განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002835637
№1/15-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ვ------- მ------–-–---–ის
ადვოკატ - მ-----–- ღ---–--ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ვ------- მ------–-–---–ი
მამის სახელი: ი-----
დაბადებული: 1----–-–-------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: გ----------------------------–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ვ------- მ------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის მაისიდან, ვ------- მ------–-–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილს, 2--------- წელს დაბადებულ ა-- მ------–-–---–ს. კერძოდ, ყოველდღიურად აგინებდა ა-- მ------–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის დეკემბრის დაუდგენელ რიცხვში, დაახლოებით 21:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. აღნიშნული შემდეგ, 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში, ვ------- მ------–-–---–მა თავში მუშტი ჩაარტყა ა-- მ------–-–---–ს, ხოლო 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, კვლავ სახეში გაარტყა ხელი და მოქაჩა თმებით. ვ------- მ------–-–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად, ა-- მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
ვ------- მ------–-–---–ი 2019 წლის 2 იანვარს 20:35 საათზე დააკავეს და 2019 წლის 3 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის მაისიდან, ვ------- მ------–-–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილს, 2--------- წელს დაბადებულ ა-- მ------–-–---–ს. თითქმის ყოველდღიურად აგინებდა მას. 2018 წლის დეკემბრის დაუდგენელ რიცხვში, სახეში გაარტყა ხელი. ძალადობის ფაქტი განმეორდა 2019 წლის 1 იანვარსაც, როდესაც ვ------- მ------–-–---–მა თავში მუშტი ჩაარტყა ა-- მ------–-–---–ს, ხოლო 2019 წლის 2 იანვარს, კვლავ სახეში გაარტყა ხელი და მოქაჩა თმებით. ვ------- მ------–-–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად, ა-- მ------–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმე (დაზარალებული) ა-- მ------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ვ------- მ------–-–---–ი მისი მამაა. ციხიდან რომ გამოვიდა კარგად იქცეოდა, შემდეგ სმა დაიწყო, ყოფილ მეუღლეს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა ხოლმე, ა-- იცავდა დედას, რაზეც ვ------- მ------–-–---–ი ბრაზდებოდა და სცემდა მას. ისეთი შემთხვევაც იყო, როცა დანა აიღო და ხელს მოგაჭრიო, უთხრა. ერთხელ საწოლში იწვა ა-- მ------–-–---–ი, ვ------- მ------–-–---–ი მივიდა და თმით ითრია. ტელევიზორს რომ უყურებდა მაშინაც თმებით მოქაჩა „მულტფილმს რატომ უყურებო“. იყო შემთხვევა, როდესაც ვ------- მ------–-–---–ს სახლის დაწვა უნდოდა, ა-- შეეწინააღმდეგა და ამის გამო მამამ მას მუშტი ორჯერ დაარტყა სახეში. ერთხელ ისე სცემა სახეში, კბილი ეტკინა და ლოყა დაულურჯდა. ბებიამ ექიმთანაც კი წაიყვანა. ახალ წელსაც გაარტყა, „ნუ ჭამ, მსუქანი ხარო“. მეორე დღეს, ფეხი ამოარტყა. გარეთ გაათენა ერთი ღამე, მერე პოლიციაში წავიდა. დაახლოებით 7-8 ჯერ სცემა სულ. ცემასთან ერთად აგინებდა კიდევაც. ყველა შემთხვევაში სტკიოდა და ტიროდა, მეზობელთან გადიოდა ხოლმე საშველად.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ლ---- ფ--------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ა-- მ------–-–---–ი და ვ------- მ------–-–---–ი მისი ნათესავები არიან და მასთან ცხოვრობენ. ვ------- მ------–-–---–ი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხშირად ეჩხუბებოდა ა--ს სხვადასხვა საკითხებზე. ეუბნებოდა, სახლიდან წადიო. ლ---- ფ--------–---–ი ორჯერ შეესწრო პირადად ა-- მ------–-–---–ის ცემის ფაქტს - პირველად სილა გაარტყა ა-- მ------–-–---–ს ლოყაში, ა--ს ეტკინა, ტირილი დაიწყო. სიწითლე ეტყობოდა. მაშინ არ განუცხადებია პოლიციაში. დაახლოებით 2 კვირაში, ვ------- მ------–-–---–ი კვლავ ეჩხუბებოდა, უნდა ეცემა, მაგრამ ლ----მ გააჩერა. მესამედ დაახლოებით 5 დღეში სახლში რომ დაბრუნდა ბავშვი ტიროდა, თმაში მომქაჩა და მითხრა „ნუ ხარ ამ სახლში, წადი დედაშენთანო“. ცემასთან ერთად ვ------- მ------–-–---–ი ხშირად ლანძღავდა ა-- მ------–-–---–ს.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე------ ქ-----–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ------–-–---–ების მეზობელია. პირადად ცემის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა ა-- მ------–-–---–ი ხშირად გადიოდა მასთან ტირილით და ეუბნებოდა, რომ მამამ სცემა, სახლიდან გამოაგდო და ა.შ. იგივე მოხდა 2018 წლის დეკემბერშიც, ა-- მ------–-–---–ი გავიდა მასთან ტირილით, „მცემა და გამომაგდო, არ ვიცი სად დავიძინოო“. დაზიანებები არ დაუნახავს. სიტყვიერი შეურაცხყოფა და წივილ-კივილი სულ ესმოდა მ------–-–---–ების სახლიდან. ვ------- სულ ჩხუბობდა ბავშვთანაც და ლ---- ფ--------–---–თანაც.
4. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ბრალდებულ ვ------- მ------–-–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმისას დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის თანახმადაც ვ------- მ------–-–---–ი შვილს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და არცერთხელ არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება ვ------- მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობაში შესაძლოა მოიაზრებოდეს ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა იყოს ერთჯერადი დარტყმა სხეულის რომელიმე მიდამოში, თმების წიწკვნა, ჩქმეტა და ა. შ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, მასში იგულისხმება ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, გინება და ა.შ.
რაც შეეხება ცემას, ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს პირის სხეულზე ერთობლივად რამდენიმე დარტყმის განხორციელებას.
იმისათვის, რომ ძალადობრივმა ქმედებამ შექმნას დანაშაულის ნიშნები აუცილებელია, რომ ფიზიკურმა ძალადობამ - ტკივილი, ხოლო ფსიქოლოგიურმა ძალადობამ დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ცემას/ძალადობას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი, ანუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა განმეორდეს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ვ------- მ------–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს - ა-- მ------–-–---–ს. 2018 წლის დეკემბრის დაუდგენელ რიცხვში, სახეში გაარტყა მას ხელი. ძალადობის ფაქტი განმეორდა 2019 წლის 1 იანვარსაც, როდესაც ვ------- მ------–-–---–მა თავში მუშტი ჩაარტყა ა-- მ------–-–---–ს, ხოლო 2019 წლის 2 იანვარს, კვლავ სახეში გაარტყა ხელი, მოქაჩა თმებით და ფეხი ამოარტყა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ვ------- მ------–-–---–ი თითქმის ყოველდღიურად აგინებდა ა-- მ------–-–---–ს. ვ------- მ------–-–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად, ა-- მ------–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. ტიროდა და საშველად მეზობელს მიმართავდა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------- მ------–-–---–მა შვილის - ა-- მ------–-–---–ის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმე (დაზარალებული) ა-- მ------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაბადებულია 2007 წლის 26 იანვარს. მამის მიერ მასზე ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას ის 11 წლის იყო.
2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ლ---- ფ--------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ა-- მ------–-–---–ი 2007 წლის 26 იანვარს არის დაბადებული და ამჟამად 12 წლისაა.
3. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ა-- მ------–-–---–ი დაბადებულია 2007 წლის 26 იანვარს და იგი ვ------- მ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დროს იყო 11 წლის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელი გარემოებაა სისტემატიური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვანის, 18 წელს მიუღწეველი პირის მიმართ. გარდა ამისა, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ვ------- მ------–-–---–ი სისტემატიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა არასრულწლოვანი შვილის - ა-- მ------–-–---–ის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------- მ------–-–---–მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ------- მ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეზღუდული შერაცხადობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ვ------- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ვ------- მ------–-–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობას, რასაც მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. კერძოდ, 2019 წლის 17 ივნისს გაცემული ექსპერტის N--------- დასკვნით დადასტურებულია, რომ „ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ------- მ------–-–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ვ------- მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებზე - ვ------- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ. აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულს აქვს სისტემატიური ხასიათი. ვ------- მ------–-–---–ი ნასამართლევია და დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის ზოგადი წესი.
ამასთან, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვ------- მ------–-–---–ის წარსულის და მის მიმართ გამოყენებული შეღავათების გათვალისწინებით აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, ასევე დანაშაულის რეციდივის და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------- მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ და ზომად 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ვ------- მ------–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------- მ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საბოლოოდ, ვ------- მ------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ვ------- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 იანვრის 20:35 საათიდან.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი