გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
330210019002804504
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/474-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ა----------------–---

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

მოპასუხე - ვ-----–----------–---ი

წარმომადგენელი - მ--------------ე

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ქონების დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ა----------------–---სა და ვ-----–----------–---ის შორის 2018 წლის 29 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

 

1.2. უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/3 ნაწილი აღირიცხოს ა----------------–---ის სახელზე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 29 იანვარს მოსარჩელე ა----------------–---მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/3 ნაწილი ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა თავის ძმას ვ-----–----------–---ს.

 

ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ ა----------------–---ი სამუშაოდ გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, თბილისში კი დატოვა თავისი ოჯახის წევრები: მეუღლე - ს--------------ი, შვილები - ა------------–---ი და ა---–-----------–---ი.

 

ა----------------–---ის გამგზავრებისთანავე მოპასუხე ვ-----–----------–---მა მოსარჩელე ა----------------–---ის ოჯახის წევრების მიმართ დაიწყო სისტემატიური მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, რითაც დიდი უმადურობა გამოიჩინა მჩუქებლის ა----------------–---ისა და მისი ოჯახის წევრების (ახლო ნათესავების) მიმართ. კერძოდ, ვ-----–----------–---ს სისტემატიური კონფლიქტი აქვს, როგორც ა----------------–---თან, რომელსაც სატელეფონო საუბრებით ლანძღავდა და აგინებდა, ხოლო მისი ოჯახის წევრებს სისტემატურად უვარდებოდა სახლში, აგინებდა-ლანძღავდა, ემუქრებოდა, რაც იწვევდა ა----------------–---ის ოჯახის წევრების ისედაც შერყეული ჯანმრთელობის გაუარესებას. ვ-----–----------–---ი ა----------------–---ს და მის ოჯახს იმდენად მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ფაქტების შესწავლის შემდეგ პოლიციამ გააფრთხილა ვ-----–----------–---ი, რომ არ შევიდეს კონფლიქტში ა----------------–---თან და მისი ოჯახის წევრებთან და არ მიაყენოს რაიმე სახის შეურაცხყოფა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ-----–----------–---მა და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო ვ-----–ი და ა----------------–---ების დედა ა---–-----------–---ი, რომელმაც 20.06.2007 წელს შეადგინა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, რომლის თანახმადაც მის საკუთრებაში არსებული ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების 2/3 ნაწილი უანდერძა ა----------------–---ს, ხოლო 1/3 ნაწილი ვ-----–----------–---ს.

 

ა---–-----------–---ს უნდოდა სიცოცხლეშივე აღესრულებინა საკუთარი ნება, რის გამოც ა------ი და ა---–-----------–---ები შეთანხმდნენ საჯარო რეესტრში წასვლით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ანდერძის შესაბამისად გაენაწილებინათ ქონება. ა---–-----------–---ის შეცდომაში შეყვანით მოხდა უძრავი ქონების 2/3 ნაწილის ნაცვლად მთლიანი ქონების ა----------------–---ის სახელზე რეგისტრაცია 27.06.2017 წელს.

 

როდესაც ა---–-----------–---ისათის ცნობილი გახდა ჩუქების ხელშეკრულების შეუსაბამობა მის ნებასთან, მან პრეტენზია განუცხადა ა----------------–---ს და მოსთხოვა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------- - უძრავი ქონების 1/3 ნაწილის ვ-----–----------–---ის საკუთრებაში გადაცემა. შესაბამისად 29.01.2018 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე - ქ. თბილისში, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------- - უძრავი ქონების 1/3 ნაწილი აღირიცხა ვ-----–----------–---ის საკუთრებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 ივნისს ა---–-----------–---სა და ა----------------–---ის შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულება, რომლის საფუძველზე ა---–-----------–---მა ა----------------–---ის აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 29 იანვარს ა----------------–---სა და ვ-----–----------–---ის შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულება, რომლის საფუძველზე ა----------------–---მა ვ-----–----------–---ის აჩუქა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------- – 1/3 ნაწილი.

 

სარჩელის წარმოდგენის დღის მდგომარეობით უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------- – 2/3 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა----------------–---ის სახელზე, ხოლო 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ-----–----------–---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 29 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 20.06.2007 წელს ა---–-----------–---მა შეადგინა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, რომლის თანახმადაც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 2/3 ნაწილი უანდერძა ა----------------–---ს, ხოლო 1/3 ნაწილი უანდერძა ვ-----–----------–---ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 20 ივნისის სანოტარო აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------ში ცხოვრობს მოსარჩელე ა----------------–---ი თავის ოჯახთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ჩვენებები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვ-----–----------–---ის მხრიდან მოსარჩელე ა----------------–---ის და მისი ოჯახის წევრების (ახლო ნათესავების) მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამომხატველი და დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, არც შუამდგომლობა ყოფილა დაყენებული ამ გარემოებების დასადგენად მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გარემოებები არ იქნა დადასტურებული ასევე, მოსარჩელის მიერ მოწვეული და დაკითხული მოწმეების მიერ, მოწმეები მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდნენ, მათი ჩვენებით უტყუარად ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტი.

 

მოწმე ა------------–---ის ჩვენებიდან, რომელიც ამავდროულად მოსარჩელე ა----------------–---ის შვილია, ირკვევა, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს ა----------------–---ი და თავისი ოჯახის წევრები: მეუღლე - ს--------------ი, შვილები - ა------------–---ი და ა---–-----------–---ი. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა მამის ა----------------–---ის რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ წასვლის შემდეგ დაიწყო.

 

კითხვაზე რაში გამოიხატებოდა ვ-----–----------–---ის მხირდან მძიმე შეურაცხყოფა - მოწმე ზოგადად მიუთითებს, რომ მოპასუხე მოდიოდა სახლის ეზოში და ცუდად იქცეოდა, ბინის გაყიდვით ემუქრებოდა, რაზედაც დედამისი ცუდად ხდებოდა.

 

მოწმე ასევე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია მისი მამა ა----------------–---ი და მოპასუხე ვ-----–----------–---ი თუ იყვნენ შეთანხმებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის გამოსყიდვაზე.

 

კითხვაზე როგორ იყო გაყოფილი სახლის ოთახები წილების შესაბამისად - მოწმე მიუთითებს, რომ მოპასუხეს შეეძლო ესარგებლა სახლის შემოსასვლელით, ვინაიდან ერთ ოთახში ცხოვრობდნენ თავად მოწმე და მისი და, ხოლო მეორე ოთახში მათი დედა, არის კიდევ სამზარეულო და მისაღები ოთახი (ზალა).

 

აღნიშნული მოწმის განმარტებები ცხადყოფს, რომ იგი პირადად არის დაინტერესებული საქმის შედეგით და მიაჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოწმე ა------------–---ის ჩვენებას, როგორც სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ს--–-------------–---–მა და კ---------------------მა, რომლებიც არიან მოსარჩელე ა----------------–---ის მეუღლის ს--------------ის მეგობარი და ნათესავი, სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ ისინი არ ყოფილან კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და თვითმხილველები. მათ ასევე მიუთითეს, რომ გადმოცემით იციან, რომ ა----------------–---სა და ვ-----–----------–---ს უძრავ ქონებაზე ჰქონდათ დავა.

 

მოწმეებმა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებიან.

 

მოწმე ა---–-----------–---ის (მოსარჩელისა და მოპასუხის დედა) ჩვენებით, მისი როგორც საკუთრების თავდაპირველი მესაკუთრის სურვილი იყო, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა დ-----ი, N10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------- – 2/3 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო ა----------------–---ის სახელზე, ხოლო 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო ვ-----–----------–---ის სახელზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. სასამართლო ასევე ვალდებულია მოწმეთა ჩვენებებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს, მხარეთა დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობას და სხვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოწმეების ს--–-------------–---–ისა და კ---------------------ის ჩვენებას და თვლის, რომ აღნიშნული ჩვენებებით არ დასტურდება ა----------------–---ისა და მისი ოჯახის წევრების (ახლო ნათესავების) მიმართ გამოვლენილი მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის ფაქტი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რა ა------------–---ის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოსარჩელისადმი, მისი ჩვენება არასარწმუნოდ მიაჩნია.

 

ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა ვ-----–----------–---ის მიერ ა----------------–---ისა და მისი ოჯახის წევრების (ახლო ნათესავების) მიმართ მიმართ გამოხატული მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე, 529-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება შედგა 2018 წლის 29 იანვარს და დარეგისტრირდა კიდეც საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობა ყველაზე ნათლად ასახავს რა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ საქმეზე კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ასკვნის, რომ დასაჩუქრებულს უმადურობა არ გამოუჩენია მოსარჩელის მიმართ, თუმცა მოგვიანებით მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და თავად გამჩუქებელს არ სურს ურთიერთობა იქონიოს დასაჩუქრებულთან. მიუხედავად ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობის დაზაბვა, არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დასაჩუქრებულმა შეურაცხყოფა მიაყენა მასა და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული გარემოება გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით.

 

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი);

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა კარგი ნათესაური ურთიერთობა, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ რაც მოსარჩელემ სამუშაოდ წავიდა რუსეთის ფედერაციაში. მოსარჩელის ვარაუდით, მხარეთა შორის ურთიერთობის გამწვავება გამოწვეულია მოპასუხის უკმაყოფილებით მისი წილი ქონების ფასის დროულად ვერ გამოსყიდვის გამო, თუმცა მიუხედავად ამისა, სახეზე არა გვაქვს ის მოცემულობა, რაც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელესთან მიმართებაში მძიმე შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად შეფასდება.

 

ა----------------–---ი ვ-----–----------–---ის მხრიდან გამოჩენილი უმადურობის დადასტურებას მოწმეთა ჩვენებებით ცდილობს. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, ან დიდ უმადურობის გამოჩენა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ არ დასტურდება არც მოწმეთა - ს--–-------------–---–ის, ა---–-----------–---ისა და კ---------------------ის ჩვენებებით. ამასთან, სასამართლო მოწმე ა------------–---ის ჩვენებას ვერ მიიჩნევს, როგორც სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ხაზგასმით მიუთითა ისეთ გარემოებებზე, როგორიც არის მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა, რის გამოც დასაჩუქრებულსა და დამსაჩუქრებელს შორის ურთიერთობის შეცვლა, მსუბუქი ტიპის კონფლიქტი და არაკორექტული მიმართვის ფორმა ვერ მიიჩნევა ჩუქების გაუქმებისა და ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვის წინაპირობად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 799.50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე