განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
340100119003040886
დავის ტიპი
126
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003040886

№1/84-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - მ------ ხ---–--ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------

 

ბრალდებული: მ------ ხ---–--ე

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 3--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყ-----–--------------------–------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–--------------------–------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: მ------ ხ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის იანვრის თვიდან, მ------ ხ---–--ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ხ---–--ე კი სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დედის - ნ----- ტ------–---–ის მიმართ. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, რაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მ------ ხ---–--ის მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულ ნ----- ტ------–---–ის ტანჯვას.

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 28 აპრილს, საღამოს საათებში ყ-----–ის რაიონის სოფელ მ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ხ---–--ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ყელის არეში წაუჭირა ხელი, მასთან ერთად მცხოვრებ მამინაცვალს ე------ ს---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მ------ ხ---–--ე 2019 წლის 10 მაისს 23:25 საათზე დააკავეს და 2019 წლის 11 მაისს წარედგინა ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის იანვრის თვიდან, იგი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ხ---–--ე კი სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დედის - ნ----- ტ------–---–ის მიმართ. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, რაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მ------ ხ---–--ის მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულ ნ----- ტ------–---–ის ტანჯვას.

2. 2019 წლის 28 აპრილს, საღამოს საათებში ყ-----–ის რაიონის სოფელ მ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ხ---–--ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ყელის არეში წაუჭირა ხელი, მასთან ერთად მცხოვრებ მამინაცვალს ე------ ს---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა შანტაჟი და დამცირება,რამაც გამოიწვია ტანჯვა.

(ნ----- ტ------–---–ის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ნ----- ტ------–---–ის, მოწმეების - მ------ თ-----–---–ის, ლ-–- ს---–---–ის, ე------ ს---–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ ხ---–--ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის იანვრის თვიდან, მ------ ხ---–--ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ხ---–--ე კი სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დედის - ნ----- ტ------–---–ის მიმართ. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, რაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მ------ ხ---–--ის მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულ ნ----- ტ------–---–ის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ძალადობა, შანტაჟი, დამცირება, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. ამასთან აუცილებელია, ამგვარ ძალადობას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(ე------ ს---–---–ის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ე------ ს---–---–ის, მოწმეების - მ------ თ-----–---–ის, ლ-–- ს---–---–ის, ნ----- ტ------–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ ხ---–--ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 28 აპრილს, მ------ ხ---–--ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ყელის არეში წაუჭირა ხელი, მასთან ერთად მცხოვრებ მამინაცვალს ე------ ს---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ჯოხის დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ----- ტ------–---–ის ეპიზოდი)

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ე------ ს---–---–ის ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ------ ხ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

მ------ ხ---–--ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

მ------ ხ---–--ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. მათგან ერთ-ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

მ------ ხ---–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ არის წარსულში ნასამართლევი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ორივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრია, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ხ---–--ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მ------ ხ---–--ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

მ------ ხ---–--ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ხ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ----- ტ------–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

მ------ ხ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ე------ ს---–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მ------ ხ---–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მ------ ხ---–--ე გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მ------ ხ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 მაისის 21:30 საათიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი