განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
200100119002968326
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100119002968326

N1/128-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

01 ივლისი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ------ მ--------–---–ი

ბრალდებული: მ------ ს------–---–ი

მამის სახელი: დ--------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ბ-------------–----–---ის გამზ. N137, ბინა N30

მცხოვრები: ქ.თელავი, რ---------–ის ქუჩა N75, ბინა N1

დაკავების თარიღი: 28. 03. 2019 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

1. 2019 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში, ქ.თელავში, რ---------–ის ქ. N75-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ ს------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ს--–-- ს------–---–ს, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი და კისერში უჭერდა ხელებს. განხორციელებული ძალადობის შედეგად ს--–-- ს------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ორი პირის სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი:

 

2. 2019 წლის 13 მარტიდან, 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით, ქ.თელავში, რ---------–ის ქ. N75-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ ს------–---–ი დედას - ს--–-- ს------–---–ს და მასთან ერთად მცხოვრებ პირს, რომელთანაც ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას - ე-–-----------–---–---–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ს--–-- ს------–---–ი და ე-–-----------–---–---–ი, მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.

 

მუქარის ეპიზოდი:

 

3. 2019 წლის 27 მარტს, ქ.თელავში, რ---------–ის ქ. N75-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ ს------–---–ი, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან ერთად მცხოვრებ პირს, რომელთანაც ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას - ე-–-----------–---–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის ეპიზოდი:

 

4. 2019 წლის 27 მარტს, ქ.თელავში, რ---------–ის ქ. N75-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ ს------–---–ი, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ს--–-- ს------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი:

 

5. 2019 წლის 27 მარტს, ქ.თელავში, რ---------–ის ქ. N75-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ ს------–---–მა დანის გამოყენებით დედას - ს--–-- ს------–---–ს მარცხენა წინამხრის არეში მიაყენა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, რაც განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ს------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

8. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

9. მან ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

10. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

11. მან ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. ბრალდებულ მ------ ს------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

13. მ------ ს------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

15. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------ ს------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და არის მარტოხელა დედა, დანიშნული თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობით. ამასთან, მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლს კი, სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

17. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

18. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

19. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

20. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

21. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ს------–---–ს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

23. მ------ ს------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

24. მ------ ს------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 28 მარტიდან, 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

25. ნივთიერი მტკიცებულება - მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, მოთეთრო-მომწვანო ფერის დანა, ს--–-- ს------–---–ის სისხლის ნიმუში, მ------ ს------–---–ის ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

26. ს--–-- ს------–---–ის ტანსაცმელი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მ------ ს------–---–ის რუხის ფერის ქურთუკი, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

27. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

28. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური