განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
330100119002957570
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1755-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ნათია ქართველიშვილის,ადვოკატ ს----------------–-–---–--,ბრალდებულ უ-------–---–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე უ-------–---–-- (პირადი #5----------) - დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის გ------------------------–------–-–---–-, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, წ---–---------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ უ-------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 ივლისს, შუადღის საათებში, თბილისში, კ-------------ში ყოფნისას, უ-------–---–-- ყოფილ მეუღლეს - ი--------–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში ორჯერ ძლიერად დაარტყა მუშტი, რა დროსაც ი--------–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე, თბილისში, კ-------------ში ყოფნისას, უ-------–---–- ცოლის დას - მ-------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, თავის მოჭრით, რაც მ-------------–---–ის მიერ აღქმულ იქნა რეალურად და განიცადა მორალური ზიანი.

 

2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 12:45 საათზე, თბილისში, მ--------–---–----------------, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ, უ-------–---–- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ი--------–---–- და აიძულებდა შეხვედრას, უარის მიღების შემდეგ დაემუქრა, რომ გაიტაცებდა მის ოჯახის წევრებს და ამ გზით გაამწარებდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ი--------–---–- მიადგა მორალური ზიანი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ უ-------–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულების: ი--------–---–--- და მ-------------–---–ის, მოწმეების: დ--–--------–---–--------------------–---–-----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემაკავებელი ორდერებით; ი--------–---–-ს მობილური ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდით; ქორწინებისა და განქორწინების აქტების ჩანაწერებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია უ-------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

 

უტყუარადაა დადგენილი, რომ უ-------–---–-- ყოფილ მეუღლეს - ი--------–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, მის მიმართ ჩაიდინა იძულება; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა მ-------------–---–ის მიმართ, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტიც და მსხვერპლიც ოჯახის წევრი უნდა იყოს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, უ-------–---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ასევე, ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ იძულება, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დაზარალებულ მ-------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, უ-------–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გამკაცრდა თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზომა, კერძოდ, განისაზღვრა ორი წლით, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე მაქსიმალური ზღვარი იყო ერთი წელი. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, უ-------–---–ს ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უ-------–---–-- დაზარალებულ ი--------–---–-ს მიმართ განახორციელა ორი დამოუკიდებელი ქმედება. ამრიგად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის უ-------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

ამავდროულად, უ-------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებების თანხმად, დაზარალებულები შერიგებული არიან ბრალდებულთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს უ-------–---–-- მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესს, რამდენადაც უ-------–---–- წარსულში ნასამართლევი არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

უ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უ-------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უ-------–---–-- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, უ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

უ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 8 აპრილიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით - 8 (რვა) დღე.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1--------–-------------- განჩინებით უ-------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გ------ მუნიციპალიტეტის ს------–------–-–---–- მდებარე, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 6--4--1--0--, დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - უ-------–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს, ხოლო სხვა პირადი ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე