განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003029405
N1/162-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
26 ივნისი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატები: უ–--------–--–---–ი
ბრალდებული: ბ--- ქ----–--ე
მამის სახელი: ფ---------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.ახმეტა, ი---------ის ქუჩა N61
მცხოვრები: ქ.ახმეტა, თ-----ის ქუჩა N3
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 11 მაისს, ბ--- ქ----–--ემ განიზრახა ქ.ახმეტაში, ვ---–----–-ს ქუჩაზე არსებულ საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ შპს „ს----------–--------ის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა შპს „ს----------–--------ის“ კუთვნილ ფულად თნხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბ--- ქ----–--ე, იმავე დღეს, დაახლოებით 05:45 საათზე მივიდა ქ.ახმეტაში, ვ---–----–-ს ქუჩაზე არსებულ საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ შპს „ს----------–--------ის“ სწრაფი ჩარიცვის აპარატთან და ხის ჯოხისა და მეტალის სახერხის პირით ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კორპუსსა და მასში მოთავსებულ სეიფში უკანონო შეღწევას, რა დროსაც იგი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და მოახდინეს მისი ადგილზე დაკავება, რის გამოც ბ--- ქ----–--ემ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბ--- ქ----–--ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--- ქ----–--ემ ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ ბ--- ქ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
5. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ბ--- ქ----–--ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. ბ--- ქ----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03(სამი) წელი.
9. ბ--- ქ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბ--- ქ----–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განჩინებით დაყადაღებულ უ---------–---–ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
10. ბ--- ქ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 11 მაისიდან, 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
11. ნივთიერი მტკიცებულება - სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი, ტერმინალიდან ამოღებული ფულადი თანხა, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, პლასმასის 4 ცალი დეტალი, ჩასარიცხი აპარატის ქვითრები და ბ--- ქ----–--ის მაისური, რაც გადაგზავნილია ლ.ს----------–--------–-----------------------------ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
12. 2 ცალი მოწითალო ფერის ლაქა, ხის მონატეხი, ხერხის პირი და ბ--- ქ----–--ის ნერწყვის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ლ.ს----------–--------–-----------------------------ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური