გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
030210018002323295
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210018002323295

N 2/224-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე შპს ,,ი--------- ჰ---–------“

წარმომადგენელი ე---------- ს----–---–-

მოპასუხე ე-–--- ხ---------

წარმომადგენელი ა---- ხ---------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-–--- ხ--------ს შპს ,,ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1624 ლარი (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 98 ლარი, პირგასამტეხლო 826 ლარი).

 

1.2. ე-–--- ხ--------ს შპს ,,ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასური 100 ლარი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით.

 

2016 წლის 29 ნოემბერს ე-–--- ხ--------სა და შპს ,,ი--------- ჰ---–-----ს“ შორის დაიდო N2500701519 ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე-–--- ხ--------ზე გაიცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის ძირი - 700 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა 28 დღეზე 14%, ყოველდღიური პირგასამტეხლო 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა არსებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის 700 ლარის, პროცენტის 98 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს ე-–--- ხ--------სა და შპს ,,ი--------- ჰ---–-----ს“ შორის დაიდო N2500701519 ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე-–--- ხ--------ზე გაიცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის ძირი - 700 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა 28 დღეზე 14%, ყოველდღიური პირგასამტეხლო 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. პირგასამტეხლო შეადგენს 826 ლარს, რაც შეუსაბამოდ მაღალია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სარჩელი, ე-–--- ხ---------ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ე-–--- ხ--------ს შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 700 ლარის, პროცენტის - 98 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარის, სულ 898 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე ე-–--- ხ--------ს შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს ე-–--- ხ--------სა და შპს ,,ი--------- ჰ---–-----ს“ შორის დაიდო N2500701519 ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე-–--- ხ--------ზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

 

ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: სესხის ძირი თანხის 700 ლარის, პროცენტის 98 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის დაკისრების ნაწილში, შპს ,,ი--------- ჰ---–------ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი შემდეგი პირობებით: ძირი - 700 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა 28 დღეზე 14%., ყოველდღიური პირგასამტეხლო 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ე-–--- ხ--------- მოსარჩელის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე პროცენტის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ 3.2.1. ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, იგი უნდა შემცირდეს. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს 826 ლარის დაკისრება, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 100 ლარამდე. შესაბამისად, მოპასუხე ე-–--- ხ--------ს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს „ი--------- ჰ---–-----ს“ უნდა დაუბრუნდეს პ------–------- ა--------- ბ-------ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 20.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N21) 24.57 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 3.08 ლარის გადახდა, ხოლო 25.43 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

მოპასუხე ე-–--- ხ--------ს შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სარჩელი ე-–--- ხ---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ე-–--- ხ--------ს შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 700 ლარის, პროცენტის - 98 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარის, სულ 898 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ე-–--- ხ--------ს შპს „ი--------- ჰ---–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. შპს „ი--------- ჰ---–-----ს“ უნდა დაუბრუნდეს პ------–------- ა--------- ბ-------ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 20.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N21, სს ,,თ----- ბ----") 24.57 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 3.08 ლარის გადახდა, ხოლო 25.43 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე