განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
820100118002744224
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002744224

№1-322/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25.06.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ-------ა

 

ბრალდებული - ჯ------– ზ----ე

ადვოკატი - დ----- ჯ--------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173051118002 საქმე

 

ბრალდებულ ჯ------– ზ----ის მიმართ

მამის სახელი: ჯ--------

დაბადებული: 07.05.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ფ-----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:

 

1. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე. ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, №---ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,კ--------ს’’ ეზოში ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ------– ზ----ემ თავის მეუღლეს ნ--- ა----–--ეს ზურგში ჩაარტყა ხელი, წვდა თმებში და გაათრია ავტომანქანისკენ, ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ--- ა----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, №---ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,კ--------ს’’ ეზოში ჯ------– ზ----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს ნ--- ა----–--ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე. ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, №---ში მდებარე ,,კ--------ს’’ სარიტუალო დარბაზის ეზოში ჯ------– ზ----ეს მეუღლე ნ--- ა----–--ისთვის ფიზიკური ტკივილი არ მიუყენებია.

 

4. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, №---ში მდებარე ,,კ--------ს’’ სარიტუალო დარბაზის ეზოში ჯ------– ზ----ის მხრიდან მეუღლის ნ--- ა----–--ის მიმართ მუქარისას ნ--- ა----–--ეს არ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. დაზარალებულმა ნ--- ა----–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მეუღლის, ჯ------– ზ----ის, მიმართ ჩვენების მიცემაზე.

 

6. ვინაიდან დაზარალებულმა ნ--- ა----–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოში გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები არ ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომ ჯ------– ზ----ემ ნეუღლეს, ნ--- ა----–--ეს, ძალადობის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი და რომ მისმა მუქარამ ნ--- ა----–--ეს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

7.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლ--ნი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

9. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------– ზ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდები არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ჯ------– ზ----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდებში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბრალდების დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაადგინა:

 

12. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე. ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, №---ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,კ--------ს’’ ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ჯ------– ზ----ემ მარჯვენა მხარეზე ხელი დაარტყა ლ-- კ---–--–--ეს და ყელზე ხელი მოუჭირა ბ---–--- ჩ------ეს, რა დროსაც ლ-- კ---–--–--ემ და ბ---–--- ჩ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

13. დაზარალებულის სახით დაკითხულმა ლ-- კ---–--–--ემ დაადასტურა, რომ ჯ------– ზ----ემ მას დაარტყა ხელი და იგრძნო დარტყმა.

 

14. .სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 იანვრის №000360419 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ლ-- კ---–--–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, რაც განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

15 დაზარალებულის სახით დაკითხულმა ბ---–--- ჩ------ემ ასევე დაადასტურა ჯ------– ზ----ის მხრიდან ყელზე ხელის მოჭერით მისთვის ტკივილის მიყენების ფაქტი.

 

16.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 იანვრის №000361119 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ბ---–--- ჩ------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, რაც განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჯ------– ზ----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ლ-- კ---–--–--ის და ბ---–--- ჩ------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------– ზ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

19. ჯ------– ზ----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

20. ჯ------– ზ----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დაზარალებულებთან შერიგება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

21. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

22. სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო ბრალდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, ითვალისწინებს რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჯ------– ზ----ე არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულებს, მიაჩნია, რომ ჯ------– ზ----ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 276-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2. ბრალდებული ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

3. ბრალდებული ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ ჯ------– ზ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.გაუქმდეს მსჯავრდებულ ჯ------– ზ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი