განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/559-19
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი ლ---------------
დაცვის მხარე
ადვოკატი - მ-----–--------–---–--
ბრალდებული: ვ-–-------------------------------
დაბადების თარიღი: 2-------------–--–--
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
პირადი N3-----------
განათლება :საშუალო;
ნასამართლობა: მქონე;
რეგისტრირებული: მისამართის გარეშე,ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------
სისხლის სამართლის საქმე 0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 7 იანვარს ღამის საათებში ქ. თბილისში ვ---------–--------------------------, ვ-–---------------მ მის მეუღლეს მ------------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ პლასტმასის კალათა გაისროლა მისი მიმართულებით, რომელიც მოხვდა მარცხენა ფეხის წვივში, ასევე ხელზე დაარტყა ძლიერად. აღნიშნული ქმედებების შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 28 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ-–--------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ვ-–---------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ვ-–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: მ------------–---–ის, თ---–--------ს, გ--------------ს, ნ-----------ს, მ-------------ს, გ----------–---–-ს, მ---------------–---–-ს, თ--------------–---–-ს, ბ---------------ს, ლ----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ვ-–---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ვ-–--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ვ-–--------------- ნასამართლევია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვ-–--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას პირად და ეკონომიკურ პირობებს, ვ-–--------------- არის მრავალშვილიანი მამა, ასევე იმ გარემოებას, რომ მეუღლეს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის----------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ვ-–----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ვ--–---------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 იანვრიდან _ 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ-–----------------- დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
სკამის ფეხი - განადგურდეს;
პლასტმასის კალათა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე