განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
080100119003047871
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/488-19 (N041270519003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ქ------- უ-----ე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი - მ----- წ---–---

 

ბრალდებული გ-------–ი თ------ე

მამის სახელი: ს-----ი

დაბადების თარიღი: 1-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ცაგერი, სოფ. ლ---–-–-

 

სხდომის სახე: ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 25 მაისს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც გ-------– თ------ეს აეკრძალა მეუღლესთან - მ-------- თ----------სთან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. 2019 წლის 25 და 26 მაისს გ-------– თ------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, 25 მაისს მობილური ტელეფონის მეშვეობით მიწერა ესემესები, ხოლო 26 მაისს მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში (მის: ქუთაისი, ლ----–--ის ქუჩა 1---ში), ასევე, მიუახლოვდა 26 მაისს ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ,,პასაჟებთან“, სადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

1.2. 2019 წლის 25 მაისს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც გ-------– თ------ეს აეკრძალა მეუღლესთან - მ-------- თ----------სთან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, გ-------– თ------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში (მის: ქუთაისი, ლ----–--ის ქუჩა 1---ში), რომელიც დატოვა 2019 წლის 9 ივნისს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები; მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაწერის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სხვ.) ერთობლიობა გ-------–ი თ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ 2019 წლის 25 მაისს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც გ-------– თ------ეს აეკრძალა მეუღლესთან - მ-------- თ----------სთან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მათ შორის ტელეფონის გამოყენებით.

 

გ-------–ი თ------ემ არ შეასრულა რა ზ/აღნიშნული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 25 მაისს მობილური ტელეფონის მეშვეობით მიწერა ესემეს შეტყობინებები, ხოლო 26 მაისს მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში (მის: ქუთაისი, ლ----–--ის ქუჩა 1---ში), ასევე, მიუახლოვდა 26 მაისს ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ,,პასაჟებთან“, სადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში (მის: ქუთაისი, ლ----–--ის ქუჩა 1---ში), რომელიც დატოვა 2019 წლის 9 ივნისს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------–ი თ------ემ ზ/აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მეუღლის, მ-------- თ----------ს მიმართ, რომელიც საქართველოს სსკ-ის მე-11 მუხლის შენიშვის შესაბამისად, ითვლება ოჯახის წევრად, შესაბამისად, გ-------–ი თ------ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, სწორია.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-------–ი თ------ემ ჩაიდინა:

 

1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 და 26 მაისის ეპიზოდი);

 

2. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი);

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ-------–ი თ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

4.2. გ-------–ი თ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად გ-------–ი თ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს არასაპატიმრო სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220-220 საათის ვადით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–ი თ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 და 26 მაისის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------–ი თ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით;

 

გ-------–ი თ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გ-------–ი თ------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარგველაშვილი