განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003035400
N 1/20-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე მუკბანიანი
პროკურორის - ზ----- შ--–----------
ბრალდებულის - გ------- პ-------–---–--
ადვოკატის – მ----- დ--------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ გ------- პ-------–---–-- მიმართ
მამის სახელი: ა--------;
დაბადებული: 0-.1-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–--, ა-------–------;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ტ----------;
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;
პირადი ნომერი: 0----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი – ა-------–------, კ--------–- 1 ჩ---. ქუჩა/მასივი -ბ-------–---–-, სახლის/კორპუსის N-;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი – ა-------–------, კ--------–- 1 ჩ---. ქუჩა/მასივი -ბ-------–---–-, სახლის/კორპუსის N-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. გ-------(გ-------)პ-------–---–-, 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა-------–-----–-, წ---–------- ქუჩა N--ში მდებარე მ---–-- ზ-------–---- სახლის ეზოში არსებული გალიიდან უკანონო შეღწევის გზით შეეცადა ერთი შავი კურდღლის ფარულად დაუფლებას, მაგრამ დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დანაშაულის ჩადენის მომენტში წაასწრო მეპატრონემ მ---–-- ზ-------–---- და წაართვა ტომარაში ჩასმული კურდღელი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 28 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.157–161).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. გ-------(გ-------)პ-------–---–-- სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.დაზარალებულ მ---–-- ზ-------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ამრავლებს კურდღლებს. იცნობს მის მეზობლად მცხოვრებ გ-------(გ-------) პ-------–---–-, რომელიც მასთან მივიდა 2019 წლის 25 იანვარს. საუბრობდნენ, შემდეგ სთხოვა დასალევი, რაზედაც უარი უთხრა და გ------- გავიდა სახლიდან. პირადად მეზობელთან გადავიდა, რა დროსაც ჭიშკარი ჩაკეტა. როცა დაბრუნდა წინ შეეფეთა ტომრით ხელში გ------- პ-------–---–-, რომელსაც მისი კუთვნილი შავი ფერის დედა კურდღელი ჰყავდა ტომარაში ჩასმული, გ-------ს ჯიბე ჩამოახია, მაგრამ მაინც გაიქცა. კურდღელი გალიაში დააბრუნა და დარეკა 11--ში(ს.ფ.3–7, 111 – 113 ).
6.მოწმის სახით დაკითხული მ--- ვა–---------–------ წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მის მეზობლად მცხოვრები მოხუცი ქალბატონი მ---–-- ზ-------–--- ამრავლებს კურდღლებს 2019 წლის 25 იანვარს დაურეკა მობილურზე და უთხრა, რომ გ------- პ-------–---–- ცდილობდა მისი კურდღლის მოპარვას, რის გამოც იყო ანერვიულებული (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.25–28).
7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 06 მარტის N--/ტრ დასკვნით, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქსოვილის ნაჭერი წარმოადგენს გ------- პ-------–---–-- ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბის შემადგენელ ნაწილს და განცალკევებამდე წარმოადგენდა ერთ მთლიანს(ს.ფ.93-98).
8.2019 წლის 11 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ-------(გ-------)პ-------–---–-, 2019 წლის 25 იანვარს, ა-------–-----–-, წ---–------- ქუჩა N--ში მდებარე მ---–-- ზ-------–---- სახლის ეზოში არსებული გალიიდან უკანონო შეღწევის გზით შეეცადა ერთი შავი კურდღლის ფარულად დაუფლებას, რის გამოც წარედგინა ბრალდება ს----------–--ს სისხლის სამარლის კოდექსის 19 - 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.114-116);
9. გ------- პ-------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულ გ------- პ-------–---–-- 2019 წლის 26 იანვრისა და 11 აპრილის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 25 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 28 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 18 თებერვლის გ------- პ-------–---–-- სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების ოქმით; 2019 წლის 3 აპრილის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 11 აპრილის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 25 იანვრის დადგენილებით ტრასოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილებით ამბულატორიული კომპლექსური ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 27 მარტის ამბულატორიული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით; 2019 წლის 27 იანვრის გ------- პ-------–---–-- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; 2019 წლის 27 იანვრის გ------- პ-------–---–-- ნასამართლობის ცნობით; 2019 წლის 29 იანვრის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გ------- პ-------–---–-- შესახებ; 2019 წლის 28 იანვრის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ------- პ-------–---–-- შესახებ; შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; ფორმა N--თ; 2019 წლის 25 იანვრის ხელწერილით ნივთის ჩაბარებაზე; გ------- პ-------–---–-- ფორმა N--თ; 2019 წლის 26 იანვრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2019 წლის 26 იანვრის შუამდგომლობით ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 26 იანვრის განჩინებით ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 8 თებერვლის შუამდგომლობით ამოღების შესახებ; 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით ამოღების ჩატარების შესახებ; გ------- პ-------–---–-- სამედიცინო ბარათის ასლით; 2019 წლის 3 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; ინფორმაციით გ------- პ-------–---–-- უძრავი ქონების შესახებ; 2019 წლის 11 აპრილის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 11 აპრილის შუამდგომლობით ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სახელმწიფო-სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზე უარის თქმის შესახებ;
10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ------- პ-------–---–-- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით.
სამართლებრივი შეფასება:
11.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- პ-------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით – დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით..
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
1-. გ------- პ-------–---–- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებები არ გააჩნია.
13. გ------- პ-------–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, არის ავადმყოფი..
სასჯელის დასაბუთება:
14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- პ-------–---–- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- პ-------–---–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არის გულწრფელი მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებაში, ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე..
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ------- პ-------–---–-- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული გ------- პ-------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ------- პ-------–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ბრალდებულ გ------- პ-------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4.განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–------ს რაიონულ სამმართველოში შენახული
- პოლიეთილენის ტომარა და მოლურჯო ქურთუკის ჯიბე, რომელიც ინახება განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-დასუფთავების სამსახურის ქურთუკი დაუბრუნდეს გ------- პ-------–---–-.
- შავი კურდღელი, რომელიც შესანახად გადაცემული აქვს დაზარალებულ მ---–-- ზ-------–---- გადაეცეს მას.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი