გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
330210019002872655
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4145 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ხ------- ა----------

წარმომადგენელი შ--–-- ქ---------

მოპასუხე ა----------- ა----------

წარმომადგენელი თ-- ზ------–---–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა----------- ა---------------- არასრულწლოვანი შვილის, ი------- ა----------- (დაბადებული 2-----–-–------------–-), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 05 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე ა----------- ა---------------- არასრულწლოვანი შვილის, მ----- ა----------- (დაბადებული 2------–-–------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 05 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის დაკისრება.

1.3. მოპასუხე ა----------- ა---------------- არასრულწლოვანი შვილის, ა--- ა----------- (დაბადებული 2------–-–-----------------–ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 05 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ხ------- ა---------- და მოპასუხე ა----------- ა---------- დაქორწინდნენ 2----–-–---------–--ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–--------–--ს ი------- ა----------, 2----–-–-----------ს მ----- ა---------- და 2----–-–----------------–ს ა--- ა----------. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან ხ------- ა--------------- ერთად. არასრულწლოვან ი------- ა----------- აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისი დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. იგი საჭიროებს ოკუპაციურ, ქცევით, სენსორულ, მეტყველებით თერაპიას. შესაბამისად, მისთვის აუცილებელია აუტიზმის დღის ცენტრში სიარული, სადაც ხორციელდება აუტისტური სპექტრის, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობა. დღის ცენტრის ყოველთვიური გადასახდელი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. ი------- ა------------------- აუცილებელია სენოსურული, მეტყველებითი, ქცევითი თერაპიის ჩატარება, რასაც იგი შეძლებს დღის ცენტრში. აღნიშნულის პარალელურად, მოსარჩელე მიზანშეწონილად მიჩნევს ი--------- სეონსოური პრობლემების გამო თერაპიის კურსი გაიაროს შაბათ-კვირასაც. თითო გაკვეთილის ღირებულება განისაზღვრება 25 (ოცდახუთი) ლარით. არასრულწლოვანი ი-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელი თერაპიული მკურნალობისთვის, ასევე, რჩენა აღზრდისთვის ყოველთვიურად საჭიროებს თანხას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. არასრულწლოვანი მ----- ა---------- და ა--- ა---------- სწავლობენ შპს ,,ა---–----------“ კერძო სკოლაში, რომლის გადასახადი თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელის სურვილია არასრულწლოვანმა გოგონებმა დამატებით იარონ ინგლისურის (ყოველთვიური გადასახადი თითოეულისათვის 150 ლარი), ცურვის (თითოეულისათვის 100 ლარი) და ტანვარჯიშის (თითოეულისათვის 120 ლარი) წრეებზე. არასრულწლოვანი მ----- ა----------- და ა--- ა----------- აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად თითოეულ მათგანს ესჭიროება ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარი. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული. მას გაქირავებული აქვს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა და იღებს ქირას თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვან ი-------- მუდმივად სჭირდება მეთვალყურეობა და იგი მიჯაჭვულობას ავლენს დედის მიმართ, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას დასაქმდეს და ჰქონდეს შემოსავალი. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის პროცესში და არ ეხმარება მათ მატერიალურად.

(სარჩელი, 2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ი------- ა----------- (დაბადებული 2------–-–------------–ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 110 (ას ათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს მ----- ა----------- (დაბადებული 2------–-–------------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.3. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ა--- ა----------- (დაბადებული 2------–-–-----------------–ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

 

მოპასუხე ა----------- ა---------- არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხისათვის ცნობილია არასრულწლოვანი ი------- ა----------- ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი ი------- დადიოდა სხვადასხვა თერაპიულ კურსებზე, რაც სრულად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. ამჟამად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის შესაბამის პროგრამაში ჩართულობას დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო და ფინანსდება მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოპასუხე ა----------- ა---------- წინააღმდეგი იყო არასრულწლოვანი მ----- ა---------- და ა--- ა---------- მიეყვანათ კერძო სკოლაში, ვინაიდან მას ფინანსური მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას გადაეხადა სწავლის საფასური. მოსარჩელე მხარემ თავად მიიღო ბავშვების კერძო სკოლაში სწავლის გადაწყვეტილება და თავის თავზე აიღო სწავლის გადასახადის დაფარვაც. საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დადიან ცურვის, ცეკვის ან ინგლისურის შემსწავლელ წრეებზე და ასევე არ დასტურდება, თითოეულ აქტივობაში მონაწილეობისათვის ყოველთვიური გადასახადის ოდენობა. მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა თანაცხოვრებაში შეძენილი ქონებასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარეს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან ი------- ა---------------. მამას დაჰყავდა იგი ცენტრში, სადაც ბავშვი, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, იღებდა უფასო მომსახურებას. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ ბავშვებისათვის ყოველთვიურად საჭირო თანხების ოდენობას, ვინაიდან არ დასტურდება თუ რა ოდენობის თანხა სჭირდება თითოეულ მათგანს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. ამ ეტაპზე მოპასუხე მხარეს არ უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი. მას შეექმნა ფინანსური პრობლემები. იგი საწარმოდან ვეღარ იღებს რაიმე სახის შემოსავალს. შესაბამისად, მისი ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი ვერ შესძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას (შესაგებელი, 2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ხ------- ა---------- და მოპასუხე ა----------- ა---------- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვანი ი------- ა----------, მ----- ა---------- და ა--- ა---------- ცხოვრობენ მოსარჩელე ხ------- ა--------------- ერთად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი).

3.1.3. არასრულწლოვანი ი------- ა----------- აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშილილობით. ორი წლის ასაკიდან შეინიშნება კომუნიკაციის, უნარჩვევების რეგრესი, ქცევითი, სენსორული პრობლემები. იგი საჭიროებს ოკუპაციურ, ქცევით, სენსორულ და მეტყველებით თერაპიას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_შპს ,,ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ მიერ 2018 წლის 07 სექტემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 17).

3.1.4. არასრულწლოვან ი------- ა---------- წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს და სხვა პირის მუდმივი დახმარებას საჭიროებს;

არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ თბილისის N---- საჯარო სკოლაში, ჩართულია ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_შპს ,,ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 18).

3.1.5. ხ------- ა---------- არის ბერძნული ენის თარჯიმანი. ბოლოს იგი ოფიციალურად დასაქმებული იყო 2010 წელს და ჰქონდა შემოსავალი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ხ------- ა------------ 2017 წლის 01 იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;

მოსარჩელეს გაქირავებული აქვს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც იღებს შემოსავალს თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 97-98);

3.1.6. მხარეებს, ხ------- ა----------- და ა----------- ა----------- შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ქორწინების შეწყვეტის, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით. სასამართლოში სარჩელი წარდგენილი აქვს როგორც ხ------- ა-----------, ასევე ა----------- ა----------- სხვადასხვა ქონებებთან დაკავშირებით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ 2018 წლის 29 ნოემბერს გაცემული დასკვნა N2---- (ს.ფ. 104-105).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ხ------- ა---------- და ა----------- ა---------- დაქორწინდნენ 2----–-–---------–--ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–--------–--ს ი------- ა----------, 2----–-–-----------ს მ----- ა---------- და 2----–-–----------------–ს ა--- ა----------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის N1 ქორწინების სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 19);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 22);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 21);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20).

3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ა----------- ა----------- სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მ--------------–--------------------–-------------------------–---------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------–-------–-----------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 16).

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ა----------- ა------------ მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 500 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ.97-98).

3.2.4. ა----------- ა----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე, თ---–------------------------–---–------------- (საკადასტრო კოდი 0---------------) და თბილისი, ქ---------------------------- (საკადასტრო კოდი 0---------------) 2018 წლის 0-------------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ი----- ა---------- და ეს უკანასკნელი აღირიცხა ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ;

შპს ,,ა-------------------------“ დირექტორს წარმოადგენს ი----- ა---------. ამ უკანასკნელმა, როგორც საწარმოს დამფუძნებელმა 100%-იანი წილიდან 30% 2016 წლის 1--------- საკუთრებაში გადასცა ს------- კ-------;

შპს ,,ა----–-“ 50%-იანი წილის მესაკუთრედ წარმოადგენს ი-–--- გ-----------, ხოლო 50%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა----------- ა----------;

შპს ,,ა-------------–------ს“ 80% იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ა----------- ა----------, ხოლო 20%-იანი წილის მმართველია ი----- ა---------;

შპს ,,ი----------------–------–--------ში“ თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი ა----------- ა------------- გადასცა მ-------- ა------– ს----- მ---------;

შპს ,,ა--------------ის დამფუძნებელმა, 100% წილის მფლობელმა და დირექტორმა ა----------- ა----------- კუთვნილი წილი 2015 წლის 3------------- საკუთრებაში გადასცა სხვა პირებს. ხოლო 2015 წლის 2---------, ა----------- ა----------- შპს ,,A---------” 100%-იანი წილი სასყიდლით გადასცა მ-------–- ა------- ს---;

შპს ,,მ-------------ს“ 100% წილი შპს ,,ა-----------“ საკუთრებაში გადასცა ი----- ა----------, რომელიც წარმოადგენს ა----------- ა----------- პარტნიორს სამეწარმეო საქმიანობაში. სწორედ ი----- ა---------- მიერ იქნა განკარგული საწარმოს წილები შპს ,,ა----------------ში“, შპს ,,ე---------–---------------–---ში“ და შპს ,,გ-----------------–-“;

მოპასუხე ა----------- ა----------- 2018 წლის 1-------------- სს ,,თ---------------“ გაიტანა თანხა 45 000 აშშ დოლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28.04.2017 წელი (ს.ფ. 108);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.10.2017 წელი (ს.ფ. 109);

_შპს ,,ა-------------------------“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19.10.2015 წელი, 2016 წლის 1---------- კრების ოქმი (ს.ფ. 110-113);

_შპს ,,ა----–--“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.05.2015 წელი (ს.ფ. 114-115);

_შპს ,,ა-------------–------ს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრეციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 13.02.2014 წელი (ს.ფ. 116-117);

_შპს ,,ი-----------------–------–---------ს“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრეციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.01.2016 წელი, 18.03.2016 წელი, 2016 წლის 1---------- კრების ოქმი (ს.ფ. 118-123);

_შპს ,,ა--------------ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.07.2013 წელი, 2015 წლის 3------------- კრების ოქმი (ს.ფ. 124-127);

_შპს ,,A---------”-ს ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.06.2012 წელი, 2015 წლის 2---------- კრების ოქმი (ს.ფ. 128-130);

_შპს ,,მ-------------ს“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.11.2017 წელი, 08.12.2017 წელი (ს.ფ. 131-134);

_შპს ,,ა----------------ის“ ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.01.2016 წელი, 2016 წლის 0--------- კრების ოქმი (ს.ფ. 135-139);

_შპს ,,ე---------–----------------–---ის“ ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.04.2016 წელი (ს.ფ. 140);

_2018 წლის 2------------ ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 142-149);

_2018 წლის 2--------–-- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 150-153);

_სს ,,თ-----------ს“ 2018 წლის 1-------------- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 106).

3.2.5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ი------- ა---------- ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით თერაპიული მკურნალობის მისაღებად და ნორმალური რჩენა აღზრდისთვის ყოველთვიურად საჭიროებს თანხას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. ი------- ა---------------- ოკუპაციური, ქცევითი, სენსორული და მეტყველებითი თერაპიისათვის აუცილებელია სტაბილურად იაროს აუტიზმის დღის ცენტრში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;

ხ------- ა----------- მითითებით, არასრულწლოვანი მ----- ა----------- და ა--- ა----------- აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად თითოეულ მათგანს ესაჭიროება ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარი;

მ----- ა---------- და ა--- ა---------- სწავლობენ შპს ,,ა---–----------“ კერძო სკოლაში, რომლის გადასახადი თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელის მითითებით, ბავშვების კერძო სკოლაში სწავლის საკითხი შეთანხმებული იყო მოპასუხესთან. ამასთან, ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მიზანშეწონილია, მათ დამატებით იარონ ინგლისურის (ყოველთვიური გადასახადი თითოეულისათვის 150 ლარი), ცურვის (თითოეულისათვის 100 ლარი) და ტანვარჯიშის (თითოეულისათვის 120 ლარი) წრეებზე;

მოპასუხე მხარემ თავისი ახსნა-განმარტებით უარყო არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ასაკის შესაფერისი პირობების და განვითარების, ასევე, ი------- ა----------- განსაკუთრებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად 3.2.5. პუნქტში მითითებული ხარჯის აუცილებლობა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ი------- ა----------- თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი თერაპიული მომსახურების მიღება სახელმწიფოსგან შეუძლია საფასურის გარეშე. მოპასუხის მითითებით, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ა----------- ა---------- არასრულწლოვანი მ----- ა----------- და ა--- ა----------- კერძო სკოლაში სწავლების წინააღმდეგი იყო.

3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ხ------- ა----------- შუამდგომლობა მოპასუხე ა----------- ა----------------- დროებითი განკარგულების წესით მშობლის არასრულწლოვან შვილზე ზრუნვის საკითხის მოწესრიგების თაობაზე და ა--------- ა----------- არასრულწლოვანი ი------- ა-----------, მ----- ა----------- და ა--- ა----------- ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულისათვის 185 (ას ოთხმოცდახუთი) ლარის გადახდა 2019 წლის 13 ივნისიდან საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დროებითი განკარგულების შესახებ (ს.ფ. 218-219).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. – 4.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ი------- ა----------- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მ----- ა----------- და ა--- ა----------- რჩენა-აღზრდის მიზნით მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს თითოეულისათვის თვეში 275 (ორას სამოცდათხუმეტი) ლარის ოდენობით;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. – 6.3. მოსარჩელე ხ------- ა----------- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ი------- ა---------- (დაბადებული 2----–-–--------–--ს), მ----- ა---------- (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ა--- ა---------- (დაბადებული 2----–-–----------------–ს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ხ------- ა---------- და ა----------- ა---------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან. (3.1.1., 3.1.2). ხ------- ა---------- არ არის დასაქმებული. იგი ბერძნული ენის თარჯიმანია და ბოლოს ოფიციალურად დასაქმებული იყო 2010 წელს და ჰქონდა შემოსავალი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ხ------- ა------------ 2017 წლის 01 იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. მოსარჩელის განმარტებით, მას გაქირავებული აქვს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც იღებს შემოსავალს თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით (3.1.5). საქმის მასალებით, არასრულწლოვან ი------- ა------------- დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშილილობით. მას ორი წლის ასაკიდან შეენიშნება კომუნიკაციის, უნარჩვევების რეგრესი, ქცევითი, სენსორული პრობლემები, რის გამოც საჭიროებს ოკუპაციურ, ქცევით, სენსორულ და მეტყველებით თერაპიას. ი------- ა---------- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია და მუდმივად სხვა პირის დახმარებას საჭიროებს. არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ თბილისის N---- საჯარო სკოლაში, ჩართულია ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამაში (3.1.4).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვისათვის აუცილებელი საჭიროებებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ა----------- ა------------ მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 500 ლარს. მის სახელზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალება: ,,მ-------------–----------“, სანომრე ნიშნით - G------ (3.2.2., 3.2.3). გარდა ამისა, მოპასუხე მხარე ბოლო რამდენიმე წელია ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. იგი წარმოადგენდა არაერთი საწარმოს დამფუძნებელს და წილის მესაკუთრეს, დასაქმებული იყო საწარმოში და ჰქონდა შემოსავალი, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის მას სტაბილური შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. ასევე, მან სხვადასხვა დროს გაასხვისა კუთვნილი წილები საწარმოში სხვა პირებზე შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით. მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონებაც, რომელიც მან გაასხვისა იმ პირზე, რომელთან ერთადაც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას (3.2.4).

 

შვილის რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს არასრულწლოვანი ი------- ა----------- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 110 (ას ათი) ლარი, ხოლო არასრულწლოვანი მ----- ა----------- და ა--- ა----------- რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად თითოეულისათვის 80 (ოთხმოცი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ბავშვებისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროება, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის. არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. ზემოთ როგორც აღინიშნა, არასრულწლოვან ი------- ა----------- აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე საჭიროებს შესაბამის მკურნალობის კურსს. მისთვის ოკუპაციური, ქცევითი, სენსორული და მეტყველებითი თერაპიისათვის აუცილებელია სტაბილურად იაროს აუტიზმის დღის ცენტრში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. არასრულწლოვანი ი------- წარმოადგენს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვს, რის გამოც მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა დადგინდეს განსხვავებული ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლებს, რომელთაც ბავშვების რჩენის ვალდებულება აკისრიათ, თანაბრად უნდა უზრუნველყონ ყოველთვიური ხარჯი. შესაბამისად, სასამართლო კონკრეტულ საქმეზე დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ადგენს, რომ არასრულწლოვანი ი------- ა------------ ალიმენტის უნდა დადგინდეს შემდეგი სახით: მოსარჩელის მიერ აუტიზმის დღის ცენტრში გადასახდელ ყოველთვიურ თანხის ნახევარს (250 ლარს) უნდა დაემატოს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმუმი ოდენობის (190.1 ლარის) ნახევარი (საშუალოდ 100 ლარს) და ასევე, მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიურად მშობლის მიერ გადასახდელი თანხა, რაც თვეში დაახლოებით შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს (250+100+50), რის შედეგადაც არასრულწლოვანი ი------- ა------------- განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, მისი ნორმალური რჩენა აღზრდისათვის მოპასუხის მონაწილეობა მატერიალური კუთხით უნდა განისაზღვროს თვეში 400 (ოთხასი) ლარით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს თავისი პოზიციის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ი------- ა----------- თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი თერაპიული მომსახურების მიღება შეუძლია სახელმწიფოსგან საფასურის გადახდის გარეშე. მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის კი ძალზეც მნიშვნელოვანია სპეციალური დაწესებულებებისაგან თერაპიული მკურნალობის დროული მიღება. რაც შეეხება არასრულწლოვან მ----- ა----------- და ა--- ა-----------, დადგენილია, რომ ბავშვები სწავლობენ შპს ,,ა---–----------“ კერძო სკოლაში, რომლის გადასახადი თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ა--- ა----------- სწავლის საფასურს იხდის თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. მოსარჩელის მითითებით, ბავშვების კერძო სკოლაში სწავლის საკითხი შეთანხმებული იყო მოპასუხესთან, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს, თუმცა ნათელია, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი - მ----- ა---------- უკვე სწავლობდა შპს ,,ა---–----------“ კერძო სკოლაში მშობლების ერთად ცხოვრების დროსაც, უფრო მეტიც, მამას მიღებული აქვს მონაწილეობა ბავშვის სწავლის საფასურის გადახდაში. არასრულწლოვანი გოგონები დამატებით სხვა აქტივობებში მონაწილეობას არ იღებენ. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ბავშვებისათვის სასურველ აქტივობების გადასახადის ოდენობას.სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 19.06.2019წ.), რასაც ალიმენტის - ბავშვების ნორმალური ზრდა-განავითარებისათვის აუცილებელი თანხის დადგენისას ემატება ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასევე, იმ დანაწესიდან, რომ არასრულწლოვანს მინიმუმ უნდა შეუნარჩუნდეს ის ჩვეული რეჟიმი, რაც მას მშობლების ერთად ცხოვრების პირობებში გააჩნდათ. შესაბამისად, სასამართლო შვილების მიმართ მშობლების თანაბარი ვალდებულებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ალიმენტს არასრულწლოვანი მ----- ა----------- და ა--- ა----------- აღზრდა-განვითარებისათვის: სწავლის ყოველთვიური საფასურის ნახევარს (150 ლარს) უნდა დაემატოს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმუმი ოდენობის (190.1 ლარის) ნახევარი (საშუალოდ 100 ლარი) და ასევე, მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიურად მშობლის მიერ გადასახდელი თანხა, რაც თვეში დაახლოებით შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს (125+100+50), რის შედეგადაც, თითოეული არასრულწლოვანის ალიმენტის თანხა განისაზღვრება 275 (ორას სამოცდათხუმეტი) ლარის ოდენობით.

 

შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა გულისხმობს როგორც ბავშვების საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარსა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათელია, რომ მოპასუხეს თავისი გამოცდილებითა და ფიზიკური მდგომარეობით, შესწევს უნარი იყოს დასაქმებული, გამოიმუშაოს თანხა თავისი შვილების აღზრდის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს ამ ეტაპისათვის არ უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, გამოიკვეთა მისი პოტენციალი და შესაძლებლობა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისა და ამავე სფეროში კვლავ დასაქმებისა. გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა თუ სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა (3.2.4). დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ავტომანქანა. ასევე, მას უახლოეს წარსულში გასხვისებული აქვს არაერთი ქონება და მის მიერ საბანკო ანგარიშიდან გამოტანილია საკმაოდ სოლიდური ოდენობის თანხა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს მოპასუხის ზოგად მატერიალურ მდგომარეობაზე და მის უნარზე იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი კერძო საქმიანობიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ბავშვების აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მათი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვებს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისთვის საჭირო ხარჯებიც. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს სხვა პირის მიმართ, გარდა არასრულწლოვანი ბავშვებისა, არ აკისრია კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვნები. საგულისხმოა ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთ-ერთ არასრულწლოვანს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს მუდმივად ესაჭიროება მეთვალყურეობა.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების და განსაკუთრებული საჭიროებებიდან გათვალისწინებით, ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობისა და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი ი------- ა---------------- ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მ----- ა---------------- და ა--- ა------------------, თითოეულისათვის თვეში - 275 (ორას სამოცდათუხთმეტი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ხ------- ა---------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოპასუხე ა----------- ა----------- ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 246.24 (ორას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ხ------- ა----------- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ა----------- ა----------- (პირადი №0----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ა----------- ა----------- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ი------- ა----------- (დაბადებული 2-----–-–-----------–ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 05 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ა----------- ა----------- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი მ----- ა----------- (დაბადებული 2-----–-–-----------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 05 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ა----------- ა----------- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ა--- ა----------- (დაბადებული 2-----–-–----------------–ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 05 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა----------- ა----------- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 246.24 (ორას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე