განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
210100119002995268
დავის ტიპი
126 1
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002995268

saqme #1/102-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ივლისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გ-------------------

ბრალდებულ _ გ-------------–--

ადვოკატ- გ--------------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N033310319001

 

ბრალდებულ გ-------------–-- მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი:------------

დაბადების თარიღი: 01.10.1----–-

განათლება: უ-----–--- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. საგარეჯო, კ----------------

ფატობრივად მცხოვრები: ქ. საგარეჯო, კ----------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ-------------–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 31 მარტს, დილის საათებში, ქალაქ საგარეჯოში, კ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------–--, ოჯახური კონფლიქტის დროს, თავისა და სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ირმა ბ---–---–ი-ა-------–ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, გ-------------–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - გ-------------–-- არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ხელი არ დაუკარებია მეუღლისთვის, ადვოკატმა კი განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე იმიტომ ცნეს მტკიცებულებები უდაო, რომ ბრალდებულს არ სურდა მისი მეუღლე სხდომაზე მოსულიყო, ამასთან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რომ ბრლადებულის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამდენად ვინაიდან ბრალდებულს არ ჩაუდენია მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული იგი უნდა გამართლდეს.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------------–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ადვოკატმა ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.

 

2019 წლის 24 მაისს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ-------------–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ-------------–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ-------------–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

დაზარალებულ ი---------–---–----------–-- ჩვენებებით დასტურდება, რომ მისი მეუღლე გ-------------–- ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ხდება აგრესიული მეუღლის მიმართ, იგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს. 2018 წელს გ-------------–- გაუკეთეს ალკოჰოლის საწინააღმდეგო ნემსი, 2019 წლის მარტში გაუვიდა ნემსს ვადა და ისევ დაიწყო გ----- ალკოჰოლის მიღება, 2019 წლის 31 მარტს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----- ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო შემდგომ მუშტებით ცემა თავში სახეში, აღნიშნულის შედეგად მიღო დაზიანება და ტუჩზე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N 002355519 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ი---------–---–ი-ა-------–მა 31.03.2019 წელს მიღებული ტრამვასთან დაკავშირებით საგარეჯოს საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიმართა 31.03.2019 წელს დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრამვა. სამედიცინო დოკუმენტაციით აღენიშნება ქვედა ტუჩზე ნახეთქი შრილობა. აღნიშნული დაზიანება მიღებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. იმის განსაზღვრა აღნიშნულმა დაზიანებებმა გამოიწვია თუ არა ჯანმრთელობის მოშლა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით შეუძლებელია.

 

ამასთან საქმეზე წარმოდგენილი 31.03.2019 წლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ გ-------------–- დაკავების დროს შემოწმებისას 14:13 წუთზე იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

 

ამასთან საქმეში მოიპოვება გ-------------–-- მიმართ 2017 წლის 27 სექტემბრის გამამატყუნებელი განაჩენი მისი მეუღლის ი---------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტზე.

 

ამასთან ლ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს სსიპ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ექთნად, 2019 წლის 31 მარტს ექიმ ქეთევან ზაუტაშვილთან ერთად შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ. საგარეჯოში სადაც დახვდათ ი---------–---–ი-ა-------–ი, რომლის გადმოცემით იგი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და, რომ იგი მეუღემ სცემა. შემოწმების შემდეგ ი---------–---–- აღენიშნებოდა დაზიანებები და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საგარეჯოში ჯეო ჰოსპიტალში.

 

შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის შ--–------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მარტს საგანგებო სიტუაციების 112-ის მართვის ცენტრიდან შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური კონფლიქტის გამო ი---------–---–- ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება, რა დროსაც მის თანამშრომელ გიორგი თ----–---–თან ერთად გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. ი---------–---–ი დახვდათ მეზობლის ნინო ნ------–-–---–ის სახლში, რომელმაც ზეპირსიტყვიერად დაადასტურა ქმრის გ-------------–-- მიერ მისი ცემის ფაქტი, მათ დააპირეს ი---------–---–ის პოლიციაში გადაყვანა მისი გამოკითხვის მიზნით, რა დროსაც თავისი ეზოდან ქუჩაში გამოვიდა გ-------------–- და დააპირა ი---------–---–თან მიახლოება და ფიზიკური ანგარიშწორება, იგი იგინებოდა მისი მისამართით და იწევდა საცემად. რის შემდეგაც ი---------–---–ი გადაიყვანეს პოლიციაში. ანალოგიური ჩვენება აქვს მიცემული გიორგი თ----–---–ს.

 

შესაბამისად მოწმეების: ი---------–---–----------–--, გ--------------–---–--- შ--–------------, ნ-----------–---–---------–-–---–--, ლ--------------, ქ----------------–---–--, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ქვითარი, ბრალდებულ გ-------------–-- დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გ-------------–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ამასთან სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და არ იზიარებს ბრალდებულის გ-------------–--ა და მისი დედის ლ--- ა-------–ის ჩვენებებს, ვინაიდან მათ მიერ მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ დანარჩენ მტკიცებულებებს, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და მათი ჩვენებები არ მოდის თანხვერდაში საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ გ-------------–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-------------–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-------------–-- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ გ-------------–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, გ-------------–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

გ-------------–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, დაზარალებულის განცხადებას (იხ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება 14.05.2019) ამასთან, მხედველობაშია მისაღები გ-------------–-- ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გაუქმდეს გ-------------–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ-------------–-- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 მარტიდან.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი