განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100119002894598
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ----------------ი

 

ბრალდებული: გ------- ა---–------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ო----------ის რაიონი, სოფელი ბ---------ი, მ---------ა, N---ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------–---------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–----------------–ს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, ვ---------–-------------–---------------------------------ში, გ------- ა---–------მა მის მეუღლეს ე---------ე ძ---–--ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის, ქ------- ა---–------ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კისერში ძლიერად მოუჭირა ხელი, შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმებში ხელი და მათი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან თმებში ხელ ჩავლებულმა თრევით ჩაიყვანა პირველ სართულამდე. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 გ------- ა---–------მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა, პირადად, ქაღალდის ნაჭერში მოთავსებულ - 0.52 გრამ ფხვნილს, ერთჯერად საინექციო შპრიცის გამონაწვილი და ასევე ერთ ცალ მინის ქილაში არსებული სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP) რაც 2----–-–----------------–ს, ი--------------------–-–-------------------–--აში 0---- საათიდან 0---- საათამდე დროის პერიოდში, მისი დაკავებისას, პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2----–-–----------------–ს, ი--------------------–-–--------------------–-აში, გ------- ა---–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), წონით 0.52 გრამი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა

 

3.3. 2----–-–----------------–ს, დაზარალებულმა ე---------ე ძ---–--ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის პ---–-–------------------------------------–--ას, მისი მეუღლის, გ------- ა---–------ის მხრიდან მასზე სისტემატიური ძალადობის ფაქტზე.

 

3.4. შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ე---------ე ძ---–--ის მიმათ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

3.5. 2----–-–----------------–ს, გ------- ა---–------ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

3.6. დაზარალებულმა ე---------ე ძ---–--ემ (ბრალდებულის მეუღლე) და ქ------- ა---–------მა (ბრალდებულის შვილი) გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება გ------- ა---–------ის წინააღმდეგ.

 

3.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსზე, რომლის შესაბამისადაც, გამოკვლევის გარეშე (პრეიუდიციად), მტკიცებულებად მიიღება, ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსის თანახმად, ვინაიდან მხარეები ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნეს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ისინი ფაქტობრივად ეთანხმებიან კონკრეტული მტკიცებულების შინაარსს და ეს მტკიცებულებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული (მტკიცებულებად) საქმის არსებითად განხილვის დროს და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3.10. ბრალდებულმა გ------- ა---–------მა განმარტა, რომ - ქ------- ძ---–--ისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია,3.11. ბრალდებულ გ------- ა---–------ის განმარტების შეფასებისას, სასამართლო ასევე იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად, აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

3.12. სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ------- ა---–------ის მიერ 2----–-–----------------–ს, ქ------- ძ---–--ის მიმართ ძალადობის ფაქტი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რომლის კვალიფიკაციაზე (დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელ ნიშნებზე), სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ბ) ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა

 

3.13. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ გ------- ა---–------მა შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რაც 2----–-–----------------–ს, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

3.14 საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ა---–------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ა---–------მა განამრტა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას.

 

3.16. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად, გ------- ა---–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0.52 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP).

 

3.17. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111–ე მუხლის შენიშვნის შინაარსის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

5.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ------- ა---–------ს ედავებოდა, რომ 2----–-–----------------–ს, ე---------ე ძ---–--ეზე იძალდა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა.

 

5.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–----------------–ს, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაზარალებული ქ------- ძ---–--ე, ბრალდებული გ------- ა---–------ი და მათი არასრულწლოვანი შვილი ქ------- ა---–------ი. აქედან, დაზარალებულმა ე---------ე ძ---–--ემ და არასრულწლოვანმა ქ------- ა---–------მა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ხოლო ბრალდებულმა გ------- ა---–------მა განმარტა, რომ მას მეუღლეზე არ უძალადია.

 

5.5. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, დაადგინოს დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და მითუფრო შეაფასოს იგი.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

5.9. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ გ------- ა---–------მა მეუღლის, ე---------ე ძ---–--ის მიმართ იძალადა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ------- ა---–------ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე მისი გასაღება. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება.

 

5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2----–-–---------–--ს, გ------- ა---–------ს, პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტკული საშუალება ალფა-პვპ (a-PVP), წონით - 0.52 გრამი.

 

5.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, ცალსახად დადასტურდა, რომ გ------- ა---–------მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------- ა---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------- ა---–------ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6 (ექვსი) წლამდე, ასევე ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, გ------- ა---–------ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიერ არ არის გადახდილი, სასჯელად განსაზღვრული ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ახლად დანიშნულ სასჯელს სასამართლო დაუმატებს წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულ ოდენობას, ამასთან მას სასჯელი დაენიშნება სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

7.5. ამდენად, სასამართლოს, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ------- ა---–------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- ა---–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

2. გ------- ა---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობილობით, გ------- ა---–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ------- ა---–------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

5. გ------- ა---–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 თებერვლიდან.

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ჩხრეკისას ამოღებული ინსულინის შპრიცი, მცირე ზომის მინის ქილა, მასში მოთავსებული სითხით და მოთეთრო ფერის ფხვნილი, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პ---–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე