განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
330100119002892194
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------ გ-------ს ძე მ------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ-----–-ს რაიონის სოფელი ტ----------ი.

 

ადვოკატი - გ--–- ჩ-----

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ - ე-–--- მ------–---–ის ეპიზოდი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - ე-–--- მ------–---–ის ეპიზოდი).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - მ----–--ა მ--------–---–ის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

1.1.2019 წლის 10 იანვარს მ------ მ------–---–ის მიმართ გამოწერილი იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. ორდერის თანახმად მ------ მ------–---–ს ერთი თვის განმავლობაში, 2019 წლის 10 თებერვლამდე აეკრძალა მსხვერპლთან: მეუღლესთან ე-–--- მ------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე-–--- მ------–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2019 წლის 17 იანვარს მ------ მ------–---–ი მივიდა ე-–--- მ------–---–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ქ. თ---–--–-- ლ----ის ქუჩა # 1---, ბინა # 1---–-, ხოლო 2019 წლის 7 თებერვალს და 9 თებერვალს ე-–--- მ------–---–ს მობილურ ტელეფონზე და სოციალურ ქსელში მისწერა შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

1.2.2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ქ. თ---–--–-- გ-–----ის მ--- მ/რ, 1---- კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მ------ მ------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა ორსული მეუღლის - ე-–--- მ------–---–ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ე-–--- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ------ მ------–---–ის ქმედებით ე-–--- მ------–---–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

 

1.3.2019 წლის 10 იანვარს მ------ მ------–---–ის მიმართ გამოწერილი იქნა # 0----- შემაკავებელი ორდერი. ორდერის თანახმად მ------ მ------–---–ს ერთი თვის განმავლობაში, 2019 წლის 10 თებერვლამდე აეკრძალა მსხვერპლთან: მეუღლის დედასთან მ----–--ა მ--------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2019 წლის 17 იანვარს მ------ მ------–---–ი მივიდა მ----–--ა მ--------–---–ის სახლში ქ. თ---–--–-- ლ----ის ქუჩა # 1---, ბინა #1--–ი, ხოლო 2019 წლის 7 თებერვალს მ----–--ა მ--------–---–ს ტელეფონზე მისწერა შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.2019 წლის 10 იანვარს მ------ მ------–---–ის მიმართ გამოიცა # 0----- შემაკავებელი ორდერი. ორდერის თანახმად მ------ მ------–---–ს 30 დღის განმავლობაში - 2019 წლის 10 თებერვლამდე აეკრძალა მსხვერპლთან: მეუღლის დედასთან მ----–--ა მ--------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2019 წლის 17 იანვარს მ------ მ------–---–ი მივიდა მ----–--ა მ--------–---–ის სახლში ქ. თ---–--–-- ლ----ის ქუჩა # 1---, ბინა #1--–ი, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

2.2.2019 წლის 10 იანვარს მ------ მ------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. ორდერის თანახმად მ------ მ------–---–ს 30 დღის განმავლობაში - 2019 წლის 10 თებერვლამდე აეკრძალა მსხვერპლთან: მეუღლესთან ე-–--- მ------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე-–--- მ------–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან მალევე მ------ მ------–---–მა დაამყარა კონტაქტი ე-–--- მ------–---–თან, იგი რამდენჯერმე შეხვდა მსხვერპლს, ამის შემდეგ 2019 წლის 17 იანვარს მ------ მ------–---–ი მივიდა ე-–--- მ------–---–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ქ. თ---–--–-- ლ----ის ქუჩა # 1--, ბინა # 1--–ი, სადაც ე-–--- მ------–---–ი იმყოფებოდა. აღნიშნული ქმედებებით მ------ მ------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (მ----–--ა მ--------–---–ის ეპიზოდი).

 

3.1. დაზარალებულის მ----–--ა მ--------–---–ის ჩვენების მიხედვით, მისი შვილი ე-–--- მ------–---–ი და მ------ მ------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთშეუთანხმებლობას, სიტყვიერ კონფლიქტს, რის გამოც 2019 წლის 9 იანვარს ე-–--- მ------–---–მა მიიღო მ------ მ------–---–თან დაშორების გადაწყვეტილება და მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედის - მ----–--ა მ--------–---–ის სახლში, თ---–--–-- ლ----ის ქუჩა #1---, ბინა #1--–ი. იმავე ღამეს, დასახელებულ მისამართზე მივიდა მ------ მ------–---–ი, რომელიც იყო ნასვამი, იქცეოდა აგრესიულად, აბრახუნებდა კარებზე. ბრალდებულის ქცევამ მ. მ--------–---–ი და მისი ოჯახის წევრები ძალიან შეაშინა, არ გააღეს კარი და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც გამოსცა ორი შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერების თანახმად, მ------ მ------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა სიდედრთან მ----–--ა მ--------–---–თან და მეუღლესთან ე-–--- მ------–---–თან, მათ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი შეიძლება იმყოფებოდნენ. დაზარალებულის მ----–--ა მ--------–---–ის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, 2019 წლის 17 იანვარს, მ------ მ------–---–ი აკრძალვის მიუხედავად მივიდა მასთან სახლში.

 

3.2.პატრულ-ინსპექტორების გ--------- თ-----ას და გ------- შ------–-–---–ის ჩვენებებით, 2019 წლის 9 იანვარს, გვიან ღამით, რადიო სადგურ ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე თ---–--–-- ლ----ის ქუჩა #1--, ბინა #1--–ი, სადაც დახვდათ მოძალადე მ------ მ------–---–ი, რომელიც იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, უკიდურესად აგრესიული ფორმით აბრახუნებდა ხელებით და ფეხებით დაზარალებულის საცხოვრებელ კარებზე. აგინებდა და ლანძღავდა სახლში მყოფ პირებს. ოჯახის წევრები კარს არ უღებდნენ. მ------ მ------–---–ი შემოწმდა ალკოტესტზე და დაუდგინდა ალკოჰოლის მოხმარება. მოწმეთა ჩვენებებით, მ------ მ------–---–მა პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. მსხვერპლის მ----–--ა მ--------–---–ის მოთხოვნით და ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მ------ მ------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა სიდედრთან მ----–--ა მ--------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

3.3. პატრულ-ინსპექტორების გ--------- თ-----ას და გ------- შ------–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილზევე გაეცნო მ------ მ------–---–ი შემაკავებელი ორდერის პირობებს და აკრძალვებს და გადაეცა ორდერის ასლი.

 

3.4.წერილობითი მტკიცებულებით - შემაკავებელი ორდერის # 0----- ოქმით დასტურდება, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, 2019 წლის 10 იანვარს გამოიცა ორდერი მ------ მ------–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის მიხედვით მ------ მ------–---–ს 30 დღის ვადით, 2019 წლის 10 თებერვლამდე აეკრძალა მსხვერპლთან: მეუღლის დედასთან მ----–--ა მ--------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თუმცა ამ აკრძალვის მიუხედავად, დაზარალებულის მ. მ--------–---–ის ჩვენებით მ------ მ------–---–ი 2019 წლის 17 იანვარს მივიდა მასთან სახლში.

 

3.5. ბრალდებულმა მ------ მ------–---–მა ჩვენებაში, ასევე დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია ორდერის პირობები და 2019 წლის 17 იანვარს მივიდა მსხვერპლის მ----–--ა მ--------–---–ის სახლში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა.

 

3.6. გამოკვლეული მტკიცებულებებით და ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 17 იანვარს, მ------ მ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევას, რაც გამოიხატა მ----–--ა მ--------–---–ის სახლში მისვლით და კონტაქტის დამყარებით.

 

3.7.რაც შეეხება შემაკავებელი ორდერით აკრძალული პირობის დარღვევას მ----–--ა მ--------–---–ისთვის ტელეფონით შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერით, როგორც ეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. დაზარალებულმა მ----–--ა მ--------–---–მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, დაახლოებით 7 თებერვალს, მან ტელეფონზე ნამდვილად მიიღო შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინება, თუმცა შეტყობინება გამოგზავნილი იყო არა მ------ მ------–---–ის, არამედ უცხო ნომრიდან, შესაბამისად მან დადასტურებულად არ იცის ტექსტის ავტორი და გამომგზავნი იყო თუ არა ბრალდებული მ------ მ------–---–ი. მ------ მ------–---–მა თავის მხრივ უარყო რაიმე სახის შეურაცხმყოფელი მოკლეტესტური შეტყობინების გაგზავნა მ----–--ა მ--------–---–ის ტელეფონის ნომერზე, საყურადღებოა, რომ მოკლეტქსტური შეტყობინებები რაც საფუძვლად დაედო ამ ნაწილში მ. მ------–---–ის ბრალდებას სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ე-–--- მ------–---–ის ეპიზოდი).

 

3.8. 2019 წლის 10 იანვრის # 0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მ------ მ------–---–ს 30 დღის ვადით 2019 წლის 10 თებერვლამდე აეკრძალა მსხვერპლთან: მეუღლესთან ე-–--- მ------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

3.9.პატრულ-ინსპექტორებმა გ--------- თ-----ამ და გ------- შ------–-–---–მა ზეპირ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ 2019 წლის 10 იანვარს გამოიცა მეორე შემაკავებელი ორდერი მ------ მ------–---–ზე მეუღლის ე-–--- მ------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ორდერის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი იყო იდენტური. თ---–--–-- ლ----ის ქუჩა # 1---, ბინა #1--–ი სადაც იმყოფებოდა ე-–--- მ------–---–ი, ბრალდებული მთვრალ მდგომარეობაში მივიდა, აგრესიული ფორმით აბრახუნებდა ხელებით და ფეხებით დაზარალებულის საცხოვრებელ კარებზე. აგინებდა და ლანძღავდა სახლში მყოფ პირებს, მათ შორის მეუღლეს. შემაკავებელი ორდერის მიხედვით მ------ მ------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა მეუღლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

3.10. პატრულ-ინსპექტორების გ--------- თ-----ას და გ------- შ------–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილზევე გააცნეს მ------ მ------–---–ს შემაკავებელი ორდერის პირობები და აკრძალვები და გადასცეს ორდერის ასლი.

 

3.11. დაზარალებულმა მ----–--ა მ--------–---–მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ორდერის გამოცემიდან მალევე, მ------ მ------–---–მა ე-–--- მ------–---–თან მიმართებაშიც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, დაამყარა მასთან ფიზიკური კონტაქტი, გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის 17 იანვარს, მ------ მ------–---–ი მივიდა მ----–--ა მ--------–---–ის სახლში, თ---–--–-- ლ----ის ქუჩა # 1--, ბინა #1--–ი, სადაც ასევე იმყოფებოდა ე-–--- მ------–---–ი.

 

3.12. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მ------ მ------–---–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტზე წერილობითი განცხადებით პოლიციას თავად დაზარალებულმა ე-–--- მ------–---–მა მიმართა. გამომძიებელმა თ-- ბ-------ემ, რომელმაც პირადად გამოკითხა გამოძიებაში დაზარალებული ე-–--- მ------–---–ი განმარტა, დაზარალებულმა გამოკითხვაში დააფიქსირა, რომ მის მიმართ ბრალდებულმა მ------ მ------–---–მა რამდენჯერმე დაარღვია ორდერით გათვალისწინებული აკრძალვები.

 

3.13. ბრალდებულმა მ------ მ------–---–მა ჩვენებაში, ასევე დასკვნით და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან მალევე დაამყარა ფიზიკური კონტაქტი მეუღლესთან ე-–--- მ------–---–თან. 2019 წლის 17 იანვარსაც მივიდა მეუღლის მშობლების სახლში შვილის ნივთების წამოსაღებად, სახლში იმყოფებოდა ე-–--- მ------–---–იც.

 

3.14. გამოკვლეული მტკიცებულებებით და ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ მ------ მ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის ე-–--- მ------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევას, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელთან ფიზიკური კონტაქტით.

 

3.15.რაც შეეხება შემაკავებელი ორდერით აკრძალული სხვა პირობის დარღვევას, რაც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გამოიხატა 2019 წლის 7 და 9 თებერვალს ე-–--- მ------–---–ის მობილურ ტელეფონზე და სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. დაზარალებულმა ე-–--- მ------–---–მა სასამართლოს ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის - ბრალდებულის მ------ მ------–---–ის წინააღმდეგ, მ------ მ------–---–მა თავის მხრივ უარყო ე-–--- მ------–---–ისთვის მობილურ ტელეფონზე და სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერა, საყურადღებოა, რომ მოკლეტექსტური შეტყობინებები ე.წ. სქრინშოთები წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

3.16. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ქ. თ---–--–-- გ-–----ის მ--- მ/რ, 1---- კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მ------ მ------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა ორსული მეუღლის - ე-–--- მ------–---–ის მიმართ, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ე-–--- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ------ მ------–---–ის ქმედებით ე-–--- მ------–---–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

 

3.17. დაზარალებულმა ე-–--- მ------–---–მა სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის მ------ მ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.18. ბრალდებულმა მ------ მ------–---–მა ჩვენებაში გამორიცხა ფიზიკური ძალადობა ორსული მეუღლის ე-–--- მ------–---–ის მიმართ.

 

3.19. დაზარალებულის დედამ მ----–--ა მ--------–---–მა დაადასტურა, რომ ე-–--- მ------–---–ს და მ------ მ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში მართლაც ჰქონდათ სიტყვიერი უთანხმოებები, რის გამოც 2019 წლის იანვრის დასაწყისში ე-–--- მ------–---–ი საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში, თუმცა მ----–--ა მ--------–---–ის ჩვენებით იგი არასდროს შესწრებია ფიზიკურ ძალადობას და არც ე-–--- მ------–---–ს არასდროს უთქვამს მისთვის, რომ მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

 

3.20.სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება (მაგ: პირდაპირი მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა ან/და წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულება) რაც დაადასტურებდა მ------ მ------–---–ის მიერ ორსული მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა ე-–--- მ------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, კონვენციის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მსხვერპლის არაგონივრული უმოქმედობა - ჩვენების მიცემაზე უარი უნდა დაბალანსდეს სხვა წონადი მტკიცებულებით, რომელმაც უნდა დაადასტუროს ძალადობის მატერიალური ფაქტი. განსახილველ საქმეში ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოკვლეული არ ყოფილა შესაბამისად მ------ მ------–---–ი სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 10 იანვარს მ------ მ------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0----- - მსხვერპლის მ----–--ა მ--------–---–ის დასაცავად. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მ------ მ------–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და 2019 წლის 17 იანვარს მივიდა მ----–--ა მ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

4.4. გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2019 წლის 10 იანვარს მ------ მ------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა მეორე შემაკავებელი ორდერი #0----- - მსხვერპლის ე-–--- მ------–---–ის დასაცავად. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მ------ მ------–---–მა დაარღვია ორდერით დაწესებული შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში რამდენჯერმე დაამყარა ფიზიკური კონტაქტი ე-–--- მ------–---–თან, ასევე 2019 წლის 17 იანვარს იგი მივიდა მ----–--ა მ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ე-–--- მ------–---–ი იმყოფებოდა. მსგავსად მ----–--ა მ--------–---–ის შემთხვევისა, ამ ეპიზოდშიც, რომელიც დამოუკიდებელ განზრახვაში გამოიხატა, ვინაიდან ქმედება ე-–--- მ------–---–თან მიმართებაში დაიწყო 17 იანვრამდეც ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

4.5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი აწესებს სპეციალურ პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის მიზნებისათვის სხვა პირების გარდა ოჯახის წევრად ასევე ითვლებიან მეუღლე და მეუღლის მშობელი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე-–--- მ------–---–ი არის ბრალდებულის მეუღლე, ხოლო მ----–--ა მ--------–---–ი მეუღლის მშობელი. ამდენად სახეზეა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების დაარღვევა ოჯახის წევრების მეუღლის და მეუღლის მშობლის მიმართ.

 

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ორსული პირის მიმართ. არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ------ მ------–---–ის მიერ ოჯახში ფიზიკური ძალადობის ჩადენა ორსული მეუღლის მიმართ, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4.7.სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ მ------ მ------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - მ----–--ა მ--------–---–ის ეპიზოდი) და 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - ე-–--- მ------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ, ხოლო მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ასევე ფაქტებისა და მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე დამოუკიდებელ ეპიზოდში მითითება შემაკავებელი ორდერის ,,გ“ პუნქტის დარღვევაზე.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. მ------ მ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება შემაკავებელი ორდერის დარღვევასთან მიმართებაში და ამ ნაწილში გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, - მ. მ------–---–ი ნასამართლობის არმქონეა, ბრალდებულმა აღიარა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევა და გამოხატა გულწრფელი სინანული, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ მართალია მ------ მ------–---–მა ორივე დაზარალებულთან მიმართებაში დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, თუმცა დარღვევის დროს ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის სიტყვიერ კონფლიქტს, შეურაცხყოფასა და დებოშს. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასებით დამნაშავის კერძო პრევენცია შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გარეშეც, ჯარიმის განსაზღვრით. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - ეპიზოდთა სიმრავლეს - იგი ასახული იქნება სასჯელის ზომაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ------ მ------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ------ მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე-–--- მ------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 850 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი.

 

3. მ------ მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ----–--ა მ--------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 850 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა (მ----–--ა მ--------–---–ის ეპიზოდი) შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მ------ მ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 850 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მ------ მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 10 თებერვლიდან - 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ------ მ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მ------ მ------–---–ი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა