გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310-19002802979 (3/6-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2--9 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - თ-------------ა
მოპასუხეები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - გი--------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 25.0-.2--8 წლის №02---------2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30.--.2--8 წლის №--/-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულება გასცეს თ-------------ას პირადობის მოწმობა და დაბადების მოწმობა, რომლებშიც დამადების თარიღად მითითებული იქნება 0-.------- წელი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის
3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.წ--–-------ს რაიონის სოფელ ო------------ს 1--- წლის დაბადების სააქტო ჩანაწერების წიგნში მოიძებნა 2----/1--- წელს რეგისტრირებული დაბადების აქტი N-, რომლის თანახმად, მოსარჩელე თი---------------------–--------- დაიბადა წალენჯიხაში 0----/1--- წელს. მშობლების შესახებ ცნობების მიხედვით მამა არის ირ----------–------------ა, ხოლო დედ----------------------–--------ა.
დაბადების აქტი რეგისტრირებულია დედის - ვ------------ს განცხადების საფუძველზე.
დაბადების თარიღთან დაკავშირებით ანალოგიური შინაარსის შემცველია შემდეგი დოკუმენტაცია:
-წ--–-------ს რაიონის სოფელ ო------------ს სასოფლო საბჭოს 19------- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლითაც მოსარჩელის დაბადების თარიღია - 0----/1--- წელი;
-წ--–-------ს რაიონის სოფელ ო------------ს რვაწლიანი სკოლის 19----- წლების სასწავლო წლის მ------–---- საკლასო ჟურნალი, რომლის მ---- გრაფაში ფიქსირდება ფი-----------ო, ხოლო მისი დაბადების თარიღად დაფიქსირებულია 1--- წელი;
-ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ილ------------ს 3--0--2--8 წლის დადგენილების მიხედვით, თი---------------------–---------ს დაბადების თარიღად დადგენილია 0----/1--- წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-დაბადების აქტის ჩანაწერი N-;
-განცხადება-ანკეტა;
-სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ 21.--.2--8 წელს მომზადებული N3-------- წერილი;
-პროკურორის 3--0--2--8 წლის დადგენილება;
-ქალაქ წ--–-------ს რე------–------ის 12.--.2--8 წლის NM---------------1 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.03.2--9 წლის და 30.0-.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 16.0--2--8 წლის N2------- გადაწყვეტილებით გაუქმდა მოსარჩელე თ-------------ას ელექტრონული პირადობის მოწმობა და პასპორტი არასწორი დაბადების თარიღის გამო, რის შემდგომ მოსარჩელის კანონიერ მონაცემად განისაზღვა სწორი დაბადების თარიღი - 1--- წელი, 0- ო-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-19.0--2--8 წლის გადაწყვეტილება;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.03.2--9 წლის და 30.0-.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. 2--8 წლის 1-------------ს თ-------------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N- დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის - 0--1--1--- წლის 0-.------- წლით შესწორების მოთხოვნით, ვინაიდან მიიჩნია, რომ მისი დაბადების სწორი თარიღია 0-.------- წელი.
ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 25.0-.2--8 წლის №02---------2 გადაწყვეტილებით თ-------------ას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-25.0-.2--8 წლის №02---------2 გადაწყვეტილება;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 14.03.2--9 წლის და 30.0-.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4.მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 25.0-.2--8 წელს №02---------2 გადაწყვეტილება, თუმცა სააგენტოს 2--8 წლის 3-----------ს №--/-------- გადაწყვეტილებით თ-------------ას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადმინისტრაციული საჩივარი;
-30.--.2--8 წლის №--/-------- გადაწყვეტილება;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.03.2--9 წლის და 30.0-.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი დაბადების თარიღის კანონიერ მონაცემად 19---–-–-ს 0- ა-----–-ს მიჩნევის თაობაზე სარჩელში და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრებული აქტები შეესაბამება კანონს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დაბადების აქტის ჩანაწერი N-;
-სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ 21.--.2--8 წელს მომზადებული N3-------- წერილი;
-პროკურორის 3--0--2--8 წლის დადგენილება;
-ქალაქ წ--–-------ს რე------–------ის 12.--.2--8 წლის NM---------------1 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია;
-25.0-.2--8 წლის №02---------2 გადაწყვეტილება;
-30.--.2--8 წლის №--/-------- გადაწყვეტილება;
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 14.03.2--9 წლის და 30.0-.2--9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--2 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი’’.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი სახეა დაბადება. იმავე მუხლის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით და გაიცემა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, რაც წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. კერძოდ, მის უფლებამოსილებას განეკუთვნება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა, აგრეთვე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამასთან, შესწორება ნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. აქვე ყურადსაღებია სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
თუ აღნიშნულ სამართლებრივ მსჯელობას გადავიტანთ სადავო ფაქტობრივი გარემოებების სივრცეში, ნათელი გახდება, რომ წინამდებარე სარჩელით დასადგენ გარემოებას წარმოადგენს დაშვებულ იქნა თუ არა უზუსტობა მოსარჩელის სახელზე შედგენილ №- დაბადების აქტის ჩანაწერში, როდესაც მასში თ-------------ას დაბადების თარიღად მიეთითა 1--- წლის 0- ო-----------.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ზუსტი მონაცემების მითითება ემსახურება როგორ იმ პირის ინტერესებს, რომლის შესახებაცაა გაკეთებული ჩანაწერი, ისე ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის მიზანს, ხელი შეუწყოს რეალურ მონაცემებზე აგებული სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებას და სტაბილურობას.
შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ წარსულში არც თუ ისე იშვიათი იყო დოკუმენტებში პირის პერსონალური მონაცემების მცდარად წარმოჩინების შემთხვევები. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს კანონმდებლობაში, კონკრეტულად კი სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში სათანადო ორგანოს მიერ აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ინსტიტუტის დანერგვა.
მოსარჩელე თავისი დაბადების აქტის ჩანაწერში არასწორად მიიჩნევს დაბადების თარიღად 1--- წლის 0- ო----------ს მითითებას და თვლის, რომ მისი დაბადების შესახებ ნამდვილი, კანონიერი მონაცემია 19---–-–-ს 0- ა-----–-, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე გამომდინარე იქედან, რომ მისი მოსაზრებით აღნიშნულ თარიღში მოსარჩელის დაბადების ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა საგამონაკლისოდ ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, რასაც ცხადყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კანონმდებლის მიერ მითითებული შინაარსით დებულების რეგლამენტაცია განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა სტანდარტის ვალდებულება, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
ამ კუთხით კი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი’’-ს 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს; მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპასუხემ სრულყოფილად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე და სწორად დაადგინა მოსარჩელის დაბადების თარიღად 0----/1--- წელი. ამ მხრივ, თავდაპირველად ყურადსაღებია, რომ წ--–-------ს რაიონის სოფელ ო------------ს 1--- წლის დაბადების სააქტო ჩანაწერების წიგნში მოპასუხის მხრიდან მოიძებნა 2----/1--- წელს რეგისტრირებული დაბადების აქტი N-, რომლის თანახმად, თი---------------------–--------- დაიბადა წალენჯიხაში 0----/1--- წელს. მშობლების შესახებ ცნობების მიხედვით მამა არის ირ----------–------------ა, ხოლო დედა - ვე------------------–---------. დაბადების აქტის ჩანაწერით ირკვევა, რომ მისი რეგისტრაცია განხორციელებულია დედის - ვ------------ს განცხადების საფუძველზე.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ბუნებრივია დაბადების სააქტო ჩანაწერის სადავოობის პირობებში მხოლოდ ამ დოკუმენტისადმი ნდობა არ იქნება მართებული, სწორედ ამიტომ მოპასუხემ მოიპოვა არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა მოსარჩელის დაბადების ჩანაწერში არსებული დაბადების თარიღის შესახებ მონაცემის ნამდვილობა. კერძოდ, წ--–-------ს რაიონის სოფელ ო------------ს სასოფლო საბჭოს 19------- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, მოსარჩელის დაბადების თარიღია - 0----/1--- წელი, იგივე ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ილ------------ს 3--0--2--8 წლის დადგენილებით. ასევე ყურადსაღებია წ--–-------ს რაიონის სოფელ ო------------ს რვაწლიანი სკოლის 19----- წლების სასწავლო წლის მ------–---- საკლასო ჟურნალი, რომლის მ---- გრაფაში ფიქსირდება ფი-----------ო, ხოლო მისი დაბადების თარიღად მონიშნულია 1--- წელი.
სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ შეცვლის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეები თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, რომლითაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება მოცემულ ვითარებაში შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო როგორც დამხმარე და არა ძირითადი მტკიცებულება, რადგან დაბადების ფაქტი, დაბადების თარიღი უნდა დადასტურდეს უპირატესად წერილობითი მტკიცებულებებით.
ზემოთ მითითებული წერილობითი მტკიცებულებები არ არის გაბათილებული აგრეთვე წ--–-------ს რაიონის სოფელ ე–----ს (ყოფილი ო------------ს) საკრებულოს თავმჯდომარის ან-------------ას N181 ცნობითაც, რამდენადაც ჯერ ერთი, ეს დოკუმენტი გაცემულია 200- წელს და მეორე, დოკუმენტით ვერ ირკვევა მისი გაცემის წყარო, დაეყრდნო თუ არა ან-------------ა ცნობის გაცემისას უტყუარ მტკიცებულებებს.
ამრიგად, მტკიცებულებათა ერთობლიობა აძლევდა მოპასუხეს იმის უფლებას, რომ უარი ეთქვა მოსარჩელე თ-------------ასათვის დაბადების სააქტო ჩანაწერში 0-/----9---–-–-თ დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე.
გარდა აღნიშნულისა, ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ თ-------------ას დაბადების სააქტო ჩანაწერის მისდამი კუთვნილება სადავოდ არ გაუხდია. იგი მიიჩნევს, რომ N- სააქტო ჩანაწერში დაშვებულია შეცდომა, თუმცა რამ გამოიწვია შეცდომა, მისთვის უცნობია. შესაბამისად, მისი ეს პოზიცია დაუსაბუთებელია.
სასამართლო ასევე იზიარებს სადავო აქტებში მოპასუხის მიერ გადმოცემულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ თ-------------ა დაბადება 0----/1--- წელს და არა 0-/----9-- წელს, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ თ-------------ას დაბადების აქტი რეგისტრირებულია 2----/1--- წელი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ 0-//----9-- წელს მოსარჩელის დაბადება გამორიცხულია, რადგან მისი დაბადების აქტის რეგისტრაცია წინასწარ 1--- წელს ვერ განხორციელდებოდა.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.თ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა