განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
080100119002887265
დავის ტიპი
151
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/177-19 (N041210119003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

4.06. 2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული მ--------–-------ე

მამის სახელი: ბ--------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქ--------------------------------------–-------------------------

 

ადვოკატი - ნ----------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

- ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ----- ლ-------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 00:20 საათზე ქ-------–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ----- ლ-------ე რძალს ნ---------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ეუბნებოდა, რომ დაახრჩობდა. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მოწმე ნ---------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ბრალდებული არის მისი მამამთილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა 8 წელი, მაგრამ ეხლა უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ის თავიდანვე გრძნობდა მამამთილის მხრიდან აგრესიას, რომელმაც თანდათან იმატა. იგი უფრო მეტად სიმთვრალეში იყო აგრესიული. მოწმე განმარტავს, რომ 2011 წლის ივნისიდან დაოჯახებულია ბ---- ლ-------ეზე და ცხოვრობს ნ----- ქუჩაზე, მანამდეც ნ----- ქუჩაზე ცხოვრობდა, სხვა ბინაში - N-------------–--------–-, მეუღლესთან, დედამთილ-მამათილთან და შვილებთან ერთად. 2019 წლის 19 იანვარს მონათლეს უმცროსი ბავშვი, ნათლობის შემდეგ სტუმრებთან ერთად წავიდნენ რესტორან „----–--–--, სადაც მისმა მამამთილმა დალია ალკოჰოლური სასმელი და იყო ნასვამი. მოგვიანებით წამოვიდნენ სახლში. მათთან ერთად წამოვიდა მისი და ა------------- და მისი სიძე ბ---- ა-–----ე. სახლში რომ მივიდნენ მისი მეუღლე ნასვამი იყო და მაშინვე დაწვა და დაიძინა, ხოლო დანარჩენებმა გაშალეს სუფრა, იქ იყო მისი მამამთილი, რომელმაც უმიზეზოდ დაიწყო მოწმის მისამართით ლანძღვა და გინება. ასეთი მდგომარეობის გამო მისმა დამ და სიძემ დაგაწყვიტეს წასვლა. როდესაც კარებში გადიოდნენ, ბრალდებული დაემუქრა მისი დის ა--- და სიძის ბ----- თანდასწრებით, ასევე იქ იყო მისი დედამთილიც ნ---- ლ-------ე და ბავშვები. ამ დროს ბრალდებული ხელს იშვერდა მისკენ და ეუბნებოდა, რომ გაგუდავდა მას. ასევე, მის დას და სიძეს ეუბნებოდა რომ ყოველ ღამით იცოდეთ, რომ ეს იქნება გაგუდულიო. ამ საუბრისას ბრალდებული მას ფიზიკურად არ შეხებია, ბოლოს ვიდეოს გადაღების დროს წამოიწია მისკენ, მაგრამ დედამთილი გადაეღობა წინ. მან მოახერხა, რომ ტელეფონით ჩაეწერა ბრალდებულის იმ დღევანდელი მუქარის ვიდეო. მუქარის გამო იმდენად იყო შეშინებული, რომ ღამე ვერ იძინებდა და ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ. ვერც მისმა მეუღლემ და ვერც მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს მის მამამთილთან მოლაპარაკება და გადაწყვიტა პოლიციაში დაერეკა და სამართლებრივი გზით მოეგვარებინა ეს პრობლემა. მანამდე, 2015 წელს იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ფეხმძიმედ იყო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამამთილმა ჭიქა ესროლა მას, მაშინაც უნდოდა დაერეკა პოლიციაში, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნით გადაიფიქრა. დაზარალებული აღნიშნავს, რომ შვილიშვილებთან ბაბუას ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა. ცალკე ცხოვრების შემდეგაც ბავშვებს არ შეუწყვეტიათ ბაბუასთან ურთიერთობა და დადიან მასთან სანახავად. ოჯახის სხვა წევრებთან ბრალდებულს კონფლიქტური ურთიერთობა არ აქვს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ა------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, დგინდება, რომ ბრალდებული მ----- ლ-------ე არის მისი დის მამამთილი, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. 2019 წლის 19 იანვარს მოინათლა მისი დისშვილი, იყვნენ რესტორან „----–--–--, რომლის დამთავრების შემდეგაც ის და მისი მეუღლე, მისი სიძე ბ----, დისშვილები ლ-------------- და მისი დის დედამთილ მამამთილი ნ---- და მ-----ი, მივიდნენ მისი დის ბინაში, გაიწყო სუფრა, ერთი ორი ჭიქის შემდეგ მისი დის მამამთილმა მ----- ლ-------ემ დაიწყო მის დაზე ცუდად საუბარი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მას უშვერი სიტყვებით მოიხსენებდა და ლანძღავდა, ამის გამო მან მისი მეუღლე ბ---- დააჩქარა, რომ სახლში წამოეყვანა, კარებში დამშვიდობებისას, იქ იყვნენ ნ---- მისი დის დედამთილი, მისი დისშვილი და მეუღლე, ბრალდებული მისი დის მისამართით ამბობდა, რომ მოგუდავდა ნ-----ს და ჟესტიკულაციითაც გამოხატა ეს. ნ-----მ ტელეფონით გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო. კონკრეტულად ბრალდებულს მისი დისათვის სახელით არ მიუმართავს, მაგრამ მისი დის წინ იდგა და ნ-----ს მისამართით საუბრობდა. თვითონ მოწმე იდგა კიბეზე მესამე და მ------- სართულებს შორის და მეუღლეს ეძახდა, რომ წამოსულიყო, სადარბაზო განათებული იყო და კარგად ხედავდა ყველას ვინც იქ იდგა და ესმოდა ყველაფერი. მეორე დღეს ესაუბრა მის დას, რომელმაც უთხრა, რომ იმ ღამით ისე იყო შეშინებული ოთახის კარი ჩაკეტა, სკამი მიადგა, მთელი ღამე არ ეძინა და ძალიან ნერვიულობდნენ, ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ. მოწმემ აღნიშნა, რომ მის დას მამამთილთან წლებია ჰქონდა კონფლიქტი. მანამდეც იყო ასეთი შემთხვევა, მისი და აპირებდა პოლიციაში დარეკვას და გადააფიქრებინეს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ლ-----–----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, დგინდება, რომ მუშაობს ქ---------------–-----------------–---------–-–-----------------------–---–--------------------–--–-------------–-- თანამდებობაზე. 2019 წლის 21 იანვარს შემოვიდა შეტყობინება ნ---------------ის მიმართ მისი მამამთილის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ნ---------------ე თვითონ გამოცხადდა პოლიციის მ------- განყოფილებაში და გააკეთა ზეპირი განაცხადი. დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაიკითხა ნ---------------ე, რომელმაც განმარტა რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მამამთილი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრების თანდასწრებით და მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. მეორე დღეს ნ---------------ემ წარმოადგინა აღნიშნული მუქარის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც დათვალიერდა და შედგა შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერში დაზარალებული არ ჩანს, რადგან თვითონ იღებდა, ჩანს ბატონი მ-----ი, მისი მეუღლე ქალბატონი ნ---- და დაზარალებულის სიძე. ჩანაწერში ისმის მუქარის შემცველი სიტყვები. ბატონი მ-----ი კამერის მიმართულებით იშვერს ხელს და მისი მისამართით ამბობს მუქარის შემცველ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, შემდეგ ქალბატონი ნ---- კიდებს ხელს ბატონ მ-----ს და შემოყავს შიგნით. მოწმემ განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ----- ლ-------ე, რომელსაც მან განუმარტა დაკავებულის უფლებები და წარედგინა ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ საქმეზე ნ---------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მას დაენიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. გამოკითხული იქნა მ-----ის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე, შვილი და დაზარალებულის და. მან ნ---------------ეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება გააცნო და ბრალდებულს გააცნო ბრალდების დადგენილება, ასევე მტკიცებულებები გაუცვალა ადვოკატს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ნ-----–-------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, დგინდება რომ მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–-----------------------–---------------------------------------–---. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან შეადგინა შემაკავებელი ორდერი მ----- ლ-------ის მიმართ, მსხვერპლი იყო ნ---------------ე. შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი იყო განყოფილებაში შემოსული შეტყობინება, ნ---------------ის მიერ მიცემულმა ინფორმაციამ მისცა მათ საფუძველი რომ გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი. ნ---------------ე იყო ანერვიულებული, ის აცხადებდა რომ მისი მამამთილის მ----- ლ-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, შეურაცხყოფას, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის იყო ნასვამ მდგომარეობაში. მსხვერპლის მოთხოვნა იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ის ამბობდა, რომ მომავალში არ აპირებდა ბრალდებულთან ერთად ცხოვრებას. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ნ---- ლ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის არის მ----- ლ-------ის მეუღლე, ცხოვრობს ქ-------–-, ნ----- ქუჩაზე. მისი რძალი არის ნ---------------ე, ნ-----ს უნდოდა ცალკე გადასვლა საცხოვრებლად, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა რაღაცაზე წამოეკიდებინა ის და მისი მეუღლე და კონფლიქტი გამოეწვია. მოწმის განმარტებით, ის რაც 2019 წლის 19 იანვარს მოხდა, ეს იყო წინასწარ ჩაფიქრებული და პროვოცირებული, თვითონ არაფერი არ დაუნახავს. არ შესწრებია მუქარის ფაქტს და არც გაუგონია არაფერი. მანამდე მის მეუღლეს და რძალს დაპირისპირება არ ჰქონიათ. 2019 წლის 19 იანვარს დაბრუნდნენ რესტორნიდან, მისი რძლის და და სიძე წამოვიდა მათთან, ცოტა ხნით იყვნენ, დალიეს სამი ჭიქა, ძალიან ნასვამები იყვნენ და ამიტომ ტაქსი გამოიძახეს და წავიდნენ. მის შვილს ბ----ის ამ დროს ეძინა. სტუმრებს დაემშვიდობნენ ჩვეულებრივად და წავიდნენ. არ დაუნახავს არც ის, რომ ვინმე ვიდეოს იღებდა და არც მისი რძალი ნ----- დაუნახავს იქ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ნ---------------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ----- ლ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფის და მუქარის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ---------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.(ს.ფ. 9-14).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2019 წლის 21 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილების შენობაში გამოცხადდა ქ-------–-, ნ----- ქ---------------–- მცხოვრები ნ----- ა---------–--------–-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ ზემოთ მითითებულ მისამართზე მცხოვრები მისი მამამთილი მ----- ლ-------ე მას ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. (ს.ფ. 1).

 

საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი N0----- ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 21 იანვარს, რომლის შედგენის საფუძველი გახდა შემდეგი - მოძალადე მ----- ლ-------ემ, რძლის ნ---------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, სიტყვიერად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მოძალადე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ორდერის თანახმად მ----- ლ-------ეს აეკრძალა ნ---------------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 21-27)

 

2018 წლის 23 იანვარს ჩატარებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერება ჩატარდა ქ-------–-, ნ----- ქ----------–- პოლიციის მ------- განყოფილების შენობაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძეიებელ ლ-----–----ს მიერ, ნ---------------ესთან ერთად. დათვალიერება დაიწყო 13:10 საათზე და დასრულდა 13:35 საათზე. დათვალიერებული იქნა ნ---------------ის მიერ წარმოდგენილი დივიდი დისკი, რომელზეც ნ---------------ემ განმარტა, რომ გადატანილი აქვს მის მიერ, მისივე ტელეფონის საშუალებით გადაღებული ჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს სამი პიროვნება, ნ---------------ის განმარტებით ჩანაწერში გამოსახული პირები არიან მისი ნათესავები, კერძოდ მისი მამამთილი მ----- ლ-------ე, მისი დედამთილი ნ---- ლ-------ე და მისი დის მეუღლე ბ---- ა-–----ე. ჩანაწერში ჩანს, რომ მ----- ლ-------ე არის მთვრალ მდგომარეობაში და ის იგინება დედის მისამართით, მარგამ კონკრეტული პირის სახელს არ ამბობს. ის ასევე ხელს იშვერს კამერის მისამართით, როგორც ნ---------------ემ განმარტ,ა ჩანაწერს აკეთებდა თვითონ. ჩანაწერში ასევე ჩანს თუ როგორ ემშვიდობებიან ნ---- და მ----- ლ-------ე ბ---- ა-–----ეს. ნ---------------ის განმარტებით ჩანაწერში როდესაც ისმის მისი მამამთილის გინების ხმა, ის იგინება მისი მისამართით. ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა ერთ პაკეტად.(ს.ფ.31-37).

 

სასამართლო გაეცნო დასახელებული ვიდეო ჩანაწერს, რაც ემთხვევა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმში და ასახულ გარემოებებს, ამასთან ჩანაწერში მკაფიოდ ისმის მ----- ლ-------ის გინება და მუქარის შემცველი სიტყვები „ყოველ დღე ელოდოს“.

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.

 

სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

მუქარა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბრალდებულ მ----- ლ-------ის მიმართ წარდგენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხულ პირთა, ნ---------------ის, ა------------ის, ლ-----–----ს და ნ-----–-------------ის ჩვენებებით, ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ.

 

მართალია, ბრალდებულმა არ მისცა საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, ასევე ბინაში მყოფმა მისმა მეუღლემ ნ---- ლ-------ემ არ დაადასტურა მუქარის ფაქტი, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირდაპირი მოწმეების, ნ---------------ის და ა------------ის ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები და ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი დანარჩენ მოწმეთა(ლ-----–----, ნ-----–-------------ე) ჩვენებებთან ერთად ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს მ----- ლ-------ის მიერ განხორციელებული მუქარის რეალურად არსებობაში.

 

სასამართლოს ასეთი შინაგანი რწმენა კიდევ უფრო გამყარდა ვიდეო ჩანაწერის გაცნობის შედეგად. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულიც არ გამორიცხავს მუქარის ფაქტის არსებობას, ის განმარტავს, რომ სიმთვრალის გამო არ ახსოვს არაფერი, ხოლო მოწმე ნ---- ლ-------ის ჩვენება კი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ის თავის ჩვენებაში ვერ იხსენებს ვერც მუქარას, ვერც მისი მეუღლის გინებას სტუმრის თანდასწრებით და ვერც იმ აშკარა ფაქტს, რომ დაზარალებული ტელეფონით იღებდა ბრალდებულის ქმედებებს კონფლიქტის დროს, რასაც სასამართლო ხსნის მეუღლის მხარდაჭერის სურვილით.

 

სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულის მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზეც, მეტყველებს დაზარალებულის ჩვენება: „მუქარის გამო იმდენად იყო შეშინებული, რომ ღამე ვერ იძინებდა და ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ.“; ა------------ის ჩვენება: „მეორე დღეს ესაუბრა მის დას, რომელმაც უთხრა, რომ იმ ღამით ისე იყო შეშინებული ოთახის კარი ჩაკეტა, სკამი მიადგა, მთელი ღამე არ ეძინა და ძალიან ნერვიულობდნენ,“. მოცემულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შემთხვევის შემდეგ დაზარალებულმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----- ლ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

მ----- ლომთძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 531 მუხლის თანახმად არის დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს განხორციელებული მუქარის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას, ის პირველად არის სამართალში, მის ასაკს - არის 59 წლის, დასაქმებულია და ის როგორც ბაბუა ზრუნავს დაზარალებულის შვილებზე, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ოჯახი და ბრალდებული ცალ-ცალკე ცხოვრებენ, რაც მინიმუმამდე ამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ლ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მ----- ლ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით (04 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი (4*5=20) და, საბოლოოდ, მ----- ლ-------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა(180-20=160) 160 (ასსამოცი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

3. მ----- ლ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ნ---- ლ-------ე პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

4. მსჯავრდებულ მ----- ლ-------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნ---------------ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე