განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002995533
№1/66-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ზ---–- ღ-----–---–ის
ადვოკატ - მ-----–- ღ---–--ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ზ---–- ღ-----–---–ი
მამის სახელი: ა---------–-
დაბადებული: 1----–-–------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ-----------------–----–----------------–-----–-------
ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------–----–----------------–-----–-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ზ---– ღ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ზ---– ღ-----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თანაცხოვრების პერიოდში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანის შვილების ლ--–- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის და ჯ--- ღ-----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ა-- ღ-----–---–ს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და შეესრულებინა მისი ნებისმიერი მოთხოვნა. აღნიშნული მოტივით, ზ---– ღ-----–---–ი სისტემატიურად აგინებდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ა-- ღ-----–---–ს, რომელსაც 2019 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავში ორჯერ ჩაარტყა ხელი. ზ---– ღ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ა-- ღ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ზ---– ღ-----–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თავისა და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს-ა-- ღ-----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ---– ღ-----–---–ი 2019 წლის 21 აპრილს 18:15 საათზე დააკავეს და 2019 წლის 22 აპრილს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ზ---– ღ-----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თანაცხოვრების პერიოდში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანის შვილების ლ--–- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის და ჯ--- ღ-----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ა-- ღ-----–---–ს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და შეესრულებინა მისი ნებისმიერი მოთხოვნა. აღნიშნული მოტივით, ზ---– ღ-----–---–ი სისტემატიურად აგინებდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ა-- ღ-----–---–ს, რომელსაც 2019 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავში ორჯერ ჩაარტყა ხელი. ზ---– ღ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ა-- ღ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ზ---– ღ-----–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თავისა და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს-ა-- ღ-----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ა-- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის და ლ--–- ღ-----–---–ის, მოწმეების - ზ---–- ღ-----–---–ის, ა-- ღ-----–---–ის, ლ--–- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ზ---–- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზ---– ღ-----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თანაცხოვრების პერიოდში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ა-- ღ-----–---–ს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და შეესრულებინა მისი ნებისმიერი მოთხოვნა. აღნიშნული მოტივით, ზ---– ღ-----–---–ი სისტემატიურად აგინებდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ა-- ღ-----–---–ს, რომელსაც 2019 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავში ორჯერ ჩაარტყა ხელი. ზ---– ღ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ა-- ღ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნულ შემთხვევაში მოიაზრება ნებისმიერი სახის უცენზურო, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მიმართვა. აღსანიშნავია, რომ ამგვარ შეურაცხყოფას აუცილებლად სისტემატიური ხასიათი უნდა ჰქონდეს და იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---–- ღ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ა-- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის და ლ--–- ღ-----–---–ის, მოწმეების - ზ---–- ღ-----–---–ის, ა-- ღ-----–---–ის, ლ--–- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ზ---–- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზ---– ღ-----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თანაცხოვრების პერიოდში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანის შვილების ლ--–- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის და ჯ--- ღ-----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ა-- ღ-----–---–ს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და შეესრულებინა მისი ნებისმიერი მოთხოვნა. აღნიშნული მოტივით, ზ---– ღ-----–---–ი სისტემატიურად აგინებდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ა-- ღ-----–---–ს, რომელსაც 2019 წლის მარტის დაუდგენელ რიცხვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავში ორჯერ ჩაარტყა ხელი. ზ---– ღ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ა-- ღ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---–- ღ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ა-- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის და ლ--–- ღ-----–---–ის, მოწმეების - ზ---–- ღ-----–---–ის, ა-- ღ-----–---–ის, ლ--–- ღ-----–---–ის, გ------- ღ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ზ---–- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 21 აპრილს, ზ---– ღ-----–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თავისა და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს - ა-- ღ-----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---–- ღ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---–- ღ-----–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ---–- ღ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ზ---–- ღ-----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ზ---–- ღ-----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. ამასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აქვს სისტემატიური ხასიათი. ზ---–- ღ-----–---–ის მიერ დანაშაული ჩადენილია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც წარმოადგენს მისი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად აისახება სასჯელზე.
გარდა ამისა, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ---–- ღ-----–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ორივე შემთხვევაში დაზარალებული ერთიდაიგივე პირია, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, ასევე დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ---–- ღ-----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში, რომელიც მინიმუმ ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ზ---–- ღ-----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ზ---–- ღ-----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---–- ღ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
ზ---–- ღ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ზ---–- ღ-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
ზ---–- ღ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 აპრილის 18:15 საათიდან 2019 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი