განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
080100119002859051
დავის ტიპი
151
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/117-19 (N041060119005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

30.05.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი--------------

მამის სახელი: გ-------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: მ--------–----------–---------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------------

 

ადვოკატი: გ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ი--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 28 ოქტომბერს, ქ-------–-----------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი-------------- ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფ-----------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

- 2018 წლის 30 ნოემბერს ქ-------–---------------------------------–- ბინის სადარბაზოში ი-------------- ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფ-----------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

- 2019 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ-------–---------------------------- მდებარე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ი--------------მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფ-----------------ს ხელები მოუჭირა წელის არეში, მუშტები დაარტყა მარჯვენა და მარცხენა წინამხრის არეში, წააქცია და მარჯვენა ხელით დააწვა მარცხენა გვერდში. ძალადობის შედეგად ფ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

აღნიშნული ქმედებებისათვის ი--------------ს წარედგინა ბრალდება აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით(2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი).

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე მ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ფ-----------------ი არის მისი გვერდით მეზობელი, ერთ წელზე მატია რაც იცნობს, თუმცა მას ახლო ურთიერთობა არა აქვს არც ფ-----------------თან და არც ი--------------სთან, რომელსაც იცნობს დაახლოებით 6 თვეა, რაც ფ------სთან ცხოვრობს. როგორც მისთვის არის ცნობილი, ისინი მეუღლეები არიან და ი----ს დაკავებამდე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. მოწმის განმარტებით, მათი სახლიდან ხმაური გამოდიოდა, თუმცა, ძირითადად ბავშვების ხმაური იყო, კონკრეტულად ცოლ-ქმრის ჩხუბი მას არ გაუგია. მათ ოჯახში ყავთ 4 თუ 5 ბავშვი. მოწმე ხედავდა ცოლ-ქმარი როგორ გადიოდნენ სახლიდან ერთად და როგორ შემოდიოდნენ სახლში. (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

მოწმე მ------------–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ფ-----------------ი არის მისი მეზობელი, ის როგორც ფ-----------------ს, ასევე ი--------------საც იცნობს, თუმცა მათთან ახლო ურთიერთობა არა აქვს, ფ------ს იცნობს დაახლოებით ერთი წელია. მას არ ახსოვს თუ რამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად ი-------------- და ფ-----------------ი, თუმცა მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მ------------–-–---–მა განმარტა, რომ მან ერთხელ გაიგონა რაღაც ხმაური, თუმცა არ გაუგია ცუდი სიტყვები, არც თავად შესწრებია კონფლიქტის ფაქტს და არც რომელიმე მხარისგან გაუგია აღნიშნული კონფლიქტის შესახებ. ფ-----------------ს ჰყავს შვილები, მაგრამ არ იცის ზუსტად რამდენი, დაახლოებით 3-4, მისი თქმით ერთი ბავშვი დიდია, ხოლო დანარჩენები - პატარა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე გ------- გ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის 2 წელია რაც მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში, სადაც დაიწყეს გამოძიება ი--------------ს მიერ ფ-----------------ის მიმართ მუქარისა და ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი გამომძიებელი იყო თავად გ------- გ--------ე. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემულ იქნა განჩინება ი--------------ს დაკავების თაობაზე. ი-------------- მისი და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების სხვა თანამშრომლების მონაწილეობით მიმდინარე წლის 20 იანვარს დააკავეს ბრალდებულის სახით და განემარტა მისი უფლება-მოვალეობები. შემდეგ ის გადაიყვანეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში, სადაც ი-------------- გამოიკითხა ბრალდებულის სახით და მის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ექსპერტ შ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით და მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ირკვევა, რომ მის მიერ ჩატარებულია ექსპერტიზა მოქალაქე ფ-----------------ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. 2019 წლის 10 იანვარს გაცემულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა. მოქალაქე ფ-----------------ი პირადად იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზაზე, მოხდა მასთან გასაუბრება, მოკლე ანამნეზის შეკრება და ასევე დათვალიერდა მისი სხეული. 2019 წლის 6 იანვარს 23:57 საათზე დაიწყო მისი შემოწმება და დასრულდა 2019 წლის 7 იანვარს 00:14 საათზე. ფ-----------------ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ზედა კიდურისა და მუცლის მიდამოებში. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, მოწითალო-მოლურჯო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი ზომით: 4,0X2,0 სმ. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X2,2 სმ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,8X1,5 სმ. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღინიშნებოდა I ხარისხის დამწვრობითი უბანი ზომით: 0,5X0.4 სმ, წარმოდგენილი მშრალი ზედაპირის მქონე, მოყავისფრო ელფერის მომკვრივო უბნის სახით. როგორც შესამოწმებელმა პირმა განმარტა, აღნიშნული დამწვრობა რამდენიმე დღის წინ მიიღო სიგარეტის დაცემის შედეგად. დაზიანება I ხარისხის დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება დაზიანებების ხანდაზმულობას, დამწვრობითი უბანი ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ფ-----------------მა მასთან საუბარში განმარტა, რომ 2019 წლის 6 იანვარს დაახლოებით 17:00 საათზე, ქ----------–-------------------------- მეგობარმა ი--------------მ მიაყენა სხეულის დაზიანება ხელების დარტყმით. (ს.ფ.10-13, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულ ი--------------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, მან ფ-----------------ი გაიცნო 2018 წლის სექტემბრის თვეში, ის იყო მრავალშვილიანი დედა, ისინი დაახლოვდნენ და გადავიდა მასთან საცხოვრებლად ქ-------–---------------------–-- დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ერთად როგორც ცოლ-ქმარი. 2019 წლის 6 იანვარს ფ------ს შეხვდა დილის საათებში მ---------–----- წინ მდებარე პატარა პარკში და შემდეგ დაცილდა, ხოლო საღამოს შეხვდა თუ არა, არ ახსოვს. ფ------ არც უცემია და არც დამუქრებია მას არასდროს. ფ------მ სად მიიღო დაზიანება, არ იცის. ვიდრე დააკავებდნენ, მან საერთოდ არ იცოდა ფ------ს დაზიანებების შესახებ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმეში წარმოდგენილი N3---- 06/01/2019 წლის 21:17 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო ცემა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ფ-----------------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ი--------------მ სცემა (ს.ფ. 2).

 

საქმეში წარმოდგენილი N3---- 06/01/2019 წლის 20:32 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფ-----------------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ი--------------მ სცემა, სასწრაფოს არ საჭიროებს, მეგობარმა მიაყენა შეურაცხყოფა (ს.ფ. 3).

 

საქმეში წარმოდგენილი N2------ 01/12/2018 წლის 16:41 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტის ტიპი იყო მუქარა. ფ-----------------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისი მეგობარი (აღნიშნა რომ არც მისი მეუღლეა და არც ნათესავი) ემუქრება ბავშვების წართმევით (ს.ფ. 71).

 

საქმეში წარმოდგენილი N2------ 01/12/2018 წლის 16:42 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,-----’ საპატრულო ეკიპაჟიდან რ---–--–---–---–-------–-----------ით გააკეთა განაცხადი, რომ ქ-------–---------------------------–- ფ-----------------მა განაცხადა, რომ მას მეგობარი ი-------------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (ს.ფ. 72).

 

საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 07 იანვარს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ი-------------- სისტემატიურად ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა მუქარით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით. ორდერის თანახმად ი--------------ს აეკრძალა ფ-----------------თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 14-24).

 

დაზარალებულმა ფ-----------------მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების თუნდაც ერთი ეპიზოდის დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ი--------------მ ჩაიდინა მუქარა (2018 წლის 28 ოქტომბრის და 2018 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდები) და ძალადობა (2019 წლის 06 იანვრის ეპიზოდი), ამყარებს მოწმეების მ------------------ს, მ------------–-–---–ის, გ------- გ--------ის და ექსპერტ შ--------------ის მიერ მიცემულ ჩვენებებზე, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე და მათგან მხოლოდ ექსპერტის ჩვენებაშია ასახული დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მასზე განხორცილებული ძალადობის შესახებ, თუმცა, ამ ინფორმაციის პ------–წყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

 

ამასთან, დაზარალებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მან კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე, რაც არ წარმოადგენს ბრალეულობის დამადასტურებელ არგუმენტს.

 

ოჯახში ძალადობა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები მ------------------, მ------------–-–---–ი, გ------- გ--------ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მათ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესახებ სასამართლოსთვის რაიმე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ექსპერტი შ--------------ე კი ავრცელებს დაზარალებულისაგან მიღებულ ცნობებს. სსსკ-ის 76-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად მისი ჩვენება ამ ნაწილში წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებას, ის საერთოდ უარყოფს მისი მხრიდან ძალადობის ან მუქარის ფაქტის განხორციელებას ფ-----------------ის მიმართ.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინებები და შემაკავებელი ორდერის მასალები, რომლებშიც ასახული დაზარალებულის მიერ მიწოდებული ცნობები მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის პ------–წყარომ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ, ანუ ბრალდების მთავარ მოწმეს, ფ-----------------ს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაციის რეალურობა სასამართლოს წინაშე.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა და მსგავსი შინაარსის შემცველი წერილობითი მტკიცებულებებისა, რომელთა ნამდვილობა არაფრით არის გამყარებული, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია შერაცხული ბრალდებით ი--------------ს მსჯავრდება.

 

შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მუქარა:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.

 

დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთაგან, არცერთი არ მიუთითებს რომ ი--------------მ განახორციელა მუქარა ფ-----------------ის მიმართ, წარმოდგენილი არ არის მუქარის დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს სიცოცხლისათვის საშიში ისეთი მუქარის განხორციელებაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ დანაშაულის შესახებ შეტყობინებები, და ისინიც შინაარსობრივად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. კერძოდ, N2------ 01/12/2018 წლის 16:41 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ფ-----------------მა მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისი მეგობარი (აღნიშნა რომ არც მისი მეუღლეა და არც ნათესავი) ემუქრება ბავშვების წართმევით (ს.ფ. 71), ხოლო N2------ 01/12/2018 წლის 16:42 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,-----’ საპატრულო ეკიპაჟიდან რ---–--–---–---–-- ტელეფონის ნომრით 5-------- გააკეთა განაცხადი, რომ ქ-------–------------------------------–- ფ-----------------მა განაცხადა, რომ მას მეგობარი ი-------------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (ს.ფ. 72).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ი--------------ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხული ბრალდების რომელიმე ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, ი-------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით(2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით(2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. ი--------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლებული ი-------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. გამართლებულ ი--------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე