გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
200210018002490991
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/551-18

N200210018002490991

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - თ---------- შ-–--–---–ი

წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი

მოპასუხე - ბ------- შ-–--–---–ი

დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ---------- შ-–--–---–ი ცნობილ იქნეს ბებიის - ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის დანაშთი სამკვიდროს - ქ. ა-----აში მდებარე 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ #5----------- მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელით განმარტა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ძმები.1977 წლის 24 მარტს ა-----ის რაიონის სახელმწიფო ნოტარიუსმა გ----–--ემ გასცა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის თანახმადაც 1963 წელს გარდაცვლილი ნ---- დ-----ის ძე შ-–--–---–ის და 1976 წელს გარდაცვლილი ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა თ---------- შ-–--–---–ი.1977 წლის 24 მარტის მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში მიეთითა, რომ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ა-----ა, ს----–--ის ქ. #-.მამკვიდრებელ ს------ შ-–--–---–ს ქ. ა-----აში საკუთრების უფლებით ერიცხებოდა მიწა 0.32 ჰა-ის ოდენობით, რას ამავე სამკვიდრო მოწმობის და 2009 წლის 03 აგვისტოს #-3 საარქივო ცნობის საფუძველზე, აღირიცხა მოსარჩელის სახელზე ორი საკადასტრო კოდით - #5-----------, 382 კვ.მ. და ს/კ #5-----------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით ორივე უძრავ ნივთზე რეგისტრაცია გაუქმდა იმ მოტივით, რომ სამკვიდრო მოწმობა არ იყო ნამდვილი. 2015 წლის 15 დეკემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში ბ------- შ-–--–---–ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა თ---------- შ-–--–---–მა და მოითხოვა ნამდვილად ყოფილიყო აღიარებული 1977 წლის 24 მარტს ა-----ის რაიონის სახელმწიფო ნოტარიუსის გ----–--ის მიერ თ---------- შ-–--–---–ის სასარგებლოდ გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის თანახმაც 1963 წელს გარდაცვლილი ნ---- დ-----ის ძე შ-–--–---–ის და 1976 წელს გარდაცვლილი ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა იგი.თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე #2/565-15 დაკმაყოფილდა თ---------- შ-–--–---–ის მოთხოვნა, ნამდვილად იქნა აღიარებული 1977 წლის 24 მარტს ა-----ის რაიონის სახელმწიფო ნოტარიუსის გ----–--ის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის #1472), რომლის თანახმაც 1963 წელს გარდაცვლილი ნ---- დ-----ის ძე შ-–--–---–ის და 1976 წელს გარდაცვლილი ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა მათი შვილიშვილი თ---------- შ-–--–---–ი, ამავე გადაწყვეტილებით თ---------- შ-–--–---–ი ცნობილი იქნა ბებიის - ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის დანაშთი სამკვიდროს (0.23 ჰა მიწის ნაკვეთის ს/კ #5-----------) მესაკუთრედ.2018 წლის 16 იანვარს თ---------- შ-–--–---–მა #892018037109 და #892018366681 სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სხვა დოკუმენტებთან ერთად სარეგისტრაციოდ წარადგინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა 2275.00 კვ.მ.-ის და 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთების საკუთრებად რეგისტრაცია.გადაწყვეტილება #892018037109-05 (07.02.2018)-ით სარეგისტრაციო წარმოება დასრულდა, თ---------- შ-–--–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა 2275.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ #5-----------, რაც შეეხება 382 კვ.მ.-ს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიეთითა, რომ გადაწყვეტილების დასკვითნით ნაწილში 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.მითითებული 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან დღემდე იმყოფება თ---------- შ-–--–---–ის მფლობელობაში.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და განცხადებით სარჩელი სცნო და ითხოვა საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ---------- შ-–--–---–ი და მოპასუხე ბ------- შ-–--–---–ი არიან ძმები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე #2/565-15 (ს.ფ. 22-38)

 

3.2.1. თ---------- შ-–--–---–ი ბებიის - ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის დანაშთი სამკვიდროს - ქ. ა-----აში მდებარე 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ #5----------- არის დაუფლებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ს.ფ. 2-20)

-შესაგებელი (ს.ფ. 66-73)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს-ცნოს სარჩელი. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა. ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3. მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს. შესაბამისად, თ---------- შ-–--–---–ის სარჩელი ბ------- შ-–--–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს მისი ცნობის გამო და თ---------- შ-–--–---–ი ცნობილი უნდა იქნეს ბებიის - ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის დანაშთი სამკვიდროს - ქ. ა-----აში მდებარე 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ #5----------- მესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სცნო სარჩელი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე თეიმურზ შ-–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. თ---------- შ-–--–---–ი ცნობილ იქნეს ბებიის - ს------ ს-----ის ასული შ-–--–---–ის დანაშთი სამკვიდროს - ქ. ა-----აში მდებარე 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ #5----------- მესაკუთრედ.

 

2. მოსარჩელე თ---------- შ-–--–---–ს დაუბრუნდეს 2018 წლის 27 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100.00 ლარის ოდენობით (გადამხდელის დასახელება: თ----- მ---------–ი, პირადი N2----------, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE22, მიმღების დასახელება: ბიუეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ბანკი/ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, საგადასახადო დავალება N2; გადასახადის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე