ე გაღიზიანებული სთხოვდა მის მეუღლეს ი-----------–--ეს, რომ გაეშვა ის ო----------–-. მან და მისმა მეუღლემ თანხა მისცეს მათ, რათა ბავშვებისათვის, რომლებიც ავად იყვნენ შეეძინათ მედიკამენტები. მ-----–--–-–--–--ე კიოდა და წიოდა იმის გამო, რომ ფულს არ აძლევდნენ წასასვლელად. ის ძალ--ნ ცუდი სიტყვებით მიმართავდა ყველას. ოჯახის წევრებმა დარეკეს მ-----–-ს მამასთან, რომ ჩამოსულიყო და დაეწყნარებინა მისი შვილი მ-----–--–-–--–--ე, რომელიც შეპირდა, რომ ჩამოვიდოდა, თუმცა, არ ჩამოსულა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მ-----–- მის შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან და პოლიციაში დაწერა საჩივარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ი-----------–--ის მხრიდან რაიმე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მ-----–--–-–--–--ის მიმართ არ ყოფილა. (სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი N3--- 02/01/2019 წლის 20:03 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ირკვევა, რომ ქ---------------–-----------------–--------–-–------------ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც დაზარალებული მ-----–--–-–--–--ე 5-------- ტელეფონის ნომრიდან რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მასსა და მის ორ არასრულწლოვან შვილზე ძალადობს ოჯახი, რის გამოც ახლა დგას სადარბაზოში, არ სურს პოლიციის ჩართულობა და მათი ადგილზე მისვლა. (ს.ფ. 2).
საქმეში წარმოდგენილი N4--- 02/01/2019 წლის 20:18 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ირკვევა, რომ ქ---------------–-----------------–--------–-–------------ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო სამსახურის (------------------ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ-------------------–----------- აცნობა პ---–-–-----------------------–--ას, რომ ქ-------–----------–---–----------------–- ი-----------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (მეუღლეს) მ-----–--–-–--–--ეს (ს.ფ. 3).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - ,,02.01.2019წ. 23:44-23:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ-----–--–-–--–--ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. (ს.ფ 10-13).
საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც ი-----------–--ის სახლიდან ამოღებული იქნა ჩიჩილაკი, არ შეიცავს რაიმე მონაცემებს დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. (ს.ფ.69-79).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულ-- 2019 წლის 02 იანვარს 23:34 საათზე - შესამოწმებელი პირი ი-----------–--ე იმყოფება ფხიზელ მდგომარეობაში. (ს.ფ.28-29).
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ნარკოლოგიური შემოწმების №8--- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულ-- 2019 წლის 03 იანვარს - შესამოწმებელ პირს ი-----------–--ეს რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა და არც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ.(ს.ფ.32).
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით N0----- ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულ-- 2019 წლის 02 იანვარს, დაზარალებულ მ-----–--–-–--–--ის განმარტებით, მისმა მეუღლე ი-----------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ორდერის თანახმად ი-----------–--ეს აეკრძალა მ-----–--–-–--–--ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 38-44).
დაზარალებულმა მ-----–--–-–--–--ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2019 წლის 02 იანვრის ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე, რაც არ წარმოადგენს ბრალეულობის დამადასტურებელ არგუმენტს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - ნ-------------–--ე, ა---- ბ----–--ე, ლ-- ბ----–--ე და ა-----------------–-–---–ი არიან კონფლიქტის თვითმხილველი მოწმეები, თუმცა, არც ერთი მათგანი არ მიუთითებს ი-----------–--ის მიერ მისი მეუღლის მ-----–--–-–--–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს - ხოლო დაზარალებულის სხეულზე, როგორც ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
აღსანიშნავია, რომ არც წერილობითი მტკიცებულებები; დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და შემაკავებელი ორდერის მასალები იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული ძალადობის ფაქტების რეალურად არსებობის შესახებ, არამედ შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებულ ინფორმაციას მასზე ძალადობის შესახებ, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი ჩვენებები. შესაბამისად, კონკრეტულ პირთა მიერ მოწოდებული ირიბი სახის ინფორმაცია წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.
უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ ი-----------–--ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, რამდენადაც ექსპერტმა, დაზარალებულის სხეულის შემოწმებისას, ვერ აღმოაჩინა ძალადობის რაიმე კვალი, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნაწილში წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომელიც არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით.
ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, რაც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებლი ელემენტია. მეტიც, ექსპერტთან გასაუბრებისას დაზარალებული ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდთან მიმართებაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საერთოდ არ შეიცავენ ინფორმაციას დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, ვინაიდან ისინი აღნიშნულ ეპიზოდს საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, მითითებულ ძალადობის ეპიზოდში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი სარწმუნო მტკიცებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულ-- საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულ-- ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ი-----------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხული ბრალდების რომელიმე ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ი-----------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდში და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 2019 წლის 02 იანვრის ეპიზოდში.
2. ი-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (---------------------------------- განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
3. გამართლებულ ი-----------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩიჩილაკი, რაც ინახება ქ---------------–-----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, განადგურდეს.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე