განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
080100119002899455
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/200-19 (N041310119002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

03.05.2019 წელი ქ--------

ქ--------ს საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპა--ძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ---------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ------------–--ე

მამის სახელი: გ---–----

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

გა--თლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ---------------------–------------

 

ადვოკატები - ც-–------------–---–--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბ------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ( ორი ეპიზოდი) და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ა------–---–ს მეუღლემ - ბ------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტებით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში და ფეხი დაარტყა მუხლის არეში, რის გამოც ა------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2018 წლის 31 დეკემბერს, ქ-------–-----------–-------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა------–---–ს მეუღლემ - ბ------------–--ემ არასრულწლოვანი შვილების გ--- და ნ-- ხ----–--ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც ა------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ-------–-----------–--–---–-- ქუჩაზე, ც--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ა------–---–ს მეუღლემ - ბ------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა კისრის არეში, რის გამოც ა------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე გ-------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი------------------- სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორად. 2019 წლის 31 იანვარს იმყოფებოდა ფ--–--–---–-- ქუჩაზე, თავის მეწყვილე ბ-----–------ესთან ერთად, რა დროსაც ავტომანქა--ს აჯარიმებდნენ და საჯარიმო სადგომზე აპირებდნენ გადაყვა--ს. მათ გვერდზე გამოიარა ატირებულმა გოგონამ, რომელსაც პირადად მან ჰკითხა, თუ რატომ ტიროდა, დახმარება ხომ არ ესაჭიროებოდა. გოგონამ დახმარებაზე უარი გა--ცხადა და წავიდა. დაახლოებით 15-20 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ მასთან მივიდა ორი მამაკაცი, რომლებთა--ც ხმამაღალი შელაპარაკება ჰქონდა. გოგონას განმარტებით ერთ-ერთი პირი იყო მისი მეუღლე, რომელიც მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, მისმა მეუღლემ ხელი დაარტყა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა, უშუალოდ ძალადობის ფაქტს მოწმე და მისი მეწყვილე არ შესწრებიან. ბრალდებულმა ბ------------–--ემ, მას განუცხადა, რომ მისი საქმე არ იყო თუ როგორ მოექცეოდა მის მეუღლეს. მისმა მეწყვილემ შეადგინა შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც საქმე გადაიბარა კრიმინალურმა პოლიციამ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანი იყო, რომ აღარ განმეორებულიყო მსგავსი ქმედება დაზარალებულის მიმართ, მისი მეუღლის მხრიდან. აღნიშნული ორდერი გადაცემული იქნა დაზარალებულისათვის, მოძალადისათვის და ქ--------ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებისთვის. მოწმის განმარტებით, მოძალადესთან დაკავშირება მოხდა ტელეფონის საშუალებით, გააგებინეს შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ, უთხრეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ბ------------–--ემ შეხვედრაზე უარი გა--ცხადა. მოწმის განმარტებით, საუბრის დროს ახსოვს, რომ დაზარალებულს შეწითლებული ჰქონდა კისერი. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ა--ლოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბ-----–------ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე პ----------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ირკვევა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, ფეხით მოძრაობდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რა დროსაც ფ--–--–---–-- ქუჩაზე შეხვდა მისი მეგობარი ბ------------–--ე, მეუღლესთან ა------–---–თან ერთად. მათ ერთად გააგრძელეს მოძრაობა, რა დროსაც ბ------------–--ე და მისი მეუღლე კამათობდნენ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო თავად კი ცდილობდა მათ დაწყნარებას. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ ფ--–--–---–-- ქუჩას, იმყოფებოდნენ ს-------------–--------- შენობის მოპირდაპირედ, ის ჩამორჩა მეუღლეებს, რადგა--ც რაღაცას ნახულობდა ტელეფონში, რის შემდეგაც დაინახა, რომ ა------–---–ი გადავიდა გზის მეორე მხარეს და მას ასევე გაჰყვა უკან ბ------. ცოტა ხანში შეამჩნ--, რომ ა-- მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის თა--მშრომლებს, ის ტიროდა. მოწმის განმარტებით მან ჰკითხა ა--ს თუ რა მოხდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ბ------------–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გაუკვირდა, რადგა--ც აღნიშნული ფაქტი არ დაუნახავს. მას არც სხვა დროს უნახავს მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი და არც გინების ფაქტს შესწრებია, თუმცა კამათის შემსწრე ყოფილა ბ------------–--ის სახლში ყოფნის დროს (ს.ფ 9-11).

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N2----- 31/01/2019 15:35 შეტყობინების რეგისტრაციის თა--ხმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი------------------- სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქ--------) ,------ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ--–-------------–------------ით აცნობა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უფროს დეტექტივ-გამომძიებელ ბ-----------------ეს, რომ მეუღლემ ა------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ.2).

 

საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი N0----- ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 31 იანვარს, რომლის შედგენის საფუძველი გახდა შემდეგი - ბ------------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა------–---–ს, რაც გამოიხატა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვასა და სახეში ხელის გარტყმაში. ორდერის თა--ხმად ბ------------–--ეს აეკრძალა ა------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 36-42)

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის მ-------------–--ის და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თა--ხმად - ,,31.01.2019 წელს 23:07-23:25 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქალაქე ა------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - დაზარალებულ ა------–---–ის განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვს რამდენიმე დღის წინ სახლში ძაღლის ფეხების ფრჩხილების მოხვედრით. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება’’. (ს.ფ. 50-53)

 

დაზარალებულმა ა------–---–მა და ბრალდებულის მამამ გ---–---- ხ----–--ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის და შვილის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თა--ხმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბ------------–--ემ ჩაიდინა ძალადობა(2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი), ამყარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მხოლოდ ორი საპატრულო პოლიციის თა--მშრომლის ბ-----–------ის და გ-------------------ის ჩვენებებზე და მოწმე პ----------------ის ირიბ ჩვენებაზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

 

ამასთან, დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით გა--ცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.

ოჯახში ძალადობა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკა--სკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები: ბ-----–------ე, გ-------------------ე და აგრეთვე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი პ----------------ე არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და ისინი ავრცელებენ იმ პირისგან (დაზარალებულისაგან) მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თა--ხმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც გა--ჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, რომელთა ნამდვილობა არაფრით მტკიცდება, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ბ------------–--ის მსჯავრდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი ჩვენებები.

 

ამდენად, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ 3 მოწმის ირიბი ჩვენება და ისიც მხოლოდ 2019 წლის 31 იანვრის ძალადობის ეპიზოდში, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან უტყუარ მტკიცებულებებად. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს - ხოლო დაზარალებულის სხეულზე, როგორც ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

აღსანიშნავია, რომ არც წერილობითი მტკიცებულებები; და--შაულის შესახებ შეტყობინება და შემაკავებელი ორდერის მასალები იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული ძალადობის ფაქტების რეალურად არსებობის შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის დეკემბრის და 2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდებთან მიმართებაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ შეიცავენ ინფორმაციას დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, ვინაიდან მათ მიერ მიცემული ჩვენებები აღნიშნულ ეპიზოდებს საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, მითითებულ ძალადობის ეპიზოდებში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არათუ აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, არამედ არ წარმოდგენილა არც ირიბი ჩვენება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ და--შაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი გა--ჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი გა--ჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს და--შაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების და--შაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

ამასთან, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი ძალადობის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული და--შაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, დაზარალებულს ძალადობით გამოწვეული დაზიანება არ აღენიშნებოდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ მას ფიზიკური ტკივილის შეგრძნება ჰქონდა. ბრალდების მხარე ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად იშველიებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ დაზარალებული საპატრულო პოლიციის თა--მშრომლების განმარტებით კონფლიქტის შემდეგ ტიროდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტირილი არის კონფლიქტის შედეგად მსხვერპლის უარყოფითი ემოციური მდგომარეობის გამომხატველი მდგომარეობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის განცდამ, არამედ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ, მუქარამ და ა.შ. ამდენად, ბრალდების მხარის ეს არგუმენტი წარმოადგენს ვარაუდს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის შესახებ. სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბ------------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხული ბრალდების რომელიმე ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდა--შაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, ბ------------–--ე უდა--შაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ---0, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------------–--ე ცნობილ იქნეს უდა--შაულოდ და გამართლდეს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდში, 1261 მუხლის მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით 2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდში და 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდში.

 

2. ბ------------–--ის მიმართ ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გა--ჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განჩინებით ბ------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად გ---–---- ხ----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ--------, ტ------–------------------------------------------------------------------------, ღირებულებით 97 590 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაათი) ლარი – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

3. გამართლებულ ბ------------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ა--ზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

4. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპა--ძე