გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.05.2019
საქმის ნომერი
030310019002813977
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310019002813977

№ 3/08-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი 2019 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევან ქირია

 

მოსარჩელე სს ,,ე----- ჰ--------–---’’

წარმომადგენლები: ა------ ხ--–--ე

 

მოპასუხეები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ამავე სააგენტოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრი

 

წარმომადგენელი შ------- ღ-----

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად და ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნას ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის რ--------- მ---–-----ს 2018 წლის 18 მაისის N04-09/3790 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მ/შ თ----- მ--------ის 2018 წლის 19 დეკემბრის N04/68143 გადაწყვეტილება სს ,,ფ------ ც--------–----- კ-–--------- ს--------------ს“ 2018 წლის 12 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის N04-09/3790 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე, გადაწყვეტილებაში უარის თქმის მიზეზად მითითებულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ: ,,ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%’’.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი წესით, სწორად იქნა დაფიქსირებული სათანადო ინფორმაცია, მათ შორის სწორად იქნა დაფიქსირებული შესაბამისი კოდები, არ არის დარღვეული ინფორმაციის მიწოდების ვადა, გაუგებარია რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. ხსენებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის N04/68143 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

N04-09/3790 გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა მხარის მონაწილეობის გარეშე (სზაკ-ის 95.2 მ.), განხილვაში არ იქნა უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა, არ მიეცათ საკუთარი მოსაზრებისა და შუამდგომლობის წარდგენის საშუალება (სზაკ-ის 98-ე მ.), არ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ადმინისტრაციული წარმოების მასალას (სზაკ-ის 99-ე მ.). მაკონტროლებლის მხრიდან რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება სამართალდარღვევის არსებობის შესახებ აქტში არ მოიპოვება, რითაც დარღვეულია სზაკ-ის 53.5 მუხლი ადმინისტრაციული წარმოების დროს დარღვეულია სზაკ-ის 96.1.2 მუხლები.

 

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი კოდი, დამატებითი კოდის ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ და დაჯარიმდნენ ძირითადი კოდის 10%-ით.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება’’, შესაბამისად გაუგებარია რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება არ დაეფინანსებინა მათივე მიერ ასანაზღაურებლად აღიარებული თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაეთანხმნენ დაკისრებულ სახდელს. ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს - კანონიერებას.

 

N04-09/3790 გადაწყვეტილება მათ მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის N04/68143 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელია, რაც ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

საჩივართა განხილვის ორივე ეტაპზე ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. მხარეები მიწვეულნი იყვნენ წერილების საშუალებით. ყველა შემთხვევაზე წარმოდგენილია ფორმა 100, რომლებშიც არის დარღვევები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა ყველა საკითხი განიხილა ს--------------ს წარმომადგენლის მეშვეობით. მოთხოვნილია ანაზღაურება 2 პროგრამული კოდით, აქედან ერთი არის არასწორად დაფიქსირებული.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 მაისის N04-09/3790 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია: ,,მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დანართის სახით წარმოდგენილ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’, არ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევა სრულად არ ანაზღაურდება, პირიქით ანაზღაურდება მაგრამ ერთი კოდით, ე.ი. არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებული თანხის 10%.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის N04-7047 წერილის თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბრის N04/68143 გადაწყვეტილებით:

 

- ლ---- ა-–------ს შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს 1628.10 ლარიდან 509.49 ლარი;

- ნ-----–- ჩ------ს შემთხვევაში 2327.40 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 782.46 ლარი;

- ი----- ბ--–-----ს შემთხვევაში 1122.70 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 270.37 ლარი.

- ც----- ჩ-------–---–ის შემთხვევაში 1201.32 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 332.10 ლარი.

 

3.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის 2019 წლის 11 მარტის N04-09/2519 წერილის თანახმად, შემთხვევა 3704266390, პაციენტი ი----- ბ--–----- 4---------- წარმოდგენილია 2 პროგრამული კოდით. პაციენტი კლინიკაში შევიდა 08.01.2018 08:04:00 წუთზე. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მისი მდგომარეობა შემოსვლისას არის მძიმე (ვერ შემოდის კონტაქტში, მოტორული აფაზია, აღზნებადობა, ღრმა პარეზი ხელში, მარჯვენა მხრივი ფეხის პლეგია) და საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, რაც გულისხმობს ინტენსიური მკურნალობა/მოვლას პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური შემოდინამიკა და რესპირაცია (სუნთქვა), თუმცა დაწესებულებამ პაციენტი გაატარა პროგრამული კოდით T900003/2 (G46.0*-/-G46.0*-/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი) და მხოლოდ 15 საათის დაგვიანებით გადაიყვანა ინტენსიური თერაპიის პალატაში, სადაც 8 საათში ფიქსირდება ლეტალური გამოსავალი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მკურნალობის ორი ეპიზოდიდან ერთს T900003/2 G46.0*-/-G46.0*-/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომს მიანიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“. მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ხოლო მეორე ეპიზოდი უნდა ანაზღაურდეს ამ მკურნალობის ეპიზოდის ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკლებით.

 

შემთხვევა 1125312132 პაციენტი ნ-----–- ჩ------ 4----------. პაციენტი კლინიკაში შევიდა 04.01.2018 14:55:00 წუთზე. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში დაფიქსირდა პროგრამული კოდი T900003/2 (G46.0*-/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი (I 66.0+). პროგრამული კოდის ტარიფი შეადგენს 996 ლარს) 08.01.2018 18:00:00 გადაყვანილ იქნა ინტენსიურ თერაპიის პალატაში პროგრამული კოდი INT0044 (ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა) სადაც დაყოვნებამ შეადგინა 6 დღე და 18 საათი. მოთხოვნილი თანხა 1458 ლარი. თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით ამის საჭიროება არ იყო. მკურნალობის ორი ეპიზოდიდან ერთს პროგრამული კოდი INT0044 (ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა) მიანიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“. მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ხოლო მეორე ეპიზოდი უნდა ანაზღაურდეს ამ მკურნალობის ეპიზოდის ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკლებით.

 

შემთხვევა 277790238 პაციენტი ლ---- ა-–------ 4----------. შემთხვევა წარმოდგენილია 2 პროგრამული კოდით. პაციენტი კლინიკაში შევიდა 03.01.2018 12:31:00 წუთზე. მისი მდგომარეობა შემოსვლისას არის მძიმე (ჰაერის უკმარისობა, გულის უკმარისობა (მწვავე), ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, ხველა, ორმხრივი ფილტვების ანთება) საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, რაც გულისხმობს ინტენსიური მკურნალობა/მოვლას პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური შემოდინამიკა და რესპირაცია (სუნთქვა), პაციენტი ტარდება პროგრამული კოდით T900016/2 I50 -/- გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით) მხოლოდ 04.01.2018 16:00:00 გადაყვანილ იქნა ინტენსიურ თერაპიის პალატაში პროგრამული კოდი INT0044 (ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მკურნალობის ორი ეპიზოდიდან ერთს პროგრამულ კოდს T900016/2 I50 -/- გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით) მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“. ხოლო მეორე ეპიზოდი უნდა ანაზღაურდეს ამ მკურნალობის ეპიზოდის ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკლებით.

 

შემთხვევა 3780748755, პაციენტი ც----- ჩ-------–---–ი 4----------. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 26.01.2018 15:00:00 წუთზე. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში დაფიქსირდა პროგრამული კოდი T900003/2 (G46.0* -/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი (I 66.0+). პროგრამული კოდის ტარიფი შეადგენს 996 ლარს) 4 საათში 26.01.2018 19:00:00 გადაყვანილ იქნა ინტენსიურ თერაპიის პალატაში პროგრამული კოდი ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სადაც დაყოვნებამ შეადგინა 1 დღე და 11 საათი. მოთხოვნილი თანხა 315 ლარი) და ბოლოს 28.01.2018 06:00:00 გადაყვანილ იქნა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლაზე. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მისი მდგომარეობა შემოსვლისას არის მძიმე და საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მკურნალობის სამი ეპიზოდიდან ერთს პროგრამული კოდი T900006/2 (G46.0* -/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი (I 66.0+) მიანიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“.

 

3.2.3. ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია: 1. ლ---- ა-–------, შემთხვევის N 277790238. პაციენტი შემოვიდა კლინიკაში 03.01.2018 12:31 საათზე დიაგნოზით 900016 I50 გულის მწვავე უკმარისობა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა, დაეწყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც 04 იანვარს, 16:00 საათზე გადაყვანილ იქნა I დონის ინტენსიურში. 2. ნ-----–- ჩ------, შემთხვევის ნომერი 1125312132. კლინიკაში შემოვიდა 14:55 საათზე, უეცრად დაკარგა გონება, მარცხენა კიდურში ერთბაშად განუვითარდა სისუსტე, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა სტაციონარში დიაგნოზით 900003 G46.0 (თ.ტვ. სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა იშემიური ხასიათის მარჯვენა შუა ცერებრული არტ.ის აუზში-მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინტრაკრანიალური ოფთალმოპლეგია), რაც დასტურდება გადაღებული CT კვლევით, შემოსვლის მეორე დღიდან ავადმყოფობა განვითარდა მწვავე უარყოფით, დინამიკით, ცნობიერების დონე თანდათან გაუარესდა. დაეწყო სუნთქვის მწ. უკმარისობა გადავიდა სოპოროზულ მდგომარეობაში რის გამოც პაციენტი გადავიდა I დონის ინტენსიურზე. დიაგნოზი: J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა, I63 თავის ტვინის ინფარქტი, რაც დასტურდება განმეორებით ჩატარებული CT კვლევით. ინტენსიურში პაციენტის ხანგრძლივი დაყოვნება განპირობებული იყო არამარტო სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით არამედ თანმხლები დაავადებითაც I63 თავის ტვინის ინფარქტი. 3. ი----- ბ--–-----, შემთხვევის N3704266390. პაციენტი კლინიკაში შემოსულია 08.01.2018 08:04 საათზე დიაგნოზით 900003 G46.0 თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა იშემიური ინსულტის ტიპით, მარცხენა შუა ცერებრალური არტერიის აუზში, მარჯვენამხრივი ღრმა პარეზი ხელში პლეგია ფეხში 23:00 საათზე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განვითარდა კომატოზური მდგომარეობა, ტვინის შეშუპება. სუნთქვის მწვავე უკმარისობა ექსტრასისტოლიური არითმია, რის გამოც გადაყვანილ იქნა II დონის ინტენსიურში. 09.01.2018 07:20 საათზე განვითარდა ბიოლოგიური სიკვდილი. 4. ც----- ჩ-------–---–ი, შემთხვევის N3780748755. პაციენტი კლინიკაში შემოსულია დიაგნოზით 900003 G46.0 (თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი) გულის რიტმის გაუარესებისა და ნერვულ-რეფლექსური აღგზნების გამო გადაყვანილია I დონის ინტენსიურში სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება გულის მწვავე უკმარისობა, დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 28.01.2018 06:00 საათზე გადაყვანილ იქნა II დონის ინტენსიურში 09:10 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. N04-09/3790 გადაწყვეტილების მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს რომელი კოდი ჩაითვალა არასწორად მაკონტროლებლის მიერ, რომელი კოდი იქნა აღიარებული ასანაზღაურებლად. გადაწყვეტილება არ შეიცავს მინიმალურ მითითებას სამართალდარღვევის შესახებ, შეუძლებელია მისი სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება.

 

3.2.4. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის 04-7047 წერილის შესაბამისად, სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა სს ,,ქ.ფ------- ც--------–---- კ-–-------- ს--------------ში“ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხების შესახებ: ლ---- ა-–------ - მოთხოვნილი თანხა 1628.1 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 509.49 ლარი, არ ანაზღაურდა 1118.61 ლარი; ნ-----–- ჩ------ - მოთხოვნილი თანხა 2327.4 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 782.46 ლარი, არ ანაზღაურდა 1544.94 ლარი; ი----- ბ--–----- - მოთხოვნილი თანხა 1122,7 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 270.37 ლარი, არ ანაზღაურდა 852.33 ლარი; ც----- ჩ-------–---–ი - მოთხოვნილი თანხა 1201.32 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 332.1 ლარი, არ ანაზღაურდა 869.22 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,ე-----ს ჰ--------–---ს" - ფ------ ჰ---------–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის რ--------- მ---–-----ს 2018 წლის 18 მაისის N04-09/3790 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ----- მ--------ის 2018 წლის 19 დეკემბრის N04/68143 გადაწყვეტილება სს ,,ფ------ ც--------–----- კ-–--------- ს--------------ს“ 2018 წლის 12 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ს----------–--- ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა: 1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4.თუ ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ოთხივე შემთხვევიდან გამომდინარე: - სწორად იქნა დაფიქსირებული სათანადო ინფორმაცია, მათ შორის სწორად იქნა დაფიქსირებული შესაბამისი კოდები, არ არის დარღვეული ინფორმაციის მიწოდების ვადა.

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახით დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

 

ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის N04-7047 წერილის თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბრის N04/68143 გადაწყვეტილებით:

 

- ლ---- ა-–------ს შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს 1628.10 ლარიდან 509.49 ლარი;

- ნ-----–- ჩ------ს შემთხვევაში 2327.40 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 782.46 ლარი;

- ი----- ბ--–-----ს შემთხვევაში 1122.70 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 270.37 ლარი.

- ც----- ჩ-------–---–ის შემთხვევაში 1201.32 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს 332.10 ლარი.

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აპრილის 04-7047 წერილის შესაბამისად, სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა სს ,,ქ.ფ------- ც--------–---- კ-–-------- ს--------------ში“ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხების შესახებ: ლ---- ა-–------ - მოთხოვნილი თანხა 1628.1 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 509.49 ლარი, არ ანაზღაურდა 1118.61 ლარი; ნ-----–- ჩ------ - მოთხოვნილი თანხა 2327.4 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 782.46 ლარი, არ ანაზღაურდა 1544.94 ლარი; ი----- ბ--–----- - მოთხოვნილი თანხა 1122,7 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 270.37 ლარი, არ ანაზღაურდა 852.33 ლარი; ც----- ჩ-------–---–ი - მოთხოვნილი თანხა 1201.32 ლარი, უნდა ანაზღაურებულიყო 332.1 ლარი, არ ანაზღაურდა 869.22 ლარი.

 

ზემოაღნიშნული ასანაზღაურებელი თანხებიდან ანაზღაურდა ის ნაწილი, რაც ეწინააღმდეგება ფორმა 100-ში მითითებულ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ავტომატურად ნაკლები რაოდენობის თანხაზე გაკეთდა აქცენტი და არა კანონიერ ასპექტზე, რაც აშკარად თვალშისაცემი და დაუსაბუთებელია.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის 2019 წლის 11 მარტის N04-09/2519 წერილის თანახმად, შემთხვევა 3704266390, პაციენტი ი----- ბ--–----- 4---------- წარმოდგენილია 2 პროგრამული კოდით. პაციენტი კლინიკაში შევიდა 08.01.2018 08:04:00 წუთზე. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მისი მდგომარეობა შემოსვლისას არის მძიმე (ვერ შემოდის კონტაქტში, მოტორული აფაზია, აღზნებადობა, ღრმა პარეზი ხელში, მარჯვენა მხრივი ფეხის პლეგია) და საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, რაც გულისხმობს ინტენსიური მკურნალობა/მოვლას პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური შემოდინამიკა და რესპირაცია (სუნთქვა), თუმცა დაწესებულებამ პაციენტი გაატარა პროგრამული კოდით T900003/2 (G46.0*-/-G46.0*-/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი) და მხოლოდ 15 საათის დაგვიანებით გადაიყვანა ინტენსიური თერაპიის პალატაში, სადაც 8 საათში ფიქსირდება ლეტალური გამოსავალი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მკურნალობის ორი ეპიზოდიდან ერთს T900003/2 G46.0*-/-G46.0*-/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომს მიანიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“. მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ხოლო მეორე ეპიზოდი უნდა ანაზღაურდეს ამ მკურნალობის ეპიზოდის ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკლებით.

 

შემთხვევა 1125312132 პაციენტი ნ-----–- ჩ------ 4----------. პაციენტი კლინიკაში შევიდა 04.01.2018 14:55:00 წუთზე. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში დაფიქსირდა პროგრამული კოდი T900003/2 (G46.0*-/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი (I 66.0+). პროგრამული კოდის ტარიფი შეადგენს 996 ლარს) 08.01.2018 18:00:00 გადაყვანილ იქნა ინტენსიურ თერაპიის პალატაში პროგრამული კოდი INT0044 (ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა) სადაც დაყოვნებამ შეადგინა 6 დღე და 18 საათი. მოთხოვნილი თანხა 1458 ლარი. თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით ამის საჭიროება არ იყო. მკურნალობის ორი ეპიზოდიდან ერთს პროგრამული კოდი INT0044 (ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა) მიანიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“. მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ხოლო მეორე ეპიზოდი უნდა ანაზღაურდეს ამ მკურნალობის ეპიზოდის ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკლებით.

 

შემთხვევა 277790238 პაციენტი ლ---- ა-–------ 4----------. შემთხვევა წარმოდგენილია 2 პროგრამული კოდით. პაციენტი კლინიკაში შევიდა 03.01.2018 12:31:00 წუთზე. მისი მდგომარეობა შემოსვლისას არის მძიმე (ჰაერის უკმარისობა, გულის უკმარისობა (მწვავე), ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, ხველა, ორმხრივი ფილტვების ანთება) საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, რაც გულისხმობს ინტენსიური მკურნალობა/მოვლას პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური შემოდინამიკა და რესპირაცია (სუნთქვა), პაციენტი ტარდება პროგრამული კოდით T900016/2 I50 -/- გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით) მხოლოდ 04.01.2018 16:00:00 გადაყვანილ იქნა ინტენსიურ თერაპიის პალატაში პროგრამული კოდი INT0044 (ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მკურნალობის ორი ეპიზოდიდან ერთს პროგრამულ კოდს T900016/2 I50 -/- გულის უკმარისობა (გულის ქრონიკული უკმარისობა III ან IV კლასი NYHA კლასიფიკაციით) მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“. ხოლო მეორე ეპიზოდი უნდა ანაზღაურდეს ამ მკურნალობის ეპიზოდის ასანაზღაურებელი თანხის 10%-ის დაკლებით.

 

შემთხვევა 3780748755, პაციენტი ც----- ჩ-------–---–ი 4----------. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 26.01.2018 15:00:00 წუთზე. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში დაფიქსირდა პროგრამული კოდი T900003/2 (G46.0* -/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი (I 66.0+). პროგრამული კოდის ტარიფი შეადგენს 996 ლარს) 4 საათში 26.01.2018 19:00:00 გადაყვანილ იქნა ინტენსიურ თერაპიის პალატაში პროგრამული კოდი ICD კოდი J 96 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სადაც დაყოვნებამ შეადგინა 1 დღე და 11 საათი. მოთხოვნილი თანხა 315 ლარი) და ბოლოს 28.01.2018 06:00:00 გადაყვანილ იქნა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლაზე. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მისი მდგომარეობა შემოსვლისას არის მძიმე და საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მკურნალობის სამი ეპიზოდიდან ერთს პროგრამული კოდი T900006/2 (G46.0* -/- თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი (I 66.0+) მიანიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება“.

 

ზემოაღნიშნული შემთხვევების ანალიზიც ეწინააღმდეგება 3.2.1. და 3.2.4. ქვეპუნქტებს, როგორც შინაარსობრივი კუთხით, ასევე, წარმოდგენილი სრული ინფორმაციის შეფასების გაუთვალისწინებლობით, დაფინანსების თვალსაზრისით შედეგი გამოყვანილია საწინააღმდეგო მასალებისა.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება’’, შესაბამისად გაუგებარია რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება არ დაეფინანსებინა მათივე მიერ ასანაზღაურებლად აღიარებული თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაეთანხმნენ დაკისრებულ სახდელს. ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს - კანონიერებას. აღნიშნული უარყო წარმომადგენელმა, რადგან ის არ გამომდინარეობს კანონიერების პრინციპიდან.

 

2018 წლის 14 სექტემბრის N04/49483 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი მითითებულია შეცდომით (მექანიკური შეცდომა), უნდა იყოს მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ე-----ს ჰ--------–---ს" - ფ------ ჰ---------–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის რ--------- მ---–-----ს 2018 წლის 18 მაისის N04-09/3790 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ----- მ--------ის 2018 წლის 19 დეკემბრის N04/68143 გადაწყვეტილება სს ,,ფ------ ც--------–----- კ-–--------- ს--------------ს“ 2018 წლის 12 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ე-----ს ჰ--------–---ს" - ფ------ ჰ---------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის რ--------- მ---–-----ს 2018 წლის 18 მაისის N04-09/3790 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ----- მ--------ის 2018 წლის 19 დეკემბრის N04/68143 გადაწყვეტილება სს ,,ფ------ ც--------–----- კ-–--------- ს--------------ს“ 2018 წლის 12 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“.

 

3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სს ,,ს-----–---- კ----------–-- ე-----ს" მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 21.01.2019, ელექტრონული საგადახდო დავალება N29012786, რეფერენსი 7501142206, სს ,,ს----------–--- ბ----").

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე