განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
190100119002981619
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს---------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ქეთი ინასარიძეს მდივნობით,პროკურორ - ნ-----------------ის;

ბრალდებულ - კ------------–---–ის;

ადვოკატ - ა-----–-–--------ს;

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

კ------- ნ-----–-----ს ძე ს---–---–-ს - (დაბადებული 24.0--1----–--–--------------–----------–-----------------------------–-----------–------------------–-------------------–---------------------–-------------------------–---------–----------------–------------------------------------------–------------------------------------------------------–------–----–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით კ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 01 წელი. კ------------–---–ი იყო რა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ნასამართლევი, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, გარდაბნის რ-----ის ს------–------–----–-–- მცხოვრები ი----------–---ა 07 წელია იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში კ------------–---–თან. 2015 წლიდან მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა ხშირ კონფლიქტში. 2019 წლის 08 აპრილს დაახლოებით 18:00-19:00 საათზე, მათ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე გარდაბნის რ-----ის ს------–------–----–-–-, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი დავის დროს, კ------------–---–მა ი----------–---ას გაარტყა ხელი სახის არეში, დარტყმის შედეგად წაქცეულ ი----------–---ას კ------------–---–მა სამჯერ დაარტყა ფეხი თავის არეში, რის შედეგადაც ი----------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისთვის კ------------–---–ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------------–---–ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა N1 , რომლის მიხედვით სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 08 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ---------–---–-ს მიერ. ბარათის მიხედვით ი----------–---ამ განაცხადა, რომ გარდაბნის რ----- ს------–------–----–-–- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ------------–---–მა. (ტ.1.ს.ფ.1)

 

საქმეში არსებული N------ შეტყობინების თანახმად: 08.04.2019 გარდაბნის რ----- ს------–------–----–-–- ი----------–---ს, მეუღლე კ------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. (აქვს თავის დაზიანება) (ტ.1.ს.ფ.2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს, იმყოფებოდა გარდაბნის რ----- ს------–------–----–-–- მდებარე კ----------–---–ის სახლში, სადაც პ---–------------სთან ერთად სახლის აივანსა და სააბაზანო ოთახში დაასხა ბეტონი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ი-----–-------------მ მიიღო ალკოჰოლური სასმელი კ-------------–---–თან და პ---–-------------სთან ერთად. მისივე განმარტებით ამ დროს სახლში იმყოფებოდა კ------------–---–ის მეუღლე ი----------–---ა. იმის გამო, რომ ი-----–------------- იყო დაღლილი სუფრასთან დიდხანს არ დარჩენილა და წავიდა სახლში. მეორე დღეს, დარჩენილი საამშენებლო სამუშაოების დასრულების მიზნით ი-----–------------- მივიდა კ------------–---–ის სახლში, სადაც დახვდნენ პატრულის თანამშრომლები და მათგან გაიგო, რომ წინა საღამოს ი----------–---ას და კ------------–---–ს შორის მომხდარა უთანხმოება და პოლიციის თანამშრომელები დაინტერესდნენ, თუ რა ინფორმაციას ფლობდა მოწმე აღნიშნულის შესახებ. თავის მხრივ ი------–-------------მ პოლიციელებს განუმარტა, რომ წინა ღამეს იყო თავის სახლში და შესაბამისად არ შესწრებია კ------------–---–სა და ი----------–---ას შორის მომხდარ უთანხმოებას თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას კ------------–---–ს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო რაც შეეხება ბეტონის დასხმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბეტონის ჩასასხმელი ყალიბი (ე.წ. აპალოვკა) შეკრული ჰქონდათ ხის ფიცრებით და ხის კოჭებით (ე.წ. ბალკებით). მისივე განმარტებით „აპალოვკის“ ჩამოხსნაში მონაწილეობა არ მიუღია ის ჩამოხსნა პ---–--------------მ, რადგან თვითონ ადრე დატოვა კ------------–---–ის სახლი. მოწმემ ასევე განუმარტა, რომ ი----------–---ასგან გადმოცემით სააბაზანოსთან ჩამოვარდა ხარაჩო, რომელიც დაეცა თავზე, მაგრამ თავდაპირველად ეგონა, რომ კ------------–---–მა დაარტყა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ თავზე არსებული დაზიანება რაც მიიღო ხარაჩოს ნაწილის დაცემის შედეგად და არა კ------------–---–ის დარტყმის შედეგად.

 

მოწმე ი-----–-------------მ, დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ის გამოკითხა, თუმცა განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, რადგან არ იცის ქართულად წერა-კითხვა, როგორც ახსოვს გამოკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა, ხოლო გამომძიებლებმა წაუკითხა თუ არა გამოკითხვის ოქმი არ ახსოვს. (ტ.2 ს.ფ.77-88)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს, როცა გარდაბნის რ-----ის ს------–------–----–-–- მდებარე კ------------–---–ის სახლის მეორე სართულზე მარტო შლიდა ე.წ. „აპალოვკას“ მისი შემადგენელი ფიცარი შემთხვევით დაეცა სახლში მყოფ ი----------–---ას, რომელიც ფიცრის დაცემის შედეგად დავარდა ბეტონზე და ამასთან მიიღო დაზიანება თავის არეში. ვინაიდან, ი----------–---ამ მიიჩნია, რომ ფიცარი ჩაარტყა კ------------–---–მა, აიღო აღნიშნული ფიცარი და ჩაარტყა კ------------–---–ს, რომელიც ამ დროს იწვა საწოლში და ეძინა. ფიცრის ჩარტყმის შედეგად შეშინებული და დაბნეული კ------------–---–ი წამოხტა საწოლიდან, რა დრისაც შეამჩნია ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხლის შედეგად დამდგარი კვამლი და ვინაიდან იფიქრა, რომ სახლში გაჩენილი იყო ხანძარი დაიწყო ყვირილი გვიშველეთ ხანძარიაო. თავის მხრივ, ი----------–---ა იყო ისტერიკაში და რეკავდა 112-ში. მოწმის განმარტებით კ------------–---–ის ძახილზე მათთან დასახმარებლად მივიდა მეზობელი, რომელიც გადმოხტა ღობეზე, შევიდა სახლში და გაიტანა კვამლის წარმომშობი ნაკვერჩხალი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მოახსენა ყველაფერი, რაც მოხდა სახლში და წარუდგინა ის (სისხლიანი) ფიცარი, რომელიც დაეცა ი----------–---ას. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს კ------------–---–ი და ი----------–---- იყვნენ ნასვამები (დალიეს დაახლოებით 09 ლიტრი ღვინო). დამაზუსტებელი კითხვების დასმისას დადგინდა, რომ მოწმეს პირადად არ უნახავს ი----------–---სათვის ფიცრის დაცემის ფაქტი, თუმცა მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობიდან გამომდინარე სხვაგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. (ტ.2 ს.ფ.150-186)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–-------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს იმყოფებოდა გარდაბნის რ----- ს------–------–----–-–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოესმა კ------------–---–ის ყვირილი - ,,პაჟარ, პაჟარ“, რის გამოც გაემართა კ------------–---–ის სახლისკენ, თუმცა ღობეზე თვითონ ვერ გადახტა, ხოლო მისი შვილი ო------------- გადაძვრა ღობეზე, შევიდა კ. ს---–---–-ს სახლში და გამოიტანა პლასტმასის „ტაშტი“, რომელსაც კვამლი ასდიოდა. მოწმემ ამავე დროს შეამჩნია სახლის გარეთ მჯდომი ი----------–---ა, რომელიც ტიროდა, ხოლო კ------------–---–ი იყო სახლში და ითხოვდა შველას. მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს რა მოხდა კ------------–---–ის სახლში არ იცის და არც დაინტერესებულა. ი----------–---ს ტირილის მიზეზით არ დაინტერესებულა, ვინაიდან მოწმის განმარტებით ი----------–---ა ხშირად ტიროდა უმიზეზოდ, როცა კ------------–---–ი სვავდა ალკოჰოლს. მოწმემ ასვე განმარტა, რომ კ-------სა და ი---ს შორის ხშირად ხდებოდა სიტყვიერი კონფლიქტი სასმლის დალევის გამო, მათ შორის ფიზიკურ კონფლიქტს არასდროს შესწრებია. (ტ.2 ს.ფ.89-94)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო------------- განმარტა, რომ 2019 წელს 08 აპრილს, საღამო საათებში, მოესმა კახარებ ს---–---–-ს ყვირილი-ხანძარიაო და რომელიც ითხოვდა შველას. ო------------- მაშინვე შევიდა კ------------–---–ის სახლში, სადაც დაინახა, რომ მაგიდაზე რაღაცა იწვოდა, რაც გაიტანა გარეთ და გადაყარა. მოწმის განმარტებით სახლში ხანძარი არ ყოფილა იყო მხოლოდ კვამლი, ამ დროს ეზოში იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი----------–---ა, რომელსაც წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. მოწმის განმარტებით კ------------–---–ს და ი----------–---ას აქვთ ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობა.

 

პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა რა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება მოწმემ დაადასტურა მისი სისწორე და განმარტა, რომ კ------------–---–ი და ი----------–---ა ხშირად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც მოსდიოდათ კონფლიქტი. კონფლიქტის მიზეზი არ იცის, რადგან ესმის მხოლოდ მათი ყვირილის ხმა. მეგობრებისგან სმენია, რომ კ------------–---–ი ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში და ცოლს აყენებს შეურაცხყოფას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პოლიციელების მისვლამდე კ------------–---–ი არ მიახლოებია ი----------–---ას, (ტ.2 ს.ფ.216-225)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - გ----------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შსს ვაზიანის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც კ------------–---–ი ძალადობდა თავის მეუღლეზე ი----------–---აზე. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გ----------------–---–ი, თავის თანამშრომელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. გ----------------–---–ისთვის ცნობილი იყო, რომ ხსენებულ ოჯახში ძალადობის ფაქტი პირველი არ იყო, აღნიშნული პირი ოჯახური ძალადობის ფაქტზე ერთხელ უკვე მხილებული და პასუხისგებაში იყო მიცემული და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ადგილზე მისულებს სახლის გარეთ, დახვდათ ი----------–---ა, რომელსაც სტკიოდა თავი. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და რადგან საცხოვრებელი სახლი იყო ერთ ოთახიანი და ქალბატონს სამედიცნო დახმარება ვერ გაეწეოდა, ი----------–---ა გადაიყვანეს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაუმუშავდა ჭრილობა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გზაში ი----------–---ამ განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, დაარტყა თავის არეში და დააგდო დაბლა, ამასთანვე განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ იყო ერთჯერადი ხასიათის და აღნიშნულს ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რის გამოც ითხოვდა დახმარებას. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.(ტ.2 ს.ფ.107-108)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი მ---------------------, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული ჰყავს პ---–------------, ი-----–-------------, ო-------------, გ---–-------------. კ------------–---–ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ და გამოკითხა ბრალდებულის სახით. მოწმის განმარტებით პ---–------------ს დაკითხვას ესწრებდა რუსულ ენოვანი თარჯიმანი, თუმცა ზუსტად არ ახსოვს ი-----–-------------ს გამოკითხვის დროს ადგილზე იყო თუ არა თარჯიმანი.

 

ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმე - პ---–------------ს გამოკითხვის ოქმი, რომელზეც აღნიშნულია, რომ პ---–------------ს ოქმი გაეცნო აზერბაიჯანულ ენაზე, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ შესაძლოა ოქმზე გაკეთებული თარჯიმნის შესახებ აღნიშვნა იყო მექანიკური შეცდომა, რადგან თარჯიმანი რ----------------ი არის, როგორც აზერბაიჯანული ენის, ისე რუსული ენის თარჯიმანი. ი-----–-------------ს დაკითხვას მის გარდა სხვა გამომძიებელი არ ესწრებოდა. (ტ.2 ს.ფ.108-111)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი, გ---------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, კერძოდ ი----------–--- აცხადებდა, რომ ს------–------–----–-–- მასზე იძალადა მეუღლემ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე გამოცხადდა თავის თანამშრომელებთან გ----------------–---–თან და ზ-----------–-----თან ერთად. შემთხვევის ადგილზე დახვდათ კ------------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და იყო გაბრაზებული თავის მეუღლეზე, იგინებოდა მისი მისამართით. ი----------–---ამ კი განაცხადა, რომ დაზიანება ჰქონდა მიღებული თავის არეში, რომელიც მიაყენა კ------------–---–მა, ბლაგვი საგნის ჩარტყმით. მოწმის განმარტებით მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ი----------–---ა გადაიყვანა ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში და გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით ი----------–---ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით კ------------–---–ი იყო აგრესიული ი----------–---ას მიმართ და იგინებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხული ჰყავს ზ-----------–-----ი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და დანიშნული აქვს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა კ------------–---–ის მიმართ.

(ტ.2 ს.ფ.134-136)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი, ზ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ დანიშნული აქვს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დაზარალებულ ი----------–---ას მიმართ, რისთვისაც ექსპერტს წარადგინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი და თავად დაზარალებული. (ტ.2 ს.ფ.200-201)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გამომძიებელი ზ-----------–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ შსს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, თანამშრომლებთან გ---------–---–თან და გ----------------–---–თან ერთად, სადაც დახვდათ ი----------–---ა, რომელსაც ჰქონდა თავზე სისხლის ლაქები, კ------------–---–ი კი იყო სახლში და იგინებოდა ქალბატონის მიმართულებით. მოწმის განმარტებით ი----------–---ას გადმოცემით ის კ------------–---–მა სცემა, რის გამოც ქონდა სისხლის ლაქები. (ტ.2 ს.ფ.225-228)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ფ--------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. გამოძახების ადგილზე მისვლისას, დახვდათ პოლიციის თანამშრომლები, ქალბატონი და მამაკაცი კი ჩხუბობდნენ ერთმანეთში (მათი სახელები და გვარები არ ახსოვს), შუაში ედგათ პოლიციის თანამშრომელი. პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ ქალბატონს თავზე ჰქონდა დაზიანებები და რადგან შემთხვევის ადგილზე იყო არასტაბილური მდგომარეობა სთხოვა, ბარათი ადგილზე არ შედგენილიყო და ქალბატონი გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით ადგილზე მართლაც არ იყო ჯანსაღი სიტუაცია, რის გამოც ქალბატონი გადაიყვანეს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი ზედაპირული დათვალიერება. ქალბატონს თავის არეში მიღებული ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები, დაჟეჟილობები, ექსკორაციები. ქალბატონის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ, რომელმაც ჰკრა ხელი და მიაჯახა კედელს. მოწმის განმარტებით მათ ქალბატონს დაუმუშავეს ჭრილობა და ასევე შესთავაზეს სავადმყოფოში გადაყვანა, რადგან შესაძლოა ჰქონოდა ტვინის შერყევა, თუმცა ქალბატონმა უარი განაცხადა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ქალბატონი (ი----------–---ა) იყო ნასვამ მდგომარეობაში. (ტ.2 ს.ფ.105-107)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი, ნ-----–---–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს გავიდნენ გამოძახებაზე გარდაბნის რ----- ს------–------–----–-–-, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ქალბატონი იდგა ეზოში, მის მეუღლეს (რომელიც იყო აღელვებული) კი ესაუბრებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით მათ ქალბატონი (სახელი და გვარი არ ახსოვს) პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. დაზარალებულს აღენიშნებოდა მცირე ექსკორიაცია თავზე, მარცხენა მხარეს, რომელიც დაუმუშავეს. დაზიანება იყო მცირე მნიშვნელობის, რის თაობაზეც შეივსო ოქმი და გადაეცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით ქალბატონი (დაზარალებული) იყო ნასვამი, აღელვებული და იძახდა, რომ მეუღლე ეჩხუბა.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ ერთ პირს, რადგან შეტყობინება მხოლოდ ერთ პირზე ჰქონდათ მიღებული. (ტ.2 ს.ფ.187-191)

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი----------–---ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) კ------------–---–ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ( ტ.2. ს.ფ. 76-77)

 

დაზარალებულ ი----------–---ას სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი - ბ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 24 მაის გაცემული, N--------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მოქ. ი--- ვ-----–----- 08.04.19წ. დაუდგინდა ექსკორიაცია თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა მისი მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო-ვერ დგინდება. (ტ.2 ს.ფ.120-123)

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებელმა პირმა უარი განცხადა ტანსაცმლის გახდაზე, რის გამოც მისი შემოწმება მოხდა მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტით. ასევე დაზარალებულს ჰქონდა თავზე ნახვევი, რომლის მოხსნის უფლებაც არ აქვს და რის გამოც ვერ დაათვალიერა აღნიშნული მიდამო. მოწმის განმარტებით დაზიანების ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენების შესაძლებლობაში მოიაზრება, როგორც დაცემა, დარტყმა ასევე სხვა მოქმედებები. (ტ.2 ს.ფ.202-203)

 

ბრალდებულმა კ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 08 აპრილს მას ი----------–---აზე არანაირი ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია და მათ აქვთ კარგი ურთიერთობა (ტ.2 ს.ფ.229-235) .

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების ი-----–-------------ს, პ---–------------ს, გ---–------------ს, ო--------------ს, გ----------------–---–ის, მ--------------------ის, გეგა მათეიშვილის, ზ---------------–---–ის, ზ-----------–-----ის ფ--------------–---–ის, ნ-----–---–-----ის და ბ-------------–--ის ჩვენებები - კ------------–---–ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ი----------–---ასგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მისი მეუღლის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )

 

ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა კ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა კ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, კ------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ყველა მტკიცებულება, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რის გამოც კ------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

 

2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. განემარტოს კ------------–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე