განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002993555
1-390/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - პ------–-–--–---
ბრალდებული - ო---- ს--------–--ე
ადვოკატი - გ-----–------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N17----------
ბრალდებული: ო---- ს--------–--ე
მამის სახელი: ა------–-
დაბადებული: 01.12.1---
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: ს----------–------------–-------–----–---------------–---------------–------------------–-------------–-----–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის 1 ნაწილი ( 2 ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 29 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩ----- პოლიციის განყოფილების მიერ ო---- ს--------–--ის მიმართ 25 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N 0------ რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის ე----- ს--------–--ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, ო---- ს--------–--ე მივიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-–- მდებარე ე----- ს--------–--ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია N 0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
2019 წლის 29 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩ----- პოლიციის განყოფილების მიერ ომარ ს--------–--ის მიმართ 25 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N 0------ რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის ე----- ს--------–--ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 29 მარტს, დღის საათებში, ო---- ს--------–--ე მივიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-–- მდებარე ე----- ს--------–--ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია N 0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ო---- ს--------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადაო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ს--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: ე----- ს--------–--ის, გ------- ს--------–--ის, ლ-------------------–---------------------------------- ო---- ს--------–--ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმი N0------ დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ს--------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - ე.ი. ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ო---- ს--------–--ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ო---- ს--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო---- ს--------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ო---- ს--------–--ის რესოციალიზაციისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ო---- ს--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ო---- ს--------–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი (ორი თვე და ორი დღე) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ო---- ს--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ..
მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 12 აპრილიდან.
ო---- ს--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი