განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
330100118002782954
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე N1/5654-18

№0-----------

27 მაისი,2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------–---------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ-------------–---–---, დაბადებული 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---------–-------------------ში (პირადი №0----------)

ადვოკატი - ნ------–--------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 2--------------ს და 2018 წლის 0-----------ს ეპიზოდები)

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა:

რ-------------–---–---მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

1) 2018 წლის 1--------------ს გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერით რ-------------–---–---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ც----------–---–--- ცხოვრობს, ასევე - ამ უკანასკნელთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი რ-------------–---–---, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, 2018 წლის 2--------------ს, საღამოს, მივიდა ც----------–---–--ის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე ქ. თბილისი, დ---------–----------------ში) და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2) 2018 წლის 1--------------ს გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერით რ-------------–---–---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ც----------–---–--- ცხოვრობს, ასევე - ამ უკანასკნელთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი რ-------------–---–---, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, 2018 წლის 0-----------ს, საღამოს, მივიდა ც----------–---–--ის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე ქ. თბილისი, დ---------–----------------ში) და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 1--------------ს N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა 30 დღის ვადით, ინსპექტორ-გამომძიებელ გ----------------–---–-ს მიერ, რ-------------–---–--ის (მოძალადე) მხრივ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისგან მისი რძლის - ც----------–---–--ის (მსხვერპლი) დაცვის მიზნით. შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა, მათ შორის, - მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და იმ სახლთან მიახლოვება, სადაც იგი ცხოვრობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს N4-------- დადგენილების თანახმად, რ-------------–---–--- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 05 (ხუთი) დღე-ღამის ვადით.

დაზარალებულმა ც----------–---–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დ--–-------ს ქ. N6--ში ცხოვრობს შვილთან - შ-------------–---–თან ერთად. ამავე მისამართზე, თუმცა, ცალკე საცხოვრებელ სახლში, ცხოვრობს მისი მაზლი - რ-------------–---–---. წლების მანძილზე მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მაზლი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და მის შვილს, რის გამოც მის მიმართ 2018 წლის 1--------------ს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 19 ოქტომბერს რ-------------–---–---მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის ქალიშვილს, რის გამოც იგი ცნეს სამართალდამრღვევად და შეუფარდეს პატიმრობა. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 2--------------ს და 0-----------ს რ-----------–---–---მ მას და მის ქალიშვილს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, მათი სამზარეულოს ფანჯარასთან მყოფი შეურაცხმყოფელ სიტყვებს უყვიროდა მათ, რის გამოც, ორივე შემთხვევაში, გამოიძახა სამართადამცველები.

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------–-----------–--------------------–-------------–------------------ ი-–---------–---მ და ლ-–----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ დ--–-------ს ქ. N6--ში, სადაც დახვდათ ამავე მისამართზე მცხოვრები ც----------–---–--- და მისი ქალიშვილი - შ-------------–---–ი. იმავე მისამართზე იმყოფებოდა ბრალდებული რ-------------–---–---, რომელიც მათი თანდასწრებით ქალბატონებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ც----------–---–---მ განაცხადა, რომ მაზლმა - რ-------------–---–---მ, რომლის მიმართაც გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან რ-------------–---–--ის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, მათ მიერ გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური.

მოწმე შ-------------–---–ის, დაზარალებული ც----------–---–--ის ქალიშვილის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, - რომლებიც მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, - დგინდება, რომ მისი ბიძა - რ-------------–---–---, რომელსაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა ც----------–---–---სთან მიახლოვება და კომუნიკაცია, 2018 წლის 2--------------ს და 0-----------ს მიუახლოვდა მათი სახლის სამზარეულოს ფანჯარას და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მათ.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------–-----------–--------------------–-------------–---------------მა: ვ----------------–---–მა და ო-------–-------–---–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ დ--–-------ს ქ. N6--ში, სადაც გამოძახების ინიციატორმა - ც----------–---–---მ მათ განუცხადა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაზლმა - რ-------------–---–---მ. შემთხვევის ადგილზე, აივანზე, ნახეს ბრალდებული რ-------------–---–---ც, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სიტყვიერ აგრესიას ავლენდა, როგორც ც----------–---–--ის, ისე მათ (სამართალდამცველების) მიმართ.

საქმის წარმოების შეწყვეტის და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ს N4-------- დადგენილების თანახმად, რ-------------–---–--- ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად 2018 წლის 2--------------ს ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობისათვის. ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ სასამართლო სხდომაზე წარდგენილმა რ-------------–---–---მ უარყო რა ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა არა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, არამედ - ოჯახურ კონფლიქტს, რა დროსაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რძალთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - უცენზურო სიტყვებით მიმართა მას.

ბრალდებულმა რ-------------–---–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ დამცავი ორდერით დადგენილი პირობები არცერთ შემთხვევაში არ დაურღვევია. მანვე აღნიშნა, რომ დაზარალებულს ქონებრივი ინტერესი ამოძრავებს და დანაშაულის ჩადენას ამიტომ აბრალებს.

სასამართლომ შეაფასა რა სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებული რ-------------–---–--ის უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა დაცვის მხარის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებით მოცულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ისინი მოგონილია, ქონებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში რ-------------–---–--ის მიცემით დაინტერესებული დაზარალებულის მიერ.

დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიციის საპასუხოდ, სასამართლო განმარტავს, რომ კრიტიკულად შეაფასა რა დაზარალებულის მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა, სავსებით დარწმუნდა ამ პირის გულწრფელობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ც----------–---–--ის ჩვენება რ-------------–---–--ის მხრივ განხორციელებულ ქმედებათა შესახებ, საკმაოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე, იგი თანმხვედრია მოწმე შ-------------–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, ც. მ---–---–---სა და შ. ს----–---–-ს ურთიერთთავსებადი ჩვენებები გამყარებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულ პირთა განმარტებები ბრალდებით გათვალისწინებულ ორივე ეპიზოდში ც----------–---–--ის მიმართ რ-------------–---–--ის მხრივ ვერბალური ფორმით გამოხატული აგრესიის შესახებ, თანხვედრაშია კონფლიქტის ადგილზე გამოცხადებული პ--------–---------------ის - ი-–---------–-------–-–----------ს, ვ----------------–---–ისა და ო-------–-------–---–ის ჩვენებებთან, რომელთა თანახმადაც, ბრალდებული რ-------------–---–--- სამართალდამცველთა თანდასწრებითაც ლანძღავდა დაზარალებულ ც----------–---–---ს.

ბრალდების ზემოაღნიშნულ მოწმეთა და ბრალდებული რ. მ---–---–---ს გულწრფელობის საკითხის გამოკვლევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ რ-------------–---–---, რომელმაც სასამართლოს წინაშე უარყო ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო მიმდინარე საქმეთა წარმოებისას აღიარა, რომ ც----------–---–---სთან ჰქონდა ქონებრივი დავა და ამ ნიადაგზე 2018 წლის 1----- და 2--------------ს მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. შესაბამისად, თავად ბრალდებულის ზემოაღნიშნული განმარტებები, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულთან მწვავე კონფლიქტური ურთიერთობის არსებობას და მისი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს (მათ შორის, შემთხვევის დღეს, 2018 წლის 2--------------ს) - ეწინააღმდეგება წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით რ-------------–---–--ის პოზიციას და თანხვედრაშია ბრალდების მოწმეთა ჩვენებებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ 2018 წლის 2--------------ს და 0-----------ს რ-------------–---–--- მიუახლოვდა ც----------–---–--ის საცხოვრებელს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რითაც დაარღვია 2018 წლის 1--------------ს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, არ მიახლოვებოდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლს და არ ჰქონოდა მასთან რაიმე სახის კომინიკაცია. მოცემული დროისათვის რ-------------–---–--- წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს, 2018 წლის 1--------------ს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, რაც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დანაშაულის შემადგენლობა ემყარება სამ ელემენტს - პირის მიმართ გამოცემული უნდა იყოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი; აღნიშნული ორდერის დარღვევისთვის სუბიექტი უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს და სახეზე უნდა იყოს ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების კვლავ დარღვევის ფაქტი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ პრეიუდიციასთან დაკავშირებული, რ-------------–---–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვისას დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს დადგენილებით რ-------------–---–--- ამავე წლის 1--------------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი; მიუხედავად ამისა, 2018 წლის 2-------------ს და 0-----------ს რ-------------–---–--- მიუახლოვდა ც----------–---–--ის საცხოვრებელს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა რ-------------–---–--ის მიერ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი და სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც რ-------------–---–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და შეეფარდოს ზემოაღნიშნულ დანაშაულთათვის კანონით დადგენილი სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ-------------–---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა სიმრავლე.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, რ-------------–---–--ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ რ-------------–---–--ის მიერ ჩადენილი იქნა დანაშაულის ორი ეპიზოდი; ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრებ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რაც არაერთხელ გამხდარა რ. მ---–---–---ს მხრივ დაზარალებულის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების მაპროვოცირებელი ფაქტორი და სამომავლოდაც ქმნის მსგავსი ინციდენტების რეციდივის რეალურ რისკებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ რ. მ---–---–---ს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გაცნობიერებას და მომავალში ახალი დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციას. ამავე დროს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ-------------–---–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა გარემოება საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგენილა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნებს სავსებით უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ-------------–---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2--------------ს და 2018 წლის 0-----------ს ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2--------------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 0-----------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 0-----------ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2--------------ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ-------------–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ რ-------------–---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ნოემბრიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი