განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რო-- ხი------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა----- თა----ის ძე ლე-–---–--ლი (დაბადებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მც----ის რაიონის სოფელ ძ---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - სო----- ჯა------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ადევნება, ესე იგი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, ასევე განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სხდომის სახე: ნაწილობრივ დახურული.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2017 წლიდან მოყოლებული, მა----- ლე-–---–--ლი არასასურველ კომუნიკაციას ამყარებს ნ---- მ----–-ძესთან, სისტემატურად უკავშირდება ტელეფონით და ხვდება პირადად, ემუქრება მისი და შვილების მოკვლით, თუ უარს იტყვის მეუღლესთან განშორებაზე და მას არ გაჰყვება ცოლად. მა----- ლე-–---–--ლის არაადეკვატური, ძალადობრივი და მუქარის შემცველი ქმედებები ნ---- მ----–-ძეს უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას, რათა არ იყოს არასასურველი და საფრთხის შემცველი კომუნიკაციის მსხვერპლი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლიდან მოყოლებული, მა----- ლე-–---–--ლი არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნ---- მ----–-ძესთან, სისტემატურად უკავშირდებოდა ტელეფონით და ხვდებოდა პირადად, ემუქრებოდა მისი და შვილების მოკვლით, თუ უარს იტყოდა მეუღლესთან განშორებაზე და მას არ გაჰყვებოდა ცოლად. მა----- ლე-–---–--ლის არაადეკვატური, ძალადობრივი და მუქარის შემცველი ქმედებები ნ---- მ----–-ძეს უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას, რათა არ ყოფილიყო არასასურველი და საფრთხის შემცველი კომუნიკაციის მსხვერპლი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეების საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მა----- ლე-–---–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მა----- ლე-–---–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა ნ---- მ----–-ძემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2013 წლის ივლისის თვეში, ქუ-----ში, დააკავეს მისი მეუღლე (ამჟამად უკვე ყოფილი მეუღლე). ვინაიდან მის მეუღლეს არ ჰქონდა სახლში ტელეფონის მეშვეობით დარეკვის უფლება, იგი უკავშირდებოდა თანამესაკნე მა----- ლე-–---–--ლის მეშვეობით, რომელიც პენიტენც------ დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 2-----------ს. გათავისუფლების შემდეგ, მა----- ლე-–---–--ლი რამდენჯერმე მივიდა მათთან სახლში, როგორც მეგობრის ოჯახში. შემდეგ, მან დაიწყო მასთან დარეკვები და მისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ეუბნებოდა, რომ მოეწონა, შეუყვარდა და ერთად უნდა ყოფილიყვნენ. რამდენიმე თვეში მათ შორის ჩამოყალიბდა ორმხრივი სასიყვარულო (სქესობრივი) ურთიერთობა, რაც იცოდნენ მხოლოდ მა----- ლე-–---–--ლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ხოლო მისი და მისი მეუღლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათი ურთიერთობიდან რამდენიმე თვეში მა----- ლე-–---–--ლი მის მიმართ გახდა აგრესიული, ეჭვიანი და მის მიმართ უცენზურო ლანძღვა-გინებამ მიიღო სისტემატური ხასიათი, რის გამოც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მისი სურვილით ურთიერთობა გაწყვიტეს, თუმცა, შემდეგ მა----- ლე-–---–--ლის ინიციატივით, მისი მხრიდან სისტემატური რეკვებით, მუქარებითა და შანტაჟით, რომ მათი ურთიერთობის შესახებ შეატყობინებდა მის ახლობლებს და ნათესავებს, ისევ განაახლეს ურთიერთობა. 2018 წლის მაისის თვეში მასსა და მა----- ლე-–---–--ლს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა უთანხმოება, რის შემდეგაც იგი ტელეფონზე აღარ პასუხობდა. აღნიშნულის გამო მა----- ლე-–---–--ლი მიუვარდა სახლში, მისი შვილებისა და დედამთილ-მამამთილის თანდასწრებით კორპუსის ეზოდან ატეხა ყვირილი და ლანძღვა-გინება, რის გამოც მან განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მისი განცხადების საფუძველზე მა----- ლე-–---–--ლს აეკრძალა მასთან მიახლოება. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის სექტემბრის თვემდე მათ, მართალია, უშუალო ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა, მა----- ლე-–---–--ლი სისტემატურად უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით და ემუქრებოდა მისი და მისი შვილების მოკვლით, სახლში ხელყუმბარის აფეთქებით, თუ მასთან არ ექნებოდა ურთიერთობა. აღნიშნული მუქარებისა და შანტაჟის გამო, 2018 წლის სექტემბრის თვეში მათ კვლავ განაახლეს ურთიერთობა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მისი მეუღლე გათავისუფლდა პენიტენც------ დაწესებულებიდან, რის გამოც მას უნდოდა მა----- ლე-–---–--ლთან ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა, ეს უკანასკნელი გახდა კიდევ უფრო ეჭვიანი, თითქმის ყოველ დილით სამსახურში წასვლისას ხვდებოდა სხვადასხვა მეტროსადგურებში, ძირითადად კი მეტროსადგურ „ის--ში“ და მიჰყვებოდა სამსახურში და მოჰყვებოდა უკან. იყო შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას მა----- ლე-–---–--ლი მეტროსადგურ „ის--ში“ დახვდა, კუთხეში მიიმწყვდია და უყვიროდა: „მითხარი, რომ გიყვარვარ, თორემ აქვე მოგკლავო“. ასევე მა----- ლე-–---–--ლი დაკავების წინა დღეებში სისტემატურად უგზავნიდა შეტყობინებებს, რომ იყო მის ფანჯარასთან, თავად არ ეძინა და არც მას უნდა დაეძინა. 2018 წლის 1--------------ს, დილით უამრავი შეტყობინება დახვდა ვაიბერში მიწერილი, „ავ-–-----ში გელოდები“, „შენც უნდა მოგკლა და თავიც უნდა მოვიკლა“ და სხვა. იგი შიშით ჩავიდა მეტრში, რათა მა----- ლე-–---–--ლი სადმე არ დახვედროდა და რამე არ დაეშავებინა მისთვის. შემდეგ, მა----- ლე-–---–--ლმა დაურეკა და უთხრა, რომ მის სამსახურში მიდიოდა და ძალადობით იმუქრებოდა. დაახლოებით 09:15 საათზე, იგი მართლაც მივიდა მის სამსახურში, ქ. თბილისში, ყ------ის ქუჩა #4--ში მდებარე საბავშვო ბაღში. მან თანამშრომლებს უთხრა, რომ მა----- ლე-–---–--ლი მასთან იყო და კარები არ გაეღოთ. იგი თავად გავიდა მასთან შესახვედრად, რა დროსაც იგი განწირული ყვიროდა „გამოდი, გამოიყვანე შენი დირექტორი, შენი მენეჯერი, უნდა დაგხოცოთ“-ო. ნ---- მ----–-ძის განმარტებით, მას უნდოდა, რომ მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ მის თანამშრომლებს არ გაეგოთ, რის გამოც იგი ცდილობდა ბრალდებულის დამშვიდებას, თუმცა, მა----- ლე-–---–--ლი აგინებდა და ლანძღავდა მას, ასევე იმუქრებოდა მისი და მისი თანამშრომლების აფეთქებით. გარდა ამისა, მან წაართვა მობილური ტელეფონი, მაჯაზე მოუჭირა ხელი და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იძულებით გაათრია, საიდანაც მეეზოვის დახმარებით შეძლო თავის დაღწევა. თავად შევიდა ბაღის შენობაში, სადაც თანამშრომლებს უთხრა, რომ იყო ძალიან ცუდად, ხოლო მა----- ლე-–---–--ლი დაჯდა იქვე სკამზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ უკანასკნელმა დაიწყო საბავშვო ბაღის კარებზე ზარის განწირული რეკვა და ბრახუნი, რა დროსაც იმდენად იყო შეშინებული, რომ თანამშრომელს უყვირა, რომ კარი არ გაეღოთ, რის შემდეგაც დაკარგა გონება. შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი გადაიყვანა საავადმყოფოში, საიდანაც გამოწერეს მეორე დღეს, ხოლო მეორე დღეს სახლში მისვლისას მა----- ლე-–---–--ლი დახვდა მის სახლთან, უკიდურესად მთვრალ მდგომარეობაში. მან აღნიშნულის დანახვისთანავე დარეკა საპატრულო პოლიციაში, პარალელურად დარეკილი ჰქონდა მის დედამთილსაც, ვინაიდან მისი ოჯახის წევრებს ძალიან ეშინოდათ მისი და მოხდა მისი დაკავება. ნ---- მ----–-ძის განმარტებით, მა----- ლე-–---–--ლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შეურაცხმყოფელი ქმედებების, მუქარის და შანტაჟის გამო, მას არაერთხელ უცდია თავის მოკვლა, ასევე გაუჩნდა შიში, რომ მოკლავს მას ან მის შვილებს, რის გამოც ეშინიათ სახლიდან გამოსვლის. მიღებული სტრესისა და შიშის გამო შეერყა ფსიქიკა, აქვს ეპილეფსიური შეტევები. დაზარალებულმა დამატებით ასევე, აღნიშნა, რომ მისი და მა----- ლე-–---–--ლის ურთიერთობის განმავლობაში, იგი თავად აკითხავდა მა----- ლე-–---–--ლს ჯერ მც----ის რაიონის სოფელ ძ---ში, შემდეგ ქ. თბილისში, ხოლო 2018 წლის სექტემბრის თვეში ქ. რუ-----ში, რაც ზოგ შემთხვევაში მისი ნება-სურვილის შესაბამისად ხდებოდა, ზოგ შემთხვევაში კი მა----- ლე-–---–--ლის მხრიდან მუქარისა და შანტაჟის შედეგად. ამასთან, მისი თქმით, მას ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მა----- ლე-–---–--ლის დედასთან, დებთან და მის ახლობლებთან.
4.2. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1-----------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალებით და სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით ნ---- მ----–-ძემ მა----- ლე-–---–--ლის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
4.3. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა თი-----ნ კ---ძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.4. დაზარალებულ ნ---- მ----–-ძის დამ - ნ--- მ----–-ძემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის დაახლოებით მარტის თვეში მასთან მივიდა შეშინებული, შეშფოთებული და აცახცახებული მისი და - ნ---- მ----–-ძე, რომელმაც უთხრა, რომ ვინმე მა----- ლე-–---–--ლი ემუქრებოდა და აშინებდა. მის კითხვაზე, თუ ვინ იყო მა----- ლე-–---–--ლი, უთხრა, რომ იგი იყო მისი მეუღლის თანამესაკნე, რომელიც პენიტენც------ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მივიდა მათ ოჯახში - „შენმა მეუღლემ შენი თავი მე ჩამაბარაო“. შემდეგ კი მათ შორის - ნ---- მ----–-ძესა და მა----- ლე-–---–--ლს შორის ორმხრივი სასიყვარულო (სქესობრივი) ურთიერთობა ჩამოყალიბებულა. შემდეგ, იმის გამო, რომ მა----- ლე-–---–--ლს ჰქონდა საშინელი ხასიათი, მის დას აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა, თუმცა, მა----- ლე-–---–--ლი მის დას ემუქრებოდა მოკვლით, შვილების დახოცვით, ლიმონკის, რომელსაც მისი სახელი ეწერა, აფეთქებით, თუ მასთან არ ექნებოდა ურთიერთობა. აღნიშნულის გამო, მან თავადაც დაურეკა მა----- ლე-–---–--ლს, რომელსაც მოსთხოვა მის დასთან ურთიერთობის გაწყვეტა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო და უთხრა, რომ მუქარას შეასრულებდა, თუ მის დას - ნ---- მ----–-ძეს მასთან არ ექნებოდა სასიყვარულო ურთიერთობა. აღნიშნულის შემდეგ, მან დაურეკა მა----- ლე-–---–--ლის დედას, რომელსაც სთხოვა შვილის შეჩერება, რის შემდეგაც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა, ხოლო ორი კვირის შემდეგ იგი მიუვარდა მის დას - ნ---- მ----–-ძეს დედამთილ-მამამთილთან სახლში, უყვიროდა რომ იყო გარყვნილი ქალი, ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ასეთს ოჯახში როგორ აჩერებდნენ. აღნიშნული ინციდენტის გამო, მისმა დამ განცხადებით მიმართა პოლიციის განყოფილებას და მა----- ლე-–---–--ლი გააფრთხილეს, რომ მის დას - ნ---- მ----–-ძეს არ გაკარებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მაინც უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით როგორც ნ---- მ----–-ძეს, ასევე უშუალოდ მას და ეუბნებოდა, რომ თუ ნ---- მ----–-ძეს მასთან ურთიერთობა არ ექნებოდა, ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, შვილების დახოცვით, მათი ურთიერთობის შესახებ მეუღლისა და ოჯახის წევრებისთვის შეტყობინებით. მის რჩევაზე შეეცვალა ტელეფონის ნომერი, ნ---- მ----–-ძე ამბობდა, რომ ტელეფონის ნომრის შეცვლას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ტელეფონზე თუ არ უპასუხებდა, სახლში მიუვარდებოდა. 2018 წლის 1--------------ს, დილით, დაახლოებით 09:30 საათზე, მისმა დამ ტირილით დაურეკა უცხო ნომრიდან, იგი იყო ისტერიკაში და ითხოვდა დახმარებას, კერძოდ, უთხრა, რომ მა----- ლე-–---–--ლი სამსახურში მიუვარდა და ემუქრებოდა, „გამოდი, თორემ ყველას ყელებს დაგჭრითო“, რაზეც მან ურჩია, რომ საპატრულო პოლიციისთვის მიემართა. დაახლოებით 5 წუთში დარეკა მისი დის - ნ---- მ----–-ძის ტელეფონის ნომერზე, რომელსაც უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ იყო მა----- ლე-–---–--ლი, ასევე, უთხრა, რომ „მე ხომ ეხლა სისხლით ვიცლები, ასე დაიცლება ცოტა ხანში სისხლისგან შენი დაც, თქვენ ხალხი არ ყოფილხართ, თქვენ ჩემი ვერ გაიგეთ, ამიტომ დაიხოცებით“-ო და გაუთიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ, იგი ცდილობდა დარეკვას, მაგრამ აღარავინ პასუხობდა. შემდეგ მისმა დამ დაურეკა და შეატყობინა, რომ იყო საავადმყოფოში და იქ მისულიყო.
4.5. მოწმე ჯ-----ა ჯე------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ბაგა-ბაღში, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2018 წლის 1--------------ს, დილის საათებში, მათი ახალი თანამშრომელი - ნ---- მ----–-ძე, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, გავიდა შენობის გარეთ. როდესაც დაბრუნდა, იყო შეშფოთებული და სახეზე ფერი არ ჰქონდა. მის კითხვაზე: რა ხდებოდა, არაფერი უპასუხა და შევიდა სამზარეულოში, სადაც თავადაც მალევე შეჰყვა და ნახა, რომ ნ---- მ----–-ძე იყო პანიკაში, თანამშრომლები ამშვიდებდნენ და წამლებს ასმევდნენ. ამ დროს გაიგეს ზარის ხმა და კარის დამაფონში დაინახეს ბრალდებული, რომლის დანახვაზეც ნ---- მ----–-ძე უფრო მეტად ანერვიულდა და განწირულად ითხოვდა, რომ მისთვის კარები არ გაეღოთ, რის შემდეგ იგი საპირფარეშოში ჩაიკეტა. აღნიშნულის შემდეგ მან და მისმა თანამშრომელმა გაიხედეს კარებში და ნახეს, რომ აღნიშნული პიროვნება კარებთან აღარ იყო, რაც შეატყობინეს ნ---- მ----–-ძეს, რომელიც საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე ძირს დავარდა და დაკარგა გონება. ამასთან, ვიდრე შეუძლოდ გახდებოდა, მან თქვა, რომ აღნიშნული პიროვნება მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და ამიტომ ეშინოდა მისი. მათ სასწრაფოდ დაუძახეს ბაღის ექთანს, ასევე, მათ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სასწრაფოს მოსვლამდე, ნ---- მ----–-ძის მდგომარეობა დამძიმდა, დაემართა კრუნჩხვები, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის დასახვედრად გავიდნენ გარეთ, რა დროსაც სამსახურიდან დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით მან დაინახა წარმოდგენილი ბრალდებული, რომელსაც ხელში ბოთლი ეჭირა და თავში ირტყამდა, ასევე, მან რამდენჯერმე თავი დაარტყა ხეს.
4.6. მოწმე ნი-------ლაძემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ბაგა-ბაღ „ცი–-------–-ში“ აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე. 2018 წლის 1--------------ს, დაახლოებით 09:30 საათზე, შევიდა სამზარეულოში და ნახა, რომ ნ---- მ----–-ძე იყო უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაში და ტიროდა. მისი თქმით, ახლობელი იყო მისული, რომელსაც მასთან ურთიერთობა უნდოდა, ხოლო იმის გამო, რომ იგი უარს ეუბნებოდა, ემუქრებოდა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით. იგი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სულ კანკალებდა. შემდეგ გაიგეს ზარის დარეკვის ხმა და კარის დამაფონში დაინახეს პიროვნება, რომლის დანახვისთანავე ნ---- მ----–-ძემ იყვირა, რომ მისთვის კარები არ გაეღოთ და საპირფარეშოში ჩაიკეტა, ხოლო მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ აღნიშნული პიროვნება იქ აღარ იყო, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა საპირფარეშოდან და გამოსვლისთანავე ძირს დავარდა და კრუნჩხვები დაემართა. მან სასწრაფოდ დაუძახა ბაგა-ბაღში მომუშავე ექთანს. დარეკეს ასევე, 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. შემდეგ როდესაც თანამშრომელთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოლოდინში გავიდა გარეთ, მოშორებით ხესთან, ზურგიდან, დაინახა ის პიროვნება, რომელმაც ზარი დარეკა. მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნ---- მ----–-ძეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მის კითხვაზე აღნიშნულმა პიროვნებამ როგორ მიაგნო მას, ნ---- მ----–-ძემ უთხრა, რომ მეტროსადგურში შეხვდა და ალბათ იქიდან გამოჰყვა.
4.7. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელმა - გ------- ქვ--–--–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1--------------ს, შეტყობინების საფუძველზე ვა--------------–ოს პოლიციის სამმართველოს მ--- განყოფილებაში დაიწყო გამოძება ადევნების მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული მოთავსებული იყო საავადმყოფოში - თბილისის რ--------–---------------–ში, სადაც დაზარალებული დახვდა შოკურ მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ექიმების ნებართვით გამოკითხა დაზარალებული, ასევე გამოკითხა სხვა მოწმეები და დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.8. დაზარალებულ ნ---- მ----–-ძის სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ იგი შპს „რ--------–---------------–ში“ მოთავსებულ იქნა 2018 წლის 1--------------ს 10:21 საათზე, ხოლო გაეწერა 2018 წლის 1------------რს 00:30 საათზე, დიაგნოზით ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის დაჟეჟილობა; ნევროტულობა. დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტი უჩივის ტკივილს წელის არეში, აგზნებულია, აფორიაქებულია, პაციენტის გადმოცემით სამსახურში თავს დაესხა მამაკაცი.
4.9. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ნ---- მ----–-ძის მონაწილეობითა და თანხმობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი iPhone 4 მოდელის, შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია ჯეოსელის სიმ-ბარათი, ნომრით 5------------ მობილურის ჩართვისას მასში შეყვანილ იქნა მოწმე ნ---- მ----–-ძის მიერ მითითებული პინ-კოდი - "------ ტელეფონის მენიუში აპლიკაცია Messages, პირველი მიმოწერა განხორციელებულია მომხმარებელ T--------- M--------თან, რასთან დაკავშირებითაც ნ---- მ----–-ძემ განმარტა, რომ იგი არის 1----–-–------------–ს დაბადებული მა----- ლე-–---–--ლის ტელეფონის ნომრიდან - 5----------- განხორციელებული მიმოწერა, რაც შეადგენს დაახლოებით 360 "SMS"-ს. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებულ იქნა აპლიკაცია Viber-ში, სადაც ასევე ნ---ხი იქნა მა----- ლე-–---–--ლის მინაწერები - დაახლოებით 320 "SMS"-ის ოდენობით.
4.10. დაზარალებულ ნ---- მ----–-ძის მიერ 2018 წლის 1--------------ს გამოძიებისათვის წარდგენილ იქნა ე.წ. „სქრინ შოტები“, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ მა----- ლე-–---–--ლის მხრიდან ნ---- მ----–-ძის მიმართ ხორციელდებოდა შეურაცხმყოფელი და არასასურველი კომუნიკაცია.
4.11. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 1------------რს, 23:49 საათზე, ქ. თბილისში, ე---- გ-------– ს--–----ს ქუჩაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მა----- თა----ის ძე ლე-–---–--ლი, დაბადებული 1----–-–------------–ს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული მა----- ლე-–---–--ლის სახელზე.
4.12. ბრალდებულმა მა----- ლე-–---–--ლმა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 2-----------ს გათავისუფლდა პენიტენც------ დაწესებულებიდან, საიდანაც დაახლოებით ორ თვეში მასსა და ნ---- მ----–-ძეს ჩამოუყალიბდათ ახლო სასიყვარულო ურთიერთობა და მას შემდეგ დაკავებამდე ისინი იყვნენ ახლო ურთიერთობაში. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის იყო უთანხმოება, თუმცა, დაშორებულები არასდროს ყოფილან. მას ნ---- მ----–-ძესთან მუქარით, შანტაჟით და იძულების სხვა საშუალებებით არ ჰქონდა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია. იგი არასდროს დამუქრებია ნ---- მ----–-ძეს მისი ან მის შვილების სიცოცხლის მოსპობით თუ იგი მასთან ურთიერთობას შეწყვეტდა, უფრო მეტიც, 2018 წლის 1--------------მდე მათ საერთოდ არ ჰქონიათ საუბარი ერთმანეთთან დაშორებაზე, პირიქით, მეუღლის პენიტენც------ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ნ---- მ----–-ძე აპირებდა მეუღლესთან განქორწინებას და მასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას. იგი ნ---- მ----–-ძეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მეტროსადგურებში არ ხვდებოდა, ეს უკანასკნელი თვითონ ეუბნებოდა სად და როგორ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. 2018 წლის მაისის თვეში, მასსა და ნ---- მ----–-ძეს შორის მცირედი გაუგებრობის გამო ამ უკანასკნელმა მის წინააღმდეგ პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანა, რის გამოც იგი დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში წავიდა კ---ის რაიონის სოფელ თ--–--------ში, თუმცა, მათ ერთმანეთთან მიმოწერა არ შეუწყვეტიათ. 2018 წლის სექტემბრის თვეში მან და ნ---- მ----–-ძემ კვლავ განაახლეს ურთიერთობა, იგი საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუ-----ში, სადაც ყოველ შაბათ დღეს აკითხავდა ნ---- მ----–-ძე, ხოლო სხვა დღეებში იგი თავად ჩამოდიოდა თბილისში და მათ ერთმანეთთან ჰქონდათ ნებაყოფლობითი ყოველდღიური ურთიერთობა. 2018 წლის 1--------------ს, იგი ნ---- მ----–-ძესთან სამსახურში მივიდა მისი ტანსაცმლის გამოსართმევად, რომელიც მას რუ-----იდან ჰქონდა წამოღებული გასარეცხად. როდესაც იგი მის ს--ახავად გამოვიდა, ნახა რომ ვიღაცა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, რის გამოც ეჭვიანობის ნიადაგზე იკამათეს, თუმცა, მას ბაღის კარებზე არ უბრახუნებია, არც უგინებია და არც ბაღის თანამშრომლებს დამუქრებია. 2018 წლის 1------------რს იგი იმყოფებოდა ნ---- მ----–-ძის საცხოვრებელ კორპუსთან, ნ---- მ----–-ძის დედასთან შესახვედრად, თუმცა, შემდეგ ნ---- მ----–-ძის დამ დაურეკა და შესთავაზა მათთან სახლში ასვლა, რაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება.
4.13. დაცვის მხარის მოწმე ც---–- მ---------–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი შვილი მა----- ლე-–---–--ლი პენიტენც------ დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის ნოემბრის თვეში. იმავე წლის დაახლოებით დეკემბრის თვეში მისმა შვილმა მა----- ლე-–---–--ლმა მათთან სახლში, რომელიც მდებარეობდა მც----ის რაიონის სოფელ ძ---ში, მიიყვანა ნ---- მ----–-ძე, რომელსაც იგი მანამდეც იცნობდა, კერძოდ, მათ რამდენჯერმე ერთად იმგზავრეს ქუ-----ში, როდესაც ის თავისი შვილის ს--ახავად მიდიოდა, ხოლო ნ---- მ----–-ძე თავისი მეუღლის. აღნიშნულის შემდეგ, ნ---- მ----–-ძე მათთან სახლში მიდიოდა კვირაში რამდენჯერმე. მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი აპირებდა მეუღლესთან განქორწინებას, რომელიც იმ პერიოდში სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ---- მ----–-ძეს და მის შვილს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. 2018 წლის მაისის თვეში, ნ---- მ----–-ძესა და მა----- ლე-–---–--ლს შორის უთანხმოების გამო, ნ---- მ----–-ძემ დედამთილის რჩევით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რის გამოც მა----- ლე-–---–--ლს პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოართვეს ხელწერილი, რომ არ უნდა ჰქონოდა კავშირი ნ---- მ----–-ძესთან. აღნიშნულის მოთხოვნის შესასრულებლად, მისი შვილი საცხოვრებლად გადავიდა კ---ის რაიონის სოფელ თ--–--------ში, ბიძამისის საცხოვრებელ სახლში და ნ---- მ----–-ძესთან გაწყვიტა ურთიერთობა. 2018 წლის სექტემბრის თვეში მისი შვილი - მა----- ლე-–---–--ლი კ---იდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუ-----ში, ნათესავთან - ა------ ლ--------–---–თან, რის შემდეგაც ნ---- მ----–-ძის ინიციატივით მათ კვლავ განაახლეს ურთიერთობა და ყოველ შაბათს ეს უკანასკნელი ქ. რუ-----ში აკითხავდა მის შვილს. მოწმის განმარტებით, ნ---- მ----–-ძეს არა მხოლოდ მა----- ლე-–---–--ლთან ჰქონდა ახლო, სასიყვარულო ურთიერთობა, არამედ მასთან და მათი ოჯახის სხვა წევრებთანაც ჰქონდა ახლო, მეგობრული ურთიერთობა. ულოცავდა მას დაბადების დღეს და სხვა დღესასწაულებს.
4.14. დაცვის მხარის მოწმე მ------ ლე-–---–--ლმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მა----- ლე-–---–--ლი არის მისი ძმა. იგი პენიტენც------ დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის ნოემბრის თვეში, რის შემდეგაც მალევე გაიცნო ნ---- მ----–-ძე, როგორც მისი ძმის მეგობარი გოგონა. აღნიშნულის შემდეგ ნ---- მ----–-ძე ხშირად მიდიოდა როგორც მათთან სახლში, ქ.თბილისში, ა------ის დასახლებაში, ასევე, მისი ძმის - მა----- ლე-–---–--ლის სახლში, მც----ის რაიონის სოფელ ძ---ში. მისი განმარტებით, ნ---- მ----–-ძეს მათი ოჯახის წევრებთან ჰქონდა საუკეთესო ურთიერთობა. 2018 წლის გაზაფხულზე, ნ---- მ----–-ძის განცხადების საფუძველზე, მის ძმას პოლიციის განყოფილებაში დააწერინეს ხელწერილი, რომ იგი არ უნდა მიახლოებულიყო ნ---- მ----–-ძის საცხოვრებელ სახლს, რის შემდეგაც მის ძმა საცხოვრებლად გადავიდა კ---ის რაიონის სოფელ თ--–--------ში, ბიძამისის სახლში, სადაც ცხოვრობდა დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში, როგორც მა----- ლე-–---–--ლისგან იცის, ნ---- მ----–-ძე სისტემატურად უკავშირდებოდა მობილურისა და სოციალური ქსელის საშუალებით და მის ძმას სთხოვდა შერიგებას და ურთიერთობის განახლებას. 2018 წლის სექტემბრის თვეში მა----- ლე-–---–--ლი საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუ-----ში, ნათესავთან - ა------ ლ--------–---–თან, რა დროსაც მა----- ლე-–---–--ლმა და ნ---- მ----–-ძემ კვლავ განაახლეს ურთიერთობა და როგორც თავად ნ---- მ----–-ძისგან არის ცნობილი, იგი მის ძმას ქ. რუ-----შიც აკითხავდა პერიოდულად, ასევე, დაკავებამდე 2-3 დღით ადრე მან მა----- ლე-–---–--ლს აჩუქა საათი.
4.15. დაცვის მხარის მოწმე ი--- ხ----ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს მც----ის რაიონის სოფელ ძ---ში. 2016 წელს მა----- ლე-–---–--ლთან სახლში გაიცნო მისი შეყვარებული ნ---- მ----–-ძე, რომელთანაც მა----- ლე-–---–--ლს ჰქონდა რამდენიმე წლიანი ურთიერთობა; აღნიშნული შეხვედრისას მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ როგორც მა----- ლე-–---–--ლს და ნ---- მ----–-ძეს, ასევე ამ უკანასკნელსა და მა----- ლე-–---–--ლის ოჯახის წევრებთან - დედასთან - ც------ მ---------–თან და დებთან - მ------ და ვ--–------- ლე-–---–--ლებთან ჰქონდათ საუკეთესო ურთიერთობა. 2017-2018 წლებში ნ---- მ----–-ძე და მა----- ლე-–---–--ლი, მართალია, ერთად აღარ უნახავს, თუმცა, მა----- ლე-–---–--ლისგან იცის, რომ ნ---- მ----–-ძესთან ამ წლების განმავლობაშიც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა.
4.16. დაცვის მხარის მოწმე ა------ ლ--------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მა----- ლე-–---–--ლი არის მისი ნათესავი და მასთან აქვს ახლო ურთიერთობა. მისთვის, მა----- ლე-–---–--ლისგან ცნობილია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ნ---- მ----–-ძესთან, რომელსაც პირადად არ შეხვედრია და არ იცნობს. 2018 წლის სექტემბრის თვეში მა----- ლე-–---–--ლი საცხოვრებლად გადავიდა მასთან - ქ. რუ-----ში, სადაც, როგორც მა----- ლე-–---–--ლისგან იცის, ყოველ შაბათ დღეს ნ---- მ----–-ძე აკითხავდა მას მასთან სახლში (იმ დროს, როდესაც იგი იმყოფებოდა სამუშაოდ). მოწმის განმარტებით, მა----- ლე-–---–--ლმა მასთან სახლში იცხოვრა დაახლოებით თვენახევარი, რის შემდეგაც 2018 წლის 16-1--------------ს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მოგვიანებით, 2-3 დღეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მა----- ლე-–---–--ლი დაკავებული იყო ნ---- მ----–-ძის განცხადების საფუძველზე.
4.17. დაცვის მხარის მოწმე გ--- რთვ--–--–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მა----- ლე-–---–--ლი არის მისი ყოფილი მეზობელი და მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც მა----- ლე-–---–--ლი 2013 წელს გათავისუფლდა პენიტენც------ დაწესებულებიდან, დაახლოებით 2-3 თვეში მა----- ლე-–---–--ლის საცხოვრებელ სახლში - მც----ის რაიონის სოფელ ძ---ში - გაიცნო ნ---- მ----–-ძე, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მა----- ლე-–---–--ლთან. აღნიშნულის შემდეგ ნ---- მ----–-ძე სისტემატურად მიდიოდა მა----- ლე-–---–--ლის სახლში სტუმრად, მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მა-----ს ოჯახის წევრებთან, დედასთან - ც------ მ---------–თან და დებთან - მ------ და ვ--–------- ლე-–---–--ლებთან. მოწმის განმარტებით, 2017 წლის ივნისის თვიდან მა----- ლე-–---–--ლი და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდნენ თბილისში, რის გამოც მას ნ---- მ----–-ძე აღარ უნახავს, თუმცა, მა----- ლე-–---–--ლისგან იცის, რომ 2017 წლის ივნისის შემდეგაც მათ ჰქონდათ ახლო სასიყვარულო ურთიერთობა.
4.18. დაცვის მხარის მოწმე ლ---- ნ--–------მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მა----- ლე-–---–--ლი არის მისი ყოფილი მეუღლის - მ------ ლე-–---–--ლის ძმა და მასთან დღემდე აქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. მა----- ლე-–---–--ლისგან იცნობს აგრეთვე ნ---- მ----–-ძეს, რომელიც გაიცნო დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ რაც 2013 წელს მა----- ლე-–---–--ლი გათავისუფლდა პენიტენც------ დაწესებულებიდან. მოწმის განმარტებით, მა----- ლე-–---–--ლს და ნ---- მ----–-ძეს ხშირად ნახულობდა ერთად და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მათ შორის იყო კამათიც და ეჭვიანობაც, მაგრამ ეს იყო ორმხრივი და მალევე ურიგდებოდნენ ერთმანეთს. მისი თქმით, ნ---- მ----–-ძე ბოლოს მა----- ლე-–---–--ლთან ერთად ნახა 2018 წლის 14-15 ოქტომბერს, დ------ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე „მ-----ში“. გარდა აღნიშნულისა, მას 2018 წლის ოქტომბრის თვეში სამჯერ-ოთხჯერ ჰყავს ნ---- მ----–-ძე მა----- ლე-–---–--ლთან ერთად ნ---ხი, რა დროსაც მათ შორის რაიმე დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.
4.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მა----- ლე-–---–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების - კ--- ჯ------–ის, ლ-–- გ-----ას, ლ---- მ----ის და დ----- ბ----ის ჩვენებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.22. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.24. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუც------ დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ მა----- ლე-–---–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მ----ე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, ს--ამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი ს--დოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მაისის კანონით, ძალაში კი შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად, დროში განგრძობადად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
5.7. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი/გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
5.8. სასამართლო ბრალდებულ მა----- ლე-–---–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ ნ---- მ----–-ძის ჩვენებით დგინდება, ბრალდებულ მა----- ლე-–---–--ლთან მას ჰქონდა ორმხრივი, სასურველი, სასიყვარულო ურთიერთობა, რაც მოგვიანებით გახდა არასასურველი , რამდენადაც ბრალდებული გახდა აგრესიული და მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო მას უნდოდა ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა, მა----- ლე-–---–--ლი სისტემატურად უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით და ემუქრებოდა მისი და მისი შვილების მოკვლით, სახლში ხელყუმბარის აფეთქებით, თუ მასთან არ ექნებოდა ურთიერთობა, ასევე, 2018 წლის ოქტომბრის თვეში თითქმის ყოველ დილით სამსახურში წასვლისას ხვდებოდა სხვადასხვა მეტროსადგურებში, ძირითადად კი მეტროსადგურ „ის--ში“ და მიჰყვებოდა სამსახურში, ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას მა----- ლე-–---–--ლი მეტროსადგურ „ის--ში“ დახვდა, კუთხეში მიიმწყვდია და უყვიროდა: „მითხარი, რომ გიყვარვარ, თორემ აქვე მოგკლავო“, ასევე, მა----- ლე-–---–--ლი დაკავების წინა დღეებში სისტემატურად უგზავნიდა შეტყობინებებს, რომ იყო მის ფანჯარასთან, თავად არ ეძინა და არც მას უნდა დაეძინა. 2018 წლის 1--------------ს, დილით კი ვაიბერში დახვდა უამრავი შეტყობინება, „ავ-–-----ში გელოდები“, „შენც უნდა მოგკლა და თავიც უნდა მოვიკლა“ და სხვა. იგი შიშით ჩავიდა მეტროში, რათა მა----- ლე-–---–--ლი სადმე არ დახვედროდა და რამე არ დაეშავებინა მისთვის. შემდეგ, დაურეკა და უთხრა, რომ მის სამსახურში მიდიოდა და ძალადობით იმუქრებოდა. დაახლოებით 09:15 საათზე, იგი მართლაც მივიდა მის სამსახურში, ქ. თბილისში, ყ------ის ქუჩა #4--ში მდებარე ბაგა-ბაღში. სადაც იგი აგინებდა და ლანძღავდა მას, ასევე იმუქრებოდა მისი და მისი თანამშრომლების აფეთქებით. ყოველივე აღნიშნულის გამო იგი გახდა შეუძლოდ და დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა. მოწმეებმა ჟ------ ჯ-------–---–მა და ნი-------ლიძემ დაადასტურეს 2017 წლის 1--------------ს, მა----- ლე-–---–--ლის დანახვაზე ნ---- მ----–-ძის აღელვების, პანიკისა და კრუნჩხვებში ჩავარდნის ფაქტი და განმარტეს, რომ როგორც ნ---- მ----–-ძისგან იციან ბრალდებულს მასთან უნდოდა ურთიერთობა, ხოლო იმის გამო, რომ იგი უარს ეუბნებოდა, ემუქრებოდა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით. ურთიერთობაზე უარის გამო მუქარის ფაქტი დაადასტურა, აგრეთვე, მოწმე ნ--- მ----–-ძემ, რომელმაც განმარტა, რომ როგორც ნ---- მ----–-ძეს, ასევე უშუალოდ მას სატელეფონო საუბრისას ეუბნებოდა, რომ თუ ნ---- მ----–-ძეს მასთან ურთიერთობა არ ექნებოდა, ყელს გამოჭრიდა და შვილებს დაუხოცავდა. ნ---- მ----–-ძის მიმართ განხორციელებული არასასურველი კომუნიკაცია დადასტურებულია აგრეთვე ნ---- მ----–-ძის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და ე.წ „სქრინ შოტებით“.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ადევნებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია სუბიექტის ქმედებას - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და ეს უნდა იწვევდეს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
5.10. ამდენად, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ არასასურველი კომუნიკაციისა და სხვა განზრახი ქმედების, მოცემულ შემთხვევაში მუქარისა და შანტაჟის სიხშირეს, მათ სისტემატურობას, რამდენადაც განმეორებადობის გარეშე, ცალკეული ქმედება ვერ მოგვცემს ამ მუხლის შემადგენლობას და ადგენს, რომ მა----- ლე-–---–--ლის ქმედებებმა გამოიწვიეს ნ---- მ----–-ძის ფსიქიკური ტანჯვა, ასევე მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, კერძოდ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ნ---- მ----–-ძემ მა----- ლე-–---–--ლის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ხოლო თავად დაზარალებულისა და მოწმე ნ--- მ----–-ძის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მას გაუჩნდა მისი და მისი შვილების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაზარალებული და მისი შვილები სახლიდან დამოუკიდებლად ვეღარ გამოდიან.
5.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.
5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ ს--დოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს ს--დოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების ს--დოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.13. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომლის თანახმად, მას ნ---- მ----–-ძესთან არასასურველი კომუნიკაცია არ დაუმყარებია და არც აფეთქებითა და სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია ნ---- მ----–-ძეს და მის შვილებს, თუ იგი მასთან ურთიერთობაზე უარს იტყოდა, რამდენადაც იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო მა----- ლე-–---–--ლის პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს - ც---–- მ---------–ს, მ------ ლე-–---–--ლს, ი--- ხ----ეს, ა------ ლ------–-–---–ს, გ--- რთვ--–--–---–ს და ლ---- ნ--–------ს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეებისგან მოწოდებული ინფორმაცია სრულად დაადასტურა თავად დაზარალებულმა და აღნიშნა, რომ მას საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი, ორმხრივი, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მა----- ლე-–---–--ლთან, ასევე, დაადასტურა, რომ ამ უკანასკნელს თავად აკითხავდა როგორც მც----აში, ასევე ქ. რუ-----ში და რომ ძალიან კარგი - მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მა----- ლე-–---–--ლის ოჯახის წევრებთან, თუმცა, მათი ჩვენებები სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც ბრალდების მხარე ედავება მა----- ლე-–---–--ლს.
5.15. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თითქოს სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რამდენადაც დაზარალებულის ჩვენების გარდა, სასამართლოში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ე.წ. „სქრინ შოტები“, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე (შედგება არაერთჯერადი ქმედებებისგან), დაზარალებულის ჩვენებას მართალია სრულად არ ადასტურებენ, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენების ცალკეულ ნაწილებს/ეპიზოდებს.
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ლე-–---–--ლმა ჩაიდინა - ადევნება, ესე იგი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, ასევე განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. მა----- ლე-–---–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირის უფლების დარღვევის კომპენსირება.
7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - განეკუთნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ სასჯელის სახით გათვალისწინებულია, ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ნ---- მ----–-ძის მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევა, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულ მა----- ლე-–---–--ლის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
7.8. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) კი ავალდებულებს მის მხარე სახელმწიფოებს განახორციელოს ქალების მიმართ ძალადობის პრევენცია, დაიცვას მსხვერპლი და დასაჯოს დამნაშავე.
7.9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მა----- ლე-–---–--ლის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, შესაბამისად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მა----- ლე-–---–--ლის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - მა----- ლე-–---–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - მობილური ტელეფონი და პასპორტი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მა----- ლე-–---–--ლს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა----- ლე-–---–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით ვადით.
2. მსჯავრდებულ მა----- ლე-–---–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ მა----- ლე-–---–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1-------------იდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - მა----- ლე-–---–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - მობილური ტელეფონი და პასპორტი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მა----- ლე-–---–--ლს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე