გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002543135
საქმე № 3/178-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ო----- ა-–--------–---–ი
წარმომადგენელი: მ-----–- გ------–---
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–-
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გ------- ფ------–---–ი
წარმომადგენელი: ვასილ კვირიკაშვილი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ--------–---ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის № 852, 853, 853 და 854 ცნობების ბათილად ცნობა.
1.2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთისა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობის გ------- ფ------–---–ის (პირ. № 0----------) სახელზე № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაცის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის № 882009415620-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის № 892018088902-27 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.4. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის № 892018088879-27 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.5. ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის № 262910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.6. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთსა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობაზე ო----- ა-–--------–---–ის (პირ. № 0----------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალდებულება.
სარჩელის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთი და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა ო----- ა-–--------–---–ის მამკვიდრებლების: ბიძის - ს-------- და მამიდის - დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების კუთვნილ ქონებას და ასევე იგი (მოსარჩელე) იყო მათი კომლის წევრი (იგი ითვლება კავშირგაწყვეტილ კომლად); მამკვიდრებლების გარდაცვალების დღიდან ამ ქონებას ო----- ა-–--------–---–ი ფლობს და განაგებს; გ------- ფ------–---–ს კი რაიმე სახის შეხება ამ ქონებასთან არ ჰქონია. ა-–--------–---–ების კომლის წევრად მითითებულია ქ------- თ------–---–ი (გ------- ფ------–---–ის დეიდა), თუმცა იგი მოხსენიებულია როგორც პატრონატი; ამ ტერმინს კი არც ძველი და არც ახალი კანონმდებლობა იცნობს.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხეებმა და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკომლო წიგნის ჩანაწერების (ასევე სხვა დოკუმენტების) საფუძველზე; სადავო ქონება წარმოადგენდა ქ------- თ------–---–ის სახელზე რიცხულ საკუთრებას, რომელ ქონებაზე უფლებამოსილიც მისი მემკვიდრე გ------- ფ------–---–ია; ო----- ა-–--------–---–ს კი ამ ქონებასთან შეხება არ აქვს. საჯარო რეესტრის სამსახური მესამე პირის სახელზე ქონების აღრიცხვისას მთლიანად დაეყრდნო ზ--------–---ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის ცნობებს. ამ ცნობების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, სადავო ქონებაზე უფლებამოსილი პირი მაინც გ------- ფ------–---–ია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1967-1969 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ს-------- ა-–--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ------- თ------–---–ი (პატრონატი) და დ---- ა-–--------–---–ი (და).
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1960 წელს, და 1967-1970 წლებში - 0,25 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: 2016 წლის 26 აპრილის № A2016035280-04 საარქივო ცნობა, საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 1, ს. ფ. 32-40), გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 60, 63-65).
3.2.2. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1971-1973 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ს-------- ა-–--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ------- თ------–---–ი (პატრონატი) და დ---- ა-–--------–---–ი (და) - ცალკე კომლი 1971 წლიდან.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს, და 1971 წელს - 0,38 ჰა მიწის ფართობი, 1972 წელს 0,38 ჰა გადახაზულია და წერია 0,29 ჰა; 1973 წელს მიწის ფართობი არ ფიქსირდება; საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: 2016 წლის 26 აპრილის № A2016035280-04 საარქივო ცნობა, საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 1, ს. ფ. 32-40), გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 60, 66-68).
3.2.3. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ს-------- ა-–--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ქ------- თ------–---–ი (პატრონატი).
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს, და 1973-1975 წლებში - 0,29 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: 2016 წლის 26 აპრილის № A2016035280-04 საარქივო ცნობა, საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 1, ს. ფ. 32-40), გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 60-61, 69-71).
3.2.4. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1976-1979 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ს-------- ა-–--------–---–ი - გარდაიცვალა 1979 წელს; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ქ------- თ------–---–ი (პატრონატი). ,,პატრონაჟი" გადახაზულია და წერია ,,ოჯახის უფროსი".
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს, და 1976-1978 წლებში - 0,29 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 22 თებერვლის № 27/32532 მიმართვა (ს. ფ. 31), 2016 წლის 26 აპრილის № A2016035280-04 საარქივო ცნობა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 1, ს. ფ. 32-40, 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა, საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 61, 72-75).
3.2.5. ს-------- ა-–--------–---–ის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ო----- ა-–--------–---–მა;
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, 2017 წლის 27 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 41-46).
3.2.6. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ქ------- თ------–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ქმარი დ----- ნ-------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში 1980 წელს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 96 მ2, ხოლო 1981-1982 წელბში - 56 მ2, აგებული 1950 წელს, და 1980-1982 წლებში - 0,24 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 61, 76-78).
3.2.7. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ქ------- თ------–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ქმარი დ----- ნ-------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 56 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1950 წელს, და 1983-1985 წლებში - 0,24 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 61, 79-81).
3.2.8. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ქ------- თ------–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ქმარი დ----- ნ-------–---–ი - გარდაცვლილია 1991 წელს.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 56 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1950 წელს, და 1986-1995 წლებში - 0,24 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 61, 82-84).
3.2.9. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ქ------- თ------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 56 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1950 წელს, მიწის ფართობი არ ფიქსირდება, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 61, 85-87).
3.2.10. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ქ----- თ------–---–ის სახელზე ირიცხება 0,65 ჰა მიწის ფართობი (მეორე კატეგორია);
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52842 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 61) და მიწის განაწილების სია (ტომი 2, ს. ფ. 88).
3.2.11. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1971-73 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ---- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1972 წელს 0,14 ჰა მიწის ფართობი, 1971 და 1973 წლებში მიწის ფართობი არ ფიქსირდება; გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს პირ. ანგ. № 238-ში, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 89, 94-96).
3.2.12. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1973-75 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ---- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს და 1973-1975 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 90, 97-99).
3.2.13. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1976-78 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ---- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს და 1976-1978 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 90, 103-105).
3.2.14. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ---- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1980-1981 წლებში 81,9 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1982 წელს - 40 მ2, აგებული 1960 წელს, და 1980-1982 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 90, 106-108).
3.2.15. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ---- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 40 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1960 წელს, და 1983-1985 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 90, 109-111).
3.2.16. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ---- ა-–--------–---–ი - გარდაიცვალა 1989 წელს.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 40 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1960 წელს, და 1986-1988 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი; 1989-1990 წლებში მიწის ფართობი არ ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 90, 112-114). გორის არქივის 2015 წლის 27 აპრილის № A2015026600-04 საარქივო ცნობა (ტომი 2, ს. ფ. 13).
3.2.17. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში და მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიებში დ---- (ე--------) ა-–--------–---–ის კომლის და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52851 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 90).
3.2.18. დ---- (ე--------) ა-–--------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე ო----- ა-–--------–---–ია;
მტკიცებულება: 1983 წლის 17 მარტის ანდერძი (ტომი 1, ს. ფ. 49, 51), 2019 წლის 20 ივნისის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 2, ს. ფ. 55-57).
3.2.19. გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის 1986-1995 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1990 წელს, მიწის ფართობი და საზოგადოებრივი ჯგუფი არ ფიქსირდება;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52821 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 115-118).
3.2.20. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1996-2007 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- ა-–--------–---–ი.
კომლს პირად საკუთრებაში 1996-1997 წლებში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, მიწის ფართობი და საზოგადოებრივი ჯგუფი არ ფიქსირდება;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52821 მომართვა და საკომლო წიგნის ჩანაწერები (ტომი 2, ს. ფ. 115, 119-121), გორის არქივის 2015 წლის 27 აპრილის № A2015026600-04 საარქივო ცნობა (ტომი 2, ს. ფ. 13).
3.2.21. გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში და მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიებში ო----- ა-–--------–---–ის კომლის და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება;
მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 14 მაისის № 27/52821 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 115).
3.2.22. ქ------- თ------–---–ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციით, № 6--1--1--5-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 959 მ2 მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ტომი 1, ს. ფ. 137-138).
3.2.23. ქ------- თ------–---–ი გარდაიცვალა 2014 წელს, რომლის სამკვიდროსაც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა გ------- ფ------–---–ი;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 ივნისის № 04/10814 ცნობა და 2019 წლის 27 ივნისის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 2, ს. ფ. 52-54, 58).
3.2.24. ზ--------–---ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის № 852, 853, 853 და 854 ცნობების თანახმად (ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე № 853-ით გაცემულია ორი სხვა და სხვა შინაარსის ცნობა), გ------- ფ------–---–ი ჩაუწერავად ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ქ----------–-------–ში და აღრიცხულია კავშირგაწყვეტილ კომლად, რომლის საკომლო № 2-113-ია; მისი კომლი შედგება 1 წევრისაგან: თვითონ გ------- ფ------–---–ისაგან. № 6--1--1--5-- მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომით მესაკუთრედ მითითებულია ქ------- თ------–---–ი და მითითებული უნდა იყოს გ------- ფ------–---–ი, რაზეც თანახმაა ქ------- თ------–---–იც, რომ შეიცვალოს მესაკუთრით - გ------- ფ------–---–ით; ამ ნაკვეთზე კი 959 მ2-ის ნაცვლად, უნდა ეწეროს 618 მ2; საჯარო რეესტრს ეთხოვა შესწორების შეტანა. გ------- ფ------–---–ი განეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა მესამე კატეგორიას, ფლობს 618 მ2 მიწის ფართობს, რაშიც განთავსებულია საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 117 მ2, აგების წელია 1958;
მტკიცებულება: ზ--------–---ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის № 852, 853, 853 და 854 ცნობები (ტომი 1, ს. ფ. 62-64).
3.2.25. ამ ცნობების საფუძველზე, ქ------- თ------–---–ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება 2009 წლის 23 დეკემბერს დაზუსტებული მონაცემებით (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთი და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობა), № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით აღირიცხა გ------- ფ------–---–ის სახელზე, სადაც ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა 6--1--1--5--;
მტკიცებულება: რეგისტრაცის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის № 882009415620-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 140-143).
3.2.26. ო----- ა-–--------–---–მა 2018 წლის 2 თებერვალს 2 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია იმავე ქონებაზე, ცალ-ცალკე 2 ნაკვეთად, რაც № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია გ------- ფ------–---–ის სახელზე. ამ განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოებები შეწყდა 2018 წლის 25 აპრილს იმის გამო, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები - ზედდებები ხდებოდა გ------- ფ------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებასთან;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის სიტუაციური ნახაზები (ტომი 2, ს. ფ. 11-12), სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის № 892018088902-27 და 2018 წლის 25 აპრილის № 892018088879-27 გადაწყვეტილებები (ტომი 1, ს. ფ. 201, 248).
3.2.27. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ო----- ა-–--------–---–ის საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სადავო ქონების გ------- ფ------–---–ის სახელზე რეგისტრაცის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის № 262910 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს. ფ. 253-259).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ო----- ა-–--------–---–ი არ წარმოადგენდა ქ------- თ------–---–ის, ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების კომლის წევრს იმ პერიოდში, როდესაც ის იყო საკოლმეურნეო კომლი, და მას, როგორც საკოლმეურნეო კომლის წევრს, არ გააჩნდა რაიმე უფლება ამ კომლის ქონებაზე; ამ კომლის ქონებაზე კი სამკვიდრო გაიხსნა მხოლოდ მოსამსახურის ოჯახად გადაკეთების შემდეგ გარდაცვლილი პირის - ქ------- თ------–---–ის დანაშთ ქონებაზე, რომლის მემკვიდრესაც მოსარჩელე არ წარმოადგენს; სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო სწორედ ქ------- თ------–---–ზე; ეს რეგისტრაცია კი სადავოდ გამხდარი არ არის.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის თანახმად, ო----- ა-–--------–---–ი პრეტენზიას აცხადებს დღეის მდგომარეობით გ------- ფ------–---–ის სახელზე რიცხულ იმ უძრავ ქონებაზე, რაც ადრე, სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ------- თ------–---–ის სახელზე.
სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ეს ქონება წარმოადგენდა ო----- ა-–--------–---–ის მამკვიდრებლების: ბიძის - ს-------- და მამიდის - დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების კუთვნილ ქონებას და ასევე იგი (მოსარჩელე) იყო მათი კომლის წევრი (იგი ითვლება კავშირგაწყვეტილ კომლად); მამკვიდრებლების გარდაცვალების დღიდან ამ ქონებას ო----- ა-–--------–---–ი ფლობს და განაგებს; გ------- ფ------–---–ს კი რაიმე სახის შეხება ამ ქონებასთან არ ჰქონია. ა-–--------–---–ების კომლის წევრად მითითებულია ქ------- თ------–---–ი (გ------- ფ------–---–ის დეიდა), თუმცა იგი მოხსენიებულია როგორც პატრონატი; ამ ტერმინს კი არც ძველი და არც ახალი კანონმდებლობა იცნობს.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ო----- ა-–--------–---–ს აქვს თუ არა რაიმე უფლება ქ------- თ------–---–ის, ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების კომლის ქონებაზე, როგორც მათი კომლის წევრს, და როგორც ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების მემკვიდრეს.
ეს საკითხი უნდა გაირკვეს იმის გამო, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება, ხოლო ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
არქივიდან გამოთხოვილი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ქ------- თ------–---–ი, ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ები იყვნენ ერთი ოჯახის, საკოლმეურნეო კომლის სტატუსის მქონე წევრები, საიდანაც დ---- (ე--------) ა-–--------–---–ი ცალკე კომლად დარეგისტრირდა 1971 წლიდან, ხოლო ერთ საკოლმეურნეო კომლად ცხოვრება გააგრძელეს ს-------- ა-–--------–---–მა და ქ------- თ------–---–მა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ო----- ა-–--------–---–ი არასოდეს ყოფილა ქ------- თ------–---–ის, ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების კომლის წევრი და არ იყო არც დ---- (ე--------) ა-–--------–---–ის კომლის წევრი მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გამოეყო წინა კომლს და აღირიცხა ცალკე კომლად.
ო----- ა-–--------–---–ი გორის რაიონის სოფელ ზ--------–---ის სასოფლო საბჭოს სოფელ ქ----------–------–ის საკომლო წიგნებში ფიქსირდება მხოლოდ 1986-1995 წლებში, და ისიც კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნში;
გორის რაიონის სოფელ ქ----------–------–ის 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში და მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიებში ო----- ა-–--------–---–ის კომლის და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი საერთოდ არ ფიქსირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი პოზიცია, რომ იგი იყო ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების საკოლმეურნეო კომლის წევრი და ითვლება მათგან კავშირგაწყვეტილი კომლის წევრად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია; შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოტივაცია, რომ სადავო ქონება (ან მისი ნაწილი) მას ეკუთვნის, როგორც ქ------- თ------–---–ის, ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების კომლის წევრს.
როგორც აღინიშნა, ს-------- და დ---- (ე--------) ა-–--------–---–ების მემკვიდრე ო----- ა-–--------–---–ია.
ქ------- თ------–---–ისა და ს-------- ა-–--------–---–ის კომლს დ---- (ე--------) ა-–--------–---–ი გამოეყო და ცალკე კომლად დარეგისტრირდა 1971 წლიდან; ამ მომენტიდან ორივე კომლი წარმოადგენდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სუბიექტებს (საკოლმეურნეო კომლებს), რომლებზეც ცალ-ცალკე იყო აღრიცხული სახლები და მიწის ნაკვეთები.
დ---- (ე--------) ა-–--------–---–ი ცალკე კომლად გამოყოფის მომენტიდან გარდაცვალებამდე (1971-1989 წლები) იყო ცალკე კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი.
იმის გათვალისწინებით, რომ მისი სამკვიდრო მიიღო ო----- ა-–--------–---–მა, ამ უკანასკნელს საკუთრების უფლება გააჩნია როგორც დ---- (ე--------) ალავრდაშვილის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ასევე იმ ქონებაზე, რაც აღრიცხულია ო----- ა-–--------–---–ზე, როგორც კავშირგაწყვეტილ კომლზე;
ამ ქონებებს კი ქ------- თ------–---–ისა და ს-------- ა-–--------–---–ის კომლის ქონებასთან შეხება არ აქვს, და წარმოადგენს 3 სხვა და სხვა უძრავ ქონებას.
ო----- ა-–--------–---–მა ასევე მიიღო ს-------- ა-–--------–---–ის სამკვიდრო, რომელიც, ქ------- თ------–---–თან ერთად, წარმოადგენდა საერთო (საკოლმეურნეო) კომლის წევრს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი (იხ. სუს 2014 წლის 20 მაისის № ბს-475-463 (კ-13) განჩინება).
როგორც აღინიშნა, ს-------- ა-–--------–---–ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 569-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნებოდა. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლში სხვა წევრები არ რჩებოდა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენებოდა მემკვიდრეობითი სამართლით დადგენილი ზოგადი წესები.
საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.
დადგენილია, რომ ს-------- ა-–--------–---–ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს 1980 წლამდე; იგი გარდაიცვალა 1979 წელს და ამ მომენტიდან მის კომლის ერთადერთ წევრად ქ------- თ------–---–ი დარჩა.
ს-------- ა-–--------–---–ის გარდაცვალების გამო საკოლმეურნეო კომლი მოისპო და მისი ადგილი ქ------- თ------–---–ის მუშა-მოსამსახურის კატეგორიის ოჯახმა დაიკავა; 1980 წლიდან მისი ოჯახი განეკუთვნებოდა მოსამსახურის კატეგორიას.
იმის გამო, რომ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნებოდა, ს-------- ა-–--------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი კომლის ქონების მესაკუთრე ქ------- თ------–---–ი გახდა.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 569-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კომლის (ოჯახის) წევრების გარდაცვალების შემდეგ მათ მემკვიდრეებზე გადადიოდა მხოლოდ მათი პირადი ქონება საერთო საფუძველზე.
ამდენად, ო----- ა-–--------–---–ი, როგორც ს-------- ა-–--------–---–ის მემკვიდრე, გახდა ამ უკანასკნელის მხოლოდ პირადი და არა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი საერთო ქონების მესაკუთრე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ------- თ------–---–ისა და ს-------- ა-–--------–---–ის კომლის ქონებაზე ო----- ა-–--------–---–ს რაიმე უფლება არ გააჩნია: იგი არ არის ამ კომლის წევრი, ხოლო ს-------- ა-–--------–---–ის მემკვიდრეობა მას ანიჭებს უფლებას ამ უკანასკნელის მხოლოდ პირად და არა კომლის კუთვნილ საერთო ქონებაზე, ხოლო დ---- (ე--------) ა-–--------–---–ი იყო ს-------- ა-–--------–---–ისა და ქ------- თ------–---–ის კომლის წევრი, თუმცა იგი 1971 წლიდან გამოეყო ამ კომლს და ამ დროიდან წარმოადგენდა სრულიად სხვა კომლის წევრს, სხვა ქონებით.
იგი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა სწორედ ამ 3 გარემოებაზე მითითებით.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2003 წლის 26 აგვისტოს ქ------- თ------–---–ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით საკუთრების უფლებით აღირიცხა სწორედ ის ქონება, რომელიც საკომლო წიგნის ჩანაწერებით მასზე ირიცხებოდა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
როგორც აღინიშნა, ქ------- თ------–---–ის სახელზე, მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური რეგისტრაციით, აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე 959 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ეს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავო გამხდარი არ არის.
სასამართლო არ მსჯელობს ამ ქონებაზე ზ--------–---ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მიერ 2009 წლის 15 დეკემბერს გაცემული № 852, 853, 853 და 854 ცნობების კანონიერების საკითხზე, რაც საფუძვლად დაედო იგივე ქონების გ------- ფ------–---–ის სახელზე აღრიცხვას, რადგან ამ ცნობების ბათილად ცნობის შემთხვევაში ქონება კვლავ ქ------- თ------–---–ის საკუთრებაში დარჩება, მოსარჩელეს კი ქ------- თ------–---–ის ქონებაზე რაიმე უფლება არ გააჩნია,გარდა ამისა, ქ------- თ------–---–ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრე ისედაც გ------- ფ------–---–ია.
სასამართლო ასევე არ აძლევს შეფასებას ს-------- ა-–--------–---–ის კომლში ქ------- თ------–---–ის ,,პატრონატად" რეგისტრაციის მნიშვნელობას, დანიშნულებასა თუ კავშირს; ამ საკითხის გარკვევას ო----- ა-–--------–---–თან მიმართებაში მნიშვნელობა ეკარგება, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, ამ ქონებაზე რაიმე სახის უფლება მას არ გააჩნია.
ზოგადად კი, საბჭოთა კავშირში პატრონატი წარმოადგენდა ობოლი ან მშობლებთან კავშირგაწყვეტილი ბავშვების ნებაყოფლობით აყვანას ოჯახებში აღსაზრდელად სახელმწიფო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან ო----- ა-–--------–---–თან მიმართებაში კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა; შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს. ფ. 45), ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული აქვს 1 000 ლარი (ს. ფ. 307-308), და იგი ითხოვს ამ ხარჯების ანაზღაურებას (ს. ფ. 8), თუმცა იმის გამო, რომ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ეს ხარჯები ანაზღაურებული ვერ იქნება.
მესამე პირს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების გაწევის ხელშეკრულება 5 000 ლარზე (ს. ფ. 305-306), ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ქვითრები (ტომი 2, ს. ფ. 19-28) და იგი შუამდგომლობს ამ ხარჯების ანაზღაურებას (იხ. ბოლო სხდომის ოქმი).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სავალდებულო მოწვევის მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სავალდებულო მოწვევის მესამე პირს - გ------- ფ------–---–ს, რომელიც სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით, უნდა აუნაზღაურდეს გაწეული საადვოკატო ხარჯი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 ლარით განსაზღვრა, მესამე პირთან მიმართებაში, რამდენადაც ხარჯების ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ მოხდეს მხარის უფლების დაცვა სასამართლოში; ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1.1. ო----- ა-–--------–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ზ--------–---ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის № 852, 853, 853 და 854 ცნობების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
1.2. ო----- ა-–--------–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთისა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობის გ------- ფ------–---–ის სახელზე № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაცის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის № 882009415620-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.3. ო----- ა-–--------–---–ის სარჩელი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის № 892018088902-27 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.4. ო----- ა-–--------–---–ის სარჩელი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის № 892018088879-27 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.5. ო----- ა-–--------–---–ის სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის № 262910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.6. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----------–-------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთსა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობაზე ო----- ა-–--------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ო----- ა-–--------–---–ის შუამდგომლობა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. გ------- ფ------–---–ის შუამდგომლობა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3.1. ო----- ა-–--------–---–ს გ------- ფ------–---–ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში გადასახდელად დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარი.
3.2. გ------- ფ------–---–ის შუადგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯიდან - 5 000 (ხუთი ათასი) ლარიდან 4 500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ო----- ა-–--------–---–ზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი