გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2501-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შ----ო თ----ე
წარმომადგენელი - დ---თ მი--------ე
მოპასუხე - დ------ი ჭ---–--ე
წარმომადგენელი - დ---თ ბრ-----
დ---ს საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე დ------ი ჭ---–--ეზე მოსარჩელის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის სახით 10,754.00 ლარის და მორალური ზიანის სახით - 10,754.00 ლარის გადასახდელად დაკისრება.
დ---ს არსი:
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, 2014 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე, სამტრედიის რაიონ სოფელ დაფნარში, ჯამბულ ჭ---–--ის მართვის ქვეშ მყოფ მერსედეს ბენცის მოდელის სახ. ნომრით ჯპჯ-288 (ავტომობილის მესაკუთრე დ------ ჭ---–--ე) სატვირთო ავტომობილზე მიბმული მისაბმელი, მოძრაობის პროცესში განცალკევდა ავტომობილიდან, გად---და საპირისპირო მოძრაობის ზოლში და დაეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ვაზ-21-05 მოდელის თამაზ თ----ის მართვის ქვეშ მყოფ სახ. ნომრით ბაე-769 ავტომობილს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის ქმედების არ არსებობის გამო შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეები ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ზიანი. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ამ უკანასკნელის მგზავრმა შ----ო თ----ემ.
შ----ო თ----ემ მიიღო შემდეგი სახის დაზიანებები: 1. თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ნეკნების მოტეხილობა, ქუთუთოსა და პერიოკულარული არის ღია ჭრილობა, თვალის კაკლის და თვალბუდის ქსოვილთა დაჟეჟილობა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35% ნიშნით. შ----ო თ----ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მას გააჩნდა გარკვეული შემოსავალი, შრომის უნარის დაკარგვისა და დაქვეითების შედეგად 2014 წლის აგვიტოს თვიდან მას მიადგა მატერიალური ზიანი, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შ----ო თ----ეს 2012 წლიდან 2014 წლამდე გააჩნდა 30,726 ლარის შემოსავალი, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ვერ გააგრძელა სამეწარმეო საქმიანობა რა დროშიც მას მიადგა 30726 ლარის 35%=30726 ზიანი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები საერთოდ არ შეწუხებულან და არ დაინტერესებულან შ----ო თ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მორალური სტრესის გათვალისწინებით, იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს, ასევე უნდა დაეკისროთ მორალური ზიანი 10.754.00 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე დ------ი ჭ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია ჯამბული ჭ---–--ის ნაამბობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შ----ო თ----ეს დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო, დახმარების გარეშე დადიოდა. ჯამბული ჭ---–--ე ზრუნავდა მასზე, თვითონ მიიყვანა სამტრედიის საავადმყოფოში, რადგან ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში უკეთესი დიაგნოსტიკის აპარატები აქვთ შემდეგ იქ გადაიყვანა, მკურნალობის თანხა არ გადაუხდია შ----ო თ----ეს და არ მის ოჯახის წევრებს არც სამტრედიის, და არც ქუთაისის საავადმყოფოში. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის დართული სარჩელზე. მკურნალობის ხარჯების გარდა ჯამბული ჭ---–--ე უზრუნველყოფდა მას საკვებით. შ----ო თ----ის მკურნალობა დასრულდა 05 დღეში და ამის შემდეგ, რადგან აღარ იყო საჭირო მისი საავადმყოფოში მოთავსება, მოსარჩელე გაწერეს სახლში და გააგრძელა ჩვეულებრივად ცხოვრება, როგორ მიადგა მორალური ზიანი მოსარჩელეს ან დ------ი ჭ---–--ეს რა შემხებლობა აქვს აღნიშნულთან გაუგებარია.
მოპასუხის განმარტებით, ავტომანქანის ჟPჟ-288 მფლობელი და მესაკუთრე 2013 წლის შემდეგ არის ჯამბულ ჭ---–--ე, რომელმაც აღნიშნული ავტომანქანა შეიძინა დ------ი ჭ---–--ისგან და მაშინვე გადასცა ფაქტობრივ მფლობელობაში. ჯამბული ჭ---–--ემ გაასხვისა ნასყიდობით ვინმე ჯაბა თაბაგარზე, რომელიც ერთ წელზე მეტია არის აღნიშნული ავტომობილის მფლობელი და მესაკუთრეც. დ------ი ჭ---–--ე არ არის ავტომობილის მესაკუთრე და მფლობელი, ავტოსაგზაო შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც შემთხვევის დროს და არც მისი შემდეგ უნახავს მოსარჩელე. 2013 წლის 19 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით აღნიშნული ავტომანქანის მფლობელი გახდა ჯამბულ ჭ---–--ე. ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც მესაკუთრე და მფლობელი იყო ჯამბულ ჭ---–--ე და შესაბამისად დ------ი ჭ---–--ეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი არის ვალდებული ზიანის ანაზღაურებაზე. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით და მოწმეთა ჩვენებებით კი დგინდება, რომ 2013 წლის შემდეგ დ------ი ჭ---–--ე არ ფლობდა ავტომობილს, შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ამდენად დ------ი ჭ---–--ის ქმედებით შ----ო თ----ე ვერ განიცდიდა მორალურ ზიანს. (ტ.1. ს/ფ. 121 -131).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა შ----ო თ----ის სარჩელი და მოპასუხეებს - დ------ი ჭ---–--ეს და ჯამბული ჭ---–--ეს შ----ო თ----ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ მატერიალური ზიანის სახით -10, 754.00 ლარი და მორალური ზიანის სახით - 10, 754.00 ლარი.
მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (ტ.1. ს/ფ 48-53).
3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ------ი ჭ---–--ის ნაწილში და მოპასუხე დ------ი ჭ---–--ეს აღუდგა შესაგებელის წარმოდგენის ვადა.
მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის საოქმო განჩინება. (ტ.1. ს/ფ. 110-116).
3.1.3. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჯამბული ჭ---–--ეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მაისის დადგენილების საფუძველზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №076170814001 საქმეზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მტკიცებულება: 2016 წლის 18 მაისის დადგენილება (ტ.1. ს/ფ. 17).
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივნისის N 5003200515 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა ავტომობილები; - ,,მერსედეს-ბენცი’’ ჟPჟ-288 თავისი მისაბმელით და ,,ვაზ2105’’ BAE-769, რომელთა ვიზუალური დათვალიერება და ტექნიკური შემოწმება მოხდა ქ. ქუთაისში არსებულ საჯარიმო ავტო-სადგომზე. დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის ,,მერსედეს ბენცი’’-ს მისაბმელის წინა მარჯვენა ნაწილზე (კუთხეზე) აღინიშნება უმნიშვნელო სახის მექანიკური დაზიანებები, რომელიც განვითარებულია წინიდან უკან და ნაწილობრივ მარჯვნიდან-მარცხნივ მოქმედი ძალების ზემოქმედების შედეგად. თავის მხრივ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ვაზ 2105’’ BAE-769, წინა ნაწილზე და ძარის სახურავის წინა მარჯვენა ნაწილზე აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები რომელიც განვითარებულია წინიდან უკან და ნაწილობრივ მარცხნიდან-მარჯვნივ მოქმედი ძალებით, ძარას მიღებული აქვს რთული დეფორმაცია. შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული დაზიანებების ურთიერთ შეთავსება აშკარად მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მისაბმელზე და ავტომობილ ,,ვაზ 2105’’-ზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან იმ მომენტისათვის როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,მერსედეს-ბენცი’’ ჟPჟ-288 მისაბმელი განცალკავებული იყო ავტომობილისაგან და გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად.
-კონსტრუქციულად გამოსაკვლევად წარმოდგენილი მისაბმელი ავტომობილთან ჩაბმულია ხისტი ბუქსირებით კერძოდ: მისაბმელის წინა ნაწილის დაბოლოებაზე ელ. შედუღების გზით დამონტაჟებულია ჭანჭიკი, რომლის მჭიდრო ჩასმა ხდება ავტომობილის უკანა ნაწილზე დამონტაჟებულ რგოლში. ავტომობილისა და მისაბმელის ერთმანეთთან ჩაბმისას ჭანჭიკზე ხრახნულად ეჭირება ქანჩი, რომელიც ჭანჭიკის ქვედა ნაწილში არსებულ ნახვრეტში ფიქსირდება სპეციალური სამაგრით (სარჭი). ჭანჭიკზე ქანჩი, რომელიც ჭანჭიკის ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მასზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებები (ხრახნის დაზიანების სახით) არ აღინიშნება, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე, მისაბმელის ავტომობილისგან განცალკევებამდე ჭანჭიკი თავისი ზედა გლუვი ზედაპირით საიმედოდ იყო დაფიქსირებული ჩასმის ადგილში, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მოქმედი დინამიური ძალები ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტექნიკური თვალსაზრისით გამოიწვევდა ჭანჭიკზე არსებული ხრახნის გარდაუვალ დაზიანებას, ხრახნის ცვეთის სახით, რასაც ფაქტიურად ადგილი არ ჰქონია, ამდენად მივდივართ დასკვნამდე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჭანჭიკის ქვედა ნაწილზე დამაგრებული ქანჩის დაშვება მომხდარია ექსპლუატაციის დროს, ხოლო ჭანჭიკის ზედა ნაწილის გლუვი ზედაპირის ამოვარდნა ძალიან მოკლე დროში, უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ.
როგორც შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერსედეს ბენცი’’-ს მძღოლის დაკითხვის ოქმიდან ირკვევა: იგი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოძრაობდა სამტრედიიდან ქ. ბათუმის მიმართულებით, სოფელ დაფნარის ტერიტორიაზე მოსახვევში მსვლელობისას მოულოდნელად გაისმა მუხრუჭისა და შეჯახების ძლიერი ხმა, რის გამოც გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და დაინახა, რომ მისი მისაბმელი შეჯახებული იყო შემხვედრად მოძრავ ავტომობილზე. დაკითხვის ოქმიდან ასევე ცნობილია, რომ უშუალოდ ქ. ბათუმში გამგზავრების წინ მძღოლმა შეამოწმა ავტომობილისა და მისაბმელის გადაბმულობა, დარწმუნდა მის საიმედოობაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა დასახული მიმართულებით მოძრაობას, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა: მისაბმელის ჭანჭიკის ქანჩი და სპეციალური სარჭი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ვერ იქნა, მისი აღმოჩენა რა თქმა უნდა შემთხვევის ადგილზე შეუძლებელი იქნებოდა ვინაიდან სარჭისა და ქანჩის განცალკევება ჭანჭიკისგან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე უნდა მომხდარიყო გაცილებით უკან. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჭანჭიკის ხვრელის მიდამოში არსებულ ხრახნზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღინიშნება იდება დასკვნა, რომ იმ მომენტისათვის როცა სარჭი ნახვრეტში იყო განთავსებული სარჭზე ვერტიკალური ძალები არ მოქმედებდა, შესაბამისად ქანჩი საიმედოდ იყო დაფიქსირებული ჭანჭიკზე. მოცემულ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა მომხდარიყო სარჭის ჭანჭიკისგან განცალკევება, ხოლო შემდგომ კი ქანჩის თანდათანობით დაშვება და ჭანჭიკისგან განცალკევება, საბოლოოდ კი ჭანჭიკის გლუვი ზედაპირის ამოვარდნა თავისი ჩასმის ადგილიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იდება დასკვნა, რომ მოძრაობის დაწყების წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი და მისი მისაბმელი ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ საიმედოდ და მათი განცალკევება მოხდა ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში.
მტკიცებულება: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივნისის N 5003200515 დასკვნით (ტ.1.ს/ფ. 24 – 25).
3.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 ივნისის დასკვნით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის მრავალმხრივი დაზიანება მიიღო შ----ო თ----ემ.
მტკიცებულება: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 ივნისის N 5002870915 დასკვნით (ტ.1.ს/ფ.31-37).
3.2.5. მოწმედ დაკითხულმა ჯამბული ჭილაძემ განმარტა, რომ არის დ------ი ჭ---–--ის მეზობელი. დ------ი ჭ---–--ისგან შეიძინა ავტომანქანა მერსედეს ბენცი მოდელის სახ. ნომრით ჯპჯ-288, დ------ი ჭ---–--ეს გადაუხადა თანხა 8000 აშშ დოლარი, თუმცა ავტომანქანა ისევ დ------ი ჭ---–--ის სახელზე იყო რეგისტრირებული და ავტომანქანას მართავდა მინდობილობით 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ავტომანქანის მფლობელი და მესაკუთრე არის თვითონ.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია იურიდიული ფაქტი, ხოლო სასამართლოში დ---ს შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
3.2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტომობილი მოძრავი ნივთია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ამ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს ფლობდა ჯამბული ჭ---–--ე. ამის შესაბამისად, ივარაუდება, რომ მისი მესაკუთრე, სწორედ, ჯამბული ჭ---–--ე იყო.
მართალია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი დ------ი ჭ---–--ის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №3კ/624-02 განმარტა, რომ „რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ –(იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინება, საქმეზე №ას-584-543-2017)
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------ი ჭ---–--ე არ არის ვალდებული ჯამბული ჭ---–--ის მიერ მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგენილია, რომ ჯამბული ჭ---–--ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედეს ბენცის მოდელის სახ. სახ. ნომრით ჯპჯ-288 ავტომობილის მფლობელი იყო ჯამბული ჭ---–--ე, რაც გამორიცხავს ზიანის მიყენებისას სოლიდარულ ვალდებულებას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1.მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.
იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა. კერძოდ, მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 10.00 საათზე, მოპასუხე ჯამბული ჭ---–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეეჯახა თამაზ თ----ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო შ----ო თ----ემ.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შ----ო თ----ეზე მიყენებული მატერიალური და შესაძლო მორალურ ზიანზე პასუხისმგებელი პირის დადგენა.
მოსარჩელე შ----ო თ----ის განმარტებით, სწორედ დ------ი ჭ---–--ე წარმოადგენს ასევე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი, მერსედეს ბენცი მოდელის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ჯამბული ჭ---–--ე, სახ. ნომრით ჯპჯ-288, რეგისტრირებული იყო დ------ი ჭ---–--ის სახელზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაფასებელია ზიანი გამოწვეულია თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლწინააღმდეგობა გამოწვეულია თუ არა მოპასუხე დ------ი ჭ---–--ის განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალით, ქმედებას მოჰყვა თუ არა ზიანი და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----ო თ----ეზე მიყენებული ზიანი არ არის გამოწვეული დ------ი ჭ---–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
პირველ ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას არ ფიგურირებს დ------ი ჭ---–--ე. იგი ცნობილი არ არის სამართალდამრღვევ პირად.
როგორც აღინიშნა, ავტომობილი მოძრავი ნივთია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ამ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს ფლობდა ჯამბული ჭ---–--ე. ამის შესაბამისად, ივარაუდება, რომ მისი მესაკუთრე, სწორედ, ჯამბული ჭ---–--ე იყო.
მართალია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი დ------ი ჭ---–--ის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №3კ/624-02 განმარტა, რომ „რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ –(იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინება, საქმეზე №ას-584-543-2017)
6.3.მსგავსი კატეგორიის საქმეზე (ას-254-239) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც ითვალისწინებს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადება. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ შემთხვევაში 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება მიჯნავს მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირის მიერ ზიანის მიყენებას და მფლობელის მიერ პირისათვის სხვა საფუძვლით გადაცემული სატრანსპორტო საშუალებით ზიანის მიყენებას. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების გადაცემით მისი მიმღები ხდება მართლზომიერი მფლობელი, მაგრამ კანონი განსახილველი ნორმით მფლობელის ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მიმღებ პირად გულისხმობს მოსარგებლეს, რომელსაც ამ ნორმის თანახმად არ ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ მიყენებული ზიანისათვის, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევის მსგავსად. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.
6.4.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი ერთერთი აუცილებელი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდეს დ------ი ჭ---–--ის ბრალზე, 2014 წლის 17 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევისას შ----ო თ----ის მიმართ მიყენებულ ზიანზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის რომ სახეზე არ არის დელიქტური ვალდებულების ნიშნები. კერძოდ, მოპასუხე დ------ი ჭ---–--ის ქმედებაში არ იკვეთება მართლწინააღმდეგობა, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
6.5. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრობითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებელის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახ. ბაჟი 645.50 ლარი.
2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ჯამბული ჭ---–--ის ნაწილში, რომლის მიმართ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახ. ბაჟის საკითხი სასამართლომ გადაწყვიტა 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შ----ო თ----ის სარჩელი დ------ი ჭ---–--ის მიმართ უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე