განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1511-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–--,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------–------–--ა, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ--------------------------–-----------.
ადვოკატი - მ---------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, გ---------------------------ში მდებარე კ-–--–---–ის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------–------–--ამ ყოფილ მეუღლეს თ---------------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის 10 წლის მ------------–--ას თანდასწრებით, მუშტი დაარტყა კისრის არეში, რითაც თ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა---------–------–--ას ქმედებით თ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ზიანი.
ასევე, 2019 წლის 29 იანვარს ა---------–------–--ა განქორწინდა მეუღლესთან თ---------------–--ესთან, რის შემდეგაც ა---------–------–--ა ყოფილ მეუღლესთან - თ---------------–--ესთან ცდილობს პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. კერძოდ ყოველდღიურად მიდის თბილისში, მ--------------------------------------------ში საცხოვრებელი ბინის კარებზე ძლიერად აკაკუნებს, აგინებს, ემუქრება, მიუხედავად თ---------------–--ის უარისა, ცდილობს მასთან საუბარს. ასევე სისტემატიურად ურეკავს მობილურ ტელეფონზე და სთხოვს შეხვედრას. აღნიშნული ქმედებებით თ---------------–--ე განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ეშინია სახლიდან გასვლის და კარზე ნებისმიერი კაკუნის დროს იმალება სახლში. ა---------–------–--ას ქმედებებით თ---------------–--ემ განიცადა მორალური ზიანი.
ასევე, 2019 წლის 29 იანვრიდან 08 მარტის ჩათვლით, თითქმის ყოველდღიურად, თბილისში, მ--------------------------------------------თან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ა---------–------–--ა არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ყოფილ მეუღლეს - თ---------------–--ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ა---------–------–--ას ქმედების შედეგად, თ---------------–--ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ა---------–------–--ას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ა---------–------–--ას აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - თ---------------–--ის, ნ------–---------ას, ლ-----------–---–ის, და მ------------–--ას ჩვენებები და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვეს, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა---------–------–--ას სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით.
ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ადევნებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა---------–------–--ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, გ---------------------------ში მდებარე კ-–--–---–ის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------–------–--ამ ყოფილ მეუღლეს თ---------------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის 10 წლის მ------------–--ას თანდასწრებით, მუშტი დაარტყა კისრის არეში, რითაც თ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა---------–------–--ას ქმედებით თ---------------–--ემ განიცადა ფიზიკური ზიანი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
ასევე, 2019 წლის 29 იანვარს ა---------–------–--ა განქორწინდა მეუღლესთან თ---------------–--ესთან, რის შემდეგაც ა---------–------–--ა ყოფილ მეუღლესთან - თ---------------–--ესთან ცდილობს პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. კერძოდ ყოველდღიურად მიდის თბილისში, მ--------------------------------------------ში საცხოვრებელი ბინის კარებზე ძლიერად აკაკუნებს, აგინებს, ემუქრება, მიუხედავად თ---------------–--ის უარისა, ცდილობს მასთან საუბარს. ასევე სისტემატიურად ურეკავს მობილურ ტელეფონზე და სთხოვს შეხვედრას. აღნიშნული ქმედებებით თ---------------–--ე განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ეშინია სახლიდან გასვლის და კარზე ნებისმიერი კაკუნის დროს იმალება სახლში. ა---------–------–--ას ქმედებებით თ---------------–--ემ განიცადა მორალური ზიანი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
ასევე, 2019 წლის 29 იანვრიდან 08 მარტის ჩათვლით, თითქმის ყოველდღიურად, თ---–--–-----------------------------------------------თან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ა---------–------–--ა არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ყოფილ მეუღლეს - თ---------------–--ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ა---------–------–--ას ქმედების შედეგად, თ---------------–--ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა---------–------–--ა დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–------–--ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ა---------–------–--ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ა---------–------–--ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა---------–------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---------–------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ა---------–------–--ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულ ა---------–------–--ას მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური დანაშაულებრივი ქმედებები ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის დანაშაულისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულ ა---------–------–--ას დანაშაულებრივი ქმედება მიმართული იყო მისი მეუღლის, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ ის უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ძალადობრივი ქმედება განხორციელებულია არასრულწლოვანის თანდასწრებით, შესაბამისად ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ხაზს უსვამს ა---------–------–--ას მხრიდან შესაძლო ამგვარი დანაშაულების სამომავლოდ ჩადენას. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დააფიქსირა, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, აღარ გაიმეორებს მსგავს, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა დაზარალებულმა ითხოვა, რომ ბრალდებული იყოს მისგან შორს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ა---------–------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წვერის მიმართ, ა---------–------–--ას დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 531-ე, 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---------–------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
ა---------–------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ადევნების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
ა---------–------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მუქარის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა---------–------–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა---------–------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ა---------–------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 მარტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე