გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017001816867
№3/185-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გარიჭიძე, ნინო გ---რგაძე
მოსარჩელე - შპს „გ---“
დირექტორი - რ------------–--ე
წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ა--------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის N158994 ოქმი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს N24326 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N13278/2/16.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.02.2016 წლის N5022 ბრძანების თანახმად შპს „გ---ში“ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია დაიწყო 2016 წლის 01 მარტს და დამთავრდა 02 მარტს. ინვენტარიზაციის შედეგების ოქმი შპს „გ---ს“ ჩაბარდა 2016 წლის 08 ივნისს. ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის თანახმად, შპს „გ---ს“ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 226 283 ლარი. მოსარჩელეს წარმომადგენლის განმარტებით, ინვენტარიზაციის შედეგების პროექტი გასაჩივრებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, სადაც შპს „გ---ს“ დირექტორმა განმარტა, რომ კომპანიაში სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია ჩატარებული ჰქონდა 10 თებერვალს. მან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ასევე, განუმარტა რომ კომპანიას ჰქონდა სასაქონლე მარაგების დანაკლისი და დამატებით წარადგინა აღწერის მასალების შავი ჩანაწერები, ხოლო დანარჩენი დოკუმენტები ინახებოდა ბუღალტერთან, რომელიც ადგილზე არ იმყოფებოდა. მოსარჩელეს წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან საგდასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ არ მოუთხოვიათ მათ მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, შპს „გ---მ“ ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისი შეიტანა 2016 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციაში დაბეგრა და გადაიხადა შესაბამისი გადასახადი.
მოსარჩელეს წარმომადგენლის აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ 2016 წლის თებერვლის თვის დეკლარირებული დანაკლისი არ იქნა ჩათვლილი, თებერვლის თვეში სასაქონლო მარაგების მოძრაობაში რეალიზებულად ჩაითვალა მხოლოდ 59 437.50 საქონლის მიწოდება და აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საქონლის დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 226 283.29 ლარი. მოსარჩელეს წარმომადგენელი დამატებით აღნიშნავს, რომ მათ მიერ წარდგენილი თებერვლის დეკლარაციაში საქონლის მიწოდება პირვანდელი ღირებულებით შეადგენს 201 309.64 ლარს, მათ შორის მიწოდებული საქონლის ღირებულება 59 437.50 ლარი და დანაკლისი 141 872.14 ლარი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.06.2016 წლის N158994 სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შპს „გ---“ დაჯარიმდა 23 044 ლარით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელეს მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომელიც 23.08.2016 წლის N24326 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გასაჩივრებულ აქტებს უკანონოდ მიიჩნევს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გ---“ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად 2014 წლის 21 მარტიდან, საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------; იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, ს. ს--–-------ი, 1-ლი I ჩიხი N------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 43-45);
3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,გ---ს’’ დირექტორმა რ------------–--ემ (საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე), ს---–-------–მა და მ-----------–--ემ (საინვენტარიზაციო კომისიის წევრებმა) 2016 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით მოახდინეს ობიექტის ინვენტარიზაცია და სულ აღწერილი იქნა 2651 დასახელების საქონელი, ღირებულებით ჯამში - 86000,99.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვენტარიზაციის შედეგები (იხ. ს.ფ. 106-159);
3.1.3. დადგენილია, რომ შპს ,,გ---ს’’ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი პირვანდელი ღირებულებით არის: იანვარი - 12987; თებერვალი - 24155,89; მარტი - 34050,52; აპრილი - 22488,42; მაისი - 54401,56 ლარი; ივნისი -62289,59; ივლისი - 72950,33; აგვისტო - 96613,98; სექტემბერი - 12214,35 ლარი; ოქტომბერი - 147510,96 ლარი; ნოემბერი - 15906,61; დეკემბერი - 164475,49; იანვარი - 176088,57; თებერვალი - 22403,21; სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შეძენა (პირვანდელი ღირებულებით): სასაქონლო ზედნადებით - იანვარი - 56240,43; თებერვალი - 49950,5; მარტი - 42345,53; აპრილი - 46423,64; მაისი - 38045 ლარი; ივნისი - 39047,06; ივლისი - 43823,72; აგვისტო - 50391,12; სექტემბერი - 54509,86 ლარი; ოქტომბერი - 55025,49 ლარი; ნოემბერი - 49101,96; დეკემბერი - 56621,93; იანვარი - 43765,59; თებერვალი - 60762,94; სხვა: იანვარი - 8282,6; თებერვალი - 14353,7; მარტი - 13800; აპრილი - 2913; მაისი - 37742,2 ლარი; ივნისი - 3310; ივლისი - 3135,5; აგვისტო - 2330; სექტემბერი - 3320 ლარი; ოქტომბერი - 4644 ლარი; ნოემბერი - 4525; დეკემბერი - 3735; იანვარი - 3015; თებერვალი - 3100; სულ: იანვარი - 6452303; თებერვალი - 64304,2; მარტი - 56145,53; აპრილი - 49336,64; მაისი - 41819,38 ლარი; ივნისი -42357,06; ივლისი - 46959,22; აგვისტო - 52721,12; სექტემბერი - 57829,86 ლარი; ოქტომბერი - 59669,49 ლარი; ნოემბერი - 53626,96; დეკემბერი - 60356,93; იანვარი - 46780,59; თებერვალი - 63862,94; სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდება-ჩამოწერა (პირვანდელი ღირებულებით): მიწოდება: იანვარი - 53354,14; თებერვალი - 54409,57; მარტი - 67707,63; აპრილი - 17291,51; მაისი - 33722,07 ლარი; ივნისი - 31265,12; ივლისი - 22755,09; აგვისტო - 26639,55; სექტემბერი - 31960,83 ლარი; ოქტომბერი - 49712,89 ლარი; ნოემბერი - 45413,87; დეკემბერი - 48237,36; იანვარი - 0; თებერვალი - 59437,5; ჩამოწერა: აპრილი - 131,99; მაისი - 209,28 ლარი; ივნისი - 4312; ივლისი - 540,49; აგვისტო - 553,2; სექტემბერი - 500,41 ლარი; ოქტომბერი - 560,95 ლარი; ნოემბერი - 644,21; დეკემბერი - 506,49; იანვარი - 465,95; თებერვალი - 545,36; სულ თანხა: იანვარი - 53354,14; თებერვალი - 54409,57; მარტი - 67707,63; აპრილი - 17423,5; მაისი - 33931,35 ლარი; ივნისი - 31696,32; ივლისი - 23295,58; აგვისტო - 27192,75; სექტემბერი - 32461,24 ლარი; ოქტომბერი - 50273,8496 ლარი; ნოემბერი - 46058,08; დეკემბერი - 48743,85; იანვარი - 465,95; თებერვალი - 21855;
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის პირვანდელი ღირებულებით - 84411,15 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,გ---ს’’ ფაქტობრივი ბუღალტრული ნაშთი 141 872,14 ლარის დანაკლისის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 99);
3.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,გ---ს’’ ფაქტობრივი ბუღალტრული ნაშთი 10.02.2016 წლის მდგომარეობით არის (სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი პირვანდელი ღირებულებით) – 222403,21; სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შეძენა (პირვანდელი ღირებულებით): სულ - 22408,35; სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდება-ჩამოწერა (პირვანდელი ღირებულებით): სულ თანხა: 16988,24;
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი პირვანდელი მდგომარეობით) – 227823,32;
2016 წლის 10 თებერვლის ინვენტარიზაციის შედეგი არის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი პირვანდელი ღირებულებით - 227873,32; ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) – 86000,97; ინვენტარიზაციის შედეგები: სხვაობა (პირვანდელი ღირებულებით) – 141872,35; სხვაობა (საბაზრო ღირებულებით) – 188837,7727.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,გ---ს’’ ფაქტობრივი ბუღალტრული ნაშთი 10.02.2016 წლის მდგომარეობით (იხ. ს.ფ. 100);
- შპს ,,გ---ს’’ 2016 წლის 10 თებერვლის ინვენტარიზაციის შედეგი (იხ. ს.ფ. 101);
3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 29 თებერვალს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა N5022 ბრძანება, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლისა და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების შესაბამისად, შპს „გ---“-ს (ს/ნ 4--------) კუთვნილ ობიექტში უნდა ჩატარდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა-შეთავაზება; ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 მარტიდან 2016 წლის 01 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნული ბრძანება შპს „გ---“-ს დირექტორს ჩაბარდა 2016 წლის 01 მარტს.
დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 01 აპრილის N8710 და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 28 აპრილის N12135 ბრძანებებით, ცვლილება შევიდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ინვენტარიზაციის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 მარტიდან 2016 წლის 01 მაისის ჩათვლით, რომელიც გაგრძელდა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 2016 წლის 01 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 31 მაისის N15220 ბრძანების თანახმად კიდევ ერთხელ შევიდა ცვლილება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანებაში და ინევნტარიზაციის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.02.16 N5022 ბრძანება (ს.ფ.297).
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 01.04.16 N8710 ბრძანება (იხ. ს.ფ.298).
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.16 N12135 ბრძანება (იხ. ს.ფ 299).
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.05.16 N 15220 ბრძანება (იხ. ს.ფ 300).
3.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 მარტს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის თანახმად, შეძენილი იქნა სიგარეტი ვინსტონი BLUE TACT- 2,50 ლარი, საღეჭი რეზინი DIROL X-FRESH -1,20 ლარი; სულ - 3,70 ლარი; ამოწერილი ქვითარი N0400030242.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ (იხ. ს.ფ. 313);
3.1.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის განყოფილების თანამშრომლებმა დავით ბაჯელიძემ და დავით ტაკიძემ შპს ,,გ---ს’’ დირექტორის მონაწილეობით, 21:50 საათზე მოახდინეს ობიექტის შპს ,,გ---ს’’ სურსათის მაღაზიის მდებარე ქ. ბათუმი, ბ-----------ის ქ. N--- დალუქვა გN000741. დალუქული ობიექტი ჩაბარდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს რ------------–--ეს.
აღნიშნული ობიექტზე ლუქი გაიხსნა 2016 წლის 02 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოქმები (იხ. ს.ფ. 314-315);
3.1.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისს შედგა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი, რომლის თანახმად, (I ცხრილი) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი ყოველი პირველი რიცხვის მდგომარეობით (პირვანდელი ღირებულებით) იანვარი - 12987,00; თებერვალი - 24155,89; მარტი - 34050,52; აპრილი - 22488,42; მაისი - 54401,56 ლარი; ივნისი -62289,59; ივლისი - 72950,33; აგვისტო - 96613,98; სექტემბერი - 12214,35 ლარი; ოქტომბერი - 147510,96 ლარი; ნოემბერი - 15906,61; დეკემბერი - 164475,49; იანვარი - 176088,57; თებერვალი - 22403,21; მარტი - 226283,29;
სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა შეძენა/მიღება/მ.წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (პირვანდელი ღირებულებით): სასაქონლო ზედნადებით - იანვარი - 50240,43; თებერვალი - 49950,50; მარტი - 42345,53; აპრილი - 46423,64; მაისი - 38045,18 ლარი; ივნისი - 39047,06; ივლისი - 43823,72; აგვისტო - 50391,12; სექტემბერი - 54509,86 ლარი; ოქტომბერი - 55025,49 ლარი; ნოემბერი - 49101,96; დეკემბერი - 56621,93; იანვარი - 43765,59; თებერვალი - 60762,94; სხვა: იანვარი - 8282,60; თებერვალი - 14353,70; მარტი - 13800,00; აპრილი - 2913,00; მაისი - 3774,20 ლარი; ივნისი - 3310,00; ივლისი - 3135,50; აგვისტო - 2330,00; სექტემბერი - 3320,00 ლარი; ოქტომბერი - 4644,00 ლარი; ნოემბერი - 4525,00; დეკემბერი - 3735,00; იანვარი - 3015,00; თებერვალი - 3100,00; სულ: იანვარი - 64523,03; თებერვალი - 64904,20; მარტი - 56145,53; აპრილი - 49336,64; მაისი - 41819,38 ლარი; ივნისი - 42357,06; ივლისი - 46959,22; აგვისტო - 52721,12; სექტემბერი - 57829,86 ლარი; ოქტომბერი - 59669,49 ლარი; ნოემბერი - 53626,96; დეკემბერი - 60356,93; იანვარი - 46780,59; თებერვალი - 63862,94;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწონება/ჩამოწერა (პირვანდელი ღირებულებით), მიწოდება: იანვარი - 53354,14; თებერვალი - 54409,57; მარტი - 57707,68; აპრილი - 17291,51; მაისი - 32722,07 ლარი; ივნისი - 31255,12; ივლისი - 22755,09; აგვისტო - 26639,55; სექტემბერი - 31960,83 ლარი; ოქტომბერი - 49712,89 ლარი; ნოემბერი - 45413,82; დეკემბერი - 48237,36; იანვარი - 0; თებერვალი - 594437,50; ჩამოწერა: აპრილი - 131,99; მაისი - 209,28 ლარი; ივნისი - 431,2; ივლისი - 540,49; აგვისტო - 553,2; სექტემბერი - 500,41 ლარი; ოქტომბერი - 560,95 ლარი; ნოემბერი - 644,2; დეკემბერი - 506,49; იანვარი - 465,95; თებერვალი - 545,36; სულ თანხა: იანვარი - 53354,14; თებერვალი - 54409,57; მარტი - 67707,63; აპრილი - 17423,50; მაისი - 33931,35 ლარი; ივნისი -31696,32; ივლისი - 23295,58; აგვისტო - 27192,75; სექტემბერი - 32461,24 ლარი; ოქტომბერი - 50273,84 ლარი; ნოემბერი - 46058,08; დეკემბერი - 48749,85; იანვარი -455,96; თებერვალი - 59982,86;
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) – 226283,29.
ცხრილი II (2016 წლის 30 მაისის სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი, დანართი 22):
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით): - 226283,29;
ფაქტობრივად აღწერილი და დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) – 53150,89;
ინვენტარიზაციის შედეგი: სხვაობა (პირვანდელი ღირებულებით) – 173132,40; სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით) – 230446,16; აღურუცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (საბაზრო ღრებულებით) -0.
ცხრილი II (2016 წლის 30 მაისის სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი, დანართი 19):
სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა მიწოდება (საბაზრო ღირებულებით) სულ მიწოდება: იანვარი - 71016,49; თებერვალი - 72421,31; მარტი - 90121,57; აპრილი - 23015,59; მაისი - 44885,43; ივნისი - 41615,12; ივლისი - 30287,93; აგვისტო - 35458,30; სექტემბერი - 42541,15; ოქტომბერი - 66169,85; ნოემბერი - 60447,68; დეკემბერი - 84205,85; იანვარი - 0; თებერვალი - 79113,69; საკონტროლო სალარო აპარატით: იანვარი - 58244,15; თებერვალი - 57559,67; მარტი - 41632,36; აპრილი - 18867,72; მაისი - 36747,93; ივნისი - 33730,35; ივლისი - 23962,24; აგვისტო - 27662,01; სექტემბერი - 33778,68; ოქტომბერი - 53018,01; ნოემბერი - 48041,36; დეკემბერი - 51077,65; იანვარი - 0; თებერვალი - 63277,80; უნაღდო ანგარიშსწორებით: იანვარი - 12772,34206; თებერვალი - 14851,63871; მარტი - 48069,20339; აპრილი - 4147,967261; მაისი - 8137,497797; ივნისი - 7884,763068; ივლისი - 6925,695912; აგვისტო - 7796,298325; სექტემბერი - 8762,469634; ოქტომბერი - 13151,83679; ნოემბერი - 12406,32707; დეკემბერი - 13128,19218; იანვარი - 0; თებერვალი - 15835,89339.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისს შედგა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (იხ. ს.ფ. 102);
- 2016 წლის 30 მაისის სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი, დანართი 22 (იხ. ს.ფ. 103);
- 2016 წლის 30 მაისის სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი, დანართი 19 (იხ. ს.ფ. 105);
3.1.9. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,გ---ს’’ დირექტორის მიერ შედგენილი 2016 წლის 29 ივნისის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 53150,89 ლარი, ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობები: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 230446,16 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,გ---ს’’ დირექტორის ხელწერილით ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, აქამდე ორგანიზაციაში შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად საქონლის ზედმეტობა და დანაკლისი არ გამოვლენილა.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,გ---ს’’ დირექტორის ხელწერილით ირკვევა, რომ შპს ,,გ---ს’’ ბოლო საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება 2016 წლის 1 თებერვლიდან - 01 მარტის 12:00 საათამდე მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულებების საერთო ჯამური თანხა შეადგენს - 78036 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,გ---ს’’ დირექტორის ხელწერილით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 თებერვლის N5022 ბრძანებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,გ---ს’’ კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, ფასეულობები აღწერილია სწორად და დირექტორს პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვენტარიზაციის შედეგები (იხ. ს.ფ. 106-159);
- ოქმი (იხ. ს.ფ. 104);
-ხელწერილები (იხ. ს.ფ. 308-311);
3.1.10. დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ შპს ,,გ---ს’’ გაეგზავნა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება (იხ. ს.ფ. 312);
3.1.11. დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N158994, რომლის თანახმადაც შპს „გ---ს“ კუთვნილ ობიექტში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი საბაზრო ღირებულებით - 230446, 16 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ექვემდებარება დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით (230446,16 x 10%), რამაც გამოიწვია შპს „გ---“ (ს/ნ4--------) დაჯარიმება - 23044,62 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N158994 მოსარჩელე შპს ,,გ---მ’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს N24326 ბრძანებით შპს ,,გ---ს’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N158994 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს N24326 ბრძანება შპს ,,გ---მ’’ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის N13278/2/16 გადაწყვეტილებით შპს „გ---ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N158994 (იხ. ს.ფ. 46);
- საჩივარი (იხ. ს.ფ. 160-161);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს N24326 ბრძანება (იხ. ს.ფ. 94-95);
- საჩივარი (იხ. ს.ფ. 96-98);
2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 85-93);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახდო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის N158994 ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს N24326 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N13278/216 არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 29 თებერვლის N5022 ბრძანებით განისაზღვრა, რომ შპს ,,გ---ს’’ კუთვნილ ობიექტში ჩატარდეს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება.
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენისათვის, ინვენტარიზაციის დაწყების დღის მდგომარეობით დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, პირვანდელი ღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება/ჩამოწერამ შეადგინა თვითღირებულებით - 546 996,66 ლარი.
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19) შეადგინა 226283,29 ლარი;
ამდენად დადგენილია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 173132,40 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულიებით (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა - 230446,16 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ №994 ბრძანების 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ხელწერილზე, რომელიც ჩამოერთვა შპს ,,გ---ს’’ დირექტორს ინვენტარიზაციის დაწყებამდე, სადაც შპს ,,გ---ს’’ დირექტორი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამასთან დირექტორის განმარტებით აქამდე ორგანიზაციაში შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად საქონლის ზედმეტობა და დანაკლისი არ გამოვლენილა.
აღნიშნულ ხელწერილთან მიმართებაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას როგორც დაუსაბუთებელს და უსაფუძვლოს, როდესაც იგი განმარტავს, რომ მან დოკუმენტს ისე მოაწერა ხელი რომ არ გასცნობია მის შინაარსს.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოების დირექტორი და ბუღალტერი, რომლებიც ესწრებდონენ ინვენტარიზაციის პროცესს, არ წარუდგენიათ სათანადო დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა შესაძლო დანაკლისს, რაზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, ამასთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილ შიდა ინვენტარიზაციის აქტში, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 20 თებერვლით, აღნიშნულია, რომ შიდა ინვენტარიზაცია განხორციელდა 15 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით პერიდოში, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა დანაკლისი, ხოლო დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი ინვენტარიზაციის აქტი დათარიღებულია 10 თებრვლით, რაც გულისხმობს იმას, რომ წინა აქტში აღნიშნულ თარიღამდე შიდა ინვენტარიზაციის შედეგები უკვე ცნობილი იყო კომისიისთვის, რაც ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსახორციელებელ სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (შემდგომში - ფაქტობრივი აღრიცხვა); ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა; გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა.
ბრძანების 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ფაქტობრივი აღრიცხვის შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ” (დანართი №16).
ამავე ბრძანების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების საფუძველზე, შედგენილი იქნა ოქმი სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ. ასევე შედგენილი იქნა ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ დანართი №21. მისი შესწავლის და პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ, დადგინდა აღურიცხველი სმფ-ის რაოდენობა სასაქონლო დასახელებების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მოთხოვნები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
გათვალისწინებით იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის N158994 ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს N24326 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N13278/2/16 სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 692 ლარის ოდენობით, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრებათ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,გ---ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. /ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი