გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.06.2019
საქმის ნომერი
120310019002816348
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2816348-3/008-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

25 ივნისი 2019 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

რ---------–------

წარმომადგენ--–- - ი----- ხ-------–---–-

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ს--–-------------- რეგიონული ოფისი

წარმომადგენ--–- - ი---- ა------–---–-

მესამე პირი - სს ,,ლ--------------’’

წარმომადგენელი - თ----- ზ------–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1999 წლის 23 თებერვლის და 2014 წლის 9 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებები სს ,,ლ--------------ს’’ საკუთრებაში 1104 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთი დაარეგისტრიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ---------–------’’ თანასაკუთრებაში.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ქ. ბ---------–-- რ--------–-- ქ. N----ში მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მესაკუთრეთა გადაწყვეტილებით 2009 წლის 9 მარტს კრების N1 ოქმის საფუძველზე შექმნილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ---------–------’’.

 

ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების ობიექტია მთლიანი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, ასევე მიწის ნაკვეთი, რომელიც დაუზუსტებელი მონაცემებით არის რეგისტრირებული 3--- კვ.მ. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სს ,,ლ--------------’’ საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 505.7 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი 1104 კვ.მ.

 

2014 წლის 3 ოქტომბერს სს ,,-–---------------’’ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე დაუზუსტებელი მონაცემებით იყო რეგისტრაცია განხორციელებული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და 2014 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც სრულად დაურეგისტრირა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მაშინ როდესაც სარეგისტრაციო მასალებიდან, მათ შორის ტექნივენტარიზაციის ბიუროში დაცული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსია განთავსებული, წარმოადგენს თანასაკუთრებას და საჯარო რეესტრში უნდა აისახოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებად.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

3.1. მესამე პირის სს ,,ლ--------------ს’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკზე საკუთრების უფლება აღრიცხულია კანონიერად. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ბ----ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრისათვის ჩამორთმევის და იმ ამხანაგობისთვის მიკუთვნებას, რომლის წევრიც მიწის დღევანდელი კანონიერი მესაკუთრე არ არის.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 1999 წლის 23 თებერვალს ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--- დაუზუსტებელი ფართობი - 1104 კვ.მ. და დაზუსტებული - 988.5 კვ.მ. საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სს ,,ა------–----------’’ სახელზე. 03.10.2005 წელს ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ მონაცემებში და უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სს ,,ს----------–---------–--- ბ----’’ ბ----------- ფილიალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.02.1999წ. მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. 2008 წლის 27 მარტს ს----------–---------–--- ბ----ს’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ------ გ------–---- 27.03.2008წ. განცხადება;

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2008 წლის 27 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--- არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი - 1104 კვ.მ., შენობა ნაგებობა ორი სართული, 5-- კვ.მ. დარეგისტრირდა სს ,,ს----------–---------–--- ბ----ს’ ბ----------- ფილიალის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.03.2008წ. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი

 

3.4. 2014 წლის 3 ოქტომბერს სს ,,ლ--------------ს’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ------ გ------–---- 03.10.2014წ. განცხადება;

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ლ--------------ს’’ მოთხოვნა ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.10.2014წ. N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

3.6. სს ,,ლ--------------ს’’ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, ს/კ 6--23.02.5-- (წინა ნომერი 6--03.1--0--), დაზუსტებული ფარტბი 1104 კვ.მ., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი ობიექტი N1 შენობა-ნაგებობა, საერთო ფარტ 505.7 კვ.მ., აქედან 1 სარტული- 334.1 კვ.მ., 2 სართული - 171.6 კვ.მ., ობიექტი N2 შენობა-ნაგებობა, ობიექტი N3 შენობა-ნაგებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.10.2014წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.7. 1992 წლის 15 მაისს ო----- ნ------–---–-, როგროც ა---------–-----ის წარმომადგენელს და ნ----- თ---–---- შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- თ---–---- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბ-----------, ა---------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდბეარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, 30 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.05.1192წ. ხელშეკრულება.

 

3.8. 2007 წლის 3 აპრილს ნ----- თ---–---- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.04.2007წ. ნ----- თ---–---- განცხადება;

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წლის 3 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--, არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი - 3--- კვ.მ., დარეგისტრირდა ნ----- თ---–---- საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.04.2007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.10. 2016 წლის 5 თებერვალს ნ----- თ---–---- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადება. უძრავი ქონებაზე მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, ს/კ 6--03.1--0--.01.5--, დაუზუსტებელი ფართობი - 3--- კვ.მ., მე-2 სართული, 10.50 კვ.მ. დარეგისტრირდა ნ----- თ---–---- საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.02.2016წ. ნ----- თ---–---- განცხადება;

- 03.04.2007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1-- 20-- წლის 20 ივლისს ც---- ნ------–---–-- (მ------ კ------- შვილმა) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.04.2007წ. ნ----- თ---–---- განცხადება;

 

3.12. 20-- წლის 21 ივლისს ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--, არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი - 600 კვ.მ., დარეგისტრირდა ც---- ნ------–---–-- და ა--- ნ------–---–-- საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.09.2002წ. ბინის (არასაცხოვრებელი ფართი) სააღრიცხვო ბარათი;

- 1--12.2008წ. წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.13. 2015 წლის 5 მარტს ც---- ნ------–---–- და ლ-–- ქ----–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ც---- ნ------–---–-- გაყიდა, ხოლო ლ-–- ქ----–---– ა იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ----------, რ--------–-- ქ. N----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.03.2015წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.14. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, ს/კ 6--03.1--0--.01.5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ-–- ქ----–---–ის და ა--- ნ------–---–-- სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.03.2015წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.15. 1992 წლის 12 მაისს ო----- ნ------–---–-, როგროც ა---------–-----ის წარმომადგენელს და ე-----ა მ------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ე-----ა მ------ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბ-----------, ა---------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, 20 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.05.1192წ. ხელშეკრულება.

 

3.16. 2005 წლის 26 ივლისს ე-----ა მ------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.07.2005წ. ე-----ა მ-----ის განცხადება;

 

3.17. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2005 წლის 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--, არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი - 826 კვ.მ., დარეგისტრირდა ე-----ა მ-----ის საკუთრებად. 12.08.2005წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა გ-------------ს საკუთრებად, ს/კ 6--03.1--0--.01.507.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.07.2005წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 12.08.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 15.08.2005წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.18. 1992 წლის 30 აპრილს ო----- ნ------–---–-, როგორც ა---------–-----ის წარმომადგენელს და ნ------- ფ------–-–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ნ------- ფ------–-–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბ-----------, ა---------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, 60 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.05.1192წ. ხელშეკრულება.

 

3.19. 20-- წლის 15 ნოემბერს ნ------- ფ------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.1--20--წ. ნ------- ფ------–-–---–ის განცხადება;

 

3.20. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-- წლის 15 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--, არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი - 3--- კვ.მ., დარეგისტრირდა ნ------- ფ------–-–---–ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.1--20--წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.21. 1992 წლის 12 მაისს ო----- ნ------–---–-, როგორც ა---------–-----ის წარმომადგენელს და ნ--–- მ----------- შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ნ--–- მ----------- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბ-----------, ა---------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, 21 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.05.1192წ. ხელშეკრულება.

 

3.22. 2007 წლის 25 აპრილს ნ--–- მ----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.04.2007წ. ნ--–- მ----------ს განცხადება;

 

3.23. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წლის 25 აპრილ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--, არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი - 3--- კვ.მ., დარეგისტრირდა ნ--–- მ----------ს საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.04.2007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.24. 1997 წლის 2 ოქტომბერის ჩუქების ხელშეკრულებით აგრაფინა რ------- აჩუქა ვ----–-- რ------- საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---, რომელიც შედგება 18 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი, 6 კვ.მ. დამხმარე ფარტობი, რაც განლაგებულია საერთო 3--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.10.1997წ. ხელშეკრულება.

 

3.25. 20-- წლის 19 ივლისს ვ----–-- რ------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბ---------–-- რ---------–-- N----ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.04.2007წ. ნ--–- მ----------ს განცხადება;

 

3.26. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-- წლის 19 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--, არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი - 3--- კვ.მ., დარეგისტრირდა ვ----–-- რ------- საკუთრებად. ამჟამად ქონება 08.02.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ნუგზარ ხ-------–---–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.07.20--წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 08.02.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულება;

- 08.02.2010წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.27. 2009 წლის 9 მარტს დაფუძნდა ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ---------–------, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ბ----------, რ--------–-- ქ. N---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.03.2009წ. დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმი;

 

3.28. 2011 წლის 23 მარტს ამხანაგობა ,,რ--------–-- 1--’’ კრების გადაწყვეტილებით ნ------- ფ------–-–---–ს გადაეცა ამხანაგობა რ--------–-- 1-- საკუთრებაში არსებული სხვენის ფართი 60 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ნ------- ფ------–-–---–ის სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ს/კ 6--03.1--0--.01.5--- ამჟამად ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ----- ლ-----–---–-- სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა რ---------–------ 23.03.2011წ. კრების ოქმი;

- 18.04.2011წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 13.05.2013წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.29. 2011 წლის 23 მარტს ამხანაგობა ,,რ--------–-- 1--’’ კრების გადაწყვეტილებით ნ--–- მ----------- გადაეცა ამხანაგობა რ--------–-- 1-- საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი 39 კვ.მ. და სხვენის ფართი 37.1 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ნ--–- მ----------ს სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ს/კ 6--03.1--0--.01.505. ამჟამად ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნადეჟდა მ----------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ---------–------’’ 23.03.2011წ. კრების ოქმი;

- 28.03.2011წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 25.06.2018წ. ამონაწერი საჯარო რეეტრიდან;

 

3.30. 2011 წლის 23 მარტს ამხანაგობა ,,რ--------–-- 1--’’ კრების გადაწყვეტილებით ვ--–--------------- გადაეცა ამხანაგობა რ--------–-- 1-- საკუთრებაში არსებული სხვენის ფართი 60 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ვ--–---------------- სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ს/კ 6--03.1--0--.01.504.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ---------–------’’ 23.03.2011წ. კრების ოქმი;

- 25.03.2019წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.31 2014 წლის 29 დეკემბერს მესაკუთრეთა ამხანაგობა რ---------–-------ის წარმომადგენელმა ვ--–---------------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე ბ----------, რ--------–-- ქ. N---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.12.2014წ. განცხადება.

 

3.32. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 06.01.2015წ. გადაწყვეტილებით მესაკუთრეთა ამხანაგობა რ--------–-- 1-- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.01.2015წ. N-------0--35-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

3.33. დადგენილია, რომ ამხანაგობა რ--------–-- 1-- წევრების საცხოვრებელი ბინები და სს ,,ლ--------------ს ბ----------- ფილიალი განთავსებულია ერთ შენობაში, მისამართზე ქ. ბ----------, რ--------–-- ქ. N---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----------- მუნიციპალიტეტის 21.01.2015წ. ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გალინა რაიმონდის მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1999 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელ ორგანოს/სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია- რეგისტრაცია საკუთრების უფლების.

 

ამავე კანონის მეორე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ,,ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით".

 

ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

ამავე კანონის მერვე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-18 მუხლის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ვ ქ/პ თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში;

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1999 წლის 23 თებერვალს ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6--03.1--0--- დაუზუსტებელი ფართობი - 1104 კვ.მ. და დაზუსტებული - 988.5 კვ.მ. საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სს ,,ა------–----------’’ სახელზე. 03.10.2005 წელს ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ მონაცემებში და უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სს ,,ს----------–---------–--- ბ----’’ ბ----------- ფილიალი. მოგვიანებით გახდა სს ,,ს----------–---------–--- ბ----ა’’ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს ,,ლ------ ბ----’’.

 

2014 წლის 3 ოქტომბერს სს ,,ლ--------------ს’’ წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.10.2014წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. სს ,,ლ--------------ს საკუთრებად აღირიცხა ქ. ბ---------–-- რ---------–-- ქ. N--- მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ. კერძოდ, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დზუსტებული ფართობით - 1104 კვ.მ., შენობა-ნაგებობაზე: ობიექტი N1 შენობა ნაგებობა, სართო ფართი 505.7 კვ.მ., აქედან 1 სართული 334.1 კვ.მ., მე-2 სართული - 171.6 კვ.მ., ობიექტი N2 შენობა-ნაგებობა, ობიექტი N3 შენობა-ნაგებობა.

 

ა---------–-----ის წარმომადგენელს და ნ------- ფ------–-–---–ს, ნ----- თ---–----, ც---- ნ------–---–-, ვ--–---------------ს, გ-------------ა, ნ--–- მ-----------ვ----–-- რ------- შორის დადებულიო ხელშეკრულებით, მითითებულ პირებს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბ-----------, ა---------–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბ----------, რ---------–-- ქ. N---.

 

უდავოდ დადგენილია, რომ ამხანაგობა რ--------–-- 1-- წევრების საცხოვრებელი ბინები და სს ,,ლ--------------ს’’ ბ----------- ფილიალი განთავსებულია ერთ შენობაში, მისამართზე ქ. ბ----------, რ--------–-- ქ. N---. 1104 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული მითითებული შენობა, საკუთრების უფლებით აღრიცხული სს ,,ლ--------------ს’’ საკუთრებად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი 29.08.1995წ. ინდივიდუალური საბინაო ფონდის ტექნიკური პასპორტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საკუთრების უფლები დარეგისტრირებულია სს ,,ლ--------------ს’’ სახელზე. მაშინ როდესაც მითითებული უძრავი ქონების ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია სს ,,ლ--------------ს’’ სახელზე, ხოლო მასში არსებული ბინები წარმოდგენს მესაკუთრეთა ამხანაგობა 1-- წევრების საკუთრებას. აღნიშნული გარემოება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადაო გადაწყვეტილებების მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და უნდა დაევალოს მარესგისტრირებელ ორგანოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა რ---------–------ -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1999 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (განცხადების რეგისტრაციის N1-----) და 2014 წლის 9 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სს „ლ--------------ს’’ საკუთრებაში 1104 კვ.მ. მიწის ნკავეთის რეგისტრაციის ნაწილში.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ბინათმესაკუთერთა ამხანაგობა რ---------–------ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი