განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
210100119003035184
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003035184

saqme #1/123-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

თინათინ მჭედლიშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბ-------–---–---–--

ბრალდებულ _ ნ-----------–-–---–--

ადვოკატ- ა-----–-------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N040260519001

 

ბრალდებულ ნ-----------–-–---–-- მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 1----------

დაბადების თარიღი: 30.03.1----–.

განათლება: ტ---------- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მ---------

ფაქტობრივად მცხოვრები: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მ---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ნ-----------–-–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მ--------–- მდებარე ხ--–-–---–--- საცხოვრებელში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ------------–-–---–-- არასრულწლოვანი შვილის - 5 წლის მ----------–-–---–-- თანდასწრებით, მარცხენა ხელის არეში ჩანგლის ჩარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ნ-------–-–---–-- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, ნ-----------–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ნ-----------–-–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვეს პატიება.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ-----------–-–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ადვოკატმა ა-----–-------–---–-- ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.

 

2019 წლის 20 ივნისს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ-----------–-–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ-----------–-–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ-----------–-–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

მოწმეების: ი-----–----------–---–--, ხ-----------–---–--, მ---------–---–--- მ----------–-–---–--, ფ-------------------- და დაზარალებულ ა------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვანი მ----------–-–---–-- პიროვნული მონაცემები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ-----------–-–---–-- დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ნ-----------–-–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ნ-----------–-–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ნ-----------–-–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ-----------–-–---–-- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ნ-----------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს,ნ-----------–-–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, როგორც საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება ბრალდებული შერიგებული არის დაზარალებულთან (იხ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება 25.06.2019წ), ისინი კვლავ განაგრძობენ ერთ ოჯახში ცხოვრებას, აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, ნ-----------–-–---–-- გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ნ-----------–-–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. თუმცა ამავდროულად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ ბრალდებული შერიგებულია დაზარალებულთან, განაგრძობენ ოჯახში ერთად ცხოვრებას, გამოყენებული სასჯელი არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი ოჯახის რღვევისა ან/და სხვა უარყოფითი შედეგის დადგომისა. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

მხედველობაშია მისაღები ნ-----------–-–---–-- ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–-–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–-–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

2. გაუქმდეს ნ-----------–-–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვეში 30.05.2019 წელს სს „-----------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა 500 ( ხუთასი) ლარი ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს ჯ-----------–-–---–- პ/ნ 1-----------

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ნ-----------–-–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ნ-----------–-–---–- აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ-----------–-–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ჩანგალი სისხლის ლაქა და ნ-------–-–---–-- სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი